პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"კადრებზე ჩანს, რომ ის სახურავზე შეიარაღებულია და სამიზნეს უსაფრდება..." - რა დეტალები ხდება ცნობილი ტრამპზე თავდამსხმელის შესახებ - ვინ არის მეთიუ კრუქსი
"კადრებზე ჩანს, რომ ის სახურავზე შეიარაღებულია და სამიზნეს უსაფრდება..." - რა დეტალები ხდება ცნობილი ტრამპზე თავდამსხმელის შესახებ - ვინ არის მეთიუ კრუქსი

აშშ-ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რის დროს მომ­ხდა­რი სრო­ლის შე­დე­გად და­შავ­და.

  • შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე და­ი­ღუ­პა, ორი მო­ნა­წი­ლე კი - მძი­მედ და­შავ­და. და­ღუ­პუ­ლია თა­ვად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რიც, რო­მე­ლიც აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს

აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ბი­უ­რომ (FBI-მ) ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის 20 წლის თო­მას მე­თიუ კრუკ­ქ­სია. დო­ნალდ ტრამპმა სა­ა­ვად­მყო­ფო შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­ტო­ვა.

  • რა არის ცნო­ბი­ლი მე­თიუ კრუქ­სის შე­სა­ხებ?

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის პენ­სილ­ვა­ნი­ის მკვიდ­რი იყო. შემ­თხვე­ვის დროს სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურ­მა ეს­რო­ლა და გა­ა­ნე­იტ­რა­ლა. მე­თიუ კრუქ­სი ცხოვ­რობ­და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის სა­ვალ მან­ძილ­ზე იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც სრო­ლა მოხ­და. მე­დი­ის ცნო­ბით, მან 2022 წელს და­ამ­თავ­რა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სკო­ლა­ში სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე იყო და მა­თე­მა­ტი­კა­სა და მეც­ნი­ე­რე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის­თვის სკო­ლა­ში ჯილ­დოს სა­ხით, 500 დო­ლა­რიც კი მი­ი­ღო.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რო­გორც პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტის ამომ­რჩე­ველ­თა ჩა­ნა­წე­რე­ბი აჩ­ვე­ნებს, კრუქ­სი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო რო­გორც რეს­პუბ­ლი­კე­ლი. ასე­ვე არ­სე­ბობს ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მან 17 წლის ასაკ­ში 15 დო­ლა­რი შეს­წი­რა "დე­მოკ­რა­ტებს".

  • რო­გორც TMZ-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო კად­რებ­ზე ჩანს, კრუქ­სი სა­ხუ­რავ­ზე, მუ­ცელ­ზე მწო­ლი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ია­რა­ღით ხელ­ში და ასე ეს­რო­და სა­მიზ­ნეს.

კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს, რომ თავ­დამ­სხმე­ლი უსი­ცო­ცხლოდ წევს.

"ბიჭს გრძე­ლი თმა აქვს და რო­გორც ჩანს, ნაც­რის­ფე­რი/ხა­კის­ფე­რი შარ­ვა­ლი აც­ვია, რო­გორც ხე­დავთ, ის სა­გულ­და­გუ­ლოდ ცდი­ლობს სა­მიზ­ნე შო­რი­დან და­ად­გი­ნოს“, - წერს TMZ.

FBI აცხა­დებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, რათა დად­გინ­დეს თავ­დას­ხმის მო­ტი­ვი, რო­მე­ლიც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე მოხ­და. კრუქ­სის მა­მამ, 53 წლის მე­თიუ კრუქსმა CNN-თან სა­უბ­რი­სას თქვა, რომ ცდი­ლობს გა­ერ­კვეს, რა მოხ­და და სა­ნამ შვილ­ზე რა­ი­მეს იტყვის, სურს, რომ და­ე­ლო­დოს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და გა­მო­ძი­ე­ბას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"კადრებზე ჩანს, რომ ის სახურავზე შეიარაღებულია და სამიზნეს უსაფრდება..." - რა დეტალები ხდება ცნობილი ტრამპზე თავდამსხმელის შესახებ - ვინ არის მეთიუ კრუქსი

"კადრებზე ჩანს, რომ ის სახურავზე შეიარაღებულია და სამიზნეს უსაფრდება..." - რა დეტალები ხდება ცნობილი ტრამპზე თავდამსხმელის შესახებ - ვინ არის მეთიუ კრუქსი

აშშ-ის ექსპრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა.

  • შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს

აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკქსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

  • რა არის ცნობილი მეთიუ კრუქსის შესახებ?

როგორც ცნობილია, ის პენსილვანიის მკვიდრი იყო. შემთხვევის დროს საიდუმლო სამსახურმა ესროლა და გაანეიტრალა. მეთიუ კრუქსი ცხოვრობდა დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზე იმ ადგილიდან, სადაც სროლა მოხდა. მედიის ცნობით, მან 2022 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. არსებული ინფორმაციით, ის სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო და მათემატიკასა და მეცნიერებაში გამოჩენილი ინიციატივებისთვის სკოლაში ჯილდოს სახით, 500 დოლარიც კი მიიღო.

საინტერესოა, რომ როგორც პენსილვანიის შტატის ამომრჩეველთა ჩანაწერები აჩვენებს, კრუქსი რეგისტრირებული იყო როგორც რესპუბლიკელი. ასევე არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვით, მან 17 წლის ასაკში 15 დოლარი შესწირა "დემოკრატებს".

  • როგორც TMZ-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებზე ჩანს, კრუქსი სახურავზე, მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში იყო იარაღით ხელში და ასე ესროდა სამიზნეს.

კადრებში ასევე ჩანს, რომ თავდამსხმელი უსიცოცხლოდ წევს.

"ბიჭს გრძელი თმა აქვს და როგორც ჩანს, ნაცრისფერი/ხაკისფერი შარვალი აცვია, როგორც ხედავთ, ის საგულდაგულოდ ცდილობს სამიზნე შორიდან დაადგინოს“, - წერს TMZ.

FBI აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს თავდასხმის მოტივი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა. კრუქსის მამამ, 53 წლის მეთიუ კრუქსმა CNN-თან საუბრისას თქვა, რომ ცდილობს გაერკვეს, რა მოხდა და სანამ შვილზე რაიმეს იტყვის, სურს, რომ დაელოდოს სამართალდამცველებს და გამოძიებას.