მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გირჩი“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა - არავისთან გადაჯგუფებას არ ვაპირებთ“ - იაგო ხვიჩია
“გირჩი“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა - არავისთან გადაჯგუფებას არ ვაპირებთ“ - იაგო ხვიჩია

“რო­გორ შე­იშ­ლე­ბა მე სა­ხელ­მწი­ფო მა­კონ­ტრო­ლე­ბელს ვენ­დო­ბო­დე ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სა­სა­მარ­თლო არ არ­სე­ბობს და ვიცი, რომ რო­გორც ერთი კაცი გა­და­წყვეტს, ისე იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი? - ამის შე­სა­ხებ “გირ­ჩის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს უფ­რო­სის, რაჟ­დენ კუპ­რაშ­ვი­ლის ბრი­ფინ­გის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ისი­ნი არც ელო­დე­ბოდ­ნენ იმას, რომ ვინ­მე ფი­ნან­სე­ბის და­მალ­ვა­ზე რა­ი­მეს ეტყო­და, რად­გან ის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

“ჩვე­ნი ფი­ნან­სე­ბი სა­ჯა­როა. ინ­ტერ­ნეტ­ში დევს და ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის მისი და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან ხელ­მი­საწ­ვდო­მია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ არც ვე­ლო­დე­ბო­დით იმას, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად ვი­ღაც გვე­ტყო­და, რომ ფი­ნან­სებს ვმა­ლავთ. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვაბ­რა­ლონ, მაგ­რამ ბევ­რი ფი­ნან­სე­ბი რომ გვაქვს და თან ვმა­ლავთ, ამას არ და­ვიბ­რა­ლებთ. რაც შე­ე­ხე­ბა ნდო­ბას, რო­გორ შე­იშ­ლე­ბა მე სა­ხელ­მწი­ფო მა­კონ­ტრო­ლე­ბელს ვენ­დო­ბო­დე ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სა­სა­მარ­თლო არ არ­სე­ბობს და ვიცი, რომ რო­გორც ერთი კაცი გა­და­წყვეტს, ისე იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

ზო­გა­დად, გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ში რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ცალ­კე აღე­ბუ­ლი რამე იყოს. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლაფ­რის გამჭვირ­ვა­ლო­ბა ყო­ველ­თვის არ ვარ­გა. მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეს კი­თხვა ცხა­დია, რომ არც დგას. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ზე გა­უმჭვირ­ვა­ლე პარ­ტია, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს, არის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” და მერე “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა”, რო­გორც მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ე­ბი­დან. ეს ხალ­ხი რომ სხვის გა­უმჭვირ­ვა­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ცო­ტა­თი არა­სე­რი­ო­ზუ­ლია”, - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

გარ­და ამი­სა, იაგო ხვი­ჩი­ამ ისა­უბ­რა სა­არ­ჩევ­ნოდ აპი­რებს თუ არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ “გირ­ჩი” არ­ჩევ­ნებ­ზე 36 ნომ­რით და და­მო­უ­კი­დებ­ლად გავა.

“გირ­ჩი“ 36 ნომ­რით და და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დის არ­ჩევ­ნებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მე არ ვიცი, რა იწ­ვევს ხოლ­მე ამ მღელ­ვა­რე­ბას ყო­ველ­თვის, მა­შინ რო­დე­საც ჩემი კო­ლე­გე­ბი ახალ პო­ლი­ტი­კურ ქორ­წი­ნე­ბას მო­ა­წყო­ბენ, მე მე­კი­თხე­ბი­ან, იმა­ვეს ხომ არ ვა­პი­რებ და ჩვე­ნი პა­სუ­ხი ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ველ­თვის უც­ვლე­ლი იყო - ადა­მი­ა­ნებს ვთხოვთ 36 ნომ­რის გა­ფე­რა­დე­ბას და არა იმას, რომ ჩვენს პარ­ლა­მენ­ტში შე­საყ­ვა­ნად ვი­ღაც უც­ნა­უ­რი ხალ­ხი შე­მო­ხა­ზონ. არა­ვის­თან გა­დაჯ­გუ­ფე­ბას არ ვა­პი­რებ“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს უფ­რო­სის, რაჟ­დენ კუპ­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი და­ფი­ნან­სე­ბას სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ არ ასა­ჯა­რო­ე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

“გირჩი“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა - არავისთან გადაჯგუფებას არ ვაპირებთ“ - იაგო ხვიჩია

“გირჩი“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა - არავისთან გადაჯგუფებას არ ვაპირებთ“ - იაგო ხვიჩია

“როგორ შეიშლება მე სახელმწიფო მაკონტროლებელს ვენდობოდე ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს და ვიცი, რომ როგორც ერთი კაცი გადაწყვეტს, ისე იქნება ყველაფერი? - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრიფინგის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ისინი არც ელოდებოდნენ იმას, რომ ვინმე ფინანსების დამალვაზე რაიმეს ეტყოდა, რადგან ის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია.

“ჩვენი ფინანსები საჯაროა. ინტერნეტში დევს და ყველა მოქალაქისთვის მისი დაფუძნების დღიდან ხელმისაწვდომია. შესაბამისად, ჩვენ არც ველოდებოდით იმას, რომ რაღაცნაირად ვიღაც გვეტყოდა, რომ ფინანსებს ვმალავთ. შეიძლება ყველაფერი დაგვაბრალონ, მაგრამ ბევრი ფინანსები რომ გვაქვს და თან ვმალავთ, ამას არ დავიბრალებთ. რაც შეეხება ნდობას, როგორ შეიშლება მე სახელმწიფო მაკონტროლებელს ვენდობოდე ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს და ვიცი, რომ როგორც ერთი კაცი გადაწყვეტს, ისე იქნება ყველაფერი.

ზოგადად, გამჭვირვალობაში როგორ შეიძლება ცალკე აღებული რამე იყოს. უბრალოდ, ყველაფრის გამჭვირვალობა ყოველთვის არ ვარგა. მაგრამ პოლიტიკური პარტიების ფინანსებთან დაკავშირებით ეს კითხვა ცხადია, რომ არც დგას. უბრალოდ, ყველაზე გაუმჭვირვალე პარტია, რომელიც არსებობს, არის “ქართული ოცნება” და მერე “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც მოქმედი და ყოფილი სახელისუფლებო პარტიებიდან. ეს ხალხი რომ სხვის გაუმჭვირვალობაზე საუბრობენ, ცოტათი არასერიოზულია”, - განაცხადა ხვიჩიამ.

გარდა ამისა, იაგო ხვიჩიამ ისაუბრა საარჩევნოდ აპირებს თუ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას და აღნიშნა, რომ “გირჩი” არჩევნებზე 36 ნომრით და დამოუკიდებლად გავა.

“გირჩი“ 36 ნომრით და დამოუკიდებლად გადის არჩევნებზე. შესაბამისად, მე არ ვიცი, რა იწვევს ხოლმე ამ მღელვარებას ყოველთვის, მაშინ როდესაც ჩემი კოლეგები ახალ პოლიტიკურ ქორწინებას მოაწყობენ, მე მეკითხებიან, იმავეს ხომ არ ვაპირებ და ჩვენი პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით ყოველთვის უცვლელი იყო - ადამიანებს ვთხოვთ 36 ნომრის გაფერადებას და არა იმას, რომ ჩვენს პარლამენტში შესაყვანად ვიღაც უცნაური ხალხი შემოხაზონ. არავისთან გადაჯგუფებას არ ვაპირებ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.