მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარიზთან ახლოს, ველური ბუნების პარკში ქალს 3 არქტიკული მგელი დაესხა თავს - ის რეანიმაციაში იმყოფება
პარიზთან ახლოს, ველური ბუნების პარკში ქალს 3 არქტიკული მგელი დაესხა თავს - ის რეანიმაციაში იმყოფება

პა­რი­ზის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის პარკში სა­ვარ­ჯი­შოდ გა­სულ ქალს არ­ქტი­კუ­ლი მგლე­ბი და­ესხნენ თავს. ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ახლა ის რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვი­რას დი­ლით 36 წლის ქალი თო­ა­რის პარკში მან­ქა­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სარ­ბე­ნად იყო გა­სუ­ლი, როცა მას სამი არ­ქტი­კუ­ლი მგე­ლი და­ეს­ხა თავს. მსხვერ­პლს, კბე­ნის შე­დე­გად, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი კის­რის, ზურ­გი­სა და ფე­ხის არე­ებ­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

თო­ა­რის ღია ზო­ო­პარ­კი, რო­მე­ლიც პა­რი­ზი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 40 კმ-ის მო­შო­რე­ბი­თაა, საფ­რან­გე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის პარ­კია. აქ 800-მდე ცხო­ვე­ლი ბი­ნად­რობს და თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა, ვი­ზი­ტო­რებს კი თა­ვი­ან­თი მან­ქა­ნე­ბი­დან შე­უძ­ლი­ათ მათი ყუ­რე­ბა. პარ­კი სტუმ­რებს მგლე­ბი­სა და დათ­ვე­ბის მახ­ლობ­ლად სა­ცხოვ­რე­ბელ­საც სთა­ვა­ზობს, რო­მე­ლიც ვე­ლუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან ელექტრო ღო­ბე­ე­ბი­თა და თხრი­ლე­ბი­თაა და­ცუ­ლი.

უც­ნო­ბია ის, თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ქალ­მა სა­მან­ქა­ნე ზო­ნა­ში სა­ვარ­ჯი­შოდ შეს­ვლა. "ამ ეტაპ­ზე არ ვი­ცით, სტუ­მარ­მა შეც­დო­მა და­უშ­ვა თუ საგ­ზაო ნიშ­ნებ­თან შე­ექ­მნა რა­ი­მე პრობ­ლე­მა",- გა­ნუ­ცხა­და გა­ზეთ Le Parisien-ს პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

ქალი მას შემ­დეგ გა­და­არ­ჩი­ნეს, რაც პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მისი ყვი­რი­ლი გა­ი­გეს. ის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

პარიზთან ახლოს, ველური ბუნების პარკში ქალს 3 არქტიკული მგელი დაესხა თავს - ის რეანიმაციაში იმყოფება

პარიზთან ახლოს, ველური ბუნების პარკში ქალს 3 არქტიკული მგელი დაესხა თავს - ის რეანიმაციაში იმყოფება

პარიზის მახლობლად მდებარე ველური ბუნების პარკში სავარჯიშოდ გასულ ქალს არქტიკული მგლები დაესხნენ თავს. ფრანგული მედიის ცნობით, ახლა ის რეანიმაციაში იმყოფება.

მედიის ინფორმაციით, კვირას დილით 36 წლის ქალი თოარის პარკში მანქანებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე სარბენად იყო გასული, როცა მას სამი არქტიკული მგელი დაესხა თავს. მსხვერპლს, კბენის შედეგად, დაზიანებები კისრის, ზურგისა და ფეხის არეებში აქვს მიყენებული.

თოარის ღია ზოოპარკი, რომელიც პარიზიდან დაახლოებით 40 კმ-ის მოშორებითაა, საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველური ბუნების პარკია. აქ 800-მდე ცხოველი ბინადრობს და თავისუფლად გადაადგილდება, ვიზიტორებს კი თავიანთი მანქანებიდან შეუძლიათ მათი ყურება. პარკი სტუმრებს მგლებისა და დათვების მახლობლად საცხოვრებელსაც სთავაზობს, რომელიც ველური ცხოველებისგან ელექტრო ღობეებითა და თხრილებითაა დაცული.

უცნობია ის, თუ რატომ გადაწყვიტა ქალმა სამანქანე ზონაში სავარჯიშოდ შესვლა. "ამ ეტაპზე არ ვიცით, სტუმარმა შეცდომა დაუშვა თუ საგზაო ნიშნებთან შეექმნა რაიმე პრობლემა",- განუცხადა გაზეთ Le Parisien-ს პოლიციის წარმომადგენელმა.

ქალი მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც პარკის თანამშრომლებმა მისი ყვირილი გაიგეს. ის დაუყოვნებლივ ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის ცნობით, გამოძიება გრძელდება.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა