მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილონ მასკი დემოგრაფიულ კრიზისს წარმატებულად ებრძვის - მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს საკუთარი თანამშრომლისგან მეთორმეტე შვილი შეეძინა
ილონ მასკი დემოგრაფიულ კრიზისს წარმატებულად ებრძვის -  მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს საკუთარი თანამშრომლისგან მეთორმეტე შვილი შეეძინა

ბოლო ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, Tesla-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ ილონ მასკს, მისი თა­ნამ­შრო­მე­ლი ში­ვონ ზი­ლი­სის­გან მე­სა­მე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. რო­გორც Bloomberg-ის გა­მო­ცე­მა იტყო­ბი­ნე­ბა, მასკს ზი­ლი­სის­გან მე­სა­მე შვი­ლი წელს შე­ე­ძი­ნა.

ილონ მასკმა 2022 წელს გა­ამ­ჟღავ­ნა, რომ ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის გზით ზი­ლის­თან ტყუ­პი ბავ­შვე­ბი შე­ე­ძი­ნა. ბლუმ­ბერ­გი­სა­ვე ცნო­ბით, მასკს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს რი­გით მე­ო­რე უმ­დიდ­რე­სი მა­მა­კა­ცია, მი­ნი­მუმ 12 შვი­ლი ჰყავს, რო­მელ­თა­გან 6 ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ე­ძი­ნა (3 შვი­ლი ში­ვონ ზი­ლის­თან, 3 კი კა­ნა­დელ პოპ-ვარ­სკვლავ გრა­იმსთან ეყო­ლა).

მას­კის აზ­რით, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ყვე­ლა­ზე დიდ საფრ­თხეს შო­ბა­დო­ბის კლე­ბა წარ­მო­ად­გენს, რის გა­მო­სას­წო­რებ­ლა­დაც ღო­ნეს თვი­თონ­ვე არ იშუ­რებს. ის დიდი ხა­ნია ავ­რცე­ლებს იმ არას­წორ თე­ო­რი­ას, რომ მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბა გა­და­შე­ნე­ბის პი­რა­საა, წერს Bloomberg-ი. გა­ე­როს პროგ­ნო­ზით, გლო­ბა­ლუ­რი ზრდის ტემ­პის შემ­ცი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბა მა­ტე­ბას გა­ნაგ­რძობს და სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე 10 მი­ლი­არდს მი­აღ­წევს, წერს გა­მო­ცე­მა.

ში­ვონ ზი­ლი­სი და ილონ მას­კი შვი­ლებ­თან ერ­თად

მას­კის მე­თორ­მე­ტე შვი­ლის შე­სა­ხებ სი­ახ­ლე მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც მი­ლი­არ­დე­რი მის­და­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ვე­ბა­სა და მათ­და­მი არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. Wall street Journal-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნია SpaceX-ში მასკმა თა­ვის ერთ-ერთ ქვე­შევ­რდომ ქალს რამ­დენ­ჯერ­მე სთხო­ვა მისი შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა. თვის და­სა­წყის­ში კი ამა­ვე კომ­პა­ნი­ის 8 თა­ნამ­შრო­მელ­მა (ოთხმა ქალ­მა და ოთხმა მა­მა­კაც­მა) მას­კის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. მო­სარ­ჩლე­ე­ბის მტკი­ცე­ბით, მათ სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა მას შემ­დეგ მოს­თხო­ვეს, რაც სა­მუ­შაო ად­გილ­ზე ქა­ლე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვეს. სარ­ჩელ­ში­ვე არის ნათ­ქვა­მი, რომ მას­კის საქ­ცი­ე­ლი ხელს უწყობ­და კომ­პა­ნი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ "სექ­სის­ტურ კულ­ტუ­რას" და რომ ქალი ინ­ჟინ­რე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად შე­ვიწ­რო­ე­ბის ქვეშ იყ­ვნენ, მათ შეშ­ფო­თე­ბას კი ზემ­დგო­მე­ბი თვალს არი­დებ­დნენ.

ში­ვონ ზი­ლი­სი

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ილონ მასკი დემოგრაფიულ კრიზისს წარმატებულად ებრძვის - მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს საკუთარი თანამშრომლისგან მეთორმეტე შვილი შეეძინა

ილონ მასკი დემოგრაფიულ კრიზისს წარმატებულად ებრძვის -  მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს საკუთარი თანამშრომლისგან მეთორმეტე შვილი შეეძინა

ბოლო ცნობების თანახმად, Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს, მისი თანამშრომელი შივონ ზილისისგან მესამე შვილი შეეძინა. როგორც Bloomberg-ის გამოცემა იტყობინება, მასკს ზილისისგან მესამე შვილი წელს შეეძინა.

ილონ მასკმა 2022 წელს გაამჟღავნა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების გზით ზილისთან ტყუპი ბავშვები შეეძინა. ბლუმბერგისავე ცნობით, მასკს, რომელიც მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი მამაკაცია, მინიმუმ 12 შვილი ჰყავს, რომელთაგან 6 ბოლო 5 წლის განმავლობაში შეეძინა (3 შვილი შივონ ზილისთან, 3 კი კანადელ პოპ-ვარსკვლავ გრაიმსთან ეყოლა).

მასკის აზრით, ცივილიზაციის ყველაზე დიდ საფრთხეს შობადობის კლება წარმოადგენს, რის გამოსასწორებლადაც ღონეს თვითონვე არ იშურებს. ის დიდი ხანია ავრცელებს იმ არასწორ თეორიას, რომ მსოფლიოს მოსახლეობა გადაშენების პირასაა, წერს Bloomberg-ი. გაეროს პროგნოზით, გლობალური ზრდის ტემპის შემცირების მიუხედავად, მსოფლიოს მოსახლეობა მატებას განაგრძობს და საუკუნის ბოლომდე 10 მილიარდს მიაღწევს, წერს გამოცემა.

შივონ ზილისი და ილონ მასკი შვილებთან ერთად

მასკის მეთორმეტე შვილის შესახებ სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც მილიარდერი მისდამი დაქვემდებარებული ქალების სექსუალურ შევიწროვებასა და მათდამი არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულეს. Wall street Journal-ის ინფორმაციით, კომპანია SpaceX-ში მასკმა თავის ერთ-ერთ ქვეშევრდომ ქალს რამდენჯერმე სთხოვა მისი შვილების გაჩენა. თვის დასაწყისში კი ამავე კომპანიის 8 თანამშრომელმა (ოთხმა ქალმა და ოთხმა მამაკაცმა) მასკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მოსარჩლეების მტკიცებით, მათ სამსახურის დატოვება მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც სამუშაო ადგილზე ქალების შევიწროების შესახებ შეშფოთება გამოთქვეს. სარჩელშივე არის ნათქვამი, რომ მასკის საქციელი ხელს უწყობდა კომპანიაში გავრცელებულ "სექსისტურ კულტურას" და რომ ქალი ინჟინრები რეგულარულად შევიწროების ქვეშ იყვნენ, მათ შეშფოთებას კი ზემდგომები თვალს არიდებდნენ.

შივონ ზილისი

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა