საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის“ - მამუკა მდინარაძე
“რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის“ - მამუკა მდინარაძე

“ყვე­ლა მხრი­დან ჩა­რე­ვებს ვი­ცი­ლებთ, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში და ამი­ტომ ვართ ამა­ყე­ბი ჩვენ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით. რაც არ უნდა რუ­სუ­ლი გვე­ძა­ხონ, რე­ა­ლუ­რად, ჩვენ ხომ ვი­ცით, ჩვენ თავ­თან ხომ მარ­თლე­ბი ვართ, რომ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს ვწი­რავთ და რის­კის ქვეშ ვა­ყე­ნებთ სხვი­სი შვი­ლე­ბის­თვის“, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რის მე­თიუ მი­ლე­რის გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვის სა­კი­თხზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის არ­ჩე­ვა­ნის დაც­ვა­ზე ისა­უბ­რა.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის თქმით, ჩა­რე­ვა არც რუ­სე­თის და არც სხვა რო­მე­ლი­მე მხრი­დან არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მსგავს პა­ტა­რა და მო­წყვლად ქვე­ყა­ნა­ში.

“ჩა­რე­ვა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლამ მო­ინ­დო­მოს, რუ­სეთ­მაც და სხვა­მაც. ყვე­ლას თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სი აქვს, თან ჩვენ­ნა­ირ პა­ტა­რა და მო­წყვლად ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც უამ­რა­ვი აგენ­ტია რუბ­ლე­ბით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი და დო­ლა­რით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იმის­თვის ხარ, რომ ეს ჩა­რე­ვე­ბი, რუ­სე­თის­გან იქ­ნე­ბა თუ სხვა მხრი­დან იქ­ნე­ბა, აი­ცი­ლო თა­ვი­დან. ყვე­ლა მხრი­დან ჩა­რე­ვებს ვი­ცი­ლებთ, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მხრი­დან ჩა­რე­ვებს ვი­ცი­ლებთ და ამი­ტომ ვართ ამა­ყე­ბი ჩვენ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით. რაც არ უნდა რუ­სუ­ლი გვე­ძა­ხონ, რე­ა­ლუ­რად ჩვენ ხომ ვი­ცით, ჩვენ თავ­თან ხომ მარ­თლე­ბი ვართ, რომ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს ვწი­რავთ და რის­კის ქვეშ ვა­ყე­ნებთ სხვი­სი შვი­ლე­ბის­თვის, ამ ზო­მა­ზე ვართ მი­სუ­ლე­ბი. იმის­თვის, რომ ეს ქვე­ყა­ნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იყოს, ამა­ყი იყოს, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში მი­ი­ღოს მის­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ამის­თვის ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბიც გაგ­ვი­წი­რავს თურ­მე ხომ ?! შე­სა­ბა­მი­სად, ეს იქ­ნე­ბა რუბ­ლით, დო­ლა­რით თუ სხვა ვა­ლუ­ტით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი აგენ­ტი, არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს პი­რა­დად ჩემ­თვის, ვინ რას და­მი­ძა­ხებს, თუ ჩემს თავ­თან მარ­თა­ლი ვარ, პირ­ველ რიგ­ში და ჩა­რე­ვე­ბის­გა­ნაც თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი ვიქ­ნე­ბი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან", - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

“რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის“ - მამუკა მდინარაძე

“რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის“ - მამუკა მდინარაძე

“ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენ თავთან ხომ მართლები ვართ, რომ საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ და რისკის ქვეშ ვაყენებთ სხვისი შვილებისთვის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელმაც არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე გაამახვილა ყურადღებაზე და საქართველოს მოსახლეობის არჩევანის დაცვაზე ისაუბრა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ჩარევა არც რუსეთის და არც სხვა რომელიმე მხრიდან არ არის გამორიცხული, განსაკუთრებით საქართველოს მსგავს პატარა და მოწყვლად ქვეყანაში.

“ჩარევა შეიძლება ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც. ყველას თავისი ინტერესი აქვს, თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია რუბლებით დაფინანსებული და დოლარით დაფინანსებული. შესაბამისად, ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, რომ ეს ჩარევები, რუსეთისგან იქნება თუ სხვა მხრიდან იქნება, აიცილო თავიდან. ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, რეალურად ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენ თავთან ხომ მართლები ვართ, რომ საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ და რისკის ქვეშ ვაყენებთ სხვისი შვილებისთვის, ამ ზომაზე ვართ მისულები. იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს, ამაყი იყოს, საკუთარ ქვეყანაში მიიღოს მისმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილებები, ამისთვის ჩვენი შვილების ინტერესებიც გაგვიწირავს თურმე ხომ ?! შესაბამისად, ეს იქნება რუბლით, დოლარით თუ სხვა ვალუტით დაფინანსებული აგენტი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის, ვინ რას დამიძახებს, თუ ჩემს თავთან მართალი ვარ, პირველ რიგში და ჩარევებისგანაც თუ თავისუფალი ვიქნები ყველა მიმართულებიდან", - განაცხადა მდინარაძემ.