სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ჩანს, "ტიტანის" ტრაგედია კარგი გაკვეთილი არ აღმოჩნდა" - ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად მორიგი  ექსპედიცია იგეგმება
"როგორც ჩანს, "ტიტანის" ტრაგედია კარგი გაკვეთილი არ აღმოჩნდა" - ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად მორიგი  ექსპედიცია იგეგმება

რო­გორც ჩანს, "ტი­ტა­ნის" ტრა­გე­დია მკვლე­ვა­რე­ბის­თვის კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი არ აღ­მოჩ­ნდა - ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერთ-ერთი კომ­პა­ნია "ტი­ტა­ნი­კის" ნამ­სხვრე­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად კი­დევ ერთ ექ­სპე­დი­ცი­ას გეგ­მავს.

RMS Titanic Inc. ჯორ­ჯი­ის შტატ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფირ­მაა, რო­მე­ლიც "ტი­ტა­ნი­კის" ნამ­სხვრე­ვე­ბის გა­დარ­ჩე­ნის ლე­გა­ლურ უფ­ლე­ბას ფლობს. ცნო­ბი­ლია, რომ ექ­სპე­დი­ცია ამ ზა­ფხუ­ლის­თვის იგეგ­მე­ბა.

  • RMST Inc-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ექ­სპე­დი­ცია გა­მო­ი­ყე­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ას და დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თულ მან­ქა­ნებს ტი­ტა­ნი­კის დე­ტა­ლუ­რი სუ­რა­თე­ბის გა­და­სა­ღე­ბად.
დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თუ­ლი მან­ქა­ნე­ბი (ROV) Dino Chouest-ის ბორ­ტი­დან გა­და­აქვთ. მათი ფუნ­ქცია ექ­სპე­დი­ცი­ის დროს სუ­რა­თე­ბი­სა და მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა იქ­ნე­ბა

"ეს მო­ნუ­მენ­ტუ­რი წა­მო­წყე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს გა­და­ვი­ღოთ უპ­რე­ცე­დენ­ტო დე­ტა­ლე­ბი და იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვუ­ზი­ა­როთ" - ამ­ბობს კვლე­ვის ავ­ტო­რი.

ტი­ტა­ნი­კის ტე­რი­ტო­რი­ის უკეთ შე­სას­წავ­ლად წყალ­ქვე­შა ნავი Dino Chouest გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მას ად­გილ­ზე მი­სას­ვლე­ლად რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­დე­ბა. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის, ჯონ ჰა­მონ­დის თქმით, ნავი ხმე­ლეთ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 13 აგ­ვის­ტოს დაბ­რუნ­დე­ბა. იგი აღ­ჭურ­ვი­ლია ორი დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თვა­დი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით და უმაღ­ლე­სი გარ­ჩე­ვა­დო­ბის კა­მე­რის სის­ტე­მით.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წყალ­ქვე­შა ნავი „ტი­ტა­ნი“, რო­მელ­საც „ტი­ტა­ნი­კის“ ნამ­სხვრე­ვე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად 5 მგზავ­რი გა­დაჰ­ყავ­და, ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ში გა­სუ­ლი წლის 18 ივ­ნისს გა­უ­ჩი­ნარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ნა­ვის ნამ­სხვრე­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი აფეთ­ქე­ბა გახ­და. ბორტზე მყო­ფი ხუ­თი­ვე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ავტორი:

"როგორც ჩანს, "ტიტანის" ტრაგედია კარგი გაკვეთილი არ აღმოჩნდა" - ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად მორიგი  ექსპედიცია იგეგმება

"როგორც ჩანს, "ტიტანის" ტრაგედია კარგი გაკვეთილი არ აღმოჩნდა" - ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად მორიგი  ექსპედიცია იგეგმება

როგორც ჩანს, "ტიტანის" ტრაგედია მკვლევარებისთვის კარგი გაკვეთილი არ აღმოჩნდა - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი კომპანია "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად კიდევ ერთ ექსპედიციას გეგმავს.

RMS Titanic Inc. ჯორჯიის შტატში დაფუძნებული ფირმაა, რომელიც "ტიტანიკის" ნამსხვრევების გადარჩენის ლეგალურ უფლებას ფლობს. ცნობილია, რომ ექსპედიცია ამ ზაფხულისთვის იგეგმება.

  • RMST Inc-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ექსპედიცია გამოიყენებს თანამედროვე ვიზუალიზაციის ტექნოლოგიას და დისტანციურად მართულ მანქანებს ტიტანიკის დეტალური სურათების გადასაღებად.
დისტანციურად მართული მანქანები (ROV) Dino Chouest-ის ბორტიდან გადააქვთ. მათი ფუნქცია ექსპედიციის დროს სურათებისა და მონაცემების შეგროვება იქნება

"ეს მონუმენტური წამოწყება საშუალებას მოგვცემს გადავიღოთ უპრეცედენტო დეტალები და იგი საზოგადოებას გავუზიაროთ" - ამბობს კვლევის ავტორი.

ტიტანიკის ტერიტორიის უკეთ შესასწავლად წყალქვეშა ნავი Dino Chouest გამოიყენება. მას ადგილზე მისასვლელად რამდენიმე დღე დასჭირდება. კომპანიის წარმომადგენლის, ჯონ ჰამონდის თქმით, ნავი ხმელეთზე დაახლოებით 13 აგვისტოს დაბრუნდება. იგი აღჭურვილია ორი დისტანციურად მართვადი სატრანსპორტო საშუალებით და უმაღლესი გარჩევადობის კამერის სისტემით.

შეგახსენებთ, რომ წყალქვეშა ნავი „ტიტანი“, რომელსაც „ტიტანიკის“ ნამსხვრევების მოსანახულებლად 5 მგზავრი გადაჰყავდა, ატლანტიკის ოკეანეში გასული წლის 18 ივნისს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაუჩინარებული ნავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს და ცნობილი გახდა, რომ კატასტროფის მიზეზი აფეთქება გახდა. ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა.