სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღამის სერენადების" პირველ გალაკონცერტს ბორჯომმა უმასპინძლა
"ღამის სერენადების" პირველ გალაკონცერტს ბორჯომმა უმასპინძლა

ლი­ა­ნა ისა­კა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ 21 აგ­ვის­ტოს ბორ­ჯომ­ში სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა. ფეს­ტი­ვა­ლის პირ­ველ კონ­ცერტს სას­ტუმ­რო ბორ­ჯო­მი ლი­კან­მა უმას­პინ­ძლა. კონ­ცერ­ტის და­სას­რულს არ წყდე­ბო­და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მსმე­ნელ­მა ბის­ზე გა­იყ­ვა­ნა და ხან­გრძლი­ვი ოვა­ცი­ე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა.

გახ­სნი­თი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ფეს­ტი­ვა­ლი გა­და­ი­ნაც­ვლებს ბა­თუმ­ში და 23 და 25 აგ­ვის­ტოს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში ორ კონ­ცერტს გა­მარ­თავს.

ოთარ არ­ბო­ლიშ­ვი­ლი, ქა­ლაქ ბორ­ჯო­მის მერი:

„უკვე მე­ო­რედ, ტრა­დი­ცი­ად იქცა, რომ ლი­ა­ნა ისა­კა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ ბორ­ჯომ­ში ღია ცის ქვეშ გრან­დი­ო­ზუ­ლი გალა კონ­ცერ­ტით გა­იხ­სნა. ჩვენს ქა­ლაქს ეს­ტუმრნენ ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი და და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მო გვა­ჩუ­ქეს. ბორ­ჯო­მე­ლე­ბი წლი­დან წლამ­დე მო­უთ­მენ­ლად ელი­ან ამ ფეს­ტი­ვალს და ბორ­ჯო­მის მე­რია მო­ხა­რუ­ლია, რომ ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის ფეს­ტი­ვა­ლის მას­პინ­ძე­ლია.“

გი­ორ­გი ისა­კა­ძე, „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

„წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი სო­ლის­ტე­ბის კონ­ცერ­ტით გა­იხ­სნა: მა­რიო სტე­ფა­ნო პი­ეტ­რო­დარ­კი და ელ­ვინ ხოჯა გა­ნი­ე­ვი, ან­სამ­ბლი „ბორ­ჯო­მი“ და მა­რი­ამ კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი, გი­ორ­გი და მა­რი­ამ ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლე­ბი, ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრი სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი (პირ­ვე­ლი ვი­ო­ლი­ნო ლელა მჭედ­ლი­ძე). ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა ხე­ლო­ვა­ნებ­მა შე­ას­რუ­ლეს ან­ტო­ნიო ვი­ვალ­დის, ბელა ბარ­ტო­კის, ას­ტორ პი­ა­ცო­ლას, ენიო მო­რი­კო­ნეს, კარ­ლოს გარ­დე­ლის, ფრანც შუ­ბერ­ტის, ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლი­სა და რე­ვაზ ლა­ღი­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. მად­ლო­ბა ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რებს: სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, ქა­ლაქ ბორ­ჯო­მის მე­რი­ას, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ას, ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რი­ას, იტა­ლი­ის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბრა­ზი­ლი­ის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩე­ხე­თის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მას­პინ­ძე­ლი სას­ტუმ­როს: ჰილ­ტონ გარ­დენ ინნ თბი­ლი­სი. ასე­ვე ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რებს: ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრს, სას­ტუმ­როს ბორ­ჯო­მი ლი­კა­ნი. მად­ლო­ბა ბორ­ჯო­მელ მსმე­ნელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დახ­ვედ­რის­თვის.“

ნინა ცა­გა­რე­ლი,“ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ დი­რექ­ტო­რი:

„ქა­ლაქ ბორ­ჯომ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­სნის შემ­დეგ, ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლი 23 და 25 აგ­ვის­ტოს ბა­თუმ­ში ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში გა­და­ი­ნაც­ვლებს.

ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ ქა­ლაქ­ში ვმარ­თავთ 7 კონ­ცერტს. წლე­ვან­დელ ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და ახალ­გაზ­რდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი: მა­რიო სტე­ფა­ნო პი­ეტ­რო­დარ­კი – ბან­დო­ნე­ო­ნი, იტა­ლია; ელ­ვინ-ხოჯა გა­ნი­ე­ვი – ვი­ო­ლი­ნო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი/თურ­ქე­თი; ბე­ატ­რი­ჩე ვე­ნე­ცი – დი­რი­ჟო­რი, იტა­ლია; სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძე – ფორ­ტე­პი­ა­ნო, სა­ქარ­თვე­ლო; ან­დრეს გა­ბე­ტა – ვი­ო­ლი­ნო, საფ­რან­გე­თი; მო­რის შტი­გე­რი – ბლოკ ფლე­ი­ტა, შვე­ი­ცა­რია; გი­ორ­გი შა­ვერ­ზაშ­ვი­ლი – ფორ­ტე­პი­ა­ნო, სა­ქარ­თვე­ლო; გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვა – ვი­ო­ლი­ნო, სა­ქარ­თვე­ლო; ლიზი რა­მიშ­ვი­ლი – ჩელო, სა­ქარ­თვე­ლო; მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი – სოპ­რა­ნო, სა­ქარ­თვე­ლო; გი­ორ­გი ოი­კაშ­ვი­ლი – კლარ­ნე­ტი, სა­ქარ­თვე­ლო; ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი. დას­კვნი­თი კონ­ცერ­ტე­ბი კი 15, 17, 18 და 20 სექ­ტემ­ბერს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტარ­დე­ბა. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შეს­თა­ვა­ზებს მსმე­ნელს შვიდ კონ­ცერტს, ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის გა­მო­ფე­ნებს, დარ­გობ­რივ მას­ტერკლა­სებ­სა და ვორ­ქშო­პებს მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდე­ბი­სა და შშმ/სსსმ პი­რე­ბის­თვის.”

მა­რიო სტე­ფა­ნო პი­ეტ­რო­დარ­კი:

„პირ­ვე­ლად ვარ ბორ­ჯომ­ში და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლა­ქი­თა და მისი სა­ო­ცა­რი მსმე­ნე­ლით. სა­ერ­თოდ, ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. მიყ­ვარს ეს ფეს­ტი­ვა­ლი და მისი აუ­დი­ტო­რია. მინ­და ყვე­ლა ბა­თუ­მის კონ­ცერ­ტზე მი­ვიწ­ვიო.“

ელ­ვინ ხოჯა გა­ნი­ე­ვი:

„ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ მო­ნა­წი­ლე პირ­ვე­ლად ვარ. ჩემს ოჯახ­სა და ქალ­ბა­ტონ ლი­ა­ნა ისა­კა­ძეს დიდი ხნის ის­ტო­რია აკავ­ში­რებთ, ამი­ტომ მისი სა­ხე­ლო­ბის ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვია. ყვე­ლა კონ­ცერ­ტი ეძღვნე­ბა მის ხსოვ­ნას. მად­ლო­ბა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, რომ მომ­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა ამ ფეს­ტი­ვალ­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ბორ­ჯო­მის შემ­დეგ, ბა­თუმ­ში და­ვუკ­რავ და ყვე­ლას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვე­პა­ტი­ჟე­ბი.“

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმულ­მა მე­ვი­ო­ლი­ნემ და დი­რი­ჟორ­მა ლი­ა­ნა ისა­კა­ძემ 1982 წელს და­ა­არ­სა სა­ქარ­თვე­ლოს უმ­შვე­ნი­ე­რეს მხა­რე­ში – აფხა­ზეთ­ში, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ტრა­დი­ცი­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლია. 1991 წელს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო ფეს­ტი­ვალ­მა დრო­ე­ბით არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა და 2002 წელს, აღ­დგა „ხე­ლოვ­ნე­ბის ზე­ი­მის“ სა­ხე­ლით ქა­ლაქ ბორ­ჯომ­ში, ხოლო 2009 წლი­დან და­უბ­რუნ­და შა­ვი­ზღვის­პი­რეთს, გა­და­ი­ნაც­ვლა ულა­მა­ზეს ქა­ლაქ ბა­თუმ­ში ისევ „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ სა­ხე­ლით. 2023 წლი­დან სა­ფეს­ტი­ვა­ლო ქა­ლა­ქებს და­ე­მა­ტა ბორ­ჯო­მი. წელს ფეს­ტი­ვა­ლი აღ­დგე­ნი­დან მე­თექ­ვსმე­ტედ ჩა­ტარ­დე­ბა და მას ლი­ა­ნა ისა­კა­ძის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა.

