აპლიკაცია Telegram-მა მისი დამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის პაველ დუროვის დაკავებასზე პირველი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ “აპლიკაციის ზომიერება ინდუსტრიის სტანდარტების ფარგლებშია და მუდმივად უმჯობესდება”.
“აბსურდია იმის მტკიცება, რომ პლატფორმა ან მისი მფლობელი პასუხისმგებელია ამ პლატფორმის ბოროტად გამოყენებაზე. ბ-ნი დუროვი ხშირად მოგზაურობს ევროპაში და ემორჩილება ევროკავშირის კანონებს, მათ შორის ციფრული სერვისების აქტს, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო და ანგარიშვალდებული ონლაინ გარემოს უზრუნველყოფას. მას ნამდვილად არაფერი აქვს დასამალი.
მსოფლიოში თითქმის მილიარდი მომხმარებელი იყენებს Telegram-ს, როგორც კომუნიკაციის საშუალებას და როგორც ინფორმაციის წყაროს.
ველოდებით სიტუაციის სწრაფ გადაწყვეტას,“ - წერს Telegram-ი.
დუროვი გუშინ, პარიზის ჩრდილოეთით მდებარე აეროპორტში დააკავეს, გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება მას Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენებაში ადანაშაულებს.
სავარაუდოდ, აპლიკაციას ბრალად ედება სამართალდამცავებთან ნარკოტიკების ტრეფიკინგის, ბავშვთა სექსუალური შინაარსისა და თაღლითობის საკითხებში ნორმების შეუსრულებლობა.
საფრანგეთის ოფიციალურ უწყებებს, ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებიათ.
39 წლის პაველ დუროვი დაიბადა რუსეთში და ახლა დუბაიში ცხოვრობს, სადაც დაფუძნებულია Telegram-ი. მას აქვს არაბეთის გაერთიანებული საემიროების და საფრანგეთის მოქალაქეობა.
Telegram განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში, უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. დუროვმა Telegram 2013 წელს დააარსა. მან რუსეთი 2014 წელს დატოვა.
Le Monde -ს ინფორმაციით, მას საფრანგეთში პატიმრობა გაუხანგრძლივეს.
როგორც გამოცემა წერს, საფრანგეთის სასამართლომ Telegram-ის დამფუძნებელი პატიმრობაში კიდევ 48 საათით დატოვა.
ამავდროულად, საფრანგეთის ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები ჯერ კიდევ არ აკეთებენ ოფიციალურ კომენტარს დუროვის დაკავების შესახებ. პირველი ოფიციალური განცხადება პროკურატურამ დღეს უნდა გააკეთოს.
იხილეთ ასევე:
ეს თუ გაუვიდათ ლიბერალებს. შემდეგი იქნება ილონ მასკი, მაგას მოყვება ტაკერ კარლსონი, მერე დაიჭერენ ბენ შაპიროს, შემდეგ სტივ ბენონს, მერე იქნება მარგარიტა სიმონიანი, ტიგრან კეოსაიანი, თინა კანდელაკი, მარია ზახაროვა, ვლადისლავ სალავიოვი და სიმართლეს ვეღარავისგან ვეღარ გაიგებს მსოფლიო. ედუარდ სნოუდენიც ხომ ლიბერალებმა სამუდამოდ გამოკეტეს რუსეთში. ან დონალდ ტრამპის მომხრე ტრანსგენდერ იუთუბერ Blaire White-ს 3 მილიონი გამომწერით, რა დღეში ჩააგდებენ?! უკუნეთი ჩამოწვება. არა - სიბნელეს.
ამისი ძმა კოლია თუ ლენინგრადში ცხოვრობს დღესაც. და კოლიას ხელში ყოფილა მაგ მესენჯერის და სოცქსელის მართვა. რანაირად გამოდიან პუტინის წინააღმდეგ მეამბოხეები და თავისუფალი სიტყვის დამცველები?! ვინც კასპელ ვალოდიას აუმბოხდა და ენა შეუბრუნა, კი ვიცით ყველამ დღეს სადაც ისვენებენ. ანუ რა გამოდის?!