პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
4 აპეტაიზერი "ბიბლუსის“ წიგნის კაფის შეფ-მზარეულისგან, რომელიც აგვისტოში უნდა დააგემოვნოთ
4 აპეტაიზერი "ბიბლუსის“ წიგნის კაფის შეფ-მზარეულისგან, რომელიც აგვისტოში უნდა დააგემოვნოთ

„ბიბ­ლუ­სის“ წიგ­ნის კაფე სტუმ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ახ­ლე­ებ­სა და გა­ნახ­ლე­ბულ მე­ნი­უს სთა­ვა­ზობს. შე­თა­ვა­ზე­ბებ­ში შეგ­ხვდე­ბათ აპე­ტა­ი­ზე­რე­ბი შეფ-მზა­რე­ულ ჯანო ჯა­ნი­აშ­ვი­ლის­გან, რომ­ლე­ბიც აგ­ვის­ტო­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ა­გე­მოვ­ნოთ. ხემ­სე­ბის ნა­წი­ლი იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო­და­ნაა, ნა­წი­ლი კი ქარ­თუ­ლი და იტა­ლი­უ­რი კერ­ძე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო კომ­ბი­ნა­ცი­აა.

წარ­მო­გიდ­გენთ 4 ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ აპე­ტა­ი­ზერს, რომ­ლებ­საც თა­ვად შეფი გა­გაც­ნობთ.

პო­ლენ­ტას კრო­კე­ტი

პო­ლენ­ტას ხში­რად უწო­დე­ბენ იტა­ლი­ურ ღომს. სწო­რედ ამი­ტომ ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო და­სა­გე­მოვ­ნე­ბე­ლია. პო­ლენ­ტას კრო­კე­ტე­ბის­თვის თა­ვად პო­ლენ­ტა არის მოყ­ვა­ნი­ლი, დაპ­რე­სი­ლი და პა­ნი­რე­ბუ­ლი. ზე­მო­დან აქვს ტრი­უ­ფე­ლის მა­ი­ო­ნე­ზი. ზო­გა­დად პო­ლენ­ტა­სა და ტრი­უ­ფე­ლის კომ­ბი­ნა­ცია სა­ინ­ტე­რე­სო გე­მოს გვთა­ვა­ზობს. მისი სიმ­ძაფ­რის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად კი აპე­ტა­ი­ზე­რი სერ­ვი­რე­ბუ­ლია პო­მიდვ­რის სალ­სა­თი.

ბრუს­კე­ტას დაფა

ბრუს­კე­ტე­ბის დაფა რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ბრუს­კე­ტას მო­ი­ცავს. ნა­წი­ლი კლა­სი­კუ­რი იტა­ლი­უ­რი რე­ცეპ­ტით მზად­დე­ბა, ნა­წი­ლი კი ქარ­თუ­ლი და იტა­ლი­უ­რი გე­მო­ე­ბის ნა­ზა­ვია. მათ შო­რი­საა ბრუს­კე­ტა შე­ბო­ლი­ლი ორა­გუ­ლი­თა და და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი ხახ­ვით. ხახ­ვის მა­რი­ნა­დი სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ცეპ­ტით „ბიბ­ლუ­სის“ წიგ­ნის კა­ფე­ში­ვე მზად­დე­ბა. დაფა ასე­ვე მო­ი­ცავს ბრუს­კე­ტას ჩე­რის სალ­სა­თი და პრო­შუ­ტო­თი. ამ ტი­პის ხემ­სე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, რად­გან სტუმ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი მარ­ტი­ვი­სა და გემ­რი­ე­ლის კომ­ბი­ნა­ცი­ას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. ბრუს­კე­ტე­ბი იდე­ა­ლუ­რია რო­გორც ღვი­ნოს­თან, ისე წვე­ნებ­თან.

სო­კოს კრო­კე­ტი

სო­კოს კრო­კე­ტი იტა­ლი­ურ ბა­ზა­ზე მზად­დე­ბა, თუმ­ცა მას­ში ქარ­თუ­ლი გე­მო­ე­ბი ჭარ­ბობს. ბე­შა­მე­ლის ბა­ზა­ზე მომ­ზა­დე­ბულ კრო­კე­ტებ­ში სამი სა­ხე­ო­ბის სოკო დევს. ტარ­ხუ­ნის­გან კი ვამ­ზა­დებთ პეს­ტო­სა და მა­ი­ო­ნეზს. სო­კოს გე­მო­ე­ბის სიმ­ძაფ­რეს ტარ­ხუ­ნა აბა­ლან­სებს და სა­ბო­ლო­ოდ სა­უ­კე­თე­სო ხემსს ვი­ღებთ.

დი­ფე­ბის დაფა

კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ხე­მი­სა დი­ფე­ბის დაფა. ის 4 სხვა­დას­ხვა გე­მოს აერ­თი­ა­ნებს. ესე­ნია: გუ­ა­კა­მო­ლე არა­ჟ­ნით, გოგ­რა ტრი­უ­ფე­ლით, კლა­სი­კუ­რი ჰუ­მუ­სი და გა­მომ­ცხვა­რი ჭარ­ხა­ლი მა­შა­რა­ფი­თა და სე­ზა­მის ზე­თით. 4 სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბაა ერთ და­ფა­ზე, რო­მე­ლიც სტუმ­რებს ძა­ლი­ან მოს­წონთ.

