საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩვენ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას“ - ირაკლი ნადირაძე
“ჩვენ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას“ - ირაკლი ნადირაძე

“ჩვენ გუ­შინ ვნა­ხეთ შე­ში­ნე­ბუ­ლი და დამფრ­თხა­ლი ოლი­გარ­ქი, რო­მე­ლიც ვე­ღარ ბე­დავს და­ჯავ­შნუ­ლი აკ­ვა­რი­უ­მის გა­რე­შე გა­მო­ჩე­ნას, რო­მელ­საც ერთი სი­ტყვა არ უთ­ქვამს ხალ­ხის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე, გა­ჭირ­ვე­ბა­ზე, უმუ­შევ­რო­ბა­ზე, გაზ­რდილ ფა­სებ­სა თუ და­ბალ შე­მო­სავ­ლებ­ზე. 26 ოქ­ტომ­ბერს უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ ყვე­ლა, რათა ერ­თი­ა­ნო­ბით და­ვა­მარ­ცხოთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­ღა­ლა­ტე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძემ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

“ჩვენ გუ­შინ ვნა­ხეთ შე­ში­ნე­ბუ­ლი და დამფრ­თხა­ლი ოლი­გარ­ქი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან და მხარ­დამ­ჭე­რებ­თა­ნაც კი ვე­ღარ ბე­დავს და­ჯავ­შნუ­ლი აკ­ვა­რი­უ­მის გა­რე­შე გა­მო­ჩე­ნას. ვნა­ხეთ ისიც, რომ ოლი­გარქ ივა­ნიშ­ვილს არ­ცერ­თი სი­ტყვა არ უთ­ქვამს ხალ­ხის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე: გა­ჭირ­ვე­ბა­ზე, უმუ­შევ­რო­ბა­ზე, გაზ­რდილ ფა­სებ­სა თუ და­ბალ შე­მო­სავ­ლებ­ზე, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი შიმ­ში­ლო­ბენ ამ ქვე­ყა­ნა­ში.

არ გახ­სე­ნე­ბია ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი, პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი თუ ამ ქვეყ­ნის ის ასი ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­თაც გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის, და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და უმუ­შევ­რო­ბის გამო ქვეყ­ნი­დან მო­უ­წი­ათ წას­ვლა, სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი­სა და ოჯა­ხე­ბის და­ტო­ვე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, კვლავ ისა­უბ­რა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და და­სავ­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე, რაც კი­დევ ერთხელ ცხად­ყოფს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ივა­ნაშ­ვი­ლის რე­ა­ლუ­რი ამო­ცა­ნა არა ხალ­ხის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, არა­მედ ოპო­ზი­ცი­ის, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ის და იმი­ჯის ბო­ლომ­დე გა­ნად­გუ­რე­ბა იქ­ნე­ბა.

სწო­რედ ამი­ტომ, 26 ოქ­ტომ­ბერს უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ ყვე­ლა, რათა ერ­თი­ა­ნო­ბით და­ვა­მარ­ცხოთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ან­ტი­ქარ­თუ­ლი, ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი, მო­ღა­ლა­ტე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ქვე­ყა­ნა კვლავ სწრა­ფი სვლით წა­ვიყ­ვა­ნოთ ევ­რო­პის­კენ, სა­დაც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ექ­ნე­ბათ ევ­რო­პუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი და კე­თილ­დღე­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

“ჩვენ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას“ - ირაკლი ნადირაძე

“ჩვენ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას“ - ირაკლი ნადირაძე

“ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას, რომელსაც ერთი სიტყვა არ უთქვამს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე, გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე, გაზრდილ ფასებსა თუ დაბალ შემოსავლებზე. 26 ოქტომბერს უნდა გავერთიანდეთ ყველა, რათა ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის მოღალატე ხელისუფლება“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ, “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩვენ გუშინ ვნახეთ შეშინებული და დამფრთხალი ოლიგარქი, რომელიც საკუთარ თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთანაც კი ვეღარ ბედავს დაჯავშნული აკვარიუმის გარეშე გამოჩენას. ვნახეთ ისიც, რომ ოლიგარქ ივანიშვილს არცერთი სიტყვა არ უთქვამს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე: გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე, გაზრდილ ფასებსა თუ დაბალ შემოსავლებზე, რის გამოც ადამიანები, მათ შორის ბავშვები შიმშილობენ ამ ქვეყანაში.

არ გახსენებია ჩვენი ახალგაზრდები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები თუ ამ ქვეყნის ის ასი ათასობით მოქალაქე, რომელთაც გაძვირებული ცხოვრების, დაბალი შემოსავლებისა და უმუშევრობის გამო ქვეყნიდან მოუწიათ წასვლა, საკუთარი შვილებისა და ოჯახების დატოვება. სამაგიეროდ, კვლავ ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" და დასავლური ოპოზიციის განადგურებაზე, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში, ივანაშვილის რეალური ამოცანა არა ხალხის პრობლემების მოგვარება, არამედ ოპოზიციის, თავისუფალი სიტყვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და იმიჯის ბოლომდე განადგურება იქნება.

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს უნდა გავერთიანდეთ ყველა, რათა ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის ანტიქართული, ანტიეროვნული, მოღალატე ხელისუფლება და ქვეყანა კვლავ სწრაფი სვლით წავიყვანოთ ევროპისკენ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ ევროპული შემოსავლები და კეთილდღეობა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.