მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია

ბა­ზის­ბან­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სპონ­სო­რო­ბით, 15-21 ივ­ლისს, მეს­ტია, სვა­ნე­თის IV სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალს უმას­პინ­ძლებს.

სვა­ნე­თის IV სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა, 2021 წელს რე­ჟი­სო­რებ­მა მა­რი­ამ ხაჭ­ვან­მა და თე­ი­მუ­რაზ ჩხვი­მი­ან­მა და­ა­ფუძ­ნეს. სვა­ნე­თის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი მსოფ­ლიო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და და მეს­ტია წელ­საც უმას­პინ­ძლებს სტუმ­რებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან.

სვა­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­მა, არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე, შეძ­ლო და ქვეყ­ნის ერთ-ერთ კულ­ტუ­რულ მოვ­ლე­ნად იქცა. კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში მეს­ტი­ას ყო­ველ­წლი­უ­რად სტუმ­რო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის პროგ­რა­მე­რე­ბი, სე­ლექ­ცი­ის წევ­რე­ბი და ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რე­ბი, მათ შო­რის კა­ნის, ბერ­ლი­ნა­ლეს, ვე­ნე­ცი­ის, თე­სა­ლო­ნი­კის, კარ­ლო­ვი ვა­რის და ტა­ლი­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის პროგ­რა­მე­რე­ბი. პირ­ვე­ლად ქარ­თულ სა­ფეს­ტი­ვა­ლო ის­ტო­რი­ა­ში, ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა სან­დენ­სის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი­დან პროგ­რა­მე­რე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა და­ი­წყეს.

ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი და მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მა.

კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი ჯილ­დო, ქალღმერ­თი და­ლის პრი­ზი გა­ი­ცე­მა ორ კა­ტე­გო­რი­ა­ში:

- სა­უ­კე­თე­სო ფილ­მი

- სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რი

სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად, მეს­ტი­ის კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრში, ასე­ვე სე­ტის მო­ე­დან­ზე, ღია ცის ქვეშ. ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ იხი­ლონ რე­ჟი­სორ რუ­ბენ ოს­ტლუნ­დის ფილ­მე­ბის რეტ­როს­პექ­ტი­ვა, ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მუნ­ჯუ­რი კი­ნოს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩვე­ნე­ბე­ბი, ასე­ვე, ღია ცის ქვეშ გა­ი­მარ­თე­ბა სა­ბავ­შვო კი­ნოჩ­ვე­ნე­ბე­ბი.

„სვა­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, რომ ფეს­ტი­ვა­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად გან­ვი­თარ­დეს, გა­ი­ზარ­დოს და მე­ტად ცნო­ბი­ლი გახ­დეს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვარ მი­ზანს, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე, ახალ­გაზ­რდა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფე­ბის მხარ­და­ჭე­რა წარ­მო­ად­გენს და სწო­რედ ამი­ტომ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ინ­დუსტრი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ წელს ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სპონ­სო­რი გახ­და ბა­ზის­ბან­კი და ვი­მე­დოვ­ნებ, ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა შემ­დეგ წლებ­ში კი­დევ უფრო გა­ფარ­თოვ­დე­ბა.“ - კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი.

„ბა­ზის­ბან­კი, რო­გორც მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, ატი­უ­რად უჭერს მხარს ქარ­თულ კულ­ტუ­რას. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ წელს პირ­ვე­ლად შე­მო­ვუ­ერ­თდით სვა­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალს, რომ­ლის მი­მართ უკვე დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ტე­რე­სია და ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა გახ­და ქვეყ­ნის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­ში. ვთვლით, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა დარ­გის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბიზ­ნეს სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რა, რათა მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ ქარ­თულ კულ­ტუ­რას. აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით კი ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვაქვს საქ­მე­ში, რო­მე­ლიც, წარ­მა­ტე­ბუ­ლი პარტნი­ო­რო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა.“ - ბა­ზის­ბან­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, თა­მარ ხა­დუ­რი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია

ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია

ბაზისბანკის ოფიციალური სპონსორობით, 15-21 ივლისს, მესტია, სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს.

სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, 2021 წელს რეჟისორებმა მარიამ ხაჭვანმა და თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააფუძნეს. სვანეთის კინოფესტივალი მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდა და მესტია წელსაც უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალმა, არსებობის მანძილზე, შეძლო და ქვეყნის ერთ-ერთ კულტურულ მოვლენად იქცა. კინოფესტივალის ფარგლებში მესტიას ყოველწლიურად სტუმრობენ საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამერები, სელექციის წევრები და ცნობილი რეჟისორები, მათ შორის კანის, ბერლინალეს, ვენეციის, თესალონიკის, კარლოვი ვარის და ტალინის კინოფესტივალების პროგრამერები. პირველად ქართულ საფესტივალო ისტორიაში, ფესტივალის დამფუძნებლებმა სანდენსის კინოფესტივალიდან პროგრამერების ჩამოყვანა დაიწყეს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი პროექტების პრეზენტაციის საკონკურსო პროგრამა.

კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, ქალღმერთი დალის პრიზი გაიცემა ორ კატეგორიაში:

- საუკეთესო ფილმი

- საუკეთესო რეჟისორი

საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმების ჩვენება გაიმართება ყოველდღიურად, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ასევე სეტის მოედანზე, ღია ცის ქვეშ. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ რეჟისორ რუბენ ოსტლუნდის ფილმების რეტროსპექტივა, ძველი ქართული მუნჯური კინოს სპეციალური ჩვენებები, ასევე, ღია ცის ქვეშ გაიმართება საბავშვო კინოჩვენებები.

„სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის შემოქმედებითი გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ ფესტივალი ყოველწლიურად განვითარდეს, გაიზარდოს და მეტად ცნობილი გახდეს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. ღონისძიების მთავარ მიზანს, პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, ახალგაზრდა კინემატოგრაფების მხარდაჭერა წარმოადგენს და სწორედ ამიტომ ფოკუსირებულია ინდუსტრიული მიმართულების გაძლიერებაზე. მოხარული ვარ, რომ წელს ფესტივალის ოფიციალური სპონსორი გახდა ბაზისბანკი და ვიმედოვნებ, ჩვენი პარტნიორობა შემდეგ წლებში კიდევ უფრო გაფართოვდება.“ - კინოფესტივალის დამფუძნებელი, კინორეჟისორი მარიამ ხაჭვანი.

„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ატიურად უჭერს მხარს ქართულ კულტურას. მოხარულები ვართ, რომ წელს პირველად შემოვუერთდით სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომლის მიმართ უკვე დიდი საერთაშორისო ინტერესია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა ქვეყნის სახელოვნებო სფეროში. ვთვლით, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, რათა მეტად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ ქართულ კულტურას. აღნიშნული თანამშრომლობით კი ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქმეში, რომელიც, წარმატებული პარტნიორობის საფუძველი გახდება.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

R