„მე­ნი­უ­ში სი­ახ­ლე­ე­ბი ახ­ლა­ხან შევ­თა­ვა­ზეთ სტუმ­რებს და მათი მხრი­დან ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი მი­ვი­ღეთ. პო­ლენ­ტა გარ­კვე­ულ­წი­ლად სი­ახ­ლეა ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის და მისი გა­სინ­ჯვით ჩვე­ნი ბევ­რი სტუ­მა­რი ინ­ტე­რეს­დე­ბა. არა­ნაკ­ლე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს დი­ფე­ბის დაფა და სხვა აპე­ტა­ი­ზე­რე­ბიც. ამ ეტაპ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ხემ­სე­ბი მხო­ლოდ თბი­ლი­სის მას­შტა­ბით შე­გიძ­ლი­ათ და­ა­გე­მოვ­ნოთ. ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში კი მე­ნიუ მალე გა­ნახ­ლდე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნავს შეფ-მზა­რე­უ­ლი ჯანო ჯა­ნი­აშ­ვი­ლი.

„ბიბ­ლუ­სის“ წიგ­ნის კა­ფე­ე­ბის ქსე­ლი 5 ობი­ექტს აერ­თი­ა­ნებს. მათ­გან სამი თბი­ლის­ში მდე­ბა­რე­ობს, ერთი - ბა­თუმ­ში და ერთი - ქუ­თა­ის­ში.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები

4 აპეტაიზერი "ბიბლუსის“ წიგნის კაფის შეფ-მზარეულისგან, რომელიც აგვისტოში უნდა დააგემოვნოთ

4 აპეტაიზერი "ბიბლუსის“ წიგნის კაფის შეფ-მზარეულისგან, რომელიც აგვისტოში უნდა დააგემოვნოთ

„ბიბლუსის“ წიგნის კაფე სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეებსა და განახლებულ მენიუს სთავაზობს. შეთავაზებებში შეგხვდებათ აპეტაიზერები შეფ-მზარეულ ჯანო ჯანიაშვილისგან, რომლებიც აგვისტოში აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. ხემსების ნაწილი იტალიური სამზარეულოდანაა, ნაწილი კი ქართული და იტალიური კერძების საინტერესო კომბინაციაა.

წარმოგიდგენთ 4 ყველაზე გამორჩეულ აპეტაიზერს, რომლებსაც თავად შეფი გაგაცნობთ.

პოლენტას კროკეტი

პოლენტას ხშირად უწოდებენ იტალიურ ღომს. სწორედ ამიტომ ქართველებისთვის ის განსაკუთრებით საინტერესო დასაგემოვნებელია. პოლენტას კროკეტებისთვის თავად პოლენტა არის მოყვანილი, დაპრესილი და პანირებული. ზემოდან აქვს ტრიუფელის მაიონეზი. ზოგადად პოლენტასა და ტრიუფელის კომბინაცია საინტერესო გემოს გვთავაზობს. მისი სიმძაფრის გასანეიტრალებლად კი აპეტაიზერი სერვირებულია პომიდვრის სალსათი.

ბრუსკეტას დაფა

ბრუსკეტების დაფა რამდენიმე სახეობის ბრუსკეტას მოიცავს. ნაწილი კლასიკური იტალიური რეცეპტით მზადდება, ნაწილი კი ქართული და იტალიური გემოების ნაზავია. მათ შორისაა ბრუსკეტა შებოლილი ორაგულითა და დამარინადებული ხახვით. ხახვის მარინადი სპეციალური რეცეპტით „ბიბლუსის“ წიგნის კაფეშივე მზადდება. დაფა ასევე მოიცავს ბრუსკეტას ჩერის სალსათი და პროშუტოთი. ამ ტიპის ხემსები ძალიან პოპულარულია, რადგან სტუმრების დიდი ნაწილი მარტივისა და გემრიელის კომბინაციას ანიჭებს უპირატესობას. ბრუსკეტები იდეალურია როგორც ღვინოსთან, ისე წვენებთან.

სოკოს კროკეტი

სოკოს კროკეტი იტალიურ ბაზაზე მზადდება, თუმცა მასში ქართული გემოები ჭარბობს. ბეშამელის ბაზაზე მომზადებულ კროკეტებში სამი სახეობის სოკო დევს. ტარხუნისგან კი ვამზადებთ პესტოსა და მაიონეზს. სოკოს გემოების სიმძაფრეს ტარხუნა აბალანსებს და საბოლოოდ საუკეთესო ხემსს ვიღებთ.

დიფების დაფა

კიდევ ერთი პოპულარული ხემისა დიფების დაფა. ის 4 სხვადასხვა გემოს აერთიანებს. ესენია: გუაკამოლე არაჟნით, გოგრა ტრიუფელით, კლასიკური ჰუმუსი და გამომცხვარი ჭარხალი მაშარაფითა და სეზამის ზეთით. 4 სრულიად განსხვავებული და საინტერესო მიმართულებაა ერთ დაფაზე, რომელიც სტუმრებს ძალიან მოსწონთ.

„მენიუში სიახლეები ახლახან შევთავაზეთ სტუმრებს და მათი მხრიდან ძალიან პოზიტიური უკუკავშირი მივიღეთ. პოლენტა გარკვეულწილად სიახლეა ქართველი მომხმარებლებისთვის და მისი გასინჯვით ჩვენი ბევრი სტუმარი ინტერესდება. არანაკლები პოპულარობით სარგებლობს დიფების დაფა და სხვა აპეტაიზერებიც. ამ ეტაპზე აღნიშნული ხემსები მხოლოდ თბილისის მასშტაბით შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ბათუმსა და ქუთაისში კი მენიუ მალე განახლდება,“ - აღნიშნავს შეფ-მზარეული ჯანო ჯანიაშვილი.

„ბიბლუსის“ წიგნის კაფეების ქსელი 5 ობიექტს აერთიანებს. მათგან სამი თბილისში მდებარეობს, ერთი - ბათუმში და ერთი - ქუთაისში.

R