Faceამბები

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტა ქალებისთვის" - მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო
"თეგეტა ქალებისთვის" - მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო

"თე­გე­ტა აკა­დე­მი­ა­ში“, პრო­ექ­ტის "თე­გე­ტა ქა­ლე­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში, მოს­წავ­ლე მე­ქა­ნი­კო­სე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პროგ­რა­მა და­ი­წყო. პრო­ექ­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს სფე­რო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ქა­ლებს, უსას­ყიდ­ლოდ გა­ი­ა­რონ თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბა და და­ე­უფ­ლონ ახალ პრო­ფე­სი­ას. 117 - მდე კან­დი­და­ტი­დან გა­სა­უბ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შერ­ჩე­ულ­მა 8 სტუ­დენ­ტმა აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლა 19 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო. მათ სწავ­ლის და­წყე­ბა "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ოფიც­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ეკა­ტე­რი­ნე ქავ­თა­რა­ძემ და მე­ნე­ჯმენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­უ­ლო­ცეს.

პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლის ზო­გა­დი აგე­ბუ­ლე­ბის თე­ო­რი­უ­ლი კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ გა­მოც­დი­ლი მენ­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბის პრაქ­ტი­კულ ნა­წილს და­ე­უფ­ლე­ბი­ან. მოს­წავ­ლე მე­ქა­ნი­კო­სე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პროგ­რა­მა "თე­გე­ტა აკა­დე­მი­ა­ში“ კონ­კრე­ტუ­ლად ქა­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პირ­ვე­ლი კურ­სია. სწავ­ლე­ბი­სა და სტა­ჟი­რე­ბის ეტა­პი 6 თვი­დან 1 წლამ­დე გრძელ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით. თე­ო­რი­ულ სწავ­ლე­ბას­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი მო­ი­ცავს რო­გორც სა­ვა­ლი ნა­წი­ლის შე­კე­თე­ბას, ისე ელექტრო­დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­სა და სწრა­ფი სერ­ვი­სე­ბის ნა­წილს.

ოთარ სი­ხა­რუ­ლი­ძე, "თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ დი­რექ­ტო­რი: "მოს­წავ­ლე მე­ქა­ნი­კო­სე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პროგ­რა­მა "თე­გე­ტა აკა­დე­მი­ა­ში“ დიდი ხა­ნია გვაქვს და ახლა შე­ვე­ცა­დეთ, უფრო სტრუქ­ტუ­რუ­ლი სახე მიგ­ვე­ცა და ქა­ლებს დავ­ხმა­რე­ბო­დით პრო­ფე­სი­ის შე­ძე­ნა­ში. შე­ვი­მუ­შა­ვეთ მო­დე­ლი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც აპ­ლი­კან­ტე­ბი 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში "თე­გე­ტა აკა­დე­მი­ა­ში“ ინ­ტენ­სი­ურ თე­ო­რი­ულ ტრე­ნინგს გა­ივ­ლი­ან და შე­ის­წავ­ლი­ან მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბა­ზი­სო აგე­ბუ­ლე­ბას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამის შემ­დეგ აკა­დე­მია უზ­რუნ­ველ­ყოფს "თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ სერ­ვის­ცენ­ტრში პრაქ­ტი­კის გავ­ლას, სა­დაც პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, არ­ჩე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა შე­ი­ძი­ნონ გა­მოც­დილ მენ­ტო­რებ­თან. მი­მარ­თუ­ლე­ბის არ­ჩე­ვა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ერთი მხრივ, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სურ­ვილ­ზე და, მე­ო­რე მხრივ, ტრე­ნინ­გე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მათ მიერ გა­მოვ­ლე­ნილ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. აპ­ლი­კან­ტე­ბი ყო­ველ­თვი­ურ სტი­პენ­დი­ას მი­ი­ღე­ბენ რო­გორც თე­ო­რი­უ­ლი, ისე პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სი უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, და­საქმდნენ "თე­გე­ტა­ში.“

ვე­რი­კო სიტ­ნი­კო­ვი, "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის" ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"მოს­წავ­ლე მე­ქა­ნი­კო­სე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პროგ­რა­მა "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ უკვე წლე­ბია მოქ­მე­დებს. ეს არის უნი­კა­ლუ­რი შან­სი პრო­ფე­სი­ის შე­ძე­ნი­სა და ავ­ტო­ინ­დუსტრი­ა­ში და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თვის. ამ­ჯე­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ვუქ­მე­ნით ქა­ლებს და მათ­თვის პროგ­რა­მა "თე­გე­ტა ქა­ლე­ბის­თვის“ დავ­გეგ­მეთ. გვი­ხა­რია, რომ პრო­ექ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბა უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ მა­ღა­ლი იყო. 117 გა­ნა­ცხა­დი­დან, გა­სა­უბ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ვარ­ჩი­ეთ 8 კან­დი­და­ტი. ერ­თთვი­ა­ნი თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე მექ­ნი­კოს ქა­ლებს, მა­თი­ვე ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და "თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­ა­რონ პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბა. პრაქ­ტი­კას "თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, პრაქ­ტი­კო­სი მენ­ტო­რე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. სას­წავ­ლო და პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სი, ისე­ვე რო­გორც სტი­პენ­დია, სრუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია "თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ მიერ. გვჯე­რა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა ავ­ტო­ინ­დუსტრი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ქა­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შე­უქ­მნის“.

ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა და გაძ­ლი­ე­რე­ბა "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წე­ლია ზრუ­ნავს ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, სჯე­რათ, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი არ შე­იძ­ლე­ბა გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით იყოს გან­სა­ზღვრუ­ლი.

თა­თია ხორ­ბა­ლა­ძე, "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"თე­გე­ტა­ში გვჯე­რა, რომ პრო­ფე­სი­ულ ინ­ტე­რესს არ გან­სა­ზღვრავს გენ­დე­რი. სწო­რედ ამის დას­ტუ­რია "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ახა­ლი პროგ­რა­მაც "თე­გე­ტა ქა­ლე­ბის­თვის“, რომ­ლის მი­ზა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბის მხრივ ქალ­თა მხარ­და­ჭე­რაა და და­საქ­მე­ბის სრუ­ლი­ად ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქმნის. აპ­ლი­კან­ტებს არა­ნა­ი­რი სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა არ მო­ე­თხო­ვე­ბო­დათ, გა­დამ­წყვე­ტი მათი მო­ტი­ვა­ცია და ახა­ლი პრო­ფე­სი­ის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი იყო. ჩვე­ნი მი­ზა­ნია გენ­დერუ­ლად და­ყო­ფილ პრო­ფე­სი­ებ­ში ბა­რი­ე­რე­ბის დაძ­ლე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით თე­გე­ტას საქ­მი­ა­ნო­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­დაც მუ­დამ ვზრუ­ნავთ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში ქა­ლე­ბი­სა და მა­მა­კა­ცე­ბის­თვის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნა­ზე. ვფიქ­რობ, რომ ეს კურ­სი ქა­ლებს და­ეხ­მა­რე­ბათ იპო­ვონ მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვი­თარ­დნენ.“

პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე ქა­ლე­ბის სწავ­ლა­სა და კა­რი­ე­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე "თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი გუნ­დი და მენ­ტო­რე­ბი იზ­რუ­ნე­ბენ. სტუ­დენ­ტებს "თე­გე­ტა აკა­დე­მი­ა­ში“ პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და კა­რი­ე­რის შექ­მნის ეტაპ­ზე, სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ელით.

"თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია "თე­გე­ტა აკა­დე­მია“ არის ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი კო­ლე­ჯი და მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ტრე­ნინგცენ­ტრი, რო­მე­ლიც 2013 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­კონ­სულ­ტა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბას ტექ­ნი­კუ­რი და ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

"თე­გე­ტა აკა­დე­მია“ კომ­პა­ნი­ებს ეხ­მა­რე­ბა, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ სერ­ვი­სე­ბი, ხელი შე­უ­წყონ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ სა­მუ­შაო ძა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და გა­უ­ზი­ა­რონ ახა­ლი ცოდ­ნა და სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა.

NS

ავტორი:

"თეგეტა ქალებისთვის" - მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო

"თეგეტა ქალებისთვის" - მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო

"თეგეტა აკადემიაში“, პროექტის "თეგეტა ქალებისთვის“ ფარგლებში, მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო. პროექტი შესაძლებლობას აძლევს სფეროთი დაინტერესებულ ქალებს, უსასყიდლოდ გაიარონ თეორიული და პრაქტიკული სწავლება და დაეუფლონ ახალ პროფესიას. 117 - მდე კანდიდატიდან გასაუბრების საფუძველზე შერჩეულმა 8 სტუდენტმა აკადემიაში სწავლა 19 აგვისტოს დაიწყო. მათ სწავლის დაწყება "თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ქავთარაძემ და მენეჯმენტის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

პროექტის მონაწილეები ავტომობილის ზოგადი აგებულების თეორიული კურსის გავლის შემდეგ გამოცდილი მენტორების დახმარებით მათთვის საინტერესო მიმართულების პრაქტიკულ ნაწილს დაეუფლებიან. მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა "თეგეტა აკადემიაში“ კონკრეტულად ქალებისთვის განკუთვნილი პირველი კურსია. სწავლებისა და სტაჟირების ეტაპი 6 თვიდან 1 წლამდე გრძელდება, შესაბამისი მიმართულების მიხედვით. თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული მიმართულებები მოიცავს როგორც სავალი ნაწილის შეკეთებას, ისე ელექტროდიაგნოსტირებასა და სწრაფი სერვისების ნაწილს.

ოთარ სიხარულიძე, "თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: "მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა "თეგეტა აკადემიაში“ დიდი ხანია გვაქვს და ახლა შევეცადეთ, უფრო სტრუქტურული სახე მიგვეცა და ქალებს დავხმარებოდით პროფესიის შეძენაში. შევიმუშავეთ მოდელი, რომლის ფარგლებშიც აპლიკანტები 1 თვის განმავლობაში "თეგეტა აკადემიაში“ ინტენსიურ თეორიულ ტრენინგს გაივლიან და შეისწავლიან მსუბუქი ავტომობილის საბაზისო აგებულებას ყველა მიმართულებით. ამის შემდეგ აკადემია უზრუნველყოფს "თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრში პრაქტიკის გავლას, სადაც პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, არჩეული მიმართულების მიხედვით პრაქტიკული ცოდნა შეიძინონ გამოცდილ მენტორებთან. მიმართულების არჩევა დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, მონაწილეების სურვილზე და, მეორე მხრივ, ტრენინგების მიმდინარეობისას მათ მიერ გამოვლენილ შესაძლებლობებზე. აპლიკანტები ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობის განმავლობაში, შესაბამისი უნარების გამოვლენის შემთხვევაში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ "თეგეტაში.“

ვერიკო სიტნიკოვი, "თეგეტა ჰოლდინგის" ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

"მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა "თეგეტა ჰოლდინგში“ უკვე წლებია მოქმედებს. ეს არის უნიკალური შანსი პროფესიის შეძენისა და ავტოინდუსტრიაში დასაქმების მსურველებისთვის. ამჯერად განსაკუთრებული შესაძლებლობა შევუქმენით ქალებს და მათთვის პროგრამა "თეგეტა ქალებისთვის“ დავგეგმეთ. გვიხარია, რომ პროექტით დაინტერესება უპრეცენდენტოდ მაღალი იყო. 117 განაცხადიდან, გასაუბრების საფუძველზე შევარჩიეთ 8 კანდიდატი. ერთთვიანი თეორიული სწავლის შემდეგ, მოსწავლე მექნიკოს ქალებს, მათივე ინტერესებისა და "თეგეტა აკადემიის“ მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი მიმართულებით გაიარონ პრაქტიკული სწავლება. პრაქტიკას "თეგეტა მოტორსის“ სერვისის მიმართულება და გამოცდილი, პროფესიონალი, პრაქტიკოსი მენტორები უზრუნველყოფენ. სასწავლო და პრაქტიკული კურსი, ისევე როგორც სტიპენდია, სრულად დაფინანსებულია "თეგეტა მოტორსის“ მიერ. გვჯერა, რომ აღნიშნული პროგრამა ავტოინდუსტრიით დაინტერესებულ ქალებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შეუქმნის“.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FTegetaCareer%2Fvideos%2F3540157049629552%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება "თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანიაში, რომელიც მრავალი წელია ზრუნავს ავტოინდუსტრიის განვითარებაზე, სჯერათ, რომ პროფესიული არჩევანი არ შეიძლება გენდერული ნიშნით იყოს განსაზღვრული.

თათია ხორბალაძე, "თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

"თეგეტაში გვჯერა, რომ პროფესიულ ინტერესს არ განსაზღვრავს გენდერი. სწორედ ამის დასტურია "თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი პროგრამაც "თეგეტა ქალებისთვის“, რომლის მიზანი პროფესიული ცოდნის გაზიარების მხრივ ქალთა მხარდაჭერაა და დასაქმების სრულიად ახალ შესაძლებლობას ქმნის. აპლიკანტებს არანაირი საბაზისო ცოდნა არ მოეთხოვებოდათ, გადამწყვეტი მათი მოტივაცია და ახალი პროფესიის შეძენის სურვილი იყო. ჩვენი მიზანია გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევა, განსაკუთრებით თეგეტას საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც მუდამ ვზრუნავთ სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე. ვფიქრობ, რომ ეს კურსი ქალებს დაეხმარებათ იპოვონ მათთვის საინტერესო მიმართულება და პროფესიულად განვითარდნენ.“

პროექტის მონაწილე ქალების სწავლასა და კარიერულ განვითარებაზე "თეგეტა აკადემიის“ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მენტორები იზრუნებენ. სტუდენტებს "თეგეტა აკადემიაში“ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და კარიერის შექმნის ეტაპზე, სრული მხარდაჭერა ელით.

"თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია "თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

"თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

NS