პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სომხები ჩვენ გვგულშემატკივრობდნენ... ჩემი მძღოლი ტიროდა, ცრემლები მოსდიოდა" - რა მიმართვას ავრცელებს თეონა კონტრიძე
"სომხები ჩვენ გვგულშემატკივრობდნენ... ჩემი მძღოლი ტიროდა, ცრემლები მოსდიოდა" - რა მიმართვას ავრცელებს თეონა კონტრიძე

"მთე­ლი გუ­ლით ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს წარ­მა­ტე­ბას ევ­რო­ზე! ბრა­ვო ბი­ჭე­ბო! გმი­რე­ბი ხართ, მთე­ლი ერის და არა მარ­ტო. ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­ი­მია" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ევრო 2024-ზე მოღ­ვა­წე­ო­ბას და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მერ­ვე­დფი­ნალ­ში ეს­პა­ნეთ­თან და­მარ­ცხდა, კონ­ტრი­ძე ამ ეტა­პამ­დე მის­ვლა­საც კი ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის გა­მარ­ჯვე­ბად თვლის.

"მთე­ლი დღე ვფიქ­რობ რა ჩავ­წე­რო, რო­გორ მოგ­მარ­თოთ. მთე­ლი დღეა ვფიქ­რობ რა ფორ­მუ­ლი­რე­ბა მივ­ცე ჩემს ემო­ცი­ურ პა­ლიტ­რას.

ჩვე­ნო ბი­ჭე­ბო, ჩვე­ნო ფეხ­ბურ­თე­ლე­ბო, ჩვე­ნო ნაკ­რე­ბო, გმი­რე­ბო! ვუ­ერ­თდე­ბი მთე­ლი გუ­ლით, მთე­ლი შე­მარ­თე­ბით, ჩემი მთე­ლი სხე­უ­ლით იმ მად­ლო­ბე­ბის კას­კადს, რო­მელ­საც თქვენ გიხ­დით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო. ეს გა­მარ­ჯვე­ბა არ იყო ლო­კა­ლუ­რი. ეს იყო გა­მარ­ჯვე­ბა ყვე­ლა პა­ტა­რა ერის, ყვე­ლა ჩვე­ნი მე­ზობ­ლის, ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვი­საც არ სჯე­რო­და, რომ შე­იძ­ლე­ბა სამ მი­ლი­ონ ნა­ხევ­რი­ან­მა ერმა ასე­თი რე­ზულ­ტა­ტი და­დოს ამ­ხე­ლა პა­ექ­რო­ბა­ში.

მად­ლო­ბას გიხ­დით ყვე­ლა წუ­თის­თვის, წა­მის­თვის, ყვე­ლა იმ რის­ხვის­თვის, ბედ­ნი­ე­რი ყვი­რი­ლის­თვის. მე და ჩემ­მა ქმარ­მა გა­ვი­ა­რეთ სამ­წუთ­ნა­ხევ­რი­ა­ნი გზა, ალ­ბათ სამი სა­ა­თი მივ­დი­ო­დით სახ­ლამ­დე და ეს იყო ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი, ყვე­ლა­ზე მუ­სი­კა­ლუ­რი, სა­სურ­ვე­ლი, ყვე­ლა­ზე ცეკ­ვი­ა­ნი სა­ცო­ბი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. რა ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბი გა­ვი­ა­რეთ! რო­გორ მინ­და ყვე­ლა თქვენ­განს ჩა­ვე­ხუ­ტო!.. ეს უდა­ვოდ არის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მარ­ჯვე­ბა. წა­ა­გო მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მხეც გუნდთან, ეს არ არის პრობ­ლე­მა“ - აღ­ნიშ­ნავს მომ­ღე­რა­ლი ემო­ცი­ურ ვი­დეო მი­მარ­თვა­ში და მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ზეც სა­უბ­რობს.

"გუ­შინ რაც მე ვი­ხი­ლე ერე­ვან­ში... აი სომ­ხე­ბი ჩვენ გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ, ვერ წარ­მო­იდ­გენთ... დე­დას გე­ფი­ცე­ბით, პირ­ჯვარს გა­და­ვი­წერ, ისე­თი ნაღ­დი, ძმუ­რი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი იყო და ისე­თი გვერ­დში დგო­მა და­ვი­ნა­ხე... ჩემ­მა მძღოლ­მა და­ი­პუ­ტა ყვე­ლა­ფე­რი, ტი­რო­და, ცრემ­ლე­ბი მოს­დი­ო­და“, - ჰყვე­ბა კონ­ტრი­ძე ინ­სტაგ­რა­მის “სთო­რი­ში“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­სა­მე მატჩში სა­ქარ­თვე­ლომ პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბი 2:0 და­ა­მარ­ცხა. ამ შე­დე­გით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 4 ქულა მო­ი­პო­ვა და მერ­ვე­დფი­ნალ­ში გა­ვი­და.

