მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიტიკულად მძიმეა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც შსს-ს თანამშრომელმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა - რა მოხდა გორში?
კრიტიკულად მძიმეა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც შსს-ს თანამშრომელმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა - რა მოხდა გორში?

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ატენ­ში მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­საც 29 ივ­ლისს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა.

და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი გორ­ში, სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

  • ჰოს­პიტ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენტს მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. და­შა­ვე­ბულს კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას აღე­ნიშ­ნე­ბო­და თა­ვის ქა­ლის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ტრავ­მუ­ლი ჰე­მო­რა­გია, ჩა­უ­ტარ­და ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე არის კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე.

შე­გახ­სე­ნებთ, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცოტა ხნის წინ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­სპექ­ტო­რი და­ა­კა­ვეს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2024 წლის 29 ივ­ლისს, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ატენ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა თა­ვის და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა ამა­ვე სო­ფელ­ში მცხოვ­რებ და­ზა­რა­ლე­ბულს. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2024 წლის 31 ივ­ლისს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნი­სათ­ვის და­ა­კა­ვა. და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას აგ­რძე­ლებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი 50 წლის მა­მა­კა­ცი და 31 წლის ბრალ­დე­ბუ­ლი ერ­თმა­ნეთს კარ­გად იც­ნობ­დნენ და და­ნა­შა­უ­ლის ფაქტს წინ უძღო­და უთან­ხმო­ე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

კრიტიკულად მძიმეა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც შსს-ს თანამშრომელმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა - რა მოხდა გორში?

კრიტიკულად მძიმეა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც შსს-ს თანამშრომელმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა - რა მოხდა გორში?

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მცხოვრები მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც 29 ივლისს სამართალდამცავმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა, კრიტიკულად მძიმეა.

დაშავებული მამაკაცი გორში, სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

  • ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტს მკურნალობა უტარდება რეანიმაციულ განყოფილებაში. დაშავებულს კლინიკაში შეყვანისას აღენიშნებოდა თავის ქალის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული ჰემორაგია, ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე არის კრიტიკულად მძიმე.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.

უწყების ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსის" წყაროს ინფორმაციით, დაზარალებული 50 წლის მამაკაცი და 31 წლის ბრალდებული ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და დანაშაულის ფაქტს წინ უძღოდა უთანხმოება.