მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება ხელოვნური პლაცენტა, რომლის შექმნასაც აშშ-ში გეგმავენ - შანსი ნაადრევად დაბადებული ბავშვების გადასარჩენად თუ "ცუდი სამეცნიერო ფილმი"?
როგორი იქნება ხელოვნური პლაცენტა, რომლის შექმნასაც აშშ-ში გეგმავენ - შანსი ნაადრევად დაბადებული ბავშვების გადასარჩენად თუ "ცუდი სამეცნიერო ფილმი"?

"ხე­ლოვ­ნურ­მა პლა­ცენ­ტამ და საშ­ვი­ლოს­ნომ შე­იძ­ლე­ბა გა­და­არ­ჩი­ნოს ნა­ად­რე­ვად და­ბა­დე­ბუ­ლი ჩვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლე, მაგ­რამ რა ეთი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი უნდა იქ­ნას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნებ­ზე ტეს­ტი­რე­ბის და­წყე­ბამ­დე?" – bbc უახ­ლე­სი სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ნა­წი­ლობ­რივ ფან­ტას­ტი­კას ჰგავს, ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს.

  • "ეს ჟღერს რო­გორც ცუდი სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კუ­რი ფილ­მის შეთ­ქმუ­ლე­ბა - დე­დის მუც­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი და სი­თხით სავ­სე წიპ­წებ­ში გაზ­რდი­ლი ჩვი­ლე­ბი. თუმ­ცა, ეს არის ზუს­ტად ის, რის გა­კე­თე­ბა­საც აშშ-ში, პენ­სილ­ვა­ნი­ის ფი­ლა­დელ­ფი­ის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფოს (CHOP) მეც­ნი­ე­რე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ ჩვი­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბის რის­კის ქვეშ არი­ან", - სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, მეც­ნი­ე­რე­ბი ავი­თა­რე­ბენ "ხე­ლოვ­ნურ საშ­ვი­ლოს­ნოს", ანუ ახალ­შო­ბი­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ექ­სტა გა­რე­მოს, რო­მე­ლიც საშ­ვი­ლოს­ნოს/პლა­ცენ­ტას ჰგავს.

გა­მო­გო­ნე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს გა­ზარ­დოს ნა­ად­რე­ვად და­ბა­დე­ბუ­ლი ჩვი­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ამას­თან, უზ­რუნ­ველ­ჰყოს მათი ჯან­მრთე­ლი გან­ვი­თა­რე­ბა.

  • "ტი­პი­უ­რი ჯან­სა­ღი ორ­სუ­ლო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 40 კვი­რა გრძელ­დე­ბა, 37 კვი­რის ჩვი­ლე­ბი უკვე სრულ­ფა­სოვ­ნე­ბად ით­ვლე­ბი­ან. თუმ­ცა, ხან­და­ხან ორ­სუ­ლო­ბის დროს ხდე­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ად­რე­უ­ლი მშო­ბი­ა­რო­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბოლო რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ­შო­ბილ­თა მე­დი­ცი­ნა­ში მიღ­წე­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბის წყა­ლო­ბით, ნა­ად­რე­ვად და­ბა­დე­ბუ­ლი ჩვი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბის გა­დარ­ჩე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია. უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ 22-კვი­რი­ა­ნი გეს­ტა­ცი­ის პა­ცი­ენ­ტე­ბის 30%-იც კი გა­დარ­ჩა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის შემ­თხვე­ვა­ში. მაგ­რამ მა­ინც, 22-დან 23 კვი­რამ­დე და­ბა­დე­ბულ ჩვი­ლებ­ში შე­დე­გე­ბი იმ­დე­ნად მძი­მეა, რომ მსგავ­სი გა­მო­გო­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­და­იყ­ვან­დნენ ხე­ლოვ­ნურ პლა­ცენ­ტა­ში, სა­დაც ჯან­მრთე­ლად გან­ვი­ტარ­დე­ბოს­ნენ“, - წერს გა­მო­ცე­მა.

სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ზღვარ­ზე და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი ხში­რად აწყდე­ბი­ან ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე გა­მოწ­ვე­ვებს. ეს ჩვი­ლე­ბი და­ბა­დე­ბი­სას იწო­ნი­ან 900 გრამ­ზე ნაკ­ლებს და ისე­თი კრი­ტი­კუ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა გული, ფილ­ტვე­ბი, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი და ტვი­ნი ჯერ კი­დევ არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

ხე­ლოვ­ნუ­რი საშ­ვი­ლოს­ნო და პლა­ცენ­ტის იდეა ნა­ყოფს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­ნაგ­რძოს გან­ვი­თა­რე­ბა უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში, სა­ნამ ბავ­შვი მზად არ იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ამო­სუნ­თქვის­თვის.

ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე მუ­შა­ობს სამი ძი­რი­თა­დი ჯგუ­ფი. სა­მი­ვე ინ­სპი­რა­ცი­ას იღებს არ­სე­ბუ­ლი თე­რა­პი­ი­დან, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა ექ­სტრა­კორ­პო­რა­ლუ­რი მემ­ბრა­ნის ოქ­სი­გე­ნა­ცია (Ecmo) - ხე­ლოვ­ნუ­რი სი­ცო­ცხლის დამ­ხმა­რე სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ფილ­ტვე­ბის და გუ­ლის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

CHOP-ის მეც­ნი­ე­რე­ბი, გეგ­მა­ვენ ნა­ად­რე­ვად და­ბა­დე­ბუ­ლი ჩვი­ლე­ბის მო­ტავ­სე­ბას სი­თხით სავ­სე ბუ­დე­ებ­ში, რომ­ლე­ბიც საშ­ვი­ლოს­ნოს სი­თხის იმი­ტა­ცი­ას ას­რუ­ლებს. შემ­დეგ ქი­რურ­გე­ბი ბავ­შვის ჭიპ­ლა­რის პა­წა­წი­ნა სის­ხლძარ­ღვებს Ecmo-ს მსგავს მო­წყო­ბი­ლო­ბას უკავ­ში­რე­ბენ.

2017 წელს გუნ­დმა გა­მო­გო­ნე­ბა რვა ნა­ად­რე­ვად და­ბა­დე­ბულ ბატ­კან­ზე და­გეგ­მა. მათ ხე­ლოვ­ნურ საშ­ვი­ლოს­ნო­ში ოთხი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იცო­ცხლეს. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ბატ­კნე­ბი თით­ქოს ნორ­მა­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბოდ­ნენ, მა­ტყლიც კი ეზ­რდე­ბო­დათ.

ტეს­ტი­რე­ბის წარ­მა­ტე­ბით გა­გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მი­ვე ჯგუ­ფი აცხა­დებს, რომ მშობ­ლებს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სი­ახ­ლეს შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

როგორი იქნება ხელოვნური პლაცენტა, რომლის შექმნასაც აშშ-ში გეგმავენ - შანსი ნაადრევად დაბადებული ბავშვების გადასარჩენად თუ "ცუდი სამეცნიერო ფილმი"?

როგორი იქნება ხელოვნური პლაცენტა, რომლის შექმნასაც აშშ-ში გეგმავენ - შანსი ნაადრევად დაბადებული ბავშვების გადასარჩენად თუ "ცუდი სამეცნიერო ფილმი"?

"ხელოვნურმა პლაცენტამ და საშვილოსნომ შეიძლება გადაარჩინოს ნაადრევად დაბადებული ჩვილების სიცოცხლე, მაგრამ რა ეთიკური მოსაზრებები უნდა იქნას გათვალისწინებული ადამიანებზე ტესტირების დაწყებამდე?" – bbc უახლესი სამეცნიერო პროექტის შესახებ, რომელიც ნაწილობრივ ფანტასტიკას ჰგავს, ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

  • "ეს ჟღერს როგორც ცუდი სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის შეთქმულება - დედის მუცლიდან ამოღებული და სითხით სავსე წიპწებში გაზრდილი ჩვილები. თუმცა, ეს არის ზუსტად ის, რის გაკეთებასაც აშშ-ში, პენსილვანიის ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს (CHOP) მეცნიერები გვთავაზობენ ჩვილებისთვის, რომლებიც ნაადრევი მშობიარობის რისკის ქვეშ არიან", - სტატიის მიხედვით, მეცნიერები ავითარებენ "ხელოვნურ საშვილოსნოს", ანუ ახალშობილის განვითარებისთვის ექსტა გარემოს, რომელიც საშვილოსნოს/პლაცენტას ჰგავს.

გამოგონება მიზნად ისახავს გაზარდოს ნაადრევად დაბადებული ჩვილების გადარჩენის მაჩვენებელი, ამასთან, უზრუნველჰყოს მათი ჯანმრთელი განვითარება.

  • "ტიპიური ჯანსაღი ორსულობა დაახლოებით 40 კვირა გრძელდება, 37 კვირის ჩვილები უკვე სრულფასოვნებად ითვლებიან. თუმცა, ხანდახან ორსულობის დროს ხდება გართულებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადრეული მშობიარობა. საბედნიეროდ, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ახალშობილთა მედიცინაში მიღწეული მიღწევების წყალობით, ნაადრევად დაბადებული ჩვილების უმეტესობის გადარჩენა შესაძლებელია. უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ 22-კვირიანი გესტაციის პაციენტების 30%-იც კი გადარჩა ინტენსიური თერაპიის შემთხვევაში. მაგრამ მაინც, 22-დან 23 კვირამდე დაბადებულ ჩვილებში შედეგები იმდენად მძიმეა, რომ მსგავსი გამოგონების არსებობის შემთხვევაში, ისინი დაუფიქრებლად გადაიყვანდნენ ხელოვნურ პლაცენტაში, სადაც ჯანმრთელად განვიტარდებოსნენ“, - წერს გამოცემა.

სიცოცხლისუნარიანობის ზღვარზე დაბადებული ბავშვები ხშირად აწყდებიან ჯანმრთელობის მძიმე გამოწვევებს. ეს ჩვილები დაბადებისას იწონიან 900 გრამზე ნაკლებს და ისეთი კრიტიკული ორგანოები, როგორიცაა გული, ფილტვები, საჭმლის მომნელებელი ორგანოები და ტვინი ჯერ კიდევ არ არის განვითარებული.

ხელოვნური საშვილოსნო და პლაცენტის იდეა ნაყოფს საშუალებას აძლევს განაგრძოს განვითარება უსაფრთხო გარემოში, სანამ ბავშვი მზად არ იქნება პირველი ამოსუნთქვისთვის.

ტექნოლოგიაზე მუშაობს სამი ძირითადი ჯგუფი. სამივე ინსპირაციას იღებს არსებული თერაპიიდან, რომელსაც ეწოდება ექსტრაკორპორალური მემბრანის ოქსიგენაცია (Ecmo) - ხელოვნური სიცოცხლის დამხმარე სახეობა, რომელიც ადამიანს ფილტვების და გულის გამართულად ფუნქციონირებაში ეხმარება.

CHOP-ის მეცნიერები, გეგმავენ ნაადრევად დაბადებული ჩვილების მოტავსებას სითხით სავსე ბუდეებში, რომლებიც საშვილოსნოს სითხის იმიტაციას ასრულებს. შემდეგ ქირურგები ბავშვის ჭიპლარის პაწაწინა სისხლძარღვებს Ecmo-ს მსგავს მოწყობილობას უკავშირებენ.

2017 წელს გუნდმა გამოგონება რვა ნაადრევად დაბადებულ ბატკანზე დაგეგმა. მათ ხელოვნურ საშვილოსნოში ოთხი კვირის განმავლობაში იცოცხლეს. ამ დროის განმავლობაში ბატკნები თითქოს ნორმალურად ვითარდებოდნენ, მატყლიც კი ეზრდებოდათ.

ტესტირების წარმატებით გაგაგრძელების შემთხვევაში, სამივე ჯგუფი აცხადებს, რომ მშობლებს უმნიშვნელოვანეს სიახლეს შესთავაზებენ.