მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლარული დათვების თავდასხმა კანადაში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
პოლარული დათვების თავდასხმა კანადაში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

კა­ნა­და­ში, ჩრდი­ლო­ეთ ნუ­ნა­ვუ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არ­ქტი­კუ­ლი რა­და­რის სად­გურ­ზე ორი პო­ლა­რუ­ლი დათ­ვი მუ­შას და­ეს­ხა თავს, რაც ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­და...

გარ­დაც­ვლი­ლი, რომ­ლის სა­ხე­ლიც არ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა, Nasittuq Corporation-ის­თვის მუ­შა­ობ­და - ეს ლო­ჯის­ტი­კუ­რი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც კა­ნა­დის მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით რა­და­რის თავ­დაც­ვის ობი­ექ­ტებს მარ­თავს.

კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბით, ად­გილ­ზე მყოფ­მა სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს და ერთ-ერთი დათ­ვი მოკ­ლეს.

"ჩვენ მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან, რათა ამ ინ­ცი­დენ­ტის გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ვა­ტა­როთ", - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ამ, - ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა ჩვე­ნი უმაღ­ლე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია და ვალ­დე­ბულ­ნი ვართ, უსაფრ­თხო სა­მუ­შაო გა­რე­მო უზ­რუნ­ველ­ვყოთ".

ადა­მი­ა­ნებ­ზე პო­ლა­რუ­ლი დათ­ვე­ბის თავ­დას­ხმე­ბი უკი­დუ­რე­სად იშ­ვი­ა­თია, მაგ­რამ 2023 წლის შემ­დეგ ეს კა­ნა­და­ში, სულ მცი­რე, მე­ო­რე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვაა.

გა­სულ წელს, ალას­კის სო­ფელ­ში პო­ლა­რულ­მა დათვმა ქა­ლი­სა და მისი 1 წლის ვა­ჟის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

კა­ნა­დის მთავ­რო­ბის თა­ნახ­მად, ქვე­ყა­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 17 000 პო­ლა­რუ­ლი დათ­ვი ცხოვ­რობს, რაც ამ სა­ხე­ო­ბის გლო­ბა­ლუ­რი პო­პუ­ლა­ცი­ის და­ახ­ლო­ე­ბით ორ მე­სა­მედს შე­ად­გენს.

სა­ხე­ო­ბა ბო­ლო­ხანს მცირ­დე­ბა, რა­საც მეც­ნი­ე­რე­ბი გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბით გა­მოწ­ვე­ულ ზღვის ყი­ნუ­ლის კარ­გვას მი­ა­წე­რენ, რაც დათ­ვე­ბის­თვის სა­ნა­დი­რო და გამ­რავ­ლე­ბის ად­გი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას­თა­ნაა კავ­შირ­ში.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

პოლარული დათვების თავდასხმა კანადაში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

პოლარული დათვების თავდასხმა კანადაში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

კანადაში, ჩრდილოეთ ნუნავუტის ტერიტორიაზე, არქტიკული რადარის სადგურზე ორი პოლარული დათვი მუშას დაესხა თავს, რაც ფატალურად დასრულდა...

გარდაცვლილი, რომლის სახელიც არ დასახელებულა, Nasittuq Corporation-ისთვის მუშაობდა - ეს ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც კანადის მთავრობის სახელით რადარის თავდაცვის ობიექტებს მართავს.

კომპანიის განცხადებით, ადგილზე მყოფმა სხვა თანამშრომლებმა რეაგირება მოახდინეს და ერთ-ერთი დათვი მოკლეს.

"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მარეგულირებელ სააგენტოებთან, რათა ამ ინციდენტის გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი გამოძიება ჩავატაროთ", - განაცხადა კომპანიამ, - ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია და ვალდებულნი ვართ, უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველვყოთ".

ადამიანებზე პოლარული დათვების თავდასხმები უკიდურესად იშვიათია, მაგრამ 2023 წლის შემდეგ ეს კანადაში, სულ მცირე, მეორე დაფიქსირებული ფატალური შემთხვევაა.

გასულ წელს, ალასკის სოფელში პოლარულმა დათვმა ქალისა და მისი 1 წლის ვაჟის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კანადის მთავრობის თანახმად, ქვეყანაში დაახლოებით 17 000 პოლარული დათვი ცხოვრობს, რაც ამ სახეობის გლობალური პოპულაციის დაახლოებით ორ მესამედს შეადგენს.

სახეობა ბოლოხანს მცირდება, რასაც მეცნიერები გლობალური დათბობით გამოწვეულ ზღვის ყინულის კარგვას მიაწერენ, რაც დათვებისთვის სანადირო და გამრავლების ადგილების შემცირებასთანაა კავშირში.

წყარო