პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტთან, აქციაზე დაკავებული საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, რომელთაც რკინის ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა
პარლამენტთან, აქციაზე დაკავებული საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, რომელთაც რკინის ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ორი­ვე პირი, საბა მე­ფა­რიშ­ვი­ლი და ომარ ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­თაც პარ­ლა­მენ­ტის შე­სას­ვლელ­თან რკი­ნის დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რის და­ზი­ა­ნე­ბას ედა­ვე­ბი­ან, სა­სა­მარ­თლომ კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ნა­თია გუ­და­ძემ მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­და­ი­სინ­ჯა და ძა­ლა­ში დარ­ჩა.

დაც­ვის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა კი მათ მი­მართ კვლავ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და.

ცნო­ბის­თვის, 19 და 23 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 14 მა­ისს და­ა­კა­ვეს. მათ ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “გ“ ქვე­პუნ­ქტით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც ნივ­თის ჯგუ­ფუ­რად და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სხვა პი­რებ­თან ერ­თად, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის, ასე­ვე, რკი­ნის ნივ­თის გა­მო­ყე­ნე­ბით პარ­ლა­მენ­ტის შე­სას­ვლელ­თან გან­თავ­სე­ბუ­ლი რკი­ნის დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ა­ზი­ა­ნეს.

ორი­ვე და­კა­ვე­ბულს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ავტორი:

პარლამენტთან, აქციაზე დაკავებული საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, რომელთაც რკინის ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან, აქციაზე დაკავებული საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, რომელთაც რკინის ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორივე პირი, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, რომელთაც პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია გუდაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, სახელმწიფო ბრალდება კი მათ მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

ორივე დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.