Faceამბები

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტას" მორიგი ინტეგრირებული შოურუმი - Geely, Mazda და  Auto Gallery მომხმარებელს ახალ მისამართზე მოემსახურება
"თეგეტას" მორიგი ინტეგრირებული შოურუმი - Geely, Mazda და  Auto Gallery მომხმარებელს ახალ მისამართზე მოემსახურება

Tegeta Cars-ში შე­მა­ვა­ლი სამი კომ­პა­ნია Geely Sakartvelo, Mazda Center Tegeta და Auto Gallery ახალ შო­უ­რუმ­ში გან­თავ­სდა. აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვა­ნი №152 - ეს თე­გე­ტას კი­დევ ერთი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პლექ­სის ახა­ლი მი­სა­მარ­თია, სა­დაც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ერთი ვი­ზი­ტით, მის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და სრულ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სერ­ვისს მი­ი­ღებს.

3600 m2-ზე სა­ექ­სპო­ზი­ციო სივ­რცე, სერ­ვი­სი და სა­ო­ფი­სე ნა­წი­ლია გან­თავ­სე­ბუ­ლი. თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით აშე­ნე­ბუ­ლი ორ სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა სამი კომ­პა­ნი­ის სა­მო­დე­ლო რიგს, შე­სა­ბა­მის პრო­დუქ­ტებ­სა და სერ­ვისს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს.

ახა­ლი კომ­პლექ­სის კონ­ცეფ­ცია სრუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის ერთ სივ­რცე­ში მოქ­ცე­ვა და შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­მან­ქა­ნის ფლო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მარ­ტი­ვე­ბაა.

პეტ­რე წა­ქა­ძე, Tegeta Cars-ის დი­რექ­ტო­რი: "მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-ს და Auto Gallery-ს მომ­ხმა­რე­ბელს უკვე ახალ შო­უ­რუმ­ში ვმას­პინ­ძლობთ. მთა­ვა­რი იდეა კომ­პლექ­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა იყო. სა­სურ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შერ­ჩე­ვა, სრუ­ლი სერ­ვი­სი და ტესტ დრა­ი­ვი უკვე ერთ მი­სა­მარ­თზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. Tegeta Cars-ში შე­მა­ვალ ამ სამ კომ­პა­ნი­ას აქამ­დე ერ­თმა­ნე­თი­სა­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შო­უ­რუ­მე­ბი ჰქონ­დათ, სერ­ვი­სი­სათ­ვის კი მომ­ხმა­რე­ბელს თე­გე­ტა მო­ტორ­სის ფი­ლი­ა­ლებ­ში უწევ­და ვი­ზი­ტი. ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა სრუ­ლად შევ­ცვა­ლეთ, დარ­ჩა თე­გე­ტას სტან­დარ­ტი და მხო­ლოდ ერთი ლო­კა­ცია, სა­დაც ჩა­მოთ­ვლი­ლი ბრენ­დე­ბის ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბი მათ­ზე მორ­გე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას მი­ი­ღე­ბენ. ერ­თგუ­ლად მივ­ყვე­ბით ჰოლ­დინ­გის მიერ არ­ჩე­ულ პო­ლი­ტი­კას და გვსურს ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მო­ბი­ლის ფლო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვუ­მარ­ტი­ვოთ’’.

სამი კომ­პა­ნი­ის Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-ს და Auto Gallery-ის მომ­ხმა­რე­ბელს სამ სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში უმას­პინ­ძლე­ბენ. პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის ნა­წი­ლი Geely Sakartvelo-ს, ეთ­მო­ბა. კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ჩი­ნუ­რი ავ­ტო­გი­გან­ტის Geely Auto-ს ერ­თა­დერ­თი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში, გამ­ძლე­ო­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბით და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამა­ვე სარ­თულს და­ი­კა­ვებს Mazda Center Tegeta. კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ია­პო­ნუ­რი ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია მომ­ხმა­რე­ბე­ლი 2012 წლი­დან კარ­გად იც­ნობს.

მე­ო­რე სარ­თუ­ლი კი Auto Gallery-სთვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. ეს არის Tegeta Cars-ში შე­მა­ვა­ლი მულ­ტიბ­რენ­დუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე ელექტრო­მო­ბი­ლებს, ელექტრო­მო­პე­დებ­სა და მო­ტო­ციკ­ლებს წა­რად­გენს და ისე­თი ბრენ­დე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­გო­რე­ბი­ცაა Polaris, Indian Motorcycle და NIU.

თე­გე­ტას სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მსგავ­სად, ახა­ლი შო­უ­რუ­მის შე­ნო­ბაც თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით აშენ­და და ევ­რო­პუ­ლი წარ­მო­ე­ბის მან­ქა­ნა და­ნად­გა­რე­ბით აღი­ჭურ­ვა. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სერ­ვი­სი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი უახ­ლე­სი ხელ­სა­წყო­ე­ბი შვიდ სა­მუ­შაო სივ­რცე­ში გან­თავ­სდე­ბა.

სრუ­ლად კე­თილ­მო­წყო­ბი­ლია გარე ტე­რი­ტო­რი­აც. შო­უ­რუ­მის ეზო­ში გა­მო­ყო­ფი­ლია სივ­რცე ავ­ტო­სად­გო­მის, სამ­რე­ცხა­ო­სა და ელექტრო­დამ­ტე­ნე­ბი­სათ­ვის. და­სა­მუხ­ტი სად­გუ­რე­ბის მონ­ტა­ჟი და დამ­ტე­ნე­ბის ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა "თე­გე­ტა­სათ­ვის“ ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა და მწვა­ნე პრო­ექ­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, რო­მელ­საც ჰოლ­დინ­გი უწყვე­ტად გა­ნაგ­რძობს.

ახა­ლი შო­უ­რუ­მი, სერ­ვის­ცენ­ტრთან ერ­თად, უკვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. პრე­ზენ­ტა­ცია კი სექ­ტემ­ბერ­ში იგეგ­მე­ბა, რა დრო­საც ჰოლ­დინ­გი ქარ­თველ და უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­საც უმას­პინ­ძლებს. მა­ნამ­დე კი ახალ მი­სა­მარ­თზე, აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვა­ნი, 152 ნო­მერ­ში ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 09:30 სა­ა­თი­დან 18:30-მდე, შა­ბათს კი 09:30-დან 15:00 სა­ა­თამ­დე ელის მომ­ხმა­რე­ბელს.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია Tegeta Cars ბა­ზარ­ზე 2010 წლი­დან ოპე­რი­რებს და რე­გი­ონ­ში ავ­ტოს­ფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუ­ნავს. მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ბრენ­დებ­თან პარტნი­ო­რო­ბით, რო­გო­რი­ცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად ზრდის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას უსაფრ­თხო, კომ­ფორ­ტულ და ეკო­მე­გობ­რულ ტრან­სპორტზე. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პორ­ტფე­ლით კი მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა თუ მო­ტოტ­რან­სპორ­ტის ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს. რე­გი­ონ­ში ბრენ­დე­ბის შე­მოყ­ვა­ნი­სა და დამ­კვიდ­რე­ბის გარ­და კომ­პა­ნია ზრუ­ნავს, მომ­ხმა­რე­ბელს ყიდ­ვის შემ­დგომ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ოს. 14 წე­ლია, თე­გე­ტა ქარ­სი არ წყვეტს გან­ვი­თა­რე­ბას და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გუნ­დის დახ­მა­რე­ბით სა­უ­კე­თე­სო სივ­რცეს ქმნის ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის.

NS

ავტორი:

"თეგეტას" მორიგი ინტეგრირებული შოურუმი - Geely, Mazda და  Auto Gallery მომხმარებელს ახალ მისამართზე მოემსახურება

"თეგეტას" მორიგი ინტეგრირებული შოურუმი - Geely, Mazda და  Auto Gallery მომხმარებელს ახალ მისამართზე მოემსახურება

Tegeta Cars-ში შემავალი სამი კომპანია Geely Sakartvelo, Mazda Center Tegeta და Auto Gallery ახალ შოურუმში განთავსდა. აღმაშენებლის ხეივანი №152 - ეს თეგეტას კიდევ ერთი საავტომობილო კომპლექსის ახალი მისამართია, სადაც მომხმარებელი ერთი ვიზიტით, მისთვის საჭირო ყველა მომსახურებასა და სრულ საავტომობილო სერვისს მიიღებს.

3600 m2-ზე საექსპოზიციო სივრცე, სერვისი და საოფისე ნაწილია განთავსებული. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ორ სართულიანი შენობა სამი კომპანიის სამოდელო რიგს, შესაბამის პროდუქტებსა და სერვისს გააერთიანებს.

ახალი კომპლექსის კონცეფცია სრული საავტომობილო მომსახურების ერთ სივრცეში მოქცევა და შესაბამისად, ავტომანქანის ფლობის მაქსიმალურად გამარტივებაა.

პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: ,,მოხარულები ვართ, რომ Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-ს და Auto Gallery-ს მომხმარებელს უკვე ახალ შოურუმში ვმასპინძლობთ. მთავარი იდეა კომპლექსური მომსახურების შეთავაზება იყო. სასურველი ავტომობილის შერჩევა, სრული სერვისი და ტესტ დრაივი უკვე ერთ მისამართზეა შესაძლებელი. Tegeta Cars-ში შემავალ ამ სამ კომპანიას აქამდე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შოურუმები ჰქონდათ, სერვისისათვის კი მომხმარებელს თეგეტა მოტორსის ფილიალებში უწევდა ვიზიტი. ეს მოცემულობა სრულად შევცვალეთ, დარჩა თეგეტას სტანდარტი და მხოლოდ ერთი ლოკაცია, სადაც ჩამოთვლილი ბრენდების ავტომფლობელები მათზე მორგებულ მომსახურებას მიიღებენ. ერთგულად მივყვებით ჰოლდინგის მიერ არჩეულ პოლიტიკას და გვსურს ჩვენს მომხმარებელს ავტომობილის ფლობა მაქსიმალურად გავუმარტივოთ’’.

სამი კომპანიის Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-ს და Auto Gallery-ის მომხმარებელს სამ სხვადასხვა სივრცეში უმასპინძლებენ. პირველი სართულის ნაწილი Geely Sakartvelo-ს, ეთმობა. კომპანია, რომელიც ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში, გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციით გამოირჩევა. ამავე სართულს დაიკავებს Mazda Center Tegeta. კომპანიას, რომელიც საქართველოში იაპონური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია მომხმარებელი 2012 წლიდან კარგად იცნობს.

მეორე სართული კი Auto Gallery-სთვის არის განკუთვნილი. ეს არის Tegeta Cars-ში შემავალი მულტიბრენდული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ელექტრომობილებს, ელექტრომოპედებსა და მოტოციკლებს წარადგენს და ისეთი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა Polaris, Indian Motorcycle და NIU.

თეგეტას სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად, ახალი შოურუმის შენობაც თანამედროვე სტანდარტებით აშენდა და ევროპული წარმოების მანქანა დანადგარებით აღიჭურვა. საავტომობილო სერვისისათვის განკუთვნილი უახლესი ხელსაწყოები შვიდ სამუშაო სივრცეში განთავსდება.

სრულად კეთილმოწყობილია გარე ტერიტორიაც. შოურუმის ეზოში გამოყოფილია სივრცე ავტოსადგომის, სამრეცხაოსა და ელექტროდამტენებისათვის. დასამუხტი სადგურების მონტაჟი და დამტენების ქსელის გაფართოება ,,თეგეტასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და მწვანე პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ჰოლდინგი უწყვეტად განაგრძობს.

ახალი შოურუმი, სერვისცენტრთან ერთად, უკვე ფუნქციონირებს. პრეზენტაცია კი სექტემბერში იგეგმება, რა დროსაც ჰოლდინგი ქართველ და უცხოელ პარტნიორებსაც უმასპინძლებს. მანამდე კი ახალ მისამართზე, აღმაშენებლის ხეივანი, 152 ნომერში ყოველ სამუშაო დღეს 09:30 საათიდან 18:30-მდე, შაბათს კი 09:30-დან 15:00 საათამდე ელის მომხმარებელს.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.

NS