პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"კომენტარებში წერენ, რომ ის ჩემთვის "საუკეთესო ბაბუაა", ეს არ მაწუხებს... დაბადებიდან "სასათბურე“ პირობებში ვიზრდები" - რას ამბობს გრიგორი ლეპსის 18 წლის საცოლე
"კომენტარებში წერენ, რომ ის ჩემთვის "საუკეთესო ბაბუაა", ეს არ მაწუხებს... დაბადებიდან "სასათბურე“ პირობებში ვიზრდები" - რას ამბობს გრიგორი ლეპსის 18 წლის საცოლე

უკვე ერთი თვეა, რაც რუ­სუ­ლი მე­დია ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რალ, გრი­გო­რი ლეპ­სის შე­სა­ხებ წერს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ღე­რა­ლი 43 წლით უმ­ცროს ავ­რო­რა კი­ბა­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მალე იქორ­წი­ნებს.

18 წლის სა­პა­ტარ­ძლო აქამ­დე ლეპს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებ­და, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თარ გა­მომ­წე­რებს პოს­ტე­ბით მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ გავ­ლე­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცი ეტ­რფო­და - ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლებს, ძვი­რა­დღი­რე­ბულ სამ­კა­უ­ლებ­სა და ბეჭ­დებს.

სა­ბო­ლო­ოდ, კი­ბამ დუ­მი­ლი და­არ­ღვია და 43 წლით უფ­როს საქმრო­ზე სკან­და­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა.

"არა­ერ­თხელ და­მი­რე­კეს ამ თე­მა­ზე და ინ­ტერ­ვიუ მთხო­ვეს, მაგ­რამ ამას პირ­ვე­ლად და უკა­ნას­კნე­ლად ვა­კე­თებ. აქამ­დე კო­მენ­ტა­რი არ გა­მი­კე­თე­ბია. და­ბა­დე­ბი­დან "სა­სათ­ბუ­რე“ პი­რო­ბებ­ში ვიზ­რდე­ბი და არ მჭირ­დე­ბა არა­ვის ფული, დი­დე­ბა და ა.შ.

კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ, რომ ის ჩემ­თვის "სა­უ­კე­თე­სო ბა­ბუაა", ეს სა­ერ­თოდ არ მა­წუ­ხებს. მე­გობ­რე­ბო, იმედს გა­გიც­რუ­ებთ - შე­სა­ნიშ­ნა­ვი თვით­შე­ფა­სე­ბა მაქვს. მე არ ვარ "გრი­გო­რი ლეპ­სის ახა­ლი ინ­ტრი­გა“, მე არ ვარ მის­თვის სა­რე­ზერ­ვო ვა­რი­ან­ტი“, - თქვა ავ­რო­რამ.

მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე ასა­კი­სა, კიბა ამ­ბობს, რომ ის მზად არის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად.

"მე მაქვს გარ­კვე­უ­ლი მიზ­ნე­ბი ამ ცხოვ­რე­ბა­ში და ერთ-ერთი მათ­გა­ნი ოჯა­ხია. ძლი­ე­რი, მე­გობ­რუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი, რო­გორც მწუ­ხა­რე­ბა­ში, ისე სი­ხა­რულ­ში... რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ? ეს რო­მა­ნია, თუ უბ­რა­ლოდ პი­ა­რი? ამ კი­თხვა­ზე მხო­ლოდ ორი სი­ტყვით გი­პა­სუ­ხებთ, "და­ე­ლო­დე და ვნა­ხოთ“.

გრი­გო­რი ლეპს­მა 18 წლის სა­ცო­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ერთ-ერთ მუ­სი­კა­ლურ და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე წა­რუდ­გი­ნა. მომ­ღე­რალ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გო­გო­ნა თა­ვის სა­ცო­ლედ გა­აც­ნო, თუმ­ცა თა­ვად კი­ბას მა­შინ ხმა არ ამო­უ­ღია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"კომენტარებში წერენ, რომ ის ჩემთვის "საუკეთესო ბაბუაა", ეს არ მაწუხებს... დაბადებიდან "სასათბურე“ პირობებში ვიზრდები" - რას ამბობს გრიგორი ლეპსის 18 წლის საცოლე

"კომენტარებში წერენ, რომ ის ჩემთვის "საუკეთესო ბაბუაა", ეს არ მაწუხებს... დაბადებიდან "სასათბურე“ პირობებში ვიზრდები" - რას ამბობს გრიგორი ლეპსის 18 წლის საცოლე

უკვე ერთი თვეა, რაც რუსული მედია ქართული წარმოშობის მომღერალ, გრიგორი ლეპსის შესახებ წერს. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი 43 წლით უმცროს ავრორა კიბაზეა შეყვარებული და მალე იქორწინებს.

18 წლის საპატარძლო აქამდე ლეპსთან ურთიერთობაზე კომენტარს არ აკეთებდა, მაგრამ სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს პოსტებით მიანიშნებდა, რომ გავლენიანი მამაკაცი ეტრფოდა - ხშირად აქვეყნებს ყვავილების თაიგულებს, ძვირადღირებულ სამკაულებსა და ბეჭდებს.

საბოლოოდ, კიბამ დუმილი დაარღვია და 43 წლით უფროს საქმროზე სკანდალური კომენტარი გააკეთა.

"არაერთხელ დამირეკეს ამ თემაზე და ინტერვიუ მთხოვეს, მაგრამ ამას პირველად და უკანასკნელად ვაკეთებ. აქამდე კომენტარი არ გამიკეთებია. დაბადებიდან "სასათბურე“ პირობებში ვიზრდები და არ მჭირდება არავის ფული, დიდება და ა.შ.

კომენტარებში წერენ, რომ ის ჩემთვის "საუკეთესო ბაბუაა", ეს საერთოდ არ მაწუხებს. მეგობრებო, იმედს გაგიცრუებთ - შესანიშნავი თვითშეფასება მაქვს. მე არ ვარ "გრიგორი ლეპსის ახალი ინტრიგა“, მე არ ვარ მისთვის სარეზერვო ვარიანტი“, - თქვა ავრორამ.

მიუხედავად მცირე ასაკისა, კიბა ამბობს, რომ ის მზად არის სრულფასოვანი ოჯახის შესაქმნელად.

"მე მაქვს გარკვეული მიზნები ამ ცხოვრებაში და ერთ-ერთი მათგანი ოჯახია. ძლიერი, მეგობრული, ტრადიციული, როგორც მწუხარებაში, ისე სიხარულში... რა იქნება შემდეგ? ეს რომანია, თუ უბრალოდ პიარი? ამ კითხვაზე მხოლოდ ორი სიტყვით გიპასუხებთ, "დაელოდე და ვნახოთ“.

გრიგორი ლეპსმა 18 წლის საცოლე საზოგადოებას ოფიციალურად ერთ-ერთ მუსიკალურ დაჯილდოებაზე წარუდგინა. მომღერალმა ჟურნალისტებს გოგონა თავის საცოლედ გააცნო, თუმცა თავად კიბას მაშინ ხმა არ ამოუღია.

წაიკითხეთ ასევე: