სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუდმივად მხვდება ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ამ სფეროში ქალის ადგილი არ არის" - პირველი ქართველი გემის მექანიკოსი ქალის გზა სამოდელო სფეროდან მეზღვაურობამდე
"მუდმივად მხვდება ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ამ სფეროში ქალის ადგილი არ არის" - პირველი ქართველი გემის მექანიკოსი ქალის გზა სამოდელო სფეროდან მეზღვაურობამდე

"სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ისევ ამ პრო­ფე­სი­ას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მსურს, მთა­ვა­რი მე­ქა­ნი­კო­სის წო­დე­ბა მო­ვი­პო­ვო. ღმერ­თის ნე­ბით იმე­დი მაქვს, ეს მალე მოხ­დე­ბა", - გვი­თხრა მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვილ­მა... ცოტა ხნის წინ მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და და დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბაც გა­მო­იწ­ვია...

მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა, თუ რო­გორ გახ­და გე­მის პირ­ვე­ლი მე­ქა­ნი­კო­სი ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქვს?

- მა­რი­ამ, დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ თქვე­ნი ბავ­შვო­ბა?

- ვერ ვი­ტყვი, რომ სა­უ­კე­თე­სო ბავ­შვო­ბა მქონ­და ან ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ად­ვი­ლი ცხოვ­რე­ბა იყო, მაგ­რამ რაც უმ­თავ­რე­სია, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი არ მაკ­ლდა... თი­ა­ნეთ­ში და­ვი­ბა­დე, შვიდ წლამ­დე იქ ვი­ცხოვ­რე და შემ­დეგ ახ­მე­ტა­ში გა­და­ვე­დი. და­ვას­რუ­ლე ახ­მე­ტის ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა... სწო­რედ ახ­მე­ტა­ში ცხოვ­რე­ბის დროს გა­მიჩ­ნდა ამ პრო­ფე­სი­ის ინ­ტე­რე­სი.

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ გაკ­ვე­თი­ლი რომც მცოდ­ნო­და, მა­ინც ვამ­ბობ­დი, არ ვიცი-მეთ­ქი... არ მიყ­ვარს სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი, ფო­ბია მაქვს, რა­საც სკო­ლა­ში ამ ფორ­მით ვავ­ლენ­დი... რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, დავ­დი­ო­დი კი­დეც კურ­სებ­ზე - ხატ­ვა, ქარ­გვა, მაკ­რა­მე და ასე შემ­დეგ... ხატ­ვა მა­ნამ­დე მიყ­ვარ­და, ვიდ­რე ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერ­თმა მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­წას­თან არ გა­მას­წო­რა, რად­გან სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძა­რი არ და­ვუ­ხა­ტე... ქი­მია-ბი­ო­ლო­გია კი მას­წავ­ლებ­ლის გამო მიყ­ვარ­და...ზო­გა­დად მას­წავ­ლე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ბავ­შვს სა­განს შე­აყ­ვა­რებს თუ შე­ა­ძუ­ლებს. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­გა­ნი მძულ­და და სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლის გამო...

- რო­დის გა­და­წყვი­ტეთ ამ პრო­ფე­სი­ას გაჰ­ყო­ლო­დით?

- 13 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, რომ გა­ვი­გე ამ სფე­როს შე­სა­ხებ და გა­დავ­წყვი­ტე, მეც გავ­ყო­ლო­დი...

- რო­გორ მი­ი­ღო ოჯახ­მა თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- რა თქმა უნდა გა­უკ­ვირ­დათ, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში და­მიდ­გნენ... ბევ­რს უთ­ქვამს, - ვერ შეძ­ლებ სხვა პრო­ფე­სია აირ­ჩი­ეო, დე­და­ჩე­მი კი ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, ნუ მო­უს­მენ მათ ლა­პა­რაკს, მთა­ვა­რია მო­ინ­დო­მო და ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წე­ვო.

- რა პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ას­რუ­ლეთ?

- სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. პირ­ვე­ლი და მე­ო­რე კურ­სის პირ­ვე­ლი სე­მესტრი ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ა­რე. შემ­დეგ მო­ბი­ლო­ბით გა­და­ვე­დი ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო, სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში, გე­მის მე­ქა­ნი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. ორი­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კურ­სზე ერთი გოგო ვი­ყა­ვი. ორი­ვე­გან გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის სწავ­ლე­ბა, სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი იყო..

- დღეს თუ გხვდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თვლი­ან, რომ ეს ქა­ლის საქ­მე არ არის.

- მუდ­მი­ვად მხვდე­ბა და ალ­ბათ ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა მსგავ­სი ტი­პის ხალ­ხი, რომ­ლებ­საც მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამ სფე­რო­ში ქა­ლის ად­გი­ლი არ არის..

- რა გე­ვა­ლე­ბათ და რამ­დე­ნად რთუ­ლია ყვე­ლაფ­რის თა­ვის გარ­თმე­ვა?

- თუ რა­ი­მეს მიზ­ნად და­ი­სა­ხავ და მო­ინ­დო­მებ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვა, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია... სა­მან­ქა­ნე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უამ­რა­ვი და­ნად­გა­რია, რო­მე­ლიც სულ მუ­შა­ობს. თი­თო­ე­ულ და­ნად­გარს ჭირ­დე­ბა თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა, შე­კე­თე­ბა და ასე შემ­დეგ... ეს მე­ვა­ლე­ბა მეც და და­ნარ­ჩენ მე­ქა­ნი­კო­სებ­საც..

- პირ­ვე­ლი ნა­ოს­ნო­ბა რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ?

- ახ­ლაც მე­ცი­ნე­ბა იმ შეგ­რძნე­ბებ­ზე, რაც პირ­ვე­ლი ნა­ოს­ნო­ბის დროს მქონ­და. ზღვის შიშ­თან ერ­თად იმის ში­შიც მქონ­და, ვა­ი­თუ ვერ გა­მეძ­ლო იმ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის­თვის... თუმ­ცა დღეს ისევ გემ­ზე ვარ და ამ საქ­მი­ა­ნო­ბას დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვას­რუ­ლებ..

- დღეს რო­გო­რია გემ­ზე თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა?

- ზღვა­ში გას­ვლა ძი­რი­თა­დად ექ­ვსი თვით მი­წევს, მაგ­რამ ახლა რვა თვე შეს­რულ­დე­ბა, რაც შო­რე­ულ ნა­ოს­ნო­ბა­ში ვარ... ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა რუ­ტი­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბაა, არა­ფე­რია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. უფრო გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, თუ რა საქ­მე გა­მოჩ­ნდე­ბა

- თუ აპი­რებთ სხვა პრო­ფე­სი­ა­შიც ცა­დოთ ბედი?

- ახლა რა­ტომ­ღაც სხვა არაფ­რის კე­თე­ბა არ მი­ზი­დავს... მო­მა­ვალ­ში მან­ქა­ნე­ბის ძრა­ვის შეს­წავ­ლა მინ­და სიღ­რმი­სე­უ­ლად და არა მარ­ტო მან­ქა­ნე­ბის. მე­ქა­ნი­კას რა გან­ხრე­ბიც აქვს, ყვე­ლა გან­ხრა­ში ვცდი­დი ბედს.

- რო­გორ ახერ­ხებთ ამ­დე­ნად იდე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ... თქვე­ნი გა­რეგ­ნო­ბის მი­ხედ­ვით სა­მო­დე­ლო სფე­რო­დან არ ყო­ფი­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა?

- სხვა სფე­რო­ში ჩემი თავი ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია და არც სურ­ვი­ლი მაქვს... პირ­ველ კურ­სზე რომ ვი­ყა­ვი, სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში ძა­ლე­ბი მოვ­სინ­ჯე, ასე­ვე სპორ­ტშიც, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ არ­ცერ­თი იყო სა­ჩე­მო.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რას გვე­ტყო­დით?

- ზო­გა­დად არ მიყ­ვარს, თავს ვა­რი­დებ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბარს... არ მინ­და ხალ­ხში ზედ­მე­ტი კი­თხვე­ბი, რე­აქ­ცი­ე­ბი გა­მო­ვიწ­ვიო. ასე რომ თავს ყო­ველ­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­კა­ვებ, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ვი­სა­უბ­რო.

