Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში მკვლელობა მოხდა - რას აცხადებს შსს?
ბათუმში მკვლელობა მოხდა - რას აცხადებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი რ.ც. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ბა­თუმ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.წ. და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ რ.ც. ცხელ კვალ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
ავტორი:

ბათუმში მკვლელობა მოხდა - რას აცხადებს შსს?

ბათუმში მკვლელობა მოხდა - რას აცხადებს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1997 წელს დაბადებული ა.წ. დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ რ.ც. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.