საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვენეციის კომისია ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს და რეკომენდაციას გასცემს, არ გააგრძელონ მისი მიღება
ვენეციის კომისია ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს და რეკომენდაციას გასცემს, არ გააგრძელონ მისი მიღება

ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია “ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­საზ­რე­ბას აქ­ვეყ­ნებს.

  • ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს, რომ ე.წ. ლგბტ პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის წარ­დგე­ნა გრძელ­ვა­დი­ა­ნი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი პრო­ტეს­ტე­ბი­სა და ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში მოხ­და.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის შევ­სე­ბას და ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­ურ სა­კი­თხებს ეხე­ბა, და­წყე­ბუ­ლია პე­რი­ოდ­ში, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა ძლი­ე­რი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი პრო­ტეს­ტე­ბით და ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბე­ბით, მით უფრო, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ეს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე თვით ადრე ხდე­ბა და უგუ­ლე­ბელ­ყოფს რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბულ შეშ­ფო­თე­ბებს”, - ნათ­ქვა­მია ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მო­საზ­რე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა იუ­რი­დი­ულ კონ­ტექსტს, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია სა­ქარ­თვე­ლოს რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს მთლი­ა­ნად გა­და­ხე­დონ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას და არ გა­აგ­რძე­ლონ მისი მი­ღე­ბა.

ამას­თან, კო­მი­სია მი­იჩ­ნევს, რომ შეს­წო­რე­ბე­ბის ევ­რო­პულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა ვერ დად­გინ­დე­ბა და ამ­დაგ­ვა­რი ტექ­სტის მი­ღე­ბის წი­ნა­და­დე­ბაც კი სა­ქარ­თვე­ლო­ში LGBTI თე­მის წი­ნა­აღ­მდეგ მტრუ­ლი და სტიგ­მა­ტი­ზი­რი­რე­ბა­დი გა­რე­მოს კი­დევ უფრო გამ­წვა­ვე­ბის რისკს აჩენს.

„უფრო მე­ტიც, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სია ახა­ლი შეს­წო­რე­ბე­ბის მი­ღე­ბამ­დე, ეროვ­ნულ სის­ტე­მა­ზე გავ­ლე­ნის დე­ტა­ლუ­რი და კარ­გად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა სეგ­მენ­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით, სექ­სუ­ა­ლუ­რი და გენ­დერუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისე­ვე, რო­გორც შე­სა­ბა­მი­სი სექ­ტო­რე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი (სა­მარ­თა­ლი, ჯან­დაც­ვა, გა­ნათ­ლე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი ზრუნ­ვა, ა.შ.). მსგავ­სი ანა­ლი­ზი სა­ჯა­რო უნდა გახ­დეს და ისეთ დრო­ში ჩა­ტარ­დეს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა გულ­წრფე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის, რაც არ­სე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გულ­წრფე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას შექ­მნის.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო კა­ნო­ნის კა­ნონპ­რო­ექ­ტის იუ­რი­დი­ულ შე­ფა­სე­ბას, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კი­სა და ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის წინა მო­საზ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კო­მი­სია მი­იჩ­ნევს, რომ [და­ი­ნი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო] შეს­წო­რე­ბე­ბის ევ­რო­პულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა ვერ დად­გინ­დე­ბა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო და ამ­დაგ­ვა­რი ტექ­სტის მი­ღე­ბის წი­ნა­და­დე­ბაც კი სა­ქარ­თვე­ლო­ში LGBTI ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ მტრუ­ლი და სტიგ­მა­ტი­ზი­რი­რე­ბა­დი გა­რე­მოს (კი­დევ უფრო) გამ­წვა­ვე­ბის რისკს აჩენს. შე­სა­ბა­მი­სად, კო­მი­სია სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს აძ­ლევს რე­კო­მენ­და­ცი­ას მთლი­ა­ნად გა­და­ხე­დონ ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას და არ გა­აგ­რძე­ლონ მისი მი­ღე­ბა”, - ნათ­ქვა­მია ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის მო­საზ­რე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ვენეციის კომისია ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს და რეკომენდაციას გასცემს, არ გააგრძელონ მისი მიღება

ვენეციის კომისია ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს და რეკომენდაციას გასცემს, არ გააგრძელონ მისი მიღება

ვენეციის კომისია “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს.

  • ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა გრძელვადიანი მრავალრიცხოვანი პროტესტებისა და ძლიერი პოლიტიკური დაძაბულობების პერიოდში მოხდა.

"უპირველეს ყოვლისა, ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციის შევსებას და ძალიან სენსიტიურ საკითხებს ეხება, დაწყებულია პერიოდში, რომელიც გამოირჩევა ძლიერი და გრძელვადიანი მრავალრიცხოვანი პროტესტებით და ძლიერი პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობებით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ეს არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე ხდება და უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ წამოყენებულ შეშფოთებებს”, - ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

რაც შეეხება იურიდიულ კონტექსტს, ვენეციის კომისია საქართველოს რეკომენდაციას აძლევს მთლიანად გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას და არ გააგრძელონ მისი მიღება.

ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ შესწორებების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ვერ დადგინდება და ამდაგვარი ტექსტის მიღების წინადადებაც კი საქართველოში LGBTI თემის წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზირირებადი გარემოს კიდევ უფრო გამწვავების რისკს აჩენს.

„უფრო მეტიც, ვენეციის კომისია ახალი შესწორებების მიღებამდე, ეროვნულ სისტემაზე გავლენის დეტალური და კარგად დასაბუთებული ანალიზის ჩატარების რეკომენდაციას იძლევა, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, განსაკუთრებით, სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლები, ისევე, როგორც შესაბამისი სექტორების ექსპერტები და პროფესიონალები (სამართალი, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური ზრუნვა, ა.შ.). მსგავსი ანალიზი საჯარო უნდა გახდეს და ისეთ დროში ჩატარდეს, რომელიც შესაბამისი იქნება გულწრფელი და მიუკერძოებელი კონსულტაციისთვის, რაც არსებული საკითხების გულწრფელი და მიუკერძოებელი შეფასების საშუალებას შექმნის.

რაც შეეხება საკონსტიტუციო კანონის კანონპროექტის იურიდიულ შეფასებას, აღნიშნულ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკისა და ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ [დაინიცირებული საკანონმდებლო] შესწორებების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ვერ დადგინდება ზემოხსენებული მიზეზების გამო და ამდაგვარი ტექსტის მიღების წინადადებაც კი საქართველოში LGBTI ხალხის წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზირირებადი გარემოს (კიდევ უფრო) გამწვავების რისკს აჩენს. შესაბამისად, კომისია საქართველოს ოფიციალურ პირებს აძლევს რეკომენდაციას მთლიანად გადახედონ ამ საკანონმდებლო ინიციატივას და არ გააგრძელონ მისი მიღება”, - ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.