- აჭა­რა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ამა­ყობს თქვე­ნით. თქვენ რას იტყო­დით სა­ქარ­თვე­ლოს ამ უმ­შვე­ნი­ე­რესს მხა­რე­ზე?

- არ ვარ აჭა­რე­ლი, მაგ­რამ ბა­თუმ­ში სას­წავ­ლებ­ლად რომ გა­და­ვე­დი, მე­გო­ნა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ ვცხოვ­რობ­დი. მო­მა­ვალ­შიც ვი­სურ­ვებ­დი ისევ ბა­თუმ­ში ვი­ცხოვ­რო. ყვე­ლა სე­ზონ­ზე, ყვე­ლა­ნა­ი­რად ჩე­მია ეს ქა­ლა­ქი, ხალ­ხიც უზო­მოდ თბი­ლია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მუდმივად მხვდება ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ამ სფეროში ქალის ადგილი არ არის" - პირველი ქართველი გემის მექანიკოსი ქალის გზა სამოდელო სფეროდან მეზღვაურობამდე

"მუდმივად მხვდება ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ამ სფეროში ქალის ადგილი არ არის" - პირველი ქართველი გემის მექანიკოსი ქალის გზა სამოდელო სფეროდან მეზღვაურობამდე

"სამომავლო გეგმები ისევ ამ პროფესიასთან არის დაკავშირებული. მსურს, მთავარი მექანიკოსის წოდება მოვიპოვო. ღმერთის ნებით იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება", - გვითხრა მარიამ გურგენიშვილმა... ცოტა ხნის წინ მის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი აღფრთოვანებაც გამოიწვია...

მარიამ გურგენიშვილი გვესაუბრა, თუ როგორ გახდა გემის პირველი მექანიკოსი ქალი საქართველოში და რა სამომავლო გეგმები აქვს?

- მარიამ, დღევანდელი გადასახედიდან როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა?

- ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო ბავშვობა მქონდა ან ჩემს ბავშვობაში ადვილი ცხოვრება იყო, მაგრამ რაც უმთავრესია, სითბო და სიყვარული არ მაკლდა... თიანეთში დავიბადე, შვიდ წლამდე იქ ვიცხოვრე და შემდეგ ახმეტაში გადავედი. დავასრულე ახმეტის ნომერ პირველი საჯარო სკოლა... სწორედ ახმეტაში ცხოვრების დროს გამიჩნდა ამ პროფესიის ინტერესი.

უცნაურია, მაგრამ გაკვეთილი რომც მცოდნოდა, მაინც ვამბობდი, არ ვიცი-მეთქი... არ მიყვარს საჯარო გამოსვლები, ფობია მაქვს, რასაც სკოლაში ამ ფორმით ვავლენდი... რაც შეეხება ხელოვნებას, ძალიან მიყვარდა, დავდიოდი კიდეც კურსებზე - ხატვა, ქარგვა, მაკრამე და ასე შემდეგ... ხატვა მანამდე მიყვარდა, ვიდრე ხელოვნების ერთ-ერთმა მასწავლებელმა მიწასთან არ გამასწორა, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი არ დავუხატე... ქიმია-ბიოლოგია კი მასწავლებლის გამო მიყვარდა...ზოგადად მასწავლებელზეა დამოკიდებული, ბავშვს საგანს შეაყვარებს თუ შეაძულებს. ძალიან ბევრი საგანი მძულდა და სწორედ მასწავლებლის გამო...

- როდის გადაწყვიტეთ ამ პროფესიას გაჰყოლოდით?

- 13 წლის ვიქნებოდი, რომ გავიგე ამ სფეროს შესახებ და გადავწყვიტე, მეც გავყოლოდი...

- როგორ მიიღო ოჯახმა თქვენი გადაწყვეტილება?

- რა თქმა უნდა გაუკვირდათ, მაგრამ ყველანაირად გვერდში დამიდგნენ... ბევრს უთქვამს, - ვერ შეძლებ სხვა პროფესია აირჩიეო, დედაჩემი კი ყოველთვის მეუბნებოდა, ნუ მოუსმენ მათ ლაპარაკს, მთავარია მოინდომო და ყველაფერს მიაღწევო.

- რა პროფესიული სასწავლებლები დაასრულეთ?

- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველი და მეორე კურსის პირველი სემესტრი ამ უნივერსიტეტში გავიარე. შემდეგ მობილობით გადავედი ბათუმის სახელმწიფო, საზღვაო აკადემიაში, გემის მექანიკის ფაკულტეტზე. ორივე უნივერსიტეტში კურსზე ერთი გოგო ვიყავი. ორივეგან გატარებული პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. ძალიან მაღალი დონის სწავლება, საუკეთესო წლები იყო..

- დღეს თუ გხვდებიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ეს ქალის საქმე არ არის.

- მუდმივად მხვდება და ალბათ ყოველთვის იქნება მსგავსი ტიპის ხალხი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამ სფეროში ქალის ადგილი არ არის..

- რა გევალებათ და რამდენად რთულია ყველაფრის თავის გართმევა?

- თუ რაიმეს მიზნად დაისახავ და მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა, შეუძლებელი არაფერია... სამანქანე განყოფილებაში უამრავი დანადგარია, რომელიც სულ მუშაობს. თითოეულ დანადგარს ჭირდება თვალყურის დევნება, შეკეთება და ასე შემდეგ... ეს მევალება მეც და დანარჩენ მექანიკოსებსაც..

- პირველი ნაოსნობა როგორ გახსენდებათ?

- ახლაც მეცინება იმ შეგრძნებებზე, რაც პირველი ნაოსნობის დროს მქონდა. ზღვის შიშთან ერთად იმის შიშიც მქონდა, ვაითუ ვერ გამეძლო იმ ყოველდღიურობისთვის... თუმცა დღეს ისევ გემზე ვარ და ამ საქმიანობას დიდი სიყვარულით ვასრულებ..

- დღეს როგორია გემზე თქვენი ყოველდღიურობა?

- ზღვაში გასვლა ძირითადად ექვსი თვით მიწევს, მაგრამ ახლა რვა თვე შესრულდება, რაც შორეულ ნაოსნობაში ვარ... ყოველდღიურობა რუტინული ცხოვრებაა, არაფერია განსხვავებული. უფრო განსხვავება იმაშია, თუ რა საქმე გამოჩნდება

- თუ აპირებთ სხვა პროფესიაშიც ცადოთ ბედი?

- ახლა რატომღაც სხვა არაფრის კეთება არ მიზიდავს... მომავალში მანქანების ძრავის შესწავლა მინდა სიღრმისეულად და არა მარტო მანქანების. მექანიკას რა განხრებიც აქვს, ყველა განხრაში ვცდიდი ბედს.

- როგორ ახერხებთ ამდენად იდეალურად გამოიყურებოდეთ... თქვენი გარეგნობის მიხედვით სამოდელო სფეროდან არ ყოფილა შემოთავაზება?

- სხვა სფეროში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია და არც სურვილი მაქვს... პირველ კურსზე რომ ვიყავი, სამოდელო სფეროში ძალები მოვსინჯე, ასევე სპორტშიც, მაგრამ მივხვდი, რომ არცერთი იყო საჩემო.

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყოდით?

- ზოგადად არ მიყვარს, თავს ვარიდებ პირად ცხოვრებაზე საუბარს... არ მინდა ხალხში ზედმეტი კითხვები, რეაქციები გამოვიწვიო. ასე რომ თავს ყოველთვის მაქსიმალურად შევიკავებ, პირად ცხოვრებაზე ვისაუბრო.

- აჭარაში ძალიან ბევრი ამაყობს თქვენით. თქვენ რას იტყოდით საქართველოს ამ უმშვენიერესს მხარეზე?

- არ ვარ აჭარელი, მაგრამ ბათუმში სასწავლებლად რომ გადავედი, მეგონა წლების განმავლობაში იქ ვცხოვრობდი. მომავალშიც ვისურვებდი ისევ ბათუმში ვიცხოვრო. ყველა სეზონზე, ყველანაირად ჩემია ეს ქალაქი, ხალხიც უზომოდ თბილია.