პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეთრი ცხენი ეტლით, სამეფო მეჯლისი და სასულიერო ორკესტრი - ჯენიფერმა დაბადების დღე ბენ აფლეკის გარეშე აღნიშნა: რას წერენ ტაბლოიდები (ფოტო/ვიდეო)
თეთრი ცხენი ეტლით, სამეფო მეჯლისი და სასულიერო ორკესტრი - ჯენიფერმა დაბადების დღე ბენ აფლეკის გარეშე აღნიშნა: რას წერენ ტაბლოიდები (ფოტო/ვიდეო)

ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა 55 წლის იუ­ბი­ლე ცნო­ბილ ჰემპტონ­ში აღ­ნიშ­ნა. დე­კო­რა­ცი­ე­ბი და წვე­უ­ლე­ბა ძა­ლი­ან ჰგავ­და Netflix-ის ჰიტ სე­რი­ალს Bridgerton-ს.

“ლო­პეს­მა დე­დოფ­ლის შე­სა­ფე­რი­სი, გრან­დი­ო­ზუ­ლი და­ბა­დე­ბის დღე მო­ა­წყო ჰემპტონ­ში“, - წერს themirror.

ვარ­სკვლავს და­ბა­დე­ბის დღე 24 ივ­ლისს აქვს. ჩარ­ტე­ბის ლი­დერ­მა ჯე­ნი­ფერ­მა Bridgerton-ის დე­დო­ფა­ლი შარ­ლო­ტას იმი­ჯი მო­ირ­გო და დი­დე­ბულ სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­საც უმას­პინ­ძლა. მას მოწ­ვე­უ­ლი ჰყავ­და სა­სუ­ლი­ე­რო ორ­კესტრიც, სტუმ­რე­ბი ცო­ცხალ მუ­სი­კა­ზე სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებს ას­რუ­ლებ­დნენ.

მომ­ღე­რალ­მა გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო და ფო­ტო­ე­ბი ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ის გლა­მუ­რულ სა­მე­ფო კა­ბა­ში, გამჭვირ­ვა­ლე თეთრ ხელ­თათ­მა­ნებ­ში და თხელ ოქ­როს­ფერ ყელ­სა­ბამ­ში პო­ზი­რებ­და.

წვე­უ­ლე­ბა­ზე იყო თეთრ ცხენ­ზე შებ­მუ­ლი სა­მე­ფო ეტ­ლიც. თუმ­ცა არ­სად ჩან­და კი­დევ ერთი მთა­ვა­რი გმი­რი - ბენ აფ­ლე­კი. ზე­იმს მხო­ლოდ ახლო მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხი ეს­წრე­ბო­და.

51 წლის ბენ აფ­ლე­კის არ­ყოფ­ნამ მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, წყვილს და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და გან­ქორ­წი­ნე­ბა­საც გეგ­მავს.

Vulture-ის თქმით, წყვილს “პრობ­ლე­მე­ბი აქვს“.

ყვი­თე­ლი მე­დია წერს, რომ ისი­ნი მალე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წინ­დე­ბი­ან და ჯეი ლო წი­ნას­წარ ფიქ­რობს, რას მო­ი­თხოვს გა­ყო­ფის შემ­თხვე­ვა­ში. ზო­გი­ერ­თი ტაბ­ლო­ი­დი მათ უკვე ყო­ფილ ცოლ-ქმარს უწო­დებს და წე­რენ, რომ ბე­ნი­ფერს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა სულ უფრო იძა­ბე­ბა.

გა­მო­ცე­მა Radar-ის ცნო­ბით, ახლა მთა­ვა­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ჯე­ნი­ფერს აწუ­ხებს, ქო­ნე­ბის გა­ყო­ფის თე­მაა. ინ­სა­ი­დე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლო­პე­სი აფ­ლეკს სა­ერ­თო ქო­ნე­ბი­დან ნა­ხე­ვარს მოს­თხოვს. გა­მო­ცე­მა წერს, რომ სწო­რედ ლო­პეს­მა და­ფა­რა ქორ­წი­ნე­ბის დროს ხარ­ჯე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი. მისი თქმით, აფ­ლეკს მისი ვალი აქვს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
ავტორი:

თეთრი ცხენი ეტლით, სამეფო მეჯლისი და სასულიერო ორკესტრი - ჯენიფერმა დაბადების დღე ბენ აფლეკის გარეშე აღნიშნა: რას წერენ ტაბლოიდები (ფოტო/ვიდეო)

თეთრი ცხენი ეტლით, სამეფო მეჯლისი და სასულიერო ორკესტრი - ჯენიფერმა დაბადების დღე ბენ აფლეკის გარეშე აღნიშნა: რას წერენ ტაბლოიდები (ფოტო/ვიდეო)

ჯენიფერ ლოპესმა 55 წლის იუბილე ცნობილ ჰემპტონში აღნიშნა. დეკორაციები და წვეულება ძალიან ჰგავდა Netflix-ის ჰიტ სერიალს Bridgerton-ს.

“ლოპესმა დედოფლის შესაფერისი, გრანდიოზული დაბადების დღე მოაწყო ჰემპტონში“, - წერს themirror.

ვარსკვლავს დაბადების დღე 24 ივლისს აქვს. ჩარტების ლიდერმა ჯენიფერმა Bridgerton-ის დედოფალი შარლოტას იმიჯი მოირგო და დიდებულ სამეჯლისო ცეკვებსაც უმასპინძლა. მას მოწვეული ჰყავდა სასულიერო ორკესტრიც, სტუმრები ცოცხალ მუსიკაზე სამეჯლისო ცეკვებს ასრულებდნენ.

მომღერალმა გადაღებული ვიდეო და ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ის გლამურულ სამეფო კაბაში, გამჭვირვალე თეთრ ხელთათმანებში და თხელ ოქროსფერ ყელსაბამში პოზირებდა.

წვეულებაზე იყო თეთრ ცხენზე შებმული სამეფო ეტლიც. თუმცა არსად ჩანდა კიდევ ერთი მთავარი გმირი - ბენ აფლეკი. ზეიმს მხოლოდ ახლო მეგობრები და ოჯახი ესწრებოდა.

51 წლის ბენ აფლეკის არყოფნამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როგორც ამბობენ, წყვილს დაძაბული ურთიერთობა აქვს და განქორწინებასაც გეგმავს.

Vulture-ის თქმით, წყვილს “პრობლემები აქვს“.

ყვითელი მედია წერს, რომ ისინი მალე ოფიციალურად განქორწინდებიან და ჯეი ლო წინასწარ ფიქრობს, რას მოითხოვს გაყოფის შემთხვევაში. ზოგიერთი ტაბლოიდი მათ უკვე ყოფილ ცოლ-ქმარს უწოდებს და წერენ, რომ ბენიფერს შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება.

გამოცემა Radar-ის ცნობით, ახლა მთავარი საკითხი, რომელიც ჯენიფერს აწუხებს, ქონების გაყოფის თემაა. ინსაიდერის ინფორმაციით, ლოპესი აფლეკს საერთო ქონებიდან ნახევარს მოსთხოვს. გამოცემა წერს, რომ სწორედ ლოპესმა დაფარა ქორწინების დროს ხარჯების უმეტესი ნაწილი. მისი თქმით, აფლეკს მისი ვალი აქვს.

ასევე იხილეთ: