საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ივანიშვილი ყალბი შიშის დანერგვით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქე“ - თინა ბოკუჩავა სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე
“ივანიშვილი ყალბი შიშის დანერგვით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქე“ - თინა ბოკუჩავა სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე

“ივა­ნიშ­ვი­ლი ცდი­ლობს, ყალ­ბი ში­ში­თა და კონ­სპი­რა­ცი­ე­ბით კვე­ბოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“, - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ სუს-ის გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა.

მან აღ­ნიშ­ნულ ბრალ­დე­ბებს აბ­სურ­დუ­ლი უწო­და.

“აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და მუდ­მი­ვი თავ­დას­ხმა უკ­რა­ი­ნის, აშშ-ის, ევ­რო­კავ­ში­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ არის სწო­რედ ის, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა და­სავ­ლე­თის პო­ლი­ტი­კის ცვლი­ლე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ და სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა მისი და მისი გა­რე­მოც­ვის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ გუ­შინ კონ­გრეს­ში მო­ვის­მი­ნეთ, რომ სწო­რედ მისი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი, ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის გამო გა­ნი­ხი­ლე­ბა, მათ შო­რის, ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მცდე­ლო­ბა, კონ­სპი­რა­ცი­ე­ბით კვე­ბოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე იქ­ნე­ბა უკი­დუ­რე­სად წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი და ქარ­თვე­ლი მო­ქა­ლა­ქე გა­ა­კე­თებს ინ­ფორ­მი­რე­ბულ არ­ჩე­ვანს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის შე­სა­ხებ.

ეს არის მუდ­მი­ვი კონ­სპი­რა­ცია, დე­ზინ­ფორ­მა­ცია, რუ­სუ­ლი სტი­ლის პრო­პა­გან­და, რა­საც და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ჰიბ­რი­დულ ომს უწო­დე­ბენ. ივა­ნიშ­ვი­ლი ყალ­ბი ში­შის და­ნერგვით ცდი­ლობს, შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და სწო­რედ ამის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ვფიქ­რობ, მე, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, სა­ერ­თოდ არ უნდა ვკონ­ცენ­ტრირ­დე იმ აბ­სურ­დულ ბოდ­ვა­ზე და მუდ­მივ კონ­სპი­რა­ცი­ის თე­ო­რი­ა­ზე, რი­თაც ივა­ნიშ­ვი­ლი ცდი­ლობს კვე­ბოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ნაც­ვლად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ა­კე­თოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი 26 ოქ­ტომ­ბერს. ჩვენ­თვის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, რომ ვი­სა­უბ­როთ ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით, მო­ვახ­დი­ნოთ კონ­გრეს­მე­ნე­ბის ცი­ტი­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და გა­კე­თოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის შე­სა­ხებ“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

“ივანიშვილი ყალბი შიშის დანერგვით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქე“ - თინა ბოკუჩავა სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე

“ივანიშვილი ყალბი შიშის დანერგვით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქე“ - თინა ბოკუჩავა სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე

“ივანიშვილი ცდილობს, ყალბი შიშითა და კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები“, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სუს-ის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მან აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

“აბსურდული ბრალდებები და მუდმივი თავდასხმა უკრაინის, აშშ-ის, ევროკავშირის მაღალჩინოსნების და დასავლეთის წინააღმდეგ არის სწორედ ის, რამაც განაპირობა დასავლეთის პოლიტიკის ცვლილება ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ და სანქციების დაწესება მისი და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ჩვენ გუშინ კონგრესში მოვისმინეთ, რომ სწორედ მისი ანტიდასავლური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო განიხილება, მათ შორის, ფინანსური სანქციები. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილის მცდელობა, კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება უკიდურესად წარუმატებელი და ქართველი მოქალაქე გააკეთებს ინფორმირებულ არჩევანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ.

ეს არის მუდმივი კონსპირაცია, დეზინფორმაცია, რუსული სტილის პროპაგანდა, რასაც დასავლელი პარტნიორები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ. ივანიშვილი ყალბი შიშის დანერგვით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქე და სწორედ ამის საფუძველზე შეინარჩუნოს ხელისუფლება.

ვფიქრობ, მე, როგორც პოლიტიკოსი, საერთოდ არ უნდა ვკონცენტრირდე იმ აბსურდულ ბოდვაზე და მუდმივ კონსპირაციის თეორიაზე, რითაც ივანიშვილი ცდილობს კვებოს საქართველოს მოქალაქე, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეს მისცეს შესაძლებლობა, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი 26 ოქტომბერს. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ ვისაუბროთ ფაქტებზე დაფუძნებით, მოვახდინოთ კონგრესმენების ციტირება, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს ინფორმირებული და გაკეთოს ინფორმირებული არჩევანი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.