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია კომ­პა­ნია არტ ალი­ან­სი, ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რი – ნინა ცა­გა­რე­ლი, 2018 წლი­დან ფეს­ტი­ვა­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლია გი­ორ­გი ისა­კა­ძე – მუ­სი­კო­სი და პე­და­გო­გი, ინ­გოლშტა­დტში მუ­სი­კი­სა და ცეკ­ვის აკა­დე­მი­ის და სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი, ლი­ა­ნა ისა­კა­ძის ძმის­შვი­ლი.

ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო, აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია, ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რია, ქა­ლაქ ბორ­ჯო­მის მე­რია, იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბრა­ზი­ლი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩე­ხე­თის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში. მას­პინ­ძე­ლი სას­ტუმ­რო: ჰილ­ტონ გარ­დენ ინნ თბი­ლი­სი.

ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რი: ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი, სას­ტუმ­რო ბორ­ჯო­მი ლი­კა­ნი.

ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რი კომ­პა­ნი­ე­ბი: “ჯი­პი­სი აფ­თი­ა­ქი”, მცე­ნა­რე­უ­ლი კოს­მე­ტი­კის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი საფ­რან­გე­თი­დან „ივ როშე“, პრე­მი­უმ კოს­მე­ტი­კის ვე­გა­ნუ­რი, ქარ­თუ­ლი ბრენ­დი “პიელ ნა­ტუ­რალ­სი”. ძმე­ბი ხუ­ციშ­ვი­ლე­ბის „ღვი­ნის მა­რა­ნი“, ღვი­ნის კომ­პა­ნია „GEORGIAN LEGEND”

ფეს­ტი­ვა­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი, ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი2“, ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“, „პოს ტვ“, „ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯია“, მე­დი­აჰოლ­დინ­გი „ჯორ­ჯი­ან ტა­იმ­სი“, სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზია „ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა“, მე­დია და ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო“კლიპ არტი“, “პა­ლიტ­რა ჰოლ­დინ­გი”, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „პრა­იმ ტა­ი­მი“, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თი „Today“, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­ზე­თი “Messenger”, ჟურ­ნა­ლი „სარ­კე“, გა­ზე­თი „აჭა­რა“, ონ­ლა­ინ მე­დია “აჭა­რა თა­იმ­სი”, რა­დიო „ფორ­ტუ­ნა“ და ვებ პლატ­ფორ­მა „ფორ­ტუ­ნა.ჯი“.

ბი­ლე­თე­ბი შე­ი­ძი­ნეთ tkt.ge-ზე.

R

ავტორი:

"ღამის სერენადების" პირველ გალაკონცერტს ბორჯომმა უმასპინძლა

"ღამის სერენადების" პირველ გალაკონცერტს ბორჯომმა უმასპინძლა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 21 აგვისტოს ბორჯომში საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის პირველ კონცერტს სასტუმრო ბორჯომი ლიკანმა უმასპინძლა. კონცერტის დასასრულს არ წყდებოდა აპლოდისმენტები, მონაწილეები მსმენელმა ბისზე გაიყვანა და ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა.

გახსნითი კონცერტის შემდეგ ფესტივალი გადაინაცვლებს ბათუმში და 23 და 25 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ორ კონცერტს გამართავს.

ოთარ არბოლიშვილი, ქალაქ ბორჯომის მერი:

„უკვე მეორედ, ტრადიციად იქცა, რომ ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბორჯომში ღია ცის ქვეშ გრანდიოზული გალა კონცერტით გაიხსნა. ჩვენს ქალაქს ესტუმრნენ ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეს. ბორჯომელები წლიდან წლამდე მოუთმენლად ელიან ამ ფესტივალს და ბორჯომის მერია მოხარულია, რომ ასეთი მაღალი დონის ფესტივალის მასპინძელია.“

გიორგი ისაკაძე, „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:

