კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე შესაძლოა, ყირიმში საკუთარი ვილის გარეშე დარჩეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსეთის ხელისუფლება იგივეს უპირებს მელაძის მამულს, როგორც ეს სოფია როტარუსა და ოლენა ზელენსკაიას ვილების შემთხვევაში მოხდა.
რუსეთის ფედერაციაში საზოგადოებრივმა მოძრაობა "რუსეთის ვეტერანებმა" მელაძეს მოუწოდეს, რომ გურზუფში მდებარე ვილა რუსეთს "კურსკის ოლქის მცხოვრებთა საჭიროებისთვის" აჩუქოს. მათი თქმით, მსგავსი ნაბიჯი "პროდიუსერის ერთგულებას გამოავლენს სამშობლოს მიმართ და რეალურ მხარდაჭერას გაუწევს იმ ადამიანებს, ვინც კონფლიქტის შედეგად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება“, - ნათქვამია მელაძის მისამართით გაკეთებულ განცხადებაში. თუმცა მელაძე ქონების გაჩუქებას არ აპირებს, ის ყირიმის ვილას დიდი ხანია ყიდის.
როგორ გამოიყურება ვილა ყირიმში
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კონსტანტინე მელაძე იტალიაში გაემგზავრა და ევროპაში აგრძელებს ცხოვრებას. მალევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყირიმში მდებარე ვილა გაეყიდა, რადგან შეეშინდა, დუმილის გამო, რუსეთი მთავრობას არ ჩამოერთვა. ქონება გასაყიდად გასულ წელს იქნა გამოტანილი, მაგრამ მყიდველების არ არსებობის გამო, საწყისი ფასი რამდენიმეჯერ შეიცვალა. ახლა კომპოზიტორი 4,3 მილიონ დოლარად აფასებს, მაგრამ მყიდველი მაინც არ ჩანს.
აგარაკის მყიდველი არ არის, ამიტომ მელაძე მას ტურისტებზე აქირავებს. როგორც ადგილობრივი რეალტორები ამბობენ, თვეში დაახლოებით 25 ათას დოლარს აფასებს.
კონსტანტინე მელაძის ორსართულიანი მამული 700 კვადრატული მეტრზე მდებარეობს იალტის მახლობლად, გურზუფის ელიტარულ სოფელ "ვარდების ვილაში". აქვს რამდენიმე საძინებელი, ტერასა საცურაო აუზით, მწვადის შესაწვავი ადგილი, სპა და ჰამამი. ნაკვეთი საკმაოდ დიდია - 12 ჰექტარი. ვილა ზღვიდან 1,5 კმ-ში მდებარეობს.
მელაძისთვის უცნაური არ იქნება რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ვილა წაართვან, რადგან მსგავსი ფაქტი უკვე მოხდა. 2023 წლის ბოლოს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას აპარტამენტი ონლაინ აუქციონზე გაიყიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ბინა 44,3 მილიონ რუბლად გაიყიდა. ის მოსკოველმა ოლგა ლიპოვეცკაიამ იყიდა. ცნობილია, რომ ოლგა მეწარმეა და რამდენიმე შპს-ს ფლობს.
მაშინ განაცხადეს, რომ აუქციონის შედეგად მიღებული ფული მოხმარდება რუსული არმიის დაფინანსებას, იგივეს აპირებს რუსეთი მელაძის ვილის გაყიდვის შემთხვევაშიც.