პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის ვიზიტი მეგობრებთან, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან - "რუსეთის პრეზიდენტის ბაქოში ჩასვლა ყველას არ გახარებია"
პუტინის ვიზიტი მეგობრებთან, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან - "რუსეთის პრეზიდენტის ბაქოში ჩასვლა ყველას არ გახარებია"

აზერ­ბა­ი­ჯან­ში ყვე­ლას არ გა­უ­ხარ­და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ვი­ზი­ტი. მი­ზე­ზი ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბას­თან ერ­თად, ასე­ვე უკ­რა­ი­ნის ომია. მაგ­რამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი თა­ვის კო­ლე­გას ოჯა­ხურ წრე­ში დახ­ვდა. პრო-სამ­თავ­რო­ბო მე­დია კი, რო­მე­ლიც ამა­ყობს უკ­რა­ი­ნის­თვის მებ­რძო­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბით, ახლა პუ­ტინს აქებს - წერს BBC.

  • "რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის­ტულ მან­ქა­ნას ერთი გმირ­თა ხე­ი­ვა­ნიც კი არ შე­უძ­ლია და­ა­სა­ხე­ლოს, სა­დაც მისი ჯა­რის­გან და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლი“, - აღ­შფოთ­და ერთ-ერთი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბლო­გე­რი, რო­დე­საც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ყვა­ვი­ლე­ბი მი­ი­ტა­ნა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და­ღუ­პულ მსხვერ­პლთა მე­მო­რი­ალ­ზე.

იქვე ჩან­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის საფ­ლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც 1990 წლის იან­ვარ­ში საბ­ჭო­თა არ­მი­ის ხე­ლით, ია­რა­ღი­თა და ტან­კე­ბით და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ცი­ე­ბის დროს და­ი­ღუპ­ნენ. თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას მა­შინ ასზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა.

ეს მოვ­ლე­ნა ბა­ქო­ში ცნო­ბი­ლია რო­გორც "შავი იან­ვა­რი" და ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი მას ზოგ­ჯერ იხ­სე­ნე­ბენ, რო­გორც რუ­სე­თის მი­მართ ზი­ზღის მი­ზეზს, რო­მე­ლიც მა­შინ ცდი­ლობ­და ძა­ლით შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა თა­ვი­სი იმ­პე­რი­ის დაშ­ლა.

პუ­ტინს ბა­ქოს ქუ­ჩებ­ში რუ­სუ­ლი დრო­შე­ბით არ დახ­ვედ­რი­ან, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ აზერ­ბა­ი­ჯანს რუ­სე­თის ან პუ­ტი­ნის მი­მართ მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, აქ ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლა­დაა.

რო­დე­საც 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, ბა­ქო­ში უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი სპონ­ტა­ნუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა. ეს უჩ­ვე­უ­ლოა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის, სა­დაც პო­ლი­ცია, რო­გორც წესი, მკაც­რად უს­წორ­დე­ბა პა­ტა­რა აქ­ცი­ებ­საც კი. ამ შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ცია არ ჩა­რე­უ­ლა, რო­დე­საც აქ­ტი­ვის­ტე­ბი უკ­რა­ი­ნის, შემ­დეგ კი რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ებ­თან მი­ვიდ­ნენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აზერ­ბა­ი­ჯანს არ გა­უ­კე­თე­ბია ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა უკ­რა­ი­ნის ომზე, მან ქვე­ყა­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა გაგ­ზავ­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა კი წერ­და, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი უკ­რა­ი­ნის მხა­რეს იბ­რძოდ­ნენ. უკ­რა­ი­ნა­ში ნამ­დვი­ლად იბ­რძვის აი­და­რის ბა­ტა­ლი­ო­ნი, ქარ­თულ ბა­ტა­ლი­ონ­თან და სხვა და­ნა­ყო­ფებ­თან ერ­თად. მათ უკ­რა­ი­ნის გმი­რის წო­დე­ბაც კი მი­ი­ღეს.

ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ღიად ვერ და­უ­ჭერს მხარს უკ­რა­ი­ნას იმის გამო, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ეკო­ნო­მი­კა მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რუ­სეთ­თან.

მჭიდ­რო კავ­ში­რი რუ­სეთ­თან

პან­დე­მი­ა­სა და ომამ­დე, ყო­ველ­წლი­უ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან რუ­სეთ­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სულ მცი­რე, 10 ათა­სი ადა­მი­ა­ნით აღე­მა­ტე­ბო­და რუ­სე­თი­დან აზერ­ბა­ი­ჯან­ში სტუმ­რო­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბას.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტა­ტის­ტი­კის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სე­თი ომამ­დე და ახლა პირ­ველ ად­გილ­ზეა იმ ქვეყ­ნებს შო­რის, სა­ი­და­ნაც ხალ­ხი აზერ­ბა­ი­ჯან­ში ჩა­დის. 2023 წელს კი ამ რი­ცხვმა 600 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა.

რუ­სე­თი შე­ად­გენს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვის ორი მე­სა­მედს დსთ-ს ქვეყ­ნებ­თან ერ­თად (4,4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი). არა­ერ­თი მსხვი­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი წარ­მო­შო­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან არის ან მჭიდ­რო კავ­შირ­შია ქვე­ყა­ნას­თან.

მა­გა­ლი­თად, ბიზ­ნეს­მე­ნი ფარ­ხად ახ­მე­დო­ვი, რომ­ლის სა­ვა­რა­უ­დო სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­მა პუ­ტი­ნის შე­სა­ხებ გა­სულ წელს ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ჟო­ნა. ხოლო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ქმა­რი ემინ აგა­ლა­რო­ვი, რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის არაზ აგა­ლა­რო­ვის ვა­ჟია, ოჯა­ხი Crocus City Hall-ის მფლო­ბე­ლია.

ბა­ქო­შიც კი, ერევ­ნი­სა და თბი­ლი­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბევრ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და თით­ქმის ყვე­ლა სკო­ლა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია რუ­სულ ენა­ზე სწავ­ლა. დე­და­ქა­ლაქ­ში კი კარ­გად ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რის მი­სა­ღე­ბად ხში­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლია რუ­სუ­ლი ენის ცოდ­ნა.

ამ­რი­გად, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბი­სა, აზერ­ბა­ი­ჯანს არ აქვს ძლი­ე­რი მტრო­ბა პუ­ტი­ნი­სა და რუ­სე­თის მი­მართ. იგი­ვე პრო­სამ­თავ­რო­ბო პრე­სა, რო­მე­ლიც ამა­ყობს უკ­რა­ი­ნის მხა­რეს მებ­რძო­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბით, თბი­ლად სა­უბ­რობს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტზე და მას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მე­გო­ბარს უწო­დებს. ის სა­ხელ­მწი­ფო ვი­ზი­ტით ჩა­ვი­და ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მისი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი კო­ლე­გა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად დახ­ვდა. პუ­ტი­ნი კი მა­გი­დას­თან მო­დუ­ნე­ბუ­ლი ზის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

პუტინის ვიზიტი მეგობრებთან, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან - "რუსეთის პრეზიდენტის ბაქოში ჩასვლა ყველას არ გახარებია"

პუტინის ვიზიტი მეგობრებთან, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან - "რუსეთის პრეზიდენტის ბაქოში ჩასვლა ყველას არ გახარებია"

აზერბაიჯანში ყველას არ გაუხარდა ვლადიმერ პუტინის ვიზიტი. მიზეზი ისტორიული მეხსიერებასთან ერთად, ასევე უკრაინის ომია. მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თავის კოლეგას ოჯახურ წრეში დახვდა. პრო-სამთავრობო მედია კი, რომელიც ამაყობს უკრაინისთვის მებრძოლი აზერბაიჯანელებით, ახლა პუტინს აქებს - წერს BBC.

  • "რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანას ერთი გმირთა ხეივანიც კი არ შეუძლია დაასახელოს, სადაც მისი ჯარისგან დაღუპული ადამიანები არ არიან დაკრძალული“, - აღშფოთდა ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ბლოგერი, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ყვავილები მიიტანა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ მსხვერპლთა მემორიალზე.

იქვე ჩანდა იმ ადამიანების საფლავები, რომლებიც 1990 წლის იანვარში საბჭოთა არმიის ხელით, იარაღითა და ტანკებით დამოუკიდებლობის აქციების დროს დაიღუპნენ. თავისუფლებისთვის ბრძოლას მაშინ ასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

ეს მოვლენა ბაქოში ცნობილია როგორც "შავი იანვარი" და ნაციონალისტები მას ზოგჯერ იხსენებენ, როგორც რუსეთის მიმართ ზიზღის მიზეზს, რომელიც მაშინ ცდილობდა ძალით შეეჩერებინა თავისი იმპერიის დაშლა.

პუტინს ბაქოს ქუჩებში რუსული დროშებით არ დახვედრიან, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანს რუსეთის ან პუტინის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, აქ ყველაფერი გაცილებით რთულადაა.

როდესაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბაქოში უკრაინის მხარდამჭერი სპონტანური საპროტესტო აქციები გაიმართა. ეს უჩვეულოა აზერბაიჯანისთვის, სადაც პოლიცია, როგორც წესი, მკაცრად უსწორდება პატარა აქციებსაც კი. ამ შემთხვევაში პოლიცია არ ჩარეულა, როდესაც აქტივისტები უკრაინის, შემდეგ კი რუსეთის საელჩოებთან მივიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება უკრაინის ომზე, მან ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ადგილობრივი პრესა კი წერდა, რომ აზერბაიჯანელები უკრაინის მხარეს იბრძოდნენ. უკრაინაში ნამდვილად იბრძვის აიდარის ბატალიონი, ქართულ ბატალიონთან და სხვა დანაყოფებთან ერთად. მათ უკრაინის გმირის წოდებაც კი მიიღეს.

ექსპერტების აზრით, აზერბაიჯანი ღიად ვერ დაუჭერს მხარს უკრაინას იმის გამო, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან.

მჭიდრო კავშირი რუსეთთან

პანდემიასა და ომამდე, ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან რუსეთში შესული ადამიანების რაოდენობა, სულ მცირე, 10 ათასი ადამიანით აღემატებოდა რუსეთიდან აზერბაიჯანში სტუმრობის მსურველთა რაოდენობას.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, რუსეთი ომამდე და ახლა პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ხალხი აზერბაიჯანში ჩადის. 2023 წელს კი ამ რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა.

რუსეთი შეადგენს აზერბაიჯანის საგარეო სავაჭრო ბრუნვის ორი მესამედს დსთ-ს ქვეყნებთან ერთად (4,4 მილიარდი დოლარი). არაერთი მსხვილი რუსი ბიზნესმენი წარმოშობით აზერბაიჯანიდან არის ან მჭიდრო კავშირშია ქვეყანასთან.

მაგალითად, ბიზნესმენი ფარხად ახმედოვი, რომლის სავარაუდო სატელეფონო საუბარმა პუტინის შესახებ გასულ წელს ინტერნეტში გაჟონა. ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის ყოფილი ქმარი ემინ აგალაროვი, რუსი ბიზნესმენის არაზ აგალაროვის ვაჟია, ოჯახი Crocus City Hall-ის მფლობელია.

ბაქოშიც კი, ერევნისა და თბილისისგან განსხვავებით, ბევრ უნივერსიტეტში და თითქმის ყველა სკოლაში შესაძლებელია რუსულ ენაზე სწავლა. დედაქალაქში კი კარგად ანაზღაურებადი სამსახურის მისაღებად ხშირად აუცილებელია რუსული ენის ცოდნა.

ამრიგად, მიუხედავად ყველა განსხვავებულობისა, აზერბაიჯანს არ აქვს ძლიერი მტრობა პუტინისა და რუსეთის მიმართ. იგივე პროსამთავრობო პრესა, რომელიც ამაყობს უკრაინის მხარეს მებრძოლი ჯარისკაცებით, თბილად საუბრობს რუსეთის პრეზიდენტზე და მას აზერბაიჯანის მეგობარს უწოდებს. ის სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა ქვეყანაში, სადაც მისი აზერბაიჯანელი კოლეგა მეუღლესთან ერთად დახვდა. პუტინი კი მაგიდასთან მოდუნებული ზის.