პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაძაბულობა აფხაზეთში: მოსახლეობა "აპარტამენტების კანონპროექტს" აპროტესტებს - აქციაზე "სამართალდამცავებსა" და მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა
დაძაბულობა აფხაზეთში: მოსახლეობა "აპარტამენტების კანონპროექტს" აპროტესტებს - აქციაზე "სამართალდამცავებსა" და მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და "სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს" შო­რის შე­ტა­კე­ბა მოხ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" პრო­ექ­ტი "ეხო კავ­კა­ზა" ავ­რცე­ლებს.

  • მათი ცნო­ბით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის "პარ­ლა­მენ­ტის" ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და რე­ფორ­მე­ბის კო­მი­ტეტ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა აღ­მო­სავ­ლეთ აფხა­ზეთ­ში აპარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე კა­ნონპ­რო­ექტს. კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა და სა­კო­მი­ტე­ტო მი­ღე­ბა მა­სობ­რი­ვი აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი “დე­პუ­ტა­ტე­ბის” ხალ­ხთან გა­მოს­ვლას ითხოვ­დნენ, თუმ­ცა მათ მო­თხოვ­ნა არ შე­ას­რუ­ლეს.

ასე­ვე, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მათ­სა და “სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს” შო­რის რამ­დე­ნი­მე შე­ტა­კე­ბა მოხ­და.

"ხალ­ხი, რო­მელ­მაც გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტებს მი­მარ­თა, რათა სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­უშ­ვან ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი აზ­რის გა­მო­სათ­ქმე­ლად, დაშ­ვე­ბუ­ლი არ იქნა… აფხა­ზუ­რი ერის­გან და­უ­კი­თხა­ვად დღეს კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბას ცდი­ლო­ბენ, რომ­ლე­ბიც აფხა­ზუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს გა­ნად­გუ­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად”, - გა­ნა­ცხა­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ყო­ფილ­მა “დე­პუ­ტატ­მა” ლე­ო­ნიდ ჩა­მა­გუ­ამ.

ავტორი:

დაძაბულობა აფხაზეთში: მოსახლეობა "აპარტამენტების კანონპროექტს" აპროტესტებს - აქციაზე "სამართალდამცავებსა" და მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა

დაძაბულობა აფხაზეთში: მოსახლეობა "აპარტამენტების კანონპროექტს" აპროტესტებს - აქციაზე "სამართალდამცავებსა" და მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებსა და "სამართალდამცავებს" შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" პროექტი "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

  • მათი ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის "პარლამენტის" ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღმოსავლეთ აფხაზეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს. კანონპროექტის განხილვა და საკომიტეტო მიღება მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები “დეპუტატების” ხალხთან გამოსვლას ითხოვდნენ, თუმცა მათ მოთხოვნა არ შეასრულეს.

ასევე, აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათსა და “სამართალდამცავებს” შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.

"ხალხი, რომელმაც გუშინ პარლამენტის დეპუტატებს მიმართა, რათა საკუთარი წარმომადგენლები დაუშვან ალტერნატიული აზრის გამოსათქმელად, დაშვებული არ იქნა… აფხაზური ერისგან დაუკითხავად დღეს კანონების მიღებას ცდილობენ, რომლებიც აფხაზური სახელმწიფოს განადგურებას ისახავს მიზნად”, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა “დეპუტატმა” ლეონიდ ჩამაგუამ.