მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ირანის ახალი პრეზიდენტი, რომელიც ჰიჯაბის ტარების წინააღმდეგია - ავტოკატასტროფაში დაკარგული ცოლ-შვილი და დასავლურ სამყაროსთან მოლაპარაკების პირობა
ვინ არის ირანის ახალი პრეზიდენტი, რომელიც ჰიჯაბის ტარების წინააღმდეგია - ავტოკატასტროფაში დაკარგული ცოლ-შვილი და დასავლურ სამყაროსთან მოლაპარაკების პირობა

ირა­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში რე­ფორ­მის­ტე­ბის ფრთის კან­დი­დატ­მა მა­სუდ პე­ზეშ­კი­ან­მა გა­ი­მარ­ჯვა. გა­მარ­ჯვე­ბულ­მა კან­დი­დატ­მა 53,3% და­აგ­რო­ვა, მის­მა კონ­სერ­ვა­ტორ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ საიდ ჯა­ლი­ლიმ კი 44,3%.

  • ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი მას შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა, რაც ირა­ნის წინა პრე­ზი­დენ­ტი, იბ­რა­ჰიმ რა­ი­სი მა­ის­ში ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნი­სას და­ი­ღუ­პა, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას მა­შინ შვი­დი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბა მას შემ­დეგ გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რაც 28 ივ­ნისს პირ­ველ ტურ­ში ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ­ცერ­თმა კან­დი­დატ­მა ვერ მი­ი­ღო.

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, პე­ზეშ­კი­ან­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და თა­ვის მხარ­დამ­ჭე­რებს, რომ­ლე­ბიც სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვიდ­ნენ ხმის მი­სა­ცე­მად და ქვეყ­ნის და­სახ­მა­რებ­ლად, იუ­წყე­ბა AFP.

"მე­გობ­რო­ბის ხელს გა­ვუწ­ვდით ყვე­ლას; ჩვენ ყვე­ლა­ნი ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი ვართ; თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ქვეყ­ნის წინსვლის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ახა­ლარ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა პე­ზეშ­კი­ანს პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვა უკვე მი­უ­ლო­ცა. კრემ­ლის მი­ლოც­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "რუ­სეთ-ირა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მე­გობ­რუ­ლი და კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რია", ხოლო "მოს­კო­ვი და თე­ი­რა­ნი ეფექ­ტუ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის წეს­რიგ­ში არ­სე­ბუ­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტი­სას“.

პე­ზეშ­კი­ანს არ­ჩე­ვა მი­უ­ლო­ცა სა­უ­დის არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მე­ლიც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დიდი ხნის მო­კავ­ში­რეა.

მა­სუდ პე­ზეშ­კი­ა­ნი, ყო­ფი­ლი კარ­დი­ო­ქი­რურ­გია. მან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ირან­ში არ­სე­ბუ­ლი მო­რა­ლის პო­ლი­ცია გა­აკ­რი­ტი­კა, რო­მე­ლიც, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ქა­ლე­ბის "მუს­ლი­მუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბის კო­დექსს" იცავს.

მან ასე­ვე სა­ჯა­როდ გა­აკ­რი­ტი­კა წინა პრე­ზი­დენ­ტის მთავ­რო­ბა იმის გამო, რომ სა­თა­ნა­დოდ ვერ გა­მო­ი­ძია 22 წლის მაჰ­სა ამი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი, რო­მე­ლიც მას შემ­დეგ და­ი­ღუ­პა, რაც მო­რა­ლის პო­ლი­ცი­ამ ჩაც­მუ­ლო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვა. მა­შინ თვითმხილ­ვე­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ პო­ლი­ცი­ამ და­კა­ვე­ბი­სას მაჰ­სა ამი­ნი სცე­მა, რის შემ­დე­გაც ქალი კო­მა­ში ჩა­ვარ­და.

მა­სუდ პე­ზეშ­კი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ზე ერთ-ერთ პოს­ტში მო­ი­თხო­ვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის შექ­მნა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ძი­ებს ახალ­გაზ­რდა ირა­ნე­ლი ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბებს.

  • წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს პე­ზეშ­კი­ან­მა გა­აკ­რი­ტი­კა ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ქა­ლებს ავალ­დე­ბუ­ლებს სა­ჯა­როდ და­ი­ფა­რონ თავი და კი­სე­რი და ჰი­ჯა­ბი სახ­ლის გა­რეთ ატა­რონ.

"ჩვენ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით ნე­ბის­მი­ერ სას­ტიკ და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას ვინ­მეს მი­მართ, მაგ­რამ ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა ჩვენს დებ­სა და ქა­ლიშ­ვი­ლებს. ჩვენ არ და­ვუშ­ვებთ მათ მი­მართ მსგავს ქმე­დე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და მა­სუდ პე­ზეშ­კი­ან­მა.

სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე პი­რო­ბა დადო, რომ მო­იხ­სნე­ბა გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ირან­ში, სა­დაც დაბ­ლო­კი­ლია თით­ქმის ყვე­ლა რე­სურ­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა თე­ი­რა­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას, პე­ზეშ­კი­ან­მა პი­რო­ბა დადო, რომ შე­ა­ჩე­რებს ირა­ნის "იზო­ლა­ცი­ას" და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­გან. მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ და­სავ­ლეთ­თან "კონ­სტრუქ­ცი­ულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და­ი­წყებს" 2015 წლის ბირ­თვუ­ლი შე­თან­ხმე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ირა­ნი და­თან­ხმდა შე­ზღუ­დოს ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მა და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

”თუ ჩვენ შევ­ძლებთ სან­ქცი­ე­ბის მოხ­სნას, ხალ­ხის ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სი გახ­დე­ბა, ხოლო სან­ქცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ნიშ­ნავს, რომ ხალ­ხი ისევ გა­ჭირ­ვე­ბა­ში დარ­ჩე­ბა”, - თქვა პე­ზეშ­კი­ან­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს.

მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, კონ­სერ­ვა­ტო­რი საიდ ჯა­ლი­ლი მხარს უჭერ­და ირა­ნის სტა­ტუს კვოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ბირ­თვუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის მო­ნა­წი­ლე ჯა­ლი­ლი ირა­ნის ყვე­ლა­ზე რე­ლი­გი­ურ თე­მებს შო­რის ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს. ის ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ძლი­ე­რი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი პო­ზი­ცი­ით და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ბირ­თვუ­ლი შე­თან­ხმე­ბის აღ­დგე­ნას, რო­მელ­მაც, მისი თქმით, ირა­ნის "წი­თე­ლი ხა­ზე­ბი" გა­და­ლა­ხა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პე­ზეშ­კი­ა­ნი რე­ფორ­მის­ტად ით­ვლე­ბა, ის ერ­თგუ­ლია ირა­ნის სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რის, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის.

ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლის თქმით, მისი არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ირანს მეტი მო­ლო­დი­ნე­ბი უნდა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ქვე­ყა­ნა­ში პრე­ზი­დენტს შე­ზღუ­დუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვს.

ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი, აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნეი იღებს. სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა კი ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გვარ­დი­ის კორ­პუ­სის (IRGC) პრე­რო­გა­ტი­ვაა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და ქურ­თუ­ლი ფეს­ვე­ბით

მა­სუდ პე­ზეშ­კი­ა­ნი 69 წლი­საა. იგი და­ი­ბა­და ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ­ში, და­სავ­ლეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში, სა­დაც ძი­რი­თა­დად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი და ქურ­თე­ბი ცხოვ­რო­ბენ. მა­სუ­დის მამა ირა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი იყო, დედა ქურ­თი. თა­ვად პე­ზეშ­კი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და ქურ­თულ ენებ­ზე.

ჯარ­ში სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ პე­ზეშ­კი­ა­ნი ჩა­ი­რი­ცხა სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა­ში და ზო­გა­დი პრაქ­ტი­კო­სის დიპ­ლო­მი მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი გახ­და.

ირან-ერა­ყის ომის დროს (1980–1988) პე­ზეშ­კი­ა­ნი მუ­შა­ობ­და ექი­მად და მის მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და ფრონტზე სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფე­ბის გაგ­ზავ­ნა. 1997 წელს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ნეს. 2021 წელს ცდი­ლობ­და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭი ეყა­რა, მაგ­რამ მისი კან­დი­და­ტუ­რა არ და­უშ­ვეს.

პე­ზეშ­კი­ან­მა მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი 1993 წელს ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­კარ­გა. მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მარ­ტომ გა­ზარ­და ორი ვაჟი და ქა­ლიშ­ვი­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ირანს 61,5 მი­ლი­ო­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი ჰყავს, 28 ივ­ნი­სის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში მხო­ლოდ 40%-მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 1979 წლის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ.

მე­ო­რე ტურ­ში ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბამ 49,8% შე­ად­გი­ნა. გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 600 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, - იტყო­ბი­ნე­ბა AFP.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია მო­უ­წო­დებ­და ხალ­ხს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­კენ.

რე­ფორ­მის­ტუ­ლი გა­ზე­თი Sazandegi წერ­და: "მო­მა­ვა­ლი თქვენს ხმებ­შია", ხოლო გა­ზე­თი Hammihan გა­მო­დი­ო­და სლო­გა­ნით: "ახლა თქვე­ნი ჯე­რია“. თე­ი­რა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ მარ­თულ­მა ყო­ველ­დღი­ურ­მა გა­ზეთ­მა „ჰამ­შაჰ­რიმ“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია სა­თა­უ­რით „100 მი­ზე­ზი ხმის მი­სა­ცე­მად“.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ირა­ნულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ჰეშ­თე­გი „მო­ღა­ლა­ტე უმ­ცი­რე­სო­ბა“, რო­მე­ლიც მო­უ­წო­დებ­და ხალ­ხს, ხმა არ მი­ე­ცათ არ­ცერ­თი კან­დი­და­ტის­თვის, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი მათ „მო­ღა­ლა­ტე­ებს“ უწო­დებ­და.

უზე­ნა­ეს­მა ლი­დერ­მა აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­იმ უარ­ყო ბრალ­დე­ბა, რომ და­ბა­ლი აქ­ტი­ვო­ბა მისი მმარ­თვე­ლო­ბის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბით აიხ­სნე­ბო­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2022 წელს ირა­ნი შეძ­რა საპ­რო­ტეს­ტო უზარ­მა­ზარ­მა ტალ­ღამ, რო­მე­ლიც 22 წლის მაჰ­სა ამი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მოჰ­ყვა. ქალი ირა­ნის მო­რა­ლის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა ჩაც­მუ­ლო­ბის კო­დექ­სის დარ­ღვე­ვის ბრალ­დე­ბით.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დარ­ბე­ვის შე­დე­გად ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ათა­სო­ბით და­ა­კა­ვეს.

წყა­რო

ავტორი:

ვინ არის ირანის ახალი პრეზიდენტი, რომელიც ჰიჯაბის ტარების წინააღმდეგია - ავტოკატასტროფაში დაკარგული ცოლ-შვილი და დასავლურ სამყაროსთან მოლაპარაკების პირობა

ვინ არის ირანის ახალი პრეზიდენტი, რომელიც ჰიჯაბის ტარების წინააღმდეგია - ავტოკატასტროფაში დაკარგული ცოლ-შვილი და დასავლურ სამყაროსთან მოლაპარაკების პირობა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტების ფრთის კანდიდატმა მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა. გამარჯვებულმა კანდიდატმა 53,3% დააგროვა, მისმა კონსერვატორმა მოწინააღმდეგემ საიდ ჯალილიმ კი 44,3%.

  • ქვეყანაში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ირანის წინა პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი მაისში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა, ავიაკატასტროფას მაშინ შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. არჩევნების მეორე ტურის ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 28 ივნისს პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

გამარჯვების შემდეგ, პეზეშკიანმა მადლობა გადაუხადა თავის მხარდამჭერებს, რომლებიც სიყვარულით მივიდნენ ხმის მისაცემად და ქვეყნის დასახმარებლად, იუწყება AFP.

"მეგობრობის ხელს გავუწვდით ყველას; ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ; თითოეული ადამიანი უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის წინსვლისთვის“, - განაცხადა ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეზეშკიანს პრეზიდენტად არჩევა უკვე მიულოცა. კრემლის მილოცვაში აღნიშნულია, რომ "რუსეთ-ირანის ურთიერთობები მეგობრული და კეთილმეზობლურია", ხოლო "მოსკოვი და თეირანი ეფექტურად თანამშრომლობენ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების გადაწყვეტისას“.

პეზეშკიანს არჩევა მიულოცა საუდის არაბეთის ხელისუფლებამ, რომელიც შეერთებული შტატების დიდი ხნის მოკავშირეა.

მასუდ პეზეშკიანი, ყოფილი კარდიოქირურგია. მან წინასაარჩევნო კამპანიის დროს ირანში არსებული მორალის პოლიცია გააკრიტიკა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ქალების "მუსლიმური ჩაცმულობის კოდექსს" იცავს.

მან ასევე საჯაროდ გააკრიტიკა წინა პრეზიდენტის მთავრობა იმის გამო, რომ სათანადოდ ვერ გამოიძია 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების ფაქტი, რომელიც მას შემდეგ დაიღუპა, რაც მორალის პოლიციამ ჩაცმულობის წესების დარღვევისთვის დააკავა. მაშინ თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ დაკავებისას მაჰსა ამინი სცემა, რის შემდეგაც ქალი კომაში ჩავარდა.

მასუდ პეზეშკიანმა სოციალურ ქსელ X-ზე ერთ-ერთ პოსტში მოითხოვა საგამოძიებო ჯგუფის შექმნა, რომელიც გამოიძიებს ახალგაზრდა ირანელი ქალის გარდაცვალების გარემოებებს.

  • წინასაარჩევნო კამპანიის დროს პეზეშკიანმა გააკრიტიკა ისლამური რევოლუციის კანონი, რომელიც ქალებს ავალდებულებს საჯაროდ დაიფარონ თავი და კისერი და ჰიჯაბი სახლის გარეთ ატარონ.

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას ვინმეს მიმართ, მაგრამ ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენს დებსა და ქალიშვილებს. ჩვენ არ დავუშვებთ მათ მიმართ მსგავს ქმედებებს“, - განაცხადა მასუდ პეზეშკიანმა.

საარჩევნო კამპანიის დროს არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ მოიხსნება გარკვეული შეზღუდვები ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით ირანში, სადაც დაბლოკილია თითქმის ყველა რესურსი.

რაც შეეხება თეირანის საგარეო პოლიტიკას, პეზეშკიანმა პირობა დადო, რომ შეაჩერებს ირანის "იზოლაციას" დანარჩენი მსოფლიოსგან. მან ასევე განაცხადა, რომ დასავლეთთან "კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს დაიწყებს" 2015 წლის ბირთვული შეთანხმების თაობაზე, რომლის თანახმადაც ირანი დათანხმდა შეზღუდოს ბირთვული პროგრამა დასავლური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

”თუ ჩვენ შევძლებთ სანქციების მოხსნას, ხალხის ცხოვრება უკეთესი გახდება, ხოლო სანქციების შენარჩუნება ნიშნავს, რომ ხალხი ისევ გაჭირვებაში დარჩება”, - თქვა პეზეშკიანმა სატელევიზიო ინტერვიუში საარჩევნო კამპანიის დროს.

