საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოზე?
რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოზე?

სა­ქარ­თვე­ლო­ში, მთლი­ა­ნო­ბა­ში, ბიზ­ნე­სი­სა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბე­ბი ჯან­სა­ღია და, რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს უკე­თე­სი პო­ზი­ცია უკა­ვია. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მუდ­მი­ვი უნ­დობ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლო სექ­ტო­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­მართ, გა­ნი­ხი­ლოს კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მე­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად ან დრო­უ­ლად, კომ­პე­ტენ­ტუ­რად, - ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2024 წლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს აფა­სებს.

"და­სავ­ლეთ აზი­ი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის გზა­გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა, მაგ­რამ ღია ბა­ზა­რი აქვს, რო­მე­ლიც სარ­გე­ბელს ნა­ხუ­ლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბი­დან, ტუ­რიზ­მი­დან და ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­დან. 1991 წლი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში შე­და­რე­ბით კარ­გად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი და სტა­ბი­ლუ­რი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა ჩა­მო­ყა­ლიბ­და. 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მი­ა­ნი­ჭა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და დად­გინ­და ცხრა ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უნდა გა­დად­გას გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის და ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის კუ­თხით წინსვლის ჩათ­ვლით. სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა გა­მო­იწ­ვევს სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას ბევრ სფე­რო­ში, ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის, კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნო­ნის, სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბი­სა და სა­ნი­ტა­რი­უ­ლი და ფი­ტო­სა­ნი­ტა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩათ­ვლით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

  • დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ხელ­საყ­რე­ლი ბიზ­ნეს კლი­მა­ტის პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო გამჭვირ­ვა­ლო­ბის, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუ­თხით სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გებ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად იკა­ვებს მა­ღალ ად­გილს.

"2005 წლი­დან 2023 წლამ­დე [ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის] სა­შუ­ა­ლო ზრდის ტემ­პი ხუთ პრო­ცენტზე მეტი იყო. ფის­კა­ლუ­რი და მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მცი­რე დე­ფი­ციტ­ზე, ინფლა­ცი­ის და­ბალ დო­ნე­სა და რე­ა­ლურ მცუ­რავ გაც­ვლით კურ­სზე. კო­ვიდ პან­დე­მი­ი­სა და რუ­სე­თის მიერ 2022 წელს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ორ­მა­გი შო­კის მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში კარ­გი შე­დე­გე­ბი გრძელ­დე­ბო­და. კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ის­გან გა­ჯან­სა­ღე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა 2021 წელს აღ­დგა 10.4 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდით და 2022 წელს გაგ­რძელ­და მო­სა­ლოდ­ნელ­ზე უკე­თე­სი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა 10,2 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდით ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სავ­ლე­ბის, ომ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იმიგ­რა­ცი­ი­სა და ფი­ნან­სუ­რი ნა­კა­დე­ბის ზრდის და სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით სატ­რან­ზი­ტო ვაჭ­რო­ბის ზრდის შე­დე­გად. 2023 წელს ეკო­ნო­მი­კა გა­ი­ზარ­და 7.5 პრო­ცენ­ტით და ინფლა­ცია და­ე­ცა 0.4-მდე, რაც აღი­ნიშ­ნა უფრო ტრა­დი­ცი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მა­მოძ­რა­ვებ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბით: ტუ­რიზ­მი, ექ­სპორ­ტის ზრდა და უცხო­უ­რი კა­პი­ტა­ლის ძლი­ე­რი შე­მო­დი­ნე­ბა. სამ წლი­ა­ნი მდგრა­დი ზრდის შემ­დეგ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მშპ გა­აგ­რძე­ლებს ამ ტრა­ექ­ტო­რი­ას და 2024 წელს 5-7 პრო­ცენ­ტით გა­იზ­რდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ზო­გი­ერ­თი ბიზ­ნეს და­ვის საქ­მე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭი­ა­ნურ­დე­ბა.

"ზო­გა­დად, ბიზ­ნე­სი­სა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბე­ბი ჯან­სა­ღია და, რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს უკე­თე­სი პო­ზი­ცია უკა­ვია. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მუდ­მი­ვი უნ­დობ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლო სექ­ტო­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­მართ, გა­ნი­ხი­ლოს კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მე­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად ან დრო­უ­ლად, კომ­პე­ტენ­ტუ­რად, ზო­გი­ერ­თი ბიზ­ნეს და­ვის საქ­მე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭი­ა­ნურ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი კომ­პა­ნი­ე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლურ დო­ნე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბას, ეფექ­ტუ­რი ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი პო­ლი­ტი­კის ნაკ­ლე­ბო­ბას, პო­ლი­ტი­კურ ჩა­რე­ვას, შერ­ჩე­ვით აღ­სრუ­ლე­ბა­სა და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვე­ბის გა­დაჭ­რის სირ­თუ­ლე­ებს უჩი­ვი­ან“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აგ­რძე­ლებს ამ სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას და, არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღა­ლი ად­გი­ლი უკა­ვია რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით.

ან­გა­რიშ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 1994 წელს აშშ-მ და სა­ქარ­თვე­ლომ ხელი მო­ა­წე­რეს ორ­მხრივ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და პრე­ფე­რენ­ცი­ა­თა გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი სის­ტე­მის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მრა­ვა­ლი პრო­დუქ­ცი­ის სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი რე­ჟი­მით ექ­სპორ­ტი გა­ნა­ორ­ცი­ე­ლოს.

ამას­თან, დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა გა­ნი­ცა­და უშუ­ა­ლოდ პოსტ-საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში. 1991 წელს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ კი სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი გა­ჩაღ­და რუ­სე­თის სა­ზღვრის მიმ­დე­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვალ­ში.

"2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სამ­ხრეთ ოსეთ­ში და­ძა­ბულ­მა ვი­თა­რე­ბამ კულ­მი­ნა­ცი­ას მი­აღ­წია რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ხან­მოკ­ლე ომით. რუ­სე­თი შე­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში და აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ებს ოკუ­პა­ცია მო­ახ­დი­ნა. რუ­სე­თი გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის ოკუ­პა­ცი­ას და ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბა თბი­ლის­ში ვერ ახორ­ცი­ე­ლებს ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ეფექ­ტურ კონ­ტროლს. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში და არ სცნობს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. რო­გორც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ასე­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­სა­ზღვრო გამ­ყო­ფი ხა­ზე­ბის სი­ახ­ლო­ვეს კვლავ და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მათ შო­რის თბი­ლის­ზე ეს უშუ­ა­ლო ზე­მოქ­მე­დე­ბას ვერ ახ­დენს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ტრან­ზი­ტი და ლო­ჯის­ტი­კა არის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სექ­ტო­რე­ბი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო ცდი­ლობს სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოს 2022 წელს რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შემ­დგო­მი შეჭ­რის შემ­დეგ შუა დე­რეფ­ნის გას­წვრივ აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის გაზ­რდი­ლი ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად.

"ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ბაზ­რის გა­ფარ­თო­ე­ბამ ასე­ვე გა­ნა­პი­რო­ბა ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ზრდა შუა დე­რეფ­ნის გავ­ლით, რო­მე­ლიც ევ­რო­პას ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ბაზ­რებ­თან აკავ­ში­რებს და შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს გრძელ­ვა­დი­ა­ნი ზრდის წყა­რო, გან­სა­კუთ­რე­ბით სტრა­ტე­გი­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბით და რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. 2023 წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ანაკ­ლი­ის პორ­ტის, შავი ზღვის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის ასა­შე­ნებ­ლად ახა­ლი ტენ­დე­რი გა­მო­ა­ცხა­და, რომ­ლის თავ­და­პირ­ვე­ლი ტენ­დე­რი მთავ­რო­ბამ 2020 წელს გა­ა­უქ­მა. 2024 წლის მარ­ტში მთავ­რო­ბამ გა­მო­ა­ცხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დე­რი ანაკ­ლი­ის პორ­ტის სა­ზღვაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრო­ექ­ტი­რე­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის­თვის. 2024 წლის აპ­რილ­ში მთავ­რო­ბამ გა­მო­ა­ცხა­და ახა­ლი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის აშე­ნე­ბის გეგ­მე­ბი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ან­გა­რიშ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოზე?

რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოზე?

საქართველოში, მთლიანობაში, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს.

"დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პატარა, მაგრამ ღია ბაზარი აქვს, რომელიც სარგებელს ნახულობს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან. 1991 წლიდან განხორციელებული კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების შედეგად ქვეყანაში შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა ჩამოყალიბდა. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და დადგინდა ცხრა ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად, დეოლიგარქიზაციის და ანტიკორუფციული ძალისხმევის კუთხით წინსვლის ჩათვლით. საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა გამოიწვევს სტრუქტურული რეფორმების გატარებას ბევრ სფეროში, ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების, კონკურენციის კანონის, სახელმწიფო შესყიდვების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებისა და სანიტარიული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების ჩათვლით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

  • დოკუმენტის თანახმად, ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატის პირობებში, საქართველო გამჭვირვალობის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში რეგულარულად იკავებს მაღალ ადგილს.

"2005 წლიდან 2023 წლამდე [ეკონომიკური ზრდის] საშუალო ზრდის ტემპი ხუთ პროცენტზე მეტი იყო. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია მცირე დეფიციტზე, ინფლაციის დაბალ დონესა და რეალურ მცურავ გაცვლით კურსზე. კოვიდ პანდემიისა და რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრისგან გამოწვეული ორმაგი შოკის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკაში კარგი შედეგები გრძელდებოდა. კოვიდ 19-ის პანდემიისგან გაჯანსაღების შემდეგ საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა 10.4 პროცენტიანი ზრდით და 2022 წელს გაგრძელდა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების მიღება 10,2 პროცენტიანი ზრდით ტურიზმიდან შემოსავლების, ომთან დაკავშირებული იმიგრაციისა და ფინანსური ნაკადების ზრდის და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის ზრდის შედეგად. 2023 წელს ეკონომიკა გაიზარდა 7.5 პროცენტით და ინფლაცია დაეცა 0.4-მდე, რაც აღინიშნა უფრო ტრადიციული ეკონომიკური მამოძრავებლების დაბრუნებით: ტურიზმი, ექსპორტის ზრდა და უცხოური კაპიტალის ძლიერი შემოდინება. სამ წლიანი მდგრადი ზრდის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ საქართველოს მშპ გააგრძელებს ამ ტრაექტორიას და 2024 წელს 5-7 პროცენტით გაიზრდება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება.

"ზოგადად, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება. ზოგიერთი კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურობას, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობას, პოლიტიკურ ჩარევას, შერჩევით აღსრულებასა და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაჭრის სირთულეებს უჩივიან“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ საკითხების მოგვარებაზე მუშაობას და, არსებული სირთულეების მიუხედავად, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველოს მაღალი ადგილი უკავია რეგიონის მასშტაბით.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 1994 წელს აშშ-მ და საქართველომ ხელი მოაწერეს ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებას და პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის პროგრამის ფარგლებში საქართველოს შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალი პროდუქციის საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული რეჟიმით ექსპორტი განაორციელოს.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი არასტაბილურობა განიცადა უშუალოდ პოსტ-საბჭოთა პერიოდში. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი სამოქალაქო ომი და სეპარატისტული კონფლიქტები გაჩაღდა რუსეთის საზღვრის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში.

"2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში დაძაბულმა ვითარებამ კულმინაციას მიაღწია რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომით. რუსეთი შეიჭრა საქართველოში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს ოკუპაცია მოახდინა. რუსეთი განაგრძობს საქართველოს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციას და ცენტრალური მთავრობა თბილისში ვერ ახორციელებს ამ ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ სცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ადმინისტრაციული სასაზღვრო გამყოფი ხაზების სიახლოვეს კვლავ დაძაბული ვითარებაა, მაგრამ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისზე ეს უშუალო ზემოქმედებას ვერ ახდენს", - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ტრანზიტი და ლოჯისტიკა არის პრიორიტეტული სექტორები, რადგან საქართველო ცდილობს სარგებელი მიიღოს 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შემდგომი შეჭრის შემდეგ შუა დერეფნის გასწვრივ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გაზრდილი ვაჭრობის შედეგად.

"ცენტრალური აზიის ბაზრის გაფართოებამ ასევე განაპირობა ტვირთების გადაზიდვის ბოლოდროინდელი ზრდა შუა დერეფნის გავლით, რომელიც ევროპას ცენტრალური აზიის ბაზრებთან აკავშირებს და შეიძლება იყოს საქართველოს გრძელვადიანი ზრდის წყარო, განსაკუთრებით სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ინვესტიციებით და რეგიონული თანამშრომლობით. 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის, შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომლის თავდაპირველი ტენდერი მთავრობამ 2020 წელს გააუქმა. 2024 წლის მარტში მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მშენებლობისთვის. 2024 წლის აპრილში მთავრობამ გამოაცხადა ახალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აშენების გეგმები", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.