პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი კეტი პერის გარშემო: მომღერალმა ვიდეო ესპანეთის დაცულ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ნებართვის გარეშე გადაიღო - აღძრულია საქმე
სკანდალი კეტი პერის გარშემო: მომღერალმა ვიდეო ესპანეთის დაცულ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ნებართვის გარეშე გადაიღო - აღძრულია საქმე

კეტი პე­რიმ ეს­პა­ნეთ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვი­სი ახა­ლი სინ­გლის Lifetimes მუ­სი­კა­ლუ­რი ვი­დეო და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ჭი­რო ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­და­ი­ღო.

  • სამ­შა­ბათს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ბა­ლე­ა­რის კუნ­ძუ­ლე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საქ­მეს მას შემ­დეგ იძი­ებს, რაც ვი­დეო საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ამ გა­და­ი­ღო სეს სა­ლი­ნეს ბუ­ნებ­რივ პარკში, "ნე­ბარ­თვის მო­თხოვ­ნის გა­რე­შე" გა­და­ი­ღო.

8 აგ­ვის­ტოს პრე­მი­ე­რა­ზე გა­სულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ მღე­რის და ცეკ­ვავს პერი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ქვი­შა­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­გი­ო­ნუ­ლი მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ის მუ­სი­კა­ლურ ვი­დე­ოს იძი­ებ­და, მათ გან­მარ­ტეს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არ ეხე­ბო­და "და­ნა­შა­ულს გა­რე­მოს წი­ნა­აღ­მდეგ", რად­გან ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ღე­ბა ნე­ბარ­თვი­თაა დაშ­ვე­ბუ­ლი.

ეს უახ­ლე­სი ინ­ცი­დენ­ტია, თუმ­ცა პე­რის პრობ­ლე­მუ­რი პე­რი­ო­დი უდ­გას - მისი სინ­გლი Woman's World მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კეს.

  • გარ­და ამი­სა, მომ­ღე­რალს სიმ­ღე­რა­ზე პრო­დი­უ­სერ დოქ­ტორ ლუკ­თან მუ­შა­ო­ბაც არ მო­უ­წო­ნეს, რად­გან ლუ­კის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო დავა სულ ცოტა ხნის წინ დას­რულ­და.

2023 წლის ივ­ნის­ში მომ­ღე­რალ­მა კე­შამ და ლუკ­მა, რომ­ლის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხე­ლიც ლუ­კაშ გოტ­ვალ­დია, "შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს" სა­მარ­თლებ­რივ და­ვა­ზე, რო­მე­ლიც 2014 წელს და­ი­წყო.

კე­შამ გოტ­ვალ­დის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი ჰქონ­და შე­ტა­ნი­ლი, რათა მას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი­ყო. მომ­ღე­რა­ლი პრო­დი­უ­სერს გაბ­რუ­ე­ბა­ში, ემო­ცი­ურ ძა­ლა­დო­ბა­სა და სექ­სუ­ა­ლურ თავ­დას­ხმა­ში სდებ­და ბრალს.

გოტ­ვალ­დი დიდი ხა­ნია, ამ ბრალ­დე­ბებს უარ­ჰყოფს. მან ცი­ლის­წა­მე­ბი­სა და კონ­ტრაქ­ტის დარ­ღვე­ვის გამო იმა­ვე წელს შე­ი­ტა­ნა სა­პა­სუ­ხო სარ­ჩე­ლი.

გოტ­ვალდს პე­რის ზო­გი­ერთ უდი­დეს ჰიტ­ზე უმუ­შა­ვია და მომ­ღე­რალ­მა თა­ვი­სი შემ­დე­გი ალ­ბო­მის­თვი­საც მას­თან მუ­შა­ო­ბა გა­და­წყვია. ალ­ბო­მი "143"-ის გა­მოს­ვლა 20 სექ­ტემ­ბერ­საა და­გეგ­მი­ლი.

მა­ის­ში პე­რიმ American Idol-ში გა­ტა­რე­ბუ­ლი შვი­დი სე­ზო­ნის შემ­დეგ მსა­ჯის როლი და­ტო­ვა.

წყა­რო

ავტორი:

სკანდალი კეტი პერის გარშემო: მომღერალმა ვიდეო ესპანეთის დაცულ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ნებართვის გარეშე გადაიღო - აღძრულია საქმე

სკანდალი კეტი პერის გარშემო: მომღერალმა ვიდეო ესპანეთის დაცულ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ნებართვის გარეშე გადაიღო - აღძრულია საქმე

კეტი პერიმ ესპანეთში სავარაუდოდ, თავისი ახალი სინგლის Lifetimes მუსიკალური ვიდეო დაცულ ტერიტორიაზე საჭირო ნებართვის გარეშე გადაიღო.

  • სამშაბათს გამოქვეყნებული რეგიონული მთავრობის განცხადების თანახმად, ბალეარის კუნძულების ხელისუფლება საქმეს მას შემდეგ იძიებს, რაც ვიდეო საპროდიუსერო კომპანიამ გადაიღო სეს სალინეს ბუნებრივ პარკში, "ნებართვის მოთხოვნის გარეშე" გადაიღო.

8 აგვისტოს პრემიერაზე გასულ ვიდეოში ჩანს, როგორ მღერის და ცეკვავს პერი დაცული ტერიტორიის ქვიშაზე.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული მთავრობის განცხადებით, ის მუსიკალურ ვიდეოს იძიებდა, მათ განმარტეს, რომ გამოძიება არ ეხებოდა "დანაშაულს გარემოს წინააღმდეგ", რადგან ამ ტერიტორიაზე გადაღება ნებართვითაა დაშვებული.

ეს უახლესი ინციდენტია, თუმცა პერის პრობლემური პერიოდი უდგას - მისი სინგლი Woman's World მოძველებული სტერეოტიპების გავრცელების გამო გააკრიტიკეს.

  • გარდა ამისა, მომღერალს სიმღერაზე პროდიუსერ დოქტორ ლუკთან მუშაობაც არ მოუწონეს, რადგან ლუკის წინააღმდეგ სასამართლო დავა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.

2023 წლის ივნისში მომღერალმა კეშამ და ლუკმა, რომლის სამართლებრივი სახელიც ლუკაშ გოტვალდია, "შეთანხმებას მიაღწიეს" სამართლებრივ დავაზე, რომელიც 2014 წელს დაიწყო.

კეშამ გოტვალდის წინააღმდეგ სარჩელი ჰქონდა შეტანილი, რათა მასთან ხელშეკრულებიდან გამოსულიყო. მომღერალი პროდიუსერს გაბრუებაში, ემოციურ ძალადობასა და სექსუალურ თავდასხმაში სდებდა ბრალს.

გოტვალდი დიდი ხანია, ამ ბრალდებებს უარჰყოფს. მან ცილისწამებისა და კონტრაქტის დარღვევის გამო იმავე წელს შეიტანა საპასუხო სარჩელი.

გოტვალდს პერის ზოგიერთ უდიდეს ჰიტზე უმუშავია და მომღერალმა თავისი შემდეგი ალბომისთვისაც მასთან მუშაობა გადაწყვია. ალბომი "143"-ის გამოსვლა 20 სექტემბერსაა დაგეგმილი.

მაისში პერიმ American Idol-ში გატარებული შვიდი სეზონის შემდეგ მსაჯის როლი დატოვა.

წყარო