სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩხუბი ელემენტარულზე დავიწყეთ; მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი“ - სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დუმილს არღვევს
“ჩხუბი ელემენტარულზე დავიწყეთ; მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი“ - სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დუმილს არღვევს

21 წლის ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ოთარ ცინ­დე­ლი­ან­მა დუ­მი­ლი და­არ­ღვია.

“კა­იფ­ში“ ვი­ყა­ვი, ელე­მენ­ტა­რულ­ზე და­ვი­წყეთ. ალ­ბათ, ჩხუ­ბიც იყო, არ მახ­სოვს“, - მი­მარ­თა მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის ავ­ტორს, სო­ფი­კო ყო­რი­ა­ულს.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ექ­სპერ­ტმა გა­ნა­ცხა­და, მას ცინ­დე­ლი­ან­მა უთხრა, რომ მკვლე­ლო­ბის დღეს, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პე­რი­ო­დუ­ლად იღებ­და თრო­ბის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­გორც ალ­კოჰოლს, ასე­ვე ნარ­კო­ტიკს.

ექ­სპერ­ტის გან­მარ­ტე­ბით­ვე, ბრალ­დე­ბულს ახა­სი­ა­თებს აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, ზე­და­პი­რუ­ლი ემო­ცი­ე­ბი, ლი­დე­რის პო­ზი­ცია სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ში. სა­ერ­თო ჯამ­ში, სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, ცინ­დე­ლი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ აფექ­ტში არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

ყა­რი­ა­ულს პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია წა­უ­კი­თხა და ჰკი­თხა, ხომ ნამ­დვი­ლად ასე გა­ნუ­ცხა­და მას ბრალ­დე­ბულ­მა, რა­საც, ექ­სპერ­ტმა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა.

  • "ხე­ლი­თაც შევ­ხე­ბი­ვარ... "კა­იფ­ში" ვი­ყა­ვი, ფხი­ზე­ლი არ ვი­ყა­ვი, ღამე იყო, რა­ღაც ელე­მენ­ტა­რულ­ზე და­ვი­წყეთ, მკვლე­ლო­ბა მოხ­და, არ მახ­სოვს, გამ­თე­ნი­ი­სას მო­ვე­დი გონს და ქა­ლაქ­გა­რეთ ვი­ყა­ვი. რო­გორ მოვ­კა­ლი არ მა­ხოვს, მე მოვ­კა­ლი, მაგ­რამ რო­გორ მოვ­კა­ლი, არ მახ­სოვს, გონს რომ მო­ვე­დი, ზუგ­დიდ­ში ვი­ყა­ვი, დანა ზუგ­დიდ­ში არ მქო­ნია, სის­ხლი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი ნა­გავ­ში გა­და­ვაგ­დე",- ეს სი­ტყვე­ბი ოთარ ცინ­დე­ლი­ანს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც მან ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბი­სას ექ­სპერტს გა­ნუ­ცხა­და.

ცნო­ბის­თვის, ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი 28 თე­ბერ­ვალს, ლი­ლო­ში, სახ­ლთან ახ­ლოს მოკ­ლეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ლუ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც ამას­თა­ნა­ვე, მოკ­ლუ­ლის ნათ­ლი­ის შვი­ლია.

ცინ­დე­ლი­ა­ნი უწყე­ბა­ში თა­ვად გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და.

ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე 59 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ყვე­ლა მათ­გა­ნი სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლი იყო.

ოთარ ცინ­დე­ლი­ანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის “თ“ და “მ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

ავტორი:

“ჩხუბი ელემენტარულზე დავიწყეთ; მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი“ - სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დუმილს არღვევს

“ჩხუბი ელემენტარულზე დავიწყეთ; მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი“ - სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დუმილს არღვევს

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა დუმილი დაარღვია.

“კაიფში“ ვიყავი, ელემენტარულზე დავიწყეთ. ალბათ, ჩხუბიც იყო, არ მახსოვს“, - მიმართა მან სასამართლო პროცესზე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს, სოფიკო ყორიაულს.

როგორც სასამართლო პროცესზე ექსპერტმა განაცხადა, მას ცინდელიანმა უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იღებდა თრობის სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ალკოჰოლს, ასევე ნარკოტიკს.

ექსპერტის განმარტებითვე, ბრალდებულს ახასიათებს აგრესიულობა, ზედაპირული ემოციები, ლიდერის პოზიცია სოციალურ გარემოში. საერთო ჯამში, სპეციალისტის თქმით, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფიზიოლოგიურ აფექტში არ იმყოფებოდა.

ყარიაულს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ოთარ ცინდელიანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია წაუკითხა და ჰკითხა, ხომ ნამდვილად ასე განუცხადა მას ბრალდებულმა, რასაც, ექსპერტმა დადებითი პასუხი გასცა.

  • "ხელითაც შევხებივარ... "კაიფში" ვიყავი, ფხიზელი არ ვიყავი, ღამე იყო, რაღაც ელემენტარულზე დავიწყეთ, მკვლელობა მოხდა, არ მახსოვს, გამთენიისას მოვედი გონს და ქალაქგარეთ ვიყავი. როგორ მოვკალი არ მახოვს, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი, დანა ზუგდიდში არ მქონია, სისხლიანი ტანსაცმელი ნაგავში გადავაგდე",- ეს სიტყვები ოთარ ცინდელიანს ეკუთვნის, რომელიც მან ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტს განუცხადა.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “თ“ და “მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ: