სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სნუპ დოგი" ოლიმპიადაზე ყოველ დღე კოლოსალურ ანაზღაურებას იღებს - რამდენს უხდიან რეპერს?
"სნუპ დოგი" ოლიმპიადაზე ყოველ დღე კოლოსალურ ანაზღაურებას იღებს - რამდენს უხდიან რეპერს?

"სნუპ დოგი" პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ფი­გუ­რა გახ­და - ოლიმ­პი­ა­დის "თი­ლის­მა" მის­თვის უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მა­ში ხში­რად ჩნდე­ბა ხალ­ხის წი­ნა­შე და მათ გა­ო­ცე­ბა­საც იწ­ვევს.

რე­პე­რი სა­ცხე­ნოს­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­თაც კი გა­მოჩ­ნდა. სნუპ დოგი, რომ­ლის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლიც კელ­ვინ კორ­დო­ზარ ბრო­დუს უმ­ცრო­სია, NBC-სთვის პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­და­ზე სპე­ცი­ა­ლურ კო­რეს­პონ­დენ­ტად მუ­შა­ობს.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ მას საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა გა­და­უ­ხა­დეს ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მო­ჩე­ნის სა­ნაც­ვლოდ.

ნიუ-იორ­კელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა ჰენ­რი ლ. მაკ­ნა­მა­რამ, X-ზე სნუპ დო­გის სა­ვა­რა­უ­დო ოლიმ­პი­უ­რი ქვი­თა­რი გა­ა­ზი­ა­რა. "ვახ­შამ­ზე NBC-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ პირს გვერ­დით ვე­ჯე­ქი," - და­წე­რა მაკ­ნა­მა­რამ, - "მან თქვა, რომ სნუპს დღი­უ­რად 500,000 დო­ლარს უხ­დი­ან, პლუს ხარ­ჯებს უნა­ზღა­უ­რე­ბენ იმის­თვის, რომ აქ იყოს და ოლიმ­პი­ა­დას რეკ­ლა­მას უწევ­დეს”.

გრე­მის ნო­მი­ნან­ტი არ­ტის­ტი პა­რიზ­ში ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ამ­დე ჩა­ვი­და. და­გეგ­მი­ლია, რომ სნუ­პი NBC-სთვის ოლიმ­პი­ა­დის დას­რუ­ლე­ბამ­დე იქ­ნე­ბა კო­მენ­ტა­ტო­რი. ტურ­ნი­ნი კვი­რას, 11 აგ­ვის­ტოს სრულ­დე­ბა. მაკ­ნა­მა­რას თქმით, სნუპ დოგი სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დის მთე­ლი 16-დღი­ა­ნი პე­რი­ო­დის­თვის თავ­ბრუ­დამ­ხვევ თან­ხას 8 მი­ლი­ონ დო­ლარს მი­ი­ღებს.

  • ბევ­რი ფანი თვლის, რომ სნუპ დო­გის­თვის ასე­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლია, იმ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მო­მენ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც მან წლე­ვან­დე­ლი თა­მა­შე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნა.

სნუპ დოგი შა­ბათს სა­ცხე­ნოს­ნო გუნ­დის ღო­ნის­ძი­ე­ბას ახლო მე­გო­ბარ და ბიზ­ნეს-პარტნი­ორ მარ­თა სტი­უ­არტთან ერ­თად და­ეს­წრო. ისი­ნი შე­ჯიბ­რზე სრუ­ლი სა­ცხე­ნოს­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით მი­ვიდ­ნენ - ჩა­ფხუ­ტე­ბით, ქურ­თუ­კე­ბით, თეთ­რი შარ­ვლე­ბი­თა და შე­სა­ბა­მი­სი სათ­ვა­ლე­ე­ბით.

წყა­რო

ავტორი:

"სნუპ დოგი" ოლიმპიადაზე ყოველ დღე კოლოსალურ ანაზღაურებას იღებს - რამდენს უხდიან რეპერს?

"სნუპ დოგი" ოლიმპიადაზე ყოველ დღე კოლოსალურ ანაზღაურებას იღებს - რამდენს უხდიან რეპერს?

"სნუპ დოგი" პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა გახდა - ოლიმპიადის "თილისმა" მისთვის უჩვეულო ფორმაში ხშირად ჩნდება ხალხის წინაშე და მათ გაოცებასაც იწვევს.

რეპერი საცხენოსნო აღჭურვილობითაც კი გამოჩნდა. სნუპ დოგი, რომლის ნამდვილი სახელიც კელვინ კორდოზარ ბროდუს უმცროსია, NBC-სთვის პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე სპეციალურ კორესპონდენტად მუშაობს.

ცნობილი ხდება, რომ მას საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადეს ოლიმპიადაზე გამოჩენის სანაცვლოდ.

ნიუ-იორკელმა ბიზნესმენმა ჰენრი ლ. მაკნამარამ, X-ზე სნუპ დოგის სავარაუდო ოლიმპიური ქვითარი გააზიარა. "ვახშამზე NBC-ის აღმასრულებელ პირს გვერდით ვეჯექი," - დაწერა მაკნამარამ, - "მან თქვა, რომ სნუპს დღიურად 500,000 დოლარს უხდიან, პლუს ხარჯებს უნაზღაურებენ იმისთვის, რომ აქ იყოს და ოლიმპიადას რეკლამას უწევდეს”.

გრემის ნომინანტი არტისტი პარიზში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე ჩავიდა. დაგეგმილია, რომ სნუპი NBC-სთვის ოლიმპიადის დასრულებამდე იქნება კომენტატორი. ტურნინი კვირას, 11 აგვისტოს სრულდება. მაკნამარას თქმით, სნუპ დოგი სავარაუდოდ, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის მთელი 16-დღიანი პერიოდისთვის თავბრუდამხვევ თანხას 8 მილიონ დოლარს მიიღებს.

  • ბევრი ფანი თვლის, რომ სნუპ დოგისთვის ასეთი ანაზღაურება დამსახურებულია, იმ დასამახსოვრებელი მომენტების გათვალისწინებით, რომლებიც მან წლევანდელი თამაშების განმავლობაში შექმნა.

სნუპ დოგი შაბათს საცხენოსნო გუნდის ღონისძიებას ახლო მეგობარ და ბიზნეს-პარტნიორ მართა სტიუარტთან ერთად დაესწრო. ისინი შეჯიბრზე სრული საცხენოსნო აღჭურვილობით მივიდნენ - ჩაფხუტებით, ქურთუკებით, თეთრი შარვლებითა და შესაბამისი სათვალეებით.

წყარო