მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია მეთიუ პერის გარდაცვალების შოკისმომგვრელი დეტალები: უახლოესი გარემოცვის 5 წევრს ბრალი წარედგინა - "მათ მოისურვეს გამდიდრება და..."
ცნობილია მეთიუ პერის გარდაცვალების შოკისმომგვრელი დეტალები: უახლოესი გარემოცვის 5 წევრს ბრალი წარედგინა - "მათ მოისურვეს გამდიდრება და..."

პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბის, მე­თიუ პე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხუთ ადა­მი­ანს წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი. მათ შო­რის არი­ან ორი ექი­მი და მსა­ხი­ო­ბის პი­რა­დი ასის­ტენ­ტი.

გა­მო­ძი­ე­ბამ, რო­მე­ლიც მა­ის­ში და­ი­წყო, აღ­მო­ა­ჩი­ნა ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­წო­დებ­ლე­ბის "ფარ­თო მი­წის­ქვე­შა კრი­მი­ნა­ლუ­რი ქსე­ლი", რომ­ლე­ბიც ავ­რცე­ლებ­დნენ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კე­ტა­მინს.

54 წლის პერი შარ­შან, ოქ­ტომ­ბერ­ში ლოს-ან­ჯე­ლე­სის სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ექ­სპერ­ტი­ზამ მის სის­ხლში კე­ტა­მი­ნის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია და­ად­გი­ნა და და­ას­კვნა, რომ იგი ნივ­თი­ე­რე­ბის "მწვა­ვე ეფექ­ტმა" მოკ­ლა.

“ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ისარ­გებ­ლეს მის­ტერ პე­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით და მო­ი­სურ­ვეს გამ­დიდ­რე­ბა. მათ იცოდ­ნენ, რა­საც აკე­თებ­დნენ. ამ დო­ზით კე­ტა­მი­ნის მი­წო­დე­ბა დიდ საფრ­თხეს უქ­მნი­და მის­ტერ პე­რის, მაგ­რამ მა­ინც გა­ა­კე­თეს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა მარ­ტინ ესტრა­დამ.

  • სამ­მა ბრალ­დე­ბულ­მა - მათ შო­რის პე­რის პი­რად­მა თა­ნა­შემ­წემ უკვე აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი. ხოლო ორი სხვა - ექი­მი და ქალი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც "კე­ტა­მი­ნის დე­დო­ფა­ლი", ხუთ­შა­ბათს და­ა­კა­ვეს.
მე­თიუ პერი პერ­სო­ნა­ლურ ასის­ტენტ კე­ნეტ ივა­მა­სას­თან ერ­თად სიკ­ვდი­ლამ­დე ორი თვით ადრე.
41 წლის ჯას­ვენ სან­გა, ცნო­ბი­ლი- რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ ჰო­ლი­ვუ­დის "კე­ტა­მი­ნის დე­დო­ფა­ლი".

  • ძლი­ე­რი სა­ა­ნეს­თე­ზიო სა­შუ­ა­ლე­ბა - კე­ტა­მი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დეპ­რე­სი­ის, შფოთვი­სა და ტკი­ვი­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ. პე­რის ახ­ლობ­ლებ­მა ჯერ კი­დევ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის დროს გა­ნუ­ცხა­დეს ად­ვო­კა­ტებს, რომ ის კე­ტა­მი­ნის ინ­ფუ­ზი­ურ თე­რა­პი­ას გა­დი­ო­და.

თე­რა­პი­ის მისი ბოლო სე­სია მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე შედ­გა. სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ცნო­ბით, კე­ტა­მი­ნის დონე მის სხე­ულ­ში ისე­თი­ვე მა­ღა­ლი იყო, რო­გორც ზო­გა­დი ანეს­თე­ზი­ის დროს მი­ცე­მუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა.

“კე­ტა­მი­ნის დე­დოფ­ლის“ სახ­ლში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი

ფე­დე­რა­ლურ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნილ საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა­ში დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნის სქე­მა, რო­მე­ლიც პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, სა­ბო­ლო­ოდ პე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს.

  • პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, მსა­ხი­ო­ბის სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე, პე­რის თა­ნა­შემ­წემ, კე­ნეტ ივა­მა­სამ 50,000 დო­ლარ­ზე მე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­რი­გე­ბა აწარ­მოა ორ ექიმ­თან, რათა მსა­ხი­ო­ბის­თვის კე­ტა­მი­ნი შე­ე­ძი­ნა

ბრალ­დე­ბუ­ლი ექი­მი 42 წლის სალ­ვა­დორ პლას­ჩენ­სია - რო­მე­ლიც პე­რის “დე­ბი­ლად“ მო­იხ­სე­ნი­ებ­და

პო­ლი­ცი­ის თქმით, ისი­ნი, ვინც ჩარ­თუ­ლი იყო სქე­მა­ში, ცდი­ლობ­დნენ სარ­გებ­ლის მი­ღე­ბას და ბო­რო­ტად სარ­გებ­ლობ­დნენ პე­რის მდგო­მა­რე­ო­ბით. ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა ექიმ­მა, სალ­ვა­დორ პლა­სენ­სი­ამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში და­წე­რა: "მა­ინ­ტე­რე­სებს რამ­დენს გა­და­იხ­დის ეს დე­ბი­ლი".

  • “42 წლის ბ-ნმა პლა­სენ­სი­ამ პე­რის კე­ტა­მი­ნი "პრო­ფე­სი­უ­ლი პრაქ­ტი­კის ჩვე­უ­ლი კურ­სის მიღ­მა და ლე­გი­ტი­მუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნის გა­რე­შე" მი­ა­წო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, მან­ვე ას­წავ­ლა ივა­მა­სას, რო­გორ მი­ე­ღო პე­რის კე­ტა­მი­ნი სა­თა­ნა­დო უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე“, - ნათ­ქვა­მია საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა­ში.

პრო­კუ­რო­რე­ბის მტკი­ცე­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ოთხი დღით ადრე, ივა­მა­სამ პე­რის მი­ნი­მუმ 27 ცალი კე­ტა­მი­ნი მის­ცა.

  • სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი

პრო­კუ­რო­რე­ბის მტკი­ცე­ბით, მე­თიუ პე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 16 დღით ადრე, ექიმ­მა მას კე­ტა­მი­ნის იმ­დე­ნად დიდი დოზა მის­ცა, რომ მსა­ხი­ობს კრუნ­ჩხვე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და.

ასე­ვე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, სახ­ლში დარ­ჩე­ნილ პე­რის და მის თა­ნა­შემ­წეს წამ­ლის რამ­დე­ნი­მე ფლა­კო­ნი მა­ინც და­უ­ტო­ვა.

საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "კე­ტა­მი­ნის დე­დო­ფა­ლი"- ჯას­ვენ სან­გა, რო­მელ­მაც პლა­სენ­ცი­ას ორი სხვა თა­ნაბ­რალ­დე­ბუ­ლის, ერიკ ფლე­მინ­გი­სა და ექი­მი მარკ ჩა­ვე­სის დახ­მა­რე­ბით წა­მა­ლი მი­ა­წო­და. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ სულ რა­ღაც ხუთ დღე­ში, პე­რის 27 ფლა­კო­ნი კე­ტა­მი­ნი გა­უ­კე­თეს.

სან დი­ე­გოს ექიმ­მა 54 წლის მარკ ჩა­ვეს­მა აღი­ა­რა, რომ თა­ვი­სი კლი­ნი­კი­დან მა­რა­გე­ბი ყალ­ბი რე­ცეპ­ტე­ბის შევ­სე­ბით გა­ი­ტა­ნა.

ექ­სპერ­ტი­ზა აცხა­დებს, რომ პი­რა­დი ასის­ტენ­ტი პე­რის ინექ­ცი­ას დღე­ში ექ­ვსჯერ უკე­თებ­და. მას შემ­დეგ კი, რაც 28 ოქ­ტომ­ბერს აბა­ზა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა, სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლებს უბ­რძა­ნა, “ყვე­ლა შე­ტყო­ბი­ნე­ბა წა­ე­შა­ლათ“.

აგენ­ტებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს "არა­ლე­გა­ლუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა, მათ შო­რის და­ახ­ლო­ე­ბით 1,978 გრა­მი ნა­რინ­ჯის­ფე­რი აბი, რო­მე­ლიც მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნი აღ­მოჩ­ნდა, 79 ბოთ­ლი კე­ტა­მი­ნი და სხვა სა­ეჭ­ვო ნარ­კო­ტი­კე­ბი".

თი­თო­ე­ულ ბრალ­დე­ბულს ერთ ეპი­ზოდ­ზე მი­ნი­მუმ 10 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ცნობილია მეთიუ პერის გარდაცვალების შოკისმომგვრელი დეტალები: უახლოესი გარემოცვის 5 წევრს ბრალი წარედგინა - "მათ მოისურვეს გამდიდრება და..."

ცნობილია მეთიუ პერის გარდაცვალების შოკისმომგვრელი დეტალები: უახლოესი გარემოცვის 5 წევრს ბრალი წარედგინა - "მათ მოისურვეს გამდიდრება და..."

პოლიციის განცხადებით, ჰოლივუდის მსახიობის, მეთიუ პერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხუთ ადამიანს წარედგინა ბრალი. მათ შორის არიან ორი ექიმი და მსახიობის პირადი ასისტენტი.

გამოძიებამ, რომელიც მაისში დაიწყო, აღმოაჩინა ნარკოტიკების მომწოდებლების "ფართო მიწისქვეშა კრიმინალური ქსელი", რომლებიც ავრცელებდნენ დიდი რაოდენობით კეტამინს.

54 წლის პერი შარშან, ოქტომბერში ლოს-ანჯელესის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზამ მის სისხლში კეტამინის მაღალი კონცენტრაცია დაადგინა და დაასკვნა, რომ იგი ნივთიერების "მწვავე ეფექტმა" მოკლა.

“ბრალდებულებმა ისარგებლეს მისტერ პერის დამოკიდებულებით და მოისურვეს გამდიდრება. მათ იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. ამ დოზით კეტამინის მიწოდება დიდ საფრთხეს უქმნიდა მისტერ პერის, მაგრამ მაინც გააკეთეს", - განაცხადა ადვოკატმა მარტინ ესტრადამ.

  • სამმა ბრალდებულმა - მათ შორის პერის პირადმა თანაშემწემ უკვე აღიარა დანაშაული. ხოლო ორი სხვა - ექიმი და ქალი, რომელიც ცნობილია როგორც "კეტამინის დედოფალი", ხუთშაბათს დააკავეს.
მეთიუ პერი პერსონალურ ასისტენტ კენეტ ივამასასთან ერთად სიკვდილამდე ორი თვით ადრე.
41 წლის ჯასვენ სანგა, ცნობილი- როგორც ჩრდილოეთ ჰოლივუდის "კეტამინის დედოფალი".

  • ძლიერი საანესთეზიო საშუალება - კეტამინი გამოიყენება დეპრესიის, შფოთვისა და ტკივილის სამკურნალოდ. პერის ახლობლებმა ჯერ კიდევ გამოძიების დაწყების დროს განუცხადეს ადვოკატებს, რომ ის კეტამინის ინფუზიურ თერაპიას გადიოდა.

თერაპიის მისი ბოლო სესია მის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე შედგა. სამედიცინო ექსპერტიზის ცნობით, კეტამინის დონე მის სხეულში ისეთივე მაღალი იყო, როგორც ზოგადი ანესთეზიის დროს მიცემული რაოდენობა.

