პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე ღირსეულად გამოაცილა სვანეთმა არჩილი... სვანური დატირება... დედას შვილი გამოატანეს" - სვანეთიდან ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტის ცხედარი გადმოასვენეს (ვიდეო)
"ასე ღირსეულად გამოაცილა სვანეთმა არჩილი... სვანური დატირება... დედას შვილი გამოატანეს" - სვანეთიდან ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტის ცხედარი გადმოასვენეს (ვიდეო)

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და სვა­ნეთ­ში, სა­დაც მწვერ­ვალ შხელ­და­ზე ექ­სპე­დი­ცი­ი­სას ცნო­ბი­ლი, ქარ­თვე­ლი ალ­პი­ნის­ტი, 34 წლის არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­ჩილს ექ­სპე­დი­ცი­ა­ში სამი ად­გი­ლობ­რი­ვი მოყ­ვა­რუ­ლი ალ­პი­ნის­ტი ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი.

  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს ამინ­დი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უ­ა­რეს­და. მწვერ­ვა­ლი­დან დაშ­ვე­ბის პრო­ცეს­ში მეხი ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმენ­თან ახ­ლოს და­ე­ცა და არ­ჩი­ლი კლდი­დან გა­და­აგ­დო. გა­დარ­ჩე­ნილ­მა სამ­მა ახალ­გაზ­რდამ რუ­სუ­ლი სიგ­ნა­ლის და­ჭე­რა შეძ­ლო და მომ­ხდა­რი იქა­ურ­მა მხა­რემ შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს.

მაშ­ვე­ლებ­მა სამი ალ­პი­ნის­ტის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს, ხოლო ვერ­ტმფრენ­მა არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვი­ლის ცხე­დარს გუ­შინ, 11 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს მი­აგ­ნო, თუმ­ცა რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­დაც­ვლი­ლი სპორ­ტსმე­ნის ამოყ­ვა­ნა ჯერ ისევ ვერ ხერ­ხდე­ბა.

სვა­ნე­თი­დან გარ­დაც­ვლი­ლი ალ­პი­ნის­ტის ცხე­და­რი ცოტა ხნის წინ გად­მო­ას­ვე­ნეს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა უმ­ძი­მე­სი ვი­დე­ო­კად­რე­ბი, სა­დაც სვა­ნუ­რი და­ტი­რე­ბაა ასა­ხუ­ლი.

  • "ასე ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ა­ცი­ლა სვა­ნეთ­მა არ­ჩი­ლი.. სვა­ნუ­რი ზარი... სვა­ნუ­რი და­ტი­რე­ბა... დე­დას შვი­ლი გა­მო­ა­ტა­ნეს ბი­ჭებ­მა" - წერს ვი­დე­ოს ავ­ტო­რი.

არ­ჩილ ბად­რიშ­ვილ­მა 2022 წელს ალ­პი­ნიზ­მის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო, "ოქ­როს ძა­ლა­ყი­ნი" ორ ქარ­თველ­თან, გი­ორ­გი ტეფ­ნა­ძე­სა და ბა­ქარ გე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად პა­კის­ტა­ნის იქამ­დე და­უ­პყრო­ბელ მწვერ­ვალ სა­რა­გარ­ზე (ზღვის დო­ნი­დან 7223 მეტ­რი) ას­ვლის გამო მი­ი­ღო. არ­ჩი­ლი ამ პრეს­ტი­ჟულ პრიზ­ზე კი­დევ სამ­ჯერ იყო წარ­დგე­ნი­ლი. გა­სულ თვე­ში ბად­რი­აშ­ვილ­მა კი­დევ ერთი აუს­ვლე­ლი მწვერ­ვა­ლი - ინ­დო­ეთ­ში მდე­ბა­რე ნან­და შორი და­ი­პყრო.

  • ambebi.ge ძა­ლი­ან წუხს მომ­ხდა­რის გამო და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­სა და მე­გობ­რებს

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

"ასე ღირსეულად გამოაცილა სვანეთმა არჩილი... სვანური დატირება... დედას შვილი გამოატანეს" - სვანეთიდან ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტის ცხედარი გადმოასვენეს (ვიდეო)

"ასე ღირსეულად გამოაცილა სვანეთმა არჩილი... სვანური დატირება... დედას შვილი გამოატანეს" - სვანეთიდან ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტის ცხედარი გადმოასვენეს (ვიდეო)

ტრაგედია დატრიალდა სვანეთში, სადაც მწვერვალ შხელდაზე ექსპედიციისას ცნობილი, ქართველი ალპინისტი, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილი გარდაიცვალა.

არჩილს ექსპედიციაში სამი ადგილობრივი მოყვარული ალპინისტი ჰყავდა წაყვანილი.

  • გავრცელებული ინფორმაციით, 10 აგვისტოს საღამოს ამინდი მოულოდნელად გაუარესდა. მწვერვალიდან დაშვების პროცესში მეხი ახალგაზრდა სპორტსმენთან ახლოს დაეცა და არჩილი კლდიდან გადააგდო. გადარჩენილმა სამმა ახალგაზრდამ რუსული სიგნალის დაჭერა შეძლო და მომხდარი იქაურმა მხარემ შეატყობინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მაშველებმა სამი ალპინისტის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ვერტმფრენმა არჩილ ბადრიაშვილის ცხედარს გუშინ, 11 აგვისტოს საღამოს მიაგნო, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე, გარდაცვლილი სპორტსმენის ამოყვანა ჯერ ისევ ვერ ხერხდება.

სვანეთიდან გარდაცვლილი ალპინისტის ცხედარი ცოტა ხნის წინ გადმოასვენეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება უმძიმესი ვიდეოკადრები, სადაც სვანური დატირებაა ასახული.

  • "ასე ღირსეულად გამოაცილა სვანეთმა არჩილი.. სვანური ზარი... სვანური დატირება... დედას შვილი გამოატანეს ბიჭებმა" - წერს ვიდეოს ავტორი.

არჩილ ბადრიშვილმა 2022 წელს ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო, "ოქროს ძალაყინი" ორ ქართველთან, გიორგი ტეფნაძესა და ბაქარ გელაშვილთან ერთად პაკისტანის იქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე (ზღვის დონიდან 7223 მეტრი) ასვლის გამო მიიღო. არჩილი ამ პრესტიჟულ პრიზზე კიდევ სამჯერ იყო წარდგენილი. გასულ თვეში ბადრიაშვილმა კიდევ ერთი აუსვლელი მწვერვალი - ინდოეთში მდებარე ნანდა შორი დაიპყრო.

  • ambebi.ge ძალიან წუხს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"