მისი მოწინააღმდეგე, კონსერვატორი საიდ ჯალილი მხარს უჭერდა ირანის სტატუს კვოს შენარჩუნებას. ბირთვული მოლაპარაკების მონაწილე ჯალილი ირანის ყველაზე რელიგიურ თემებს შორის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს. ის ცნობილია თავისი ძლიერი ანტიდასავლური პოზიციით და ეწინააღმდეგება ბირთვული შეთანხმების აღდგენას, რომელმაც, მისი თქმით, ირანის "წითელი ხაზები" გადალახა.

მიუხედავად იმისა, რომ პეზეშკიანი რეფორმისტად ითვლება, ის ერთგულია ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის.

ექსპერტების ნაწილის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში, ირანს მეტი მოლოდინები უნდა ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილება აქვს.

ისლამურ რესპუბლიკაში გადაწყვეტილებებს უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი იღებს. საგარეო პოლიტიკა კი ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) პრეროგატივაა.

აზერბაიჯანული და ქურთული ფესვებით

მასუდ პეზეშკიანი 69 წლისაა. იგი დაიბადა ქვეყნის დასავლეთში, დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, სადაც ძირითადად აზერბაიჯანელები და ქურთები ცხოვრობენ. მასუდის მამა ირანული წარმოშობის აზერბაიჯანელი იყო, დედა ქურთი. თავად პეზეშკიანი თავისუფლად საუბრობს აზერბაიჯანულ და ქურთულ ენებზე.

ჯარში სამსახურის შემდეგ პეზეშკიანი ჩაირიცხა სამედიცინო სკოლაში და ზოგადი პრაქტიკოსის დიპლომი მიიღო. მოგვიანებით კი კარდიოქირურგი გახდა.

ირან-ერაყის ომის დროს (1980–1988) პეზეშკიანი მუშაობდა ექიმად და მის მოვალეობაში შედიოდა ფრონტზე სამედიცინო ჯგუფების გაგზავნა. 1997 წელს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. 2021 წელს ცდილობდა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ეყარა, მაგრამ მისი კანდიდატურა არ დაუშვეს.

პეზეშკიანმა მეუღლე და ერთი შვილი 1993 წელს ავტოკატასტროფაში დაკარგა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარტომ გაზარდა ორი ვაჟი და ქალიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ირანს 61,5 მილიონი ამომრჩეველი ჰყავს, 28 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მხოლოდ 40%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.

მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49,8% შეადგინა. გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობამ 600 000-ს გადააჭარბა, - იტყობინება AFP.

ადგილობრივი მედია მოუწოდებდა ხალხს არჩევნებში მონაწილეობისკენ.

რეფორმისტული გაზეთი Sazandegi წერდა: "მომავალი თქვენს ხმებშია", ხოლო გაზეთი Hammihan გამოდიოდა სლოგანით: "ახლა თქვენი ჯერია“. თეირანის მუნიციპალიტეტის მიერ მართულმა ყოველდღიურმა გაზეთმა „ჰამშაჰრიმ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „100 მიზეზი ხმის მისაცემად“.

პარალელურად, ირანულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჰეშთეგი „მოღალატე უმცირესობა“, რომელიც მოუწოდებდა ხალხს, ხმა არ მიეცათ არცერთი კანდიდატისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ „მოღალატეებს“ უწოდებდა.

უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ უარყო ბრალდება, რომ დაბალი აქტივობა მისი მმართველობის უარყოფითი მხარეებით აიხსნებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ირანი შეძრა საპროტესტო უზარმაზარმა ტალღამ, რომელიც 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ქალი ირანის მორალის პოლიციამ დააკავა ჩაცმულობის კოდექსის დარღვევის ბრალდებით.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ დარბევის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით დააკავეს.

წყარო