30 ივ­ნისს, მერ­ვე­დფი­ნალ­ში სა­ქარ­თვე­ლო ეს­პა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­და, თუმ­ცა ან­გა­რი­შით 4:1, სა­ქარ­თვე­ლო და­მარ­ცხდა და ჩემ­პი­ო­ნატს გა­მო­ე­თი­შა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 18 ივ­ნისს, თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა, ხოლო 22 ივ­ნისს გა­მარ­თულ მე­ო­რე მატჩში ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ფრედ, 1:1 და­ას­რუ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ქულა მო­ი­პო­ვა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"სომხები ჩვენ გვგულშემატკივრობდნენ... ჩემი მძღოლი ტიროდა, ცრემლები მოსდიოდა" - რა მიმართვას ავრცელებს თეონა კონტრიძე

"სომხები ჩვენ გვგულშემატკივრობდნენ... ჩემი მძღოლი ტიროდა, ცრემლები მოსდიოდა" - რა მიმართვას ავრცელებს თეონა კონტრიძე

"მთელი გულით ვულოცავ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას ევროზე! ბრავო ბიჭებო! გმირები ხართ, მთელი ერის და არა მარტო. ეს საერთაშორისო ზეიმია" - ასე ეხმაურება რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევრო 2024-ზე მოღვაწეობას და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდა, კონტრიძე ამ ეტაპამდე მისვლასაც კი ქართული ფეხბურთის გამარჯვებად თვლის.

"მთელი დღე ვფიქრობ რა ჩავწერო, როგორ მოგმართოთ. მთელი დღეა ვფიქრობ რა ფორმულირება მივცე ჩემს ემოციურ პალიტრას.

ჩვენო ბიჭებო, ჩვენო ფეხბურთელებო, ჩვენო ნაკრებო, გმირებო! ვუერთდები მთელი გულით, მთელი შემართებით, ჩემი მთელი სხეულით იმ მადლობების კასკადს, რომელსაც თქვენ გიხდით მთელი საქართველო და არა მარტო საქართველო. ეს გამარჯვება არ იყო ლოკალური. ეს იყო გამარჯვება ყველა პატარა ერის, ყველა ჩვენი მეზობლის, ყველა იმ ადამიანის, ვისაც არ სჯეროდა, რომ შეიძლება სამ მილიონ ნახევრიანმა ერმა ასეთი რეზულტატი დადოს ამხელა პაექრობაში.

მადლობას გიხდით ყველა წუთისთვის, წამისთვის, ყველა იმ რისხვისთვის, ბედნიერი ყვირილისთვის. მე და ჩემმა ქმარმა გავიარეთ სამწუთნახევრიანი გზა, ალბათ სამი საათი მივდიოდით სახლამდე და ეს იყო ყველაზე ბედნიერი, ყველაზე მუსიკალური, სასურველი, ყველაზე ცეკვიანი საცობი ჩვენს ცხოვრებაში. რა ბედნიერი წუთები გავიარეთ! როგორ მინდა ყველა თქვენგანს ჩავეხუტო!.. ეს უდავოდ არის საერთაშორისო გამარჯვება. წააგო მსოფლიოში ყველაზე მხეც გუნდთან, ეს არ არის პრობლემა“ - აღნიშნავს მომღერალი ემოციურ ვიდეო მიმართვაში და მეზობელ ქვეყნებზეც საუბრობს.

"გუშინ რაც მე ვიხილე ერევანში... აი სომხები ჩვენ გვგულშემატკივრობდნენ, ვერ წარმოიდგენთ... დედას გეფიცებით, პირჯვარს გადავიწერ, ისეთი ნაღდი, ძმური აპლოდისმენტები იყო და ისეთი გვერდში დგომა დავინახე... ჩემმა მძღოლმა დაიპუტა ყველაფერი, ტიროდა, ცრემლები მოსდიოდა“, - ჰყვება კონტრიძე ინსტაგრამის “სთორიში“.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა.

30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდა, თუმცა ანგარიშით 4:1, საქართველო დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

ასევე იხილეთ: