მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ არის ყურძნის მტევანი, რტოები, ეს არ არის გეომეტრიული მოზაიკა" - რას ამბობენ არქეოლოგები პეტრას ციხეში ნაპოვნ არტეფაქტებზე და რის შესახებ მიანიშნებს უნიკალური აღმოჩენა
"აქ არის ყურძნის მტევანი, რტოები, ეს არ არის გეომეტრიული მოზაიკა" - რას ამბობენ არქეოლოგები პეტრას ციხეში ნაპოვნ არტეფაქტებზე და რის შესახებ მიანიშნებს უნიკალური აღმოჩენა

აჭა­რა­ში პეტ­რას ციხე დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებ­ში დიდ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს და ამ კუ­თხით მას ვი­ზი­ტო­რი არას­დროს აკ­ლია. ის აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­შია. გა­სულ კვი­რას მეც გახ­ლდით იქ და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბის მოწ­მე გავ­ხდი.

პეტ­რას ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ე­პის­კო­პო­სო ტაძ­რის სა­კურ­თხე­ველ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ია­ტაკ­ზე და­გე­ბუ­ლი მო­ზა­ი­კის ფი­ლე­ბი.

ამ არ­ტე­ფაქ­ტებს წლე­ბის წინ მი­აკ­ვლი­ეს, თუმ­ცა მისი ამო­ღე­ბა და კონ­სერ­ვა­ცია ვერ მო­ხერ­ხდა.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: პა­ა­ტა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი
  • ცოტა ხნის წინ კი აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს რეს­ტავ­რა­ტო­რებ­მა და პო­ლო­ნე­თი­დან მოწ­ვე­ულ­მა ექ­სპერ­ტებ­მა სა­ო­ცა­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ა­კე­თეს - მო­ზა­ი­კის ახა­ლი ფრაგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც V-VI სა­უ­კუ­ნის ნა­მუ­შევ­რად მი­იჩ­ნე­ვა. მო­ზა­ი­კა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ვაზი და ამ­ჟა­მად მისი გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. გაწ­მენ­დის შემ­დეგ სა­ა­გენ­ტო მო­ზა­ი­კას პეტ­რას ცი­ხის მუ­ზე­უმ­ში გა­და­ი­ტანს.

ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი, პეტ­რა-ცი­ხის­ძი­რის, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი თა­ვა­მა­იშ­ვი­ლი სწო­რედ იქ მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებ­ზე გვე­სა­უბ­რა:

- მო­ზა­ი­კა ფრაგ­მენ­ტუ­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და არ არის ერთი მთლი­ა­ნი ნა­ხა­ტი, რო­მელ­საც რა­ღაც სი­უ­ჟეტს და­არ­ქმევ. ეჭვი მაქვს, რომ უფრო ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დის უნდა იყოს. ასე­ვე ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია, რომ მო­ზა­ი­კა, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, მე­ო­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის იყოს. აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტომ გა­და­წყვი­ტა, რომ ის უფრო სხვა­ნა­ი­რად ყო­ფი­ლი­ყო შეს­წავ­ლი­ლი და ჩვე­ნი პო­ლო­ნე­ლი კო­ლე­გე­ბი, მო­ზა­ი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც ჩა­მო­ვიდ­ნენ. მას რეს­ტავ­რა­ცია და გარ­კვე­ულ­წი­ლად, კონ­სერ­ვა­ცი­აც ჩა­უ­ტარ­დე­ბა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მნახ­ვე­ლე­ბის­თვის მუ­ზე­უმ­ში გან­თავ­სდეს. თუმ­ცა ის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც მო­ზა­ი­კაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, სიღ­რმი­სე­უ­ლად კი­დევ საკ­ვლე­ვია.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: გოგა ჩა­ნა­დი­რი

თქვენ ნა­ხეთ, რომ აქ არის ყუ­რძნის მტე­ვა­ნი, რტო­ე­ბი, ეს არ არის გე­ო­მეტ­რი­უ­ლი მო­ზა­ი­კა, რო­მე­ლიც გო­ნი­ო­შია მიკ­ვლე­უ­ლი... აქ არის XIV სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია. ამის გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყო იმ პე­რი­ო­დის ქვევ­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მრავ­ლად არის ნა­ნა­ხი. შე­საძ­ლოა, ეს გა­საკ­ვი­რი არც იყოს, რად­გან ჩვე­ნი ხალ­ხი ოდით­გან­ვე ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლი გახ­ლდათ, მაგ­რამ ღვი­ნის კულ­ტუ­რა ბი­ზან­ტი­ე­ლებ­საც აქვთ. თუ წარ­მო­ვიდ­გენთ იმას, რომ ეს ეკ­ლე­სია, სამ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კაა და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვია რე­გი­ონ­ში, არა მარ­ტო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ აქაც ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. თუმ­ცა ეს პრაქ­ტი­კა მა­ინც ია­ტა­კის ფი­ლე­ბით მო­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს. ვნა­ხავთ, შე­ვის­წავ­ლით, გა­მო­ვიკ­ვლევთ და და­ვად­გენთ.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: პა­ა­ტა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი

- კარ­გია, რომ ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს...

- აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტომ შე­ი­მუ­შა­ვა გეგ­მა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით მე­ხუ­თე წე­ლია გრძელ­დე­ბა. გეგ­მა პეტ­რას ცი­ხის რო­გორც არ­ქე­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვას, ასე­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

- კი­დევ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობთ?

- ვმუ­შა­ობთ ბი­ზან­ტი­უ­რი ნა­გე­ბო­ბის შეს­წავ­ლა­ზე. ადრე ის უფრო მცი­რე ფორ­მა­ტის გვე­გო­ნა, მაგ­რამ ეს კე­დე­ლი, რო­მე­ლიც კლა­სი­კუ­რი ბი­ზან­ტი­უ­რი სტი­ლით არის ნა­გე­ბი, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ქვე­ბის და ფი­ლე­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბით. ის ზღვის მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ გაგ­რძელ­და. ეჭვი გვაქვს, რომ ეს ყა­ზარ­მის კე­დე­ლი უნდა იყოს და თან შიდა კე­დე­ლი, ხოლო მე­ო­რე გარე კე­დე­ლი, ანუ თვით უშუ­ა­ლოდ ცი­ხის გა­ლა­ვა­ნია, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ მორღვე­უ­ლია. იქვე, გა­ყო­ლე­ბით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ახა­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის IV სა­უ­კუ­ნის ამ­ფო­რე­ბი, სპე­ცი­ფი­კუ­რი ჭურ­ჭე­ლი. კვლე­ვით დად­გინ­და, რომ ის წყლის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის­თვის ინა­ხავ­დნენ. ეს მა­სა­ლაც საკ­მა­ოდ კარ­გად ათა­რი­ღებს კონ­კრე­ტულ კე­დელს. ბა­ზი­ლი­კა­ზეც ვმუ­შა­ობ­დით, მთლი­ა­ნად გავ­წმინ­დეთ, რად­გან საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში იქ გზა გა­დი­ო­და, რო­მე­ლიც ლი­მო­ნა­რი­უმს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, - სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი მოძ­რა­ობ­დნენ. ახლა იქ მხო­ლოდ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის­თვის არის ად­გი­ლი გა­მო­ყო­ფი­ლი.

და­მა­ტე­ბით ასე­ვე გვინ­დო­და, დაგ­ვე­ზუს­ტე­ბი­ნა ეჭვი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ბა­ზი­ლი­კა­ზე უფრო ადრე იმ ად­გი­ლას ნა­გე­ბო­ბა იყო, რად­გან შე­მორ­ჩე­ნი­ლი ერთი ფრაგ­მენ­ტი სა­ერ­თო ნა­ხაზ­ში არ ჯდე­ბო­და. ამ ნა­გე­ბო­ბის მთლი­ა­ნი კონ­ტუ­რი ფაქ­ტობ­რი­ვად და­ვა­დას­ტუ­რეთ. ეს დღეს სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ვთქვათ, რომ აქ 2 პე­რი­ო­დის სა­კულ­ტო ტა­ძა­რია. ერთი სა­ვა­რა­უ­დოდ V სა­უ­კუ­ნის, ხოლო მე­ო­რე - VI სა­უ­კუ­ნის, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ტე­ბით კვლე­ვას ცხა­დია, ისევ სა­ჭი­რო­ებს.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: გოგა ჩა­ნა­დი­რი

- ცნო­ბი­ლია, რომ პეტ­რას ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში ჩა­ტარ­და...

- ამ ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლის შეს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის იყო, მათ შო­რის XIX სა­უ­კუ­ნე­შიც. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში აქ უკვე ქარ­თვე­ლი მკვლევ­რე­ბი ჩა­ერ­თნენ, მაგ­რამ იმას გა­თხრებს ნუ და­ვარ­ქმევთ, სა­მუ­შა­ო­ე­ბი იმის­თვის ტარ­დე­ბო­და, რომ ცალ­კე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­ერ­კვი­ათ და ძეგლი უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვი­სათ­ვის გა­ემ­ზა­დე­ბი­ნათ. ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკავ­შირ­დე­ბა ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ხე­ლებს - ჯერ სი­მონ ჯა­ნა­ში­ას და შემ­დეგ ნინო ხოშ­ტა­რი­ას. ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ შემ­დეგ ცი­ხის­ძირს წიგ­ნიც მი­უ­ძღვნა. ბა­თუ­მის ნიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით­მა ინ­სტი­ტუტ­მა ამ ძეგლის კვლე­ვა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

მოკ­ლედ, სხვა­დას­ხვა თა­ო­ბა­ში, ძეგლს მეტ-ნაკ­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ვო­ბით სწავ­ლობ­დნენ. ბოლო წლებ­ში, რო­გორც გი­თხა­რით, აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტომ როცა უფრო მრა­ვალ­წლი­ა­ნი პრო­ექ­ტი შე­ი­მუ­შა­ვა, ამ ექ­სპე­დი­ცი­ამ ყო­ველ­წლი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. ჩვენ ყო­ველ წელს ვსწავ­ლობთ, ვწერთ მოხ­სე­ნე­ბებს, ვა­ტა­რებთ კონ­ფე­რენ­ცი­ებს, სიმ­პო­ზი­უ­მებს, ვა­კე­თებთ შე­სა­ბა­მის ან­გა­რი­შებს და ვწერთ სტა­ტი­ებს. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამას მი­ვაღ­წი­ეთ.

  • ძეგლის შე­სა­ხებ კი­დევ უფრო ვრცლად ლაშა ას­ლა­ნიშ­ვი­ლიც გვე­სა­უბ­რა, რო­მე­ლიც აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს არ­ქე­ო­ლო­გი­ურ-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კომ­პლექ­სე­ბი­სა და არ­ქე­ო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სია:

- რო­გორც იცით, პეტ­რა-ცი­ხის­ძირს ეროვ­ნუ­ლი ძეგლის სტა­ტუ­სი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი არ­ქი­ტექ­ტუ­რით და მდე­ბა­რე­ო­ბით. მისი აგე­ბა გა­მო­იწ­ვია ის­ტო­რი­ულ­მა კონ­ტექ­სტმა - პარ­თია-ბი­ზან­ტი­ის და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად გა­და­წყდა ამ ად­გი­ლას ციხე-სი­მაგ­რის აგე­ბა. ეს VI სა­უ­კუ­ნე­ში უშუ­ა­ლოდ იუს­ტი­ნი­ა­ნეს, ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რის მიერ მოხ­და. ეს ის იუს­ტი­ნი­ა­ნეა, რო­მელ­მაც კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში აია სო­ფი­ას ტა­ძა­რი ააგო.VI სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­კო­სი პრო­კო­ფი კე­სა­რი­ე­ლი მის შე­სა­ხებ წერ­და, რომ „გა­ამ­შვე­ნა კი­დე­ვაც ეს ციხე-ქა­ლა­ქი“. მე­ო­რე­ნა­ი­რად მას იუს­ტი­ნი­ა­ნეს ქა­ლაქ­საც უწო­დე­ბენ. რად­გან კლდო­ვან ფერ­დობ­სა და ბორ­ცვზეა აგე­ბუ­ლი და ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში ცნო­ბი­ლია ასე­ვე პეტ­რას სა­ხელ­წო­დე­ბით...

სა­კუთ­რივ ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე ნა­გე­ბო­ბა - ცის­ტერ­ნა, სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბა, ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი აბა­ნო… რი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა პეტ­რას ციხე, ესაა 2 ტა­ძა­რი: ერთი - სამ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კაა (აქ სა­ე­პის­კო­პო­სო ცენ­ტრი იყო და უშუ­ა­ლოდ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და), რო­მე­ლიც VI სა­უ­კუ­ნე­შია აგე­ბუ­ლი. მისი დან­გრე­ვის შემ­დგომ, X სა­უ­კუ­ნე­ში უკვე დარ­ბა­ზუ­ლი ტი­პის ეკ­ლე­სია აშენ­და, რო­მე­ლიც დღემ­დე ნა­წი­ლობ­რი­ვაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

- რამ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ამ ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლის კვა­ლი აქამ­დე არ გაქ­რა?

- ეს იყო ციხე-ქა­ლა­ქი - აკ­რო­პო­ლი­სი, ამი­ტომ, აქ ვინც არ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ - ბი­ზან­ტი­ე­ლე­ბი, ირა­ნე­ლე­ბი, თუ ქარ­თვე­ლე­ბი, ციხე გა­მარ­თუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და საბ­რძოლ­ვე­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ამ­დე­ნად პეტ­რა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ამ ფუნ­ქცი­ას ასე თუ ისე ინარ­ჩუ­ნებ­და… სამ­წუ­ხა­როა, რომ XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, რო­დე­საც რკი­ნიგ­ზა გაჰ­ყავ­დათ და იყო აფეთ­ქე­ბე­ბი, ცი­ხის­ძი­რის ნა­წი­ლი და­ინ­გრა. ლო­დე­ბით და ნან­გრე­ვე­ბით კი ბა­თუმ­ში პორ­ტი აა­შე­ნეს.

აქ­ვეა ასე­ვე ლი­მო­ნა­რი­უ­მი, რო­მე­ლიც სწო­რედ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში შე­იქ­მნა, რა­მაც ცი­ხის არ­ქი­ტექ­ტუ­რა ნა­წი­ლობ­რივ შე­ი­წი­რა. საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში მი­ღე­ბულ­მა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ცი­ხის გა­რეგ­ნუ­ლი იერ­სა­ხე და­ა­მა­ხინ­ჯა. ახლა აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტო ცდი­ლობს, ის, რაც არის დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლი, და­იც­ვას, სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს ძეგლს და მო­მა­ვალ თა­ო­ბებს და­უ­ტო­ვოს. ამის­თვის იქ სა­კონ­სერ­ვა­ციო და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ პეტ­რას ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი და მისი გა­ი­გი­ვე­ბა ცი­ხის­ძირ­თან, მეც­ნი­ე­რებ­ში და­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენ­და. მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევ­და, რომ წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი პეტ­რას ციხე, შე­საძ­ლე­ბე­ლია თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყო­ფი­ლი­ყო, ნა­წი­ლი ფიქ­რობ­და, რომ უფრო ჩრდი­ლო­ე­თით უნდა არ­სე­ბუ­ლი­ყო, შავი ზღვის გას­წვრივ. პეტ­რა-ცი­ხის­ძი­რის იდენ­ტუ­რო­ბის სა­კი­თხის გა­სარ­კვე­ვად გა­და­წყდა, რომ შექ­მნი­ლი­ყო მუდ­მივ­მოქ­მე­დი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცია და და­წყე­ბუ­ლი­ყო არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა-ძი­ე­ბა. აღ­მო­ჩე­ნებ­მა უტყუ­ა­რად და­ა­დას­ტუ­რეს პეტ­რა-ცი­ხის­ძი­რის იგი­ვე­ო­ბა. ამ მხრივ დი­დია ჩვე­ნი დიდი მეც­ნი­ე­რე­ბის ღვაწ­ლი...