„წლევანდელი ფესტივალი შესანიშნავი სოლისტების კონცერტით გაიხსნა: მარიო სტეფანო პიეტროდარკი და ელვინ ხოჯა განიევი, ანსამბლი „ბორჯომი“ და მარიამ კიკალეიშვილი, გიორგი და მარიამ ბუგიანიშვილები, ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). ამ არაჩვეულებრივმა ხელოვანებმა შეასრულეს ანტონიო ვივალდის, ბელა ბარტოკის, ასტორ პიაცოლას, ენიო მორიკონეს, კარლოს გარდელის, ფრანც შუბერტის, ვაჟა აზარაშვილისა და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები. მადლობა ჩვენი ფესტივალის მხარდამჭერებს: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ ბორჯომის მერიას, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში, ბრაზილიის საელჩოს საქართველოში, ჩეხეთის საელჩოს საქართველოში. მასპინძელი სასტუმროს: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. ასევე ფესტივალის პარტნიორებს: ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, სასტუმროს ბორჯომი ლიკანი. მადლობა ბორჯომელ მსმენელს განსაკუთრებული დახვედრისთვის.“

ნინა ცაგარელი,“ღამის სერენადების“ დირექტორი:

„ქალაქ ბორჯომში მნიშვნელოვანი და საინტერესო გახსნის შემდეგ, ჩვენი ფესტივალი 23 და 25 აგვისტოს ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გადაინაცვლებს.

ერთი თვის განმავლობაში სამ ქალაქში ვმართავთ 7 კონცერტს. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები და ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსები: მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია; ელვინ-ხოჯა განიევი – ვიოლინო, აზერბაიჯანი/თურქეთი; ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო, საქართველო; ანდრეს გაბეტა – ვიოლინო, საფრანგეთი; მორის შტიგერი – ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; გიორგი შავერზაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი ხაინდრავა – ვიოლინო, საქართველო; ლიზი რამიშვილი – ჩელო, საქართველო; მარიამ როინიშვილი – სოპრანო, საქართველო; გიორგი ოიკაშვილი – კლარნეტი, საქართველო; ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. დასკვნითი კონცერტები კი 15, 17, 18 და 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდება. ერთი თვის განმავლობაში შესთავაზებს მსმენელს შვიდ კონცერტს, ქართველი მხატვრების გამოფენებს, დარგობრივ მასტერკლასებსა და ვორქშოპებს მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.”

მარიო სტეფანო პიეტროდარკი:

„პირველად ვარ ბორჯომში და აღფრთოვანებული ვარ ამ არაჩვეულებრივი ქალაქითა და მისი საოცარი მსმენელით. საერთოდ, ქართველი მსმენელი განსაკუთრებულია. მიყვარს ეს ფესტივალი და მისი აუდიტორია. მინდა ყველა ბათუმის კონცერტზე მივიწვიო.“

ელვინ ხოჯა განიევი:

„ღამის სერენადების“ მონაწილე პირველად ვარ. ჩემს ოჯახსა და ქალბატონ ლიანა ისაკაძეს დიდი ხნის ისტორია აკავშირებთ, ამიტომ მისი სახელობის ფესტივალში მონაწილეობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. ყველა კონცერტი ეძღვნება მის ხსოვნას. მადლობა ორგანიზატორებს, რომ მომცეს საშუალება ამ ფესტივალში მიმეღო მონაწილეობა. ბორჯომის შემდეგ, ბათუმში დავუკრავ და ყველას დიდი სიამოვნებით ვეპატიჟები.“

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა დროებით არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს, აღდგა „ხელოვნების ზეიმის“ სახელით ქალაქ ბორჯომში, ხოლო 2009 წლიდან დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს, გადაინაცვლა ულამაზეს ქალაქ ბათუმში ისევ „ღამის სერენადების“ სახელით. 2023 წლიდან საფესტივალო ქალაქებს დაემატა ბორჯომი. წელს ფესტივალი აღდგენიდან მეთექვსმეტედ ჩატარდება და მას ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია არტ ალიანსი, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი, 2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტადტში მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.

ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: “ჯიპისი აფთიაქი”, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”. ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, “პალიტრა ჰოლდინგი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.

ბილეთები შეიძინეთ tkt.ge-ზე.

R