სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს" - მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაზე
"რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს" - მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაზე

შენ შე­გიძ­ლია ღა­ლა­ტი ჩა­ი­დი­ნო და თუ ღა­ლა­ტის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ვინ­მე კრინტს დაძ­რავს, ეს რუ­სუ­ლი საქ­მეა - რაც უნ­დათ ილა­პა­რა­კონ, ამ საქ­მეს სა­ხელ­მწი­ფო მა­ინც გა­მო­ი­ძი­ებს,- ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ომის გა­მო­ძი­ე­ბა „საკ­ვან­ძო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სა­კი­თხია, რათა სხვა დროს, ვე­რა­ვინ გა­ბე­დოს ქვეყ­ნის წი­ნა­შე მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნა“.

"ყვე­ლა­ზე პრი­მი­ტი­უ­ლი პი­არ­კამ­პა­ნია იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ რაც არ მოს­წონთ ყვე­ლა­ფერს რუ­სულს ეძა­ხი­ან. ისე­თი­ვე რუ­სუ­ლია ეს გა­მო­ძი­ე­ბა, რო­გო­რიც რუ­სუ­ლიც იყო გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნი. რაც არ მოს­წონთ, აზი­ა­ნებთ, ააშ­კა­რა­ვებთ, მათ­თვის რუ­სუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი. ახლა რაც შე­ე­ხე­ბა რა არის რუ­სუ­ლი და ქვეყ­ნის­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი. სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის მუხ­ლი თვე­ე­ბით ადრე მათ ამო­ი­ღეს კა­ნო­ნი­დან, სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლქი მათ აღად­გი­ნეს, სა­ზღვრე­ბი მათ და­ად­გი­ნეს, კო­დო­რი და ზემო აფხა­ზე­თის თე­მაც გვახ­სოვს. ამის შემ­დეგ, მთელს მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნეს 7-ში აქე­დან იქით და­ბომბვის კად­რე­ბი. ამის შემ­დეგ ხელი მო­ა­წე­რეს რე­ზო­ლუ­ცი­ას, სა­დაც ქარ­თველ ჯარს და­აბ­რა­ლეს ომის და­წყე­ბა და კა­სე­ტუ­რი ბომ­ბე­ბით ცხინ­ვა­ლის და­ბომბვა. შემ­დეგ ტა­ლი­ა­ვი­ნის დას­კვნას და­ე­თან­ხმნენ და დღეს სა­უბ­რო­ბენ, რომ სხვი­სი ნა­კე­თე­ბი რამე საქ­მეა რუ­სუ­ლი და თურ­მე, ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო­ძი­ე­ბა არის რუ­სუ­ლი.

შენ შე­გიძ­ლია ღა­ლა­ტი ჩა­ი­დი­ნო და თუ ღა­ლა­ტის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ვინ­მე კრინტს დაძ­რავს, ეს რუ­სუ­ლი საქ­მეა. მაგ­რამ ამა­ვე დროს, მე­ო­რე ფაქ­ტო­რიც არის აქ - ჩვენ სტრას­ბურ­გიც მო­ვი­გეთ და ჰა­ა­გაც. კრინ­ტიც არ დაგ­ვიძ­რავს მა­გა­ლი­თად, მე-11 პუნ­ქტზე, სა­დაც ეწე­რა, რომ შე­საძ­ლო ომის და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა. დღეს რუ­სებ­მა და „ნა­ცებ­მა“ რაც უნდა იძა­ხონ, ჩვენს -სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ჰა­ა­გაც ჩავ­ლი­ლია და სტრას­ბურ­გიც. ახლა მათ რაც უნ­დათ ილა­პა­რა­კონ, ამ საქ­მეს სა­ხელ­მწი­ფო მა­ინც გა­მო­ი­ძი­ებს.

ეს არის საკ­ვან­ძო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სა­კი­თხი, იმი­ტომ რომ სხვა დროს ვე­რა­ვინ გა­ბე­დოს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნა“,- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

ავტორი:

"რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს" - მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაზე

"რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს" - მდინარაძე 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაზე

შენ შეგიძლია ღალატი ჩაიდინო და თუ ღალატის გამოძიებაზე ვინმე კრინტს დაძრავს, ეს რუსული საქმეა - რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ომის გამოძიება „საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხია, რათა სხვა დროს, ვერავინ გაბედოს ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებების ჩადენა“.

"ყველაზე პრიმიტიული პიარკამპანია იმაში მდგომარეობს, რომ რაც არ მოსწონთ ყველაფერს რუსულს ეძახიან. ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორიც რუსულიც იყო გამჭვირვალობის კანონი. რაც არ მოსწონთ, აზიანებთ, ააშკარავებთ, მათთვის რუსულია ყველაფერი. ახლა რაც შეეხება რა არის რუსული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი. სამშობლოს ღალატის მუხლი თვეებით ადრე მათ ამოიღეს კანონიდან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი მათ აღადგინეს, საზღვრები მათ დაადგინეს, კოდორი და ზემო აფხაზეთის თემაც გვახსოვს. ამის შემდეგ, მთელს მსოფლიოს აჩვენეს 7-ში აქედან იქით დაბომბვის კადრები. ამის შემდეგ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ქართველ ჯარს დააბრალეს ომის დაწყება და კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვა. შემდეგ ტალიავინის დასკვნას დაეთანხმნენ და დღეს საუბრობენ, რომ სხვისი ნაკეთები რამე საქმეა რუსული და თურმე, ამ ყველაფრის გამოძიება არის რუსული.

შენ შეგიძლია ღალატი ჩაიდინო და თუ ღალატის გამოძიებაზე ვინმე კრინტს დაძრავს, ეს რუსული საქმეა. მაგრამ ამავე დროს, მეორე ფაქტორიც არის აქ - ჩვენ სტრასბურგიც მოვიგეთ და ჰააგაც. კრინტიც არ დაგვიძრავს მაგალითად, მე-11 პუნქტზე, სადაც ეწერა, რომ შესაძლო ომის დანაშაული ჩაიდინეს ქართველმა სამხედროებმა. დღეს რუსებმა და „ნაცებმა“ რაც უნდა იძახონ, ჩვენს -საქართველოსა და ქართველი სამხედროების სასარგებლოდ ჰააგაც ჩავლილია და სტრასბურგიც. ახლა მათ რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს.

ეს არის საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხი, იმიტომ რომ სხვა დროს ვერავინ გაბედოს საქართველოს წინააღმდეგ მოღალატეობრივი მოქმედებების ჩადენა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.