2016 წლი­დან კი შევ­ქმე­ნით მუდ­მივ­მოქ­მე­დი ექ­სპე­დი­ცია. მისი პირ­ვე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ არ­ქე­ო­ლო­გი და­ვით მინ­დო­რაშ­ვი­ლი, 2020 წლი­დან, დღემ­დე სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით სა­მუ­შა­ო­ებს უძღვე­ბა არ­ქე­ო­ლო­გი გი­ორ­გი თა­ვა­მა­იშ­ვი­ლი. სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვე­ბის­თვის და აღ­მო­ჩე­ნე­ბის­თვის მუდ­მი­ვად მზად ვართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"აქ არის ყურძნის მტევანი, რტოები, ეს არ არის გეომეტრიული მოზაიკა" - რას ამბობენ არქეოლოგები პეტრას ციხეში ნაპოვნ არტეფაქტებზე და რის შესახებ მიანიშნებს უნიკალური აღმოჩენა

"აქ არის ყურძნის მტევანი, რტოები, ეს არ არის გეომეტრიული მოზაიკა" - რას ამბობენ არქეოლოგები პეტრას ციხეში ნაპოვნ არტეფაქტებზე და რის შესახებ მიანიშნებს უნიკალური აღმოჩენა

აჭარაში პეტრას ციხე დამთვალიერებლებში დიდ ყურადღებას იქცევს და ამ კუთხით მას ვიზიტორი არასდროს აკლია. ის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. გასულ კვირას მეც გახლდით იქ და ძალიან საინტერესო ფაქტების მოწმე გავხდი.

პეტრას ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს და საეპისკოპოსო ტაძრის საკურთხეველში აღმოჩენილია იატაკზე დაგებული მოზაიკის ფილები.

ამ არტეფაქტებს წლების წინ მიაკვლიეს, თუმცა მისი ამოღება და კონსერვაცია ვერ მოხერხდა.

ფოტოს ავტორი: პაატა ვარდანაშვილი
  • ცოტა ხნის წინ კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს რესტავრატორებმა და პოლონეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა საოცარი აღმოჩენები გააკეთეს - მოზაიკის ახალი ფრაგმენტი, რომელიც V-VI საუკუნის ნამუშევრად მიიჩნევა. მოზაიკაზე გამოსახულია ვაზი და ამჟამად მისი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გაწმენდის შემდეგ სააგენტო მოზაიკას პეტრას ციხის მუზეუმში გადაიტანს.

ისტორიის დოქტორი, პეტრა-ციხისძირის, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, გიორგი თავამაიშვილი სწორედ იქ მიმდინარე სამუშაოებზე გვესაუბრა:

- მოზაიკა ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი და არ არის ერთი მთლიანი ნახატი, რომელსაც რაღაც სიუჟეტს დაარქმევ. ეჭვი მაქვს, რომ უფრო ადრეული პერიოდის უნდა იყოს. ასევე ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მოზაიკა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მეორადი გამოყენების იყოს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გადაწყვიტა, რომ ის უფრო სხვანაირად ყოფილიყო შესწავლილი და ჩვენი პოლონელი კოლეგები, მოზაიკის სპეციალისტებიც ჩამოვიდნენ. მას რესტავრაცია და გარკვეულწილად, კონსერვაციაც ჩაუტარდება. არ გამოვრიცხავ, რომ მნახველებისთვის მუზეუმში განთავსდეს. თუმცა ის ტერიტორია, სადაც მოზაიკაა დაფიქსირებული, სიღრმისეულად კიდევ საკვლევია.

ფოტოს ავტორი: გოგა ჩანადირი

თქვენ ნახეთ, რომ აქ არის ყურძნის მტევანი, რტოები, ეს არ არის გეომეტრიული მოზაიკა, რომელიც გონიოშია მიკვლეული... აქ არის XIV საუკუნის ქართული ეკლესია. ამის გამოვლინება იყო იმ პერიოდის ქვევრებიც, რომლებიც ციხის ტერიტორიაზე მრავლად არის ნანახი. შესაძლოა, ეს გასაკვირი არც იყოს, რადგან ჩვენი ხალხი ოდითგანვე ღვინის მოყვარული გახლდათ, მაგრამ ღვინის კულტურა ბიზანტიელებსაც აქვთ. თუ წარმოვიდგენთ იმას, რომ ეს ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკაა და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია რეგიონში, არა მარტო დასავლეთ საქართველოში, არ გამოვრიცხავთ, რომ აქაც ყოფილიყო გამოყენებული. თუმცა ეს პრაქტიკა მაინც იატაკის ფილებით მოწყობას გულისხმობს. ვნახავთ, შევისწავლით, გამოვიკვლევთ და დავადგენთ.

ფოტოს ავტორი: პაატა ვარდანაშვილი

- კარგია, რომ ეს სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს...

- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შეიმუშავა გეგმა, რომელიც დაახლოებით მეხუთე წელია გრძელდება. გეგმა პეტრას ციხის როგორც არქეოლოგიურ კვლევას, ასევე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს.

- კიდევ რა მიმართულებით მუშაობთ?

- ვმუშაობთ ბიზანტიური ნაგებობის შესწავლაზე. ადრე ის უფრო მცირე ფორმატის გვეგონა, მაგრამ ეს კედელი, რომელიც კლასიკური ბიზანტიური სტილით არის ნაგები, დამუშავებულია ქვების და ფილების მონაცვლეობით. ის ზღვის მიმართულებით საკმაოდ გაგრძელდა. ეჭვი გვაქვს, რომ ეს ყაზარმის კედელი უნდა იყოს და თან შიდა კედელი, ხოლო მეორე გარე კედელი, ანუ თვით უშუალოდ ციხის გალავანია, რომელიც სამწუხაროდ მორღვეულია. იქვე, გაყოლებით არის წარმოდგენილი ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნის ამფორები, სპეციფიკური ჭურჭელი. კვლევით დადგინდა, რომ ის წყლისთვის იყო განკუთვნილი, რომელსაც ყოველთვის კონკრეტული შემთხვევისთვის ინახავდნენ. ეს მასალაც საკმაოდ კარგად ათარიღებს კონკრეტულ კედელს. ბაზილიკაზეც ვმუშაობდით, მთლიანად გავწმინდეთ, რადგან საბჭოთა პერიოდში იქ გზა გადიოდა, რომელიც ლიმონარიუმს ემსახურებოდა, - სატვირთო მანქანები მოძრაობდნენ. ახლა იქ მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის არის ადგილი გამოყოფილი.

დამატებით ასევე გვინდოდა, დაგვეზუსტებინა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ბაზილიკაზე უფრო ადრე იმ ადგილას ნაგებობა იყო, რადგან შემორჩენილი ერთი ფრაგმენტი საერთო ნახაზში არ ჯდებოდა. ამ ნაგებობის მთლიანი კონტური ფაქტობრივად დავადასტურეთ. ეს დღეს საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ აქ 2 პერიოდის საკულტო ტაძარია. ერთი სავარაუდოდ V საუკუნის, ხოლო მეორე - VI საუკუნის, თუმცა ეს ყველაფერი დამატებით კვლევას ცხადია, ისევ საჭიროებს.

ფოტოს ავტორი: გოგა ჩანადირი

- ცნობილია, რომ პეტრას ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩატარდა...

- ამ ისტორიული ძეგლის შესწავლის ინტერესი ყოველთვის იყო, მათ შორის XIX საუკუნეშიც. გასული საუკუნის 30-იან წლებში აქ უკვე ქართველი მკვლევრები ჩაერთნენ, მაგრამ იმას გათხრებს ნუ დავარქმევთ, სამუშაოები იმისთვის ტარდებოდა, რომ ცალკეული დეტალები გაერკვიათ და ძეგლი უფრო სერიოზული კვლევისათვის გაემზადებინათ. ის სამუშაოები უკავშირდება ცნობილი მეცნიერების სახელებს - ჯერ სიმონ ჯანაშიას და შემდეგ ნინო ხოშტარიას. ქალბატონმა ნინომ შემდეგ ციხისძირს წიგნიც მიუძღვნა. ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა ამ ძეგლის კვლევაში თავისი წვლილი შეიტანა.

მოკლედ, სხვადასხვა თაობაში, ძეგლს მეტ-ნაკლები ინტენსივობით სწავლობდნენ. ბოლო წლებში, როგორც გითხარით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ როცა უფრო მრავალწლიანი პროექტი შეიმუშავა, ამ ექსპედიციამ ყოველწლიური ხასიათი მიიღო. ჩვენ ყოველ წელს ვსწავლობთ, ვწერთ მოხსენებებს, ვატარებთ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, ვაკეთებთ შესაბამის ანგარიშებს და ვწერთ სტატიებს. ძალიან მიხარია, რომ ამას მივაღწიეთ.