“კეტამინის დედოფლის“ სახლში აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერებები

ფედერალურ სასამართლოში წარდგენილ საბრალდებო დასკვნაში დეტალურადაა აღწერილი ნარკოტიკების შეძენის სქემა, რომელიც პროკურორების თქმით, საბოლოოდ პერის გარდაცვალებამდე მიგვიყვანს.

  • პროკურორების თქმით, მსახიობის სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე, პერის თანაშემწემ, კენეტ ივამასამ 50,000 დოლარზე მეტის ღირებულების გარიგება აწარმოა ორ ექიმთან, რათა მსახიობისთვის კეტამინი შეეძინა

ბრალდებული ექიმი 42 წლის სალვადორ პლასჩენსია - რომელიც პერის “დებილად“ მოიხსენიებდა

პოლიციის თქმით, ისინი, ვინც ჩართული იყო სქემაში, ცდილობდნენ სარგებლის მიღებას და ბოროტად სარგებლობდნენ პერის მდგომარეობით. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ექიმმა, სალვადორ პლასენსიამ, სავარაუდოდ, ტექსტურ შეტყობინებაში დაწერა: "მაინტერესებს რამდენს გადაიხდის ეს დებილი".

  • “42 წლის ბ-ნმა პლასენსიამ პერის კეტამინი "პროფესიული პრაქტიკის ჩვეული კურსის მიღმა და ლეგიტიმური სამედიცინო მიზნის გარეშე" მიაწოდა. სავარაუდოდ, მანვე ასწავლა ივამასას, როგორ მიეღო პერის კეტამინი სათანადო უსაფრთხოების პროცედურებისა და მეთვალყურეობის გარეშე“, - ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.

პროკურორების მტკიცებით, გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე, ივამასამ პერის მინიმუმ 27 ცალი კეტამინი მისცა.

  • სკანდალური დეტალები

პროკურორების მტკიცებით, მეთიუ პერის გარდაცვალებამდე 16 დღით ადრე, ექიმმა მას კეტამინის იმდენად დიდი დოზა მისცა, რომ მსახიობს კრუნჩხვები განუვითარდა.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს მდგომარეობაში იყო, სახლში დარჩენილ პერის და მის თანაშემწეს წამლის რამდენიმე ფლაკონი მაინც დაუტოვა.

საქმეში ბრალდებულები არიან ეგრეთ წოდებული "კეტამინის დედოფალი"- ჯასვენ სანგა, რომელმაც პლასენციას ორი სხვა თანაბრალდებულის, ერიკ ფლემინგისა და ექიმი მარკ ჩავესის დახმარებით წამალი მიაწოდა. ცნობილი ხდება, რომ სულ რაღაც ხუთ დღეში, პერის 27 ფლაკონი კეტამინი გაუკეთეს.

სან დიეგოს ექიმმა 54 წლის მარკ ჩავესმა აღიარა, რომ თავისი კლინიკიდან მარაგები ყალბი რეცეპტების შევსებით გაიტანა.

ექსპერტიზა აცხადებს, რომ პირადი ასისტენტი პერის ინექციას დღეში ექვსჯერ უკეთებდა. მას შემდეგ კი, რაც 28 ოქტომბერს აბაზანაში გარდაცვლილი იპოვა, სქემაში ჩართულებს უბრძანა, “ყველა შეტყობინება წაეშალათ“.

აგენტებმა აღმოაჩინეს "არალეგალური ნარკოტიკების მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათ შორის დაახლოებით 1,978 გრამი ნარინჯისფერი აბი, რომელიც მეტამფეტამინი აღმოჩნდა, 79 ბოთლი კეტამინი და სხვა საეჭვო ნარკოტიკები".

თითოეულ ბრალდებულს ერთ ეპიზოდზე მინიმუმ 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

წყარო

იხილეთ ასევე: