სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ზურაბიშვილი “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა იმისთვის, რომ როდესაც მდგომარეობას მოამწიფებენ, შეწყალების აქტი გამოსცეს“ - შალვა პაპუაშვილი
“ზურაბიშვილი “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა იმისთვის, რომ როდესაც მდგომარეობას მოამწიფებენ, შეწყალების აქტი გამოსცეს“ - შალვა პაპუაშვილი

“მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით დარ­ჩა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე - “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ და­ი­ტო­ვა ის იმის­თვის, რომ რო­დე­საც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­ან და მო­ამ­წი­ფე­ბენ მდგო­მა­რე­ო­ბას, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა [მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის] შე­წყა­ლე­ბის აქტი გა­მოს­ცეს“,- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ, ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ტია “ახა­ლის“ ლი­დე­რი, ნიკა გვა­რა­მია შე­ი­წყა­ლა, არც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბა “არ გა­უ­ჭირ­დე­ბა“.

“მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით დარ­ჩა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ და­ი­ტო­ვა ის იმის­თვის, რომ რო­დე­საც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­ან და მო­ამ­წი­ფე­ბენ მდგო­მა­რე­ო­ბას, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა შე­წყა­ლე­ბის აქტი გა­მოს­ცეს. ამა­ში რა არის გა­საკ­ვი­რი? სა­დაც ნიკა გვა­რა­მია შე­ი­წყა­ლა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბა რა­ტომ გა­უ­ჭირ­დე­ბა?

აქაც შე­გახ­სე­ნებთ, იყო პირ­და­პი­რი ზე­წო­ლა და ჩა­რე­ვა მათ შო­რის ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი­სა, ევ­რო­კავ­ში­რის სხვა­დას­ხვა ბი­უ­როკ­რა­ტი­სა თუ დიპ­ლო­მა­ტი­სა, რო­მე­ლიც უხე­შად, პირ­და­პირ ერე­ო­და ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში იმით, რომ ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს უბიძ­გებ­დნენ, შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა ნიკა გვა­რა­მია. გვახ­სოვს, შე­წყა­ლე­ბის შემ­დეგ ის აღ­ტა­ცე­ბუ­ლი “ტვი­ტე­ბი“ და გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­დი­ო­და სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის­გან და ევ­რო­კავ­ში­რის­გან, რომ ეს არის დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. რა ვიცი, ვინ­მემ შე­ა­ტყო, რომ დე­პო­ლა­რი­ზა­ცია მოხ­და ამით? პი­რი­ქით, ვხე­დავთ აგ­რე­სი­ულ ოპო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც პირ­და­პირ გა­და­სუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მი­მართ ტე­რორ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, აქაც კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა: რო­გორც კი ხდე­ბა ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში და პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვა, ეს მხო­ლოდ აზი­ა­ნებს ქარ­თულ დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და ქარ­თველ ხალ­ხს. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ზუს­ტად ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის სხვა­დას­ხვა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ჩარ­თუ­ლი. გახ­სოვთ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა ისიც კი გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ ქარ­თველ ხალ­ხზე ადრე იცოდ­ნენ, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას იწყა­ლებ­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტია, რომ პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნი უცხო­ე­ლებს უთან­ხმებს თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ისე, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ იცის და შემ­დეგ, პოს­ტფაქ­ტუმ იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს“,- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ავტორი:

“ზურაბიშვილი “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა იმისთვის, რომ როდესაც მდგომარეობას მოამწიფებენ, შეწყალების აქტი გამოსცეს“ - შალვა პაპუაშვილი

“ზურაბიშვილი “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა იმისთვის, რომ როდესაც მდგომარეობას მოამწიფებენ, შეწყალების აქტი გამოსცეს“ - შალვა პაპუაშვილი

“მიხეილ სააკაშვილის წყალობით დარჩა სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზე - “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ის იმისთვის, რომ როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, სალომე ზურაბიშვილმა [მიხეილ სააკაშვილის] შეწყალების აქტი გამოსცეს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სადაც პრეზიდენტმა პარტია “ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია შეიწყალა, არც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება “არ გაუჭირდება“.

“მიხეილ სააკაშვილის წყალობით დარჩა სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზე. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ის იმისთვის, რომ როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცეს. ამაში რა არის გასაკვირი? სადაც ნიკა გვარამია შეიწყალა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება რატომ გაუჭირდება?

აქაც შეგახსენებთ, იყო პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა მათ შორის ევროპელი ლიდერებისა, ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატისა თუ დიპლომატისა, რომელიც უხეშად, პირდაპირ ერეოდა ქართულ მართლმსაჯულებაში იმით, რომ ქალბატონ სალომეს უბიძგებდნენ, შეეწყალებინა ნიკა გვარამია. გვახსოვს, შეწყალების შემდეგ ის აღტაცებული “ტვიტები“ და განცხადებები, რომლებიც მოდიოდა სხვადასხვა თანამდებობის პირისგან და ევროკავშირისგან, რომ ეს არის დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. რა ვიცი, ვინმემ შეატყო, რომ დეპოლარიზაცია მოხდა ამით? პირიქით, ვხედავთ აგრესიულ ოპოზიციას, რომელიც პირდაპირ გადასულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ტერორზე. შესაბამისად, აქაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა: როგორც კი ხდება ქართულ მართლმსაჯულებაში და პოლიტიკაში ჩარევა, ეს მხოლოდ აზიანებს ქართულ დემოკრატიასა და ქართველ ხალხს. ძალიან ვწუხვარ, რომ ზუსტად ასეთ შემთხვევებში ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელი იყო ჩართული. გახსოვთ, ევროპარლამენტარებმა ისიც კი განაცხადეს, რომ მათ ქართველ ხალხზე ადრე იცოდნენ, რომ ნიკა გვარამიას იწყალებდა სალომე ზურაბიშვილი. სამარცხვინო ფაქტია, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი ადამიანი უცხოელებს უთანხმებს თავის გადაწყვეტილებებს ისე, რომ ქართველმა ხალხმა საერთოდ არაფერი არ იცის და შემდეგ, პოსტფაქტუმ იღებს გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.