  • ძეგლის შესახებ კიდევ უფრო ვრცლად ლაშა ასლანიშვილიც გვესაუბრა, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსებისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსია:

- როგორც იცით, პეტრა-ციხისძირს ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. გამოირჩევა თავისი არქიტექტურით და მდებარეობით. მისი აგება გამოიწვია ისტორიულმა კონტექსტმა - პართია-ბიზანტიის დაპირისპირების შედეგად გადაწყდა ამ ადგილას ციხე-სიმაგრის აგება. ეს VI საუკუნეში უშუალოდ იუსტინიანეს, ბიზანტიის იმპერატორის მიერ მოხდა. ეს ის იუსტინიანეა, რომელმაც კონსტანტინოპოლში აია სოფიას ტაძარი ააგო.VI საუკუნის ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი მის შესახებ წერდა, რომ „გაამშვენა კიდევაც ეს ციხე-ქალაქი“. მეორენაირად მას იუსტინიანეს ქალაქსაც უწოდებენ. რადგან კლდოვან ფერდობსა და ბორცვზეა აგებული და ისტორიულ წყაროებში ცნობილია ასევე პეტრას სახელწოდებით...

საკუთრივ ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია რამდენიმე ნაგებობა - ცისტერნა, სამეურნეო ნაგებობა, ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი აბანო… რითაც გამოირჩევა პეტრას ციხე, ესაა 2 ტაძარი: ერთი - სამნავიანი ბაზილიკაა (აქ საეპისკოპოსო ცენტრი იყო და უშუალოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა), რომელიც VI საუკუნეშია აგებული. მისი დანგრევის შემდგომ, X საუკუნეში უკვე დარბაზული ტიპის ეკლესია აშენდა, რომელიც დღემდე ნაწილობრივაა შემორჩენილი.

- რამ განაპირობა, რომ ამ ისტორიული ძეგლის კვალი აქამდე არ გაქრა?

- ეს იყო ციხე-ქალაქი - აკროპოლისი, ამიტომ, აქ ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ - ბიზანტიელები, ირანელები, თუ ქართველები, ციხე გამართული უნდა ყოფილიყო და საბრძოლველად მომზადებული. ამდენად პეტრა საუკუნეების მანძილზე ამ ფუნქციას ასე თუ ისე ინარჩუნებდა… სამწუხაროა, რომ XIX საუკუნის ბოლოს, როდესაც რკინიგზა გაჰყავდათ და იყო აფეთქებები, ციხისძირის ნაწილი დაინგრა. ლოდებით და ნანგრევებით კი ბათუმში პორტი ააშენეს.

აქვეა ასევე ლიმონარიუმი, რომელიც სწორედ გასული საუკუნის 30-იან წლებში შეიქმნა, რამაც ციხის არქიტექტურა ნაწილობრივ შეიწირა. საბჭოთა ეპოქაში მიღებულმა ამ გადაწყვეტილებამ ციხის გარეგნული იერსახე დაამახინჯა. ახლა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ცდილობს, ის, რაც არის დღემდე შემორჩენილი, დაიცვას, სიცოცხლე შეუნარჩუნოს ძეგლს და მომავალ თაობებს დაუტოვოს. ამისთვის იქ საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საინტერესოა, რომ პეტრას ლოკალიზაციის საკითხი და მისი გაიგივება ციხისძირთან, მეცნიერებში დავის საგანს წარმოადგენდა. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ წერილობით წყაროებში მოხსენიებული პეტრას ციხე, შესაძლებელია თურქეთის ტერიტორიაზე ყოფილიყო, ნაწილი ფიქრობდა, რომ უფრო ჩრდილოეთით უნდა არსებულიყო, შავი ზღვის გასწვრივ. პეტრა-ციხისძირის იდენტურობის საკითხის გასარკვევად გადაწყდა, რომ შექმნილიყო მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია და დაწყებულიყო არქეოლოგიური კვლევა-ძიება. აღმოჩენებმა უტყუარად დაადასტურეს პეტრა-ციხისძირის იგივეობა. ამ მხრივ დიდია ჩვენი დიდი მეცნიერების ღვაწლი...

2016 წლიდან კი შევქმენით მუდმივმოქმედი ექსპედიცია. მისი პირველი ხელმძღვანელი გახლდათ არქეოლოგი დავით მინდორაშვილი, 2020 წლიდან, დღემდე სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს უძღვება არქეოლოგი გიორგი თავამაიშვილი. საინტერესო კვლევებისთვის და აღმოჩენებისთვის მუდმივად მზად ვართ.