სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკმა კომპანიები დააჯარიმა
სემეკმა კომპანიები დააჯარიმა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე კომ­პა­ნი­ე­ბი და­ა­ჯა­რი­მა. სს „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“, შპს „ენერ­გე­ტიკს“ და შპს „სა­ჩხე­რის წყალ­კა­ნალს“ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ, ჯა­მუ­რად, 50 000 ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რათ.

სე­მე­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სს „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია“ სა­ლი­ცენ­ზიო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო 40 000 ლა­რით და­ჯა­რიმ­და. კერ­ძოდ, კომ­პა­ნი­ამ არ შე­ას­რუ­ლა „მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის წე­სე­ბით“ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ ელექტრო­ნულ ჟურ­ნალ­ში სრუ­ლი და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის ასახ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სე­მეკ­მა შე­ის­წავ­ლა სს „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“ გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსელ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ხში­რი წყვე­ტე­ბის სა­კი­თხი. შეს­წავ­ლის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ კომ­პა­ნია ელექტრო­ნულ ჟურ­ნალ­ში სრუ­ლად არ ასა­ხავ­და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამას­თა­ნა­ვე, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ელექტრო­ნულ ჟურ­ნალ­ში კომ­პა­ნი­ის მიერ არ იყო ასა­ხუ­ლი 2023 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 2024 წლის პირ­ველ მარ­ტამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წყვე­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 28%, ხოლო 22% ასა­ხუ­ლი იყო წყვე­ტის ხან­გრძლი­ვო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უზუს­ტო­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ელექტრო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი წარ­მო­ად­გენს სე­მე­კის პროგ­რა­მულ სის­ტე­მას, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც რე­ა­ლუ­რი დრო­ის რე­ჟიმ­ში კონ­ტროლ­დე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ „მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის წე­სე­ბის“ შეს­რუ­ლე­ბა. ელექტრო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის შევ­სე­ბი­სას ინ­ფორ­მა­ცი­ის არა­სახ­ვა, არას­რუ­ლი ან არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეყ­ვა­ნა წარ­მო­ად­გენს წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას.

სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე კო­მი­სი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის უკა­ნო­ნო მოხ­მა­რე­ბი­სა და არა­მიზ­ნობ­რი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბის გამო 5 000 ლა­რით და­ჯა­რიმ­და შპს „ენერ­გე­ტი­კი“.

გარ­და ამი­სა, 5 000 ლა­რით და­ჯა­რიმ­და შპს „სა­ჩხე­რის წყალ­კა­ნა­ლი“. და­ჯა­რი­მე­ბის მი­ზეზს წარ­მო­ად­გენს წყალ­მო­მა­რა­გე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რეგ­ლა­მენ­ტთან და სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სე­მეკ­ში წარ­მო­უდ­გენ­ლო­ბა.

NS

ავტორი:

სემეკმა კომპანიები დააჯარიმა

სემეკმა კომპანიები დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე კომპანიები დააჯარიმა. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ენერგეტიკს“ და შპს „საჩხერის წყალკანალს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამურად, 50 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

სემეკის გადაწყვეტილებით სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 40 000 ლარით დაჯარიმდა. კერძოდ, კომპანიამ არ შეასრულა „მომსახურების ხარისხის წესებით“ გათვალისწინებული მოთხოვნები მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში სრული და ზუსტი ინფორმაციის ასახვასთან დაკავშირებით.

სემეკმა შეისწავლა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების საკითხი. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ელექტრონულ ჟურნალში სრულად არ ასახავდა ელექტროენერგიის წყვეტების შესახებ ინფორმაციას. ამასთანავე, გამოიკვეთა, რომ ელექტრონულ ჟურნალში კომპანიის მიერ არ იყო ასახული 2023 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე დაფიქსირებული ელექტროენერგიის წყვეტების დაახლოებით 28%, ხოლო 22% ასახული იყო წყვეტის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი უზუსტობით. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ჟურნალი წარმოადგენს სემეკის პროგრამულ სისტემას, რომლის მეშვეობითაც რეალური დროის რეჟიმში კონტროლდება კომპანიების მიერ „მომსახურების ხარისხის წესების“ შესრულება. ელექტრონული ჟურნალის შევსებისას ინფორმაციის არასახვა, არასრული ან არაზუსტი ინფორმაციის შეყვანა წარმოადგენს წესების დარღვევას.

საჯარო სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებისა და არამიზნობრივად გამოყენების გამო 5 000 ლარით დაჯარიმდა შპს „ენერგეტიკი“.

გარდა ამისა, 5 000 ლარით დაჯარიმდა შპს „საჩხერის წყალკანალი“. დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების რეგლამენტთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტაციის სემეკში წარმოუდგენლობა.

NS