სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ემოციური იყო გერმანიაში ამდენი ქართველის ხილვა" - საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში გადაჭედილი ტრიბუნის წინ (ფოტოები)
"ემოციური იყო გერმანიაში ამდენი ქართველის ხილვა" - საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში გადაჭედილი ტრიბუნის წინ (ფოტოები)

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის მზა­დე­ბას გერ­მა­ნი­ა­ში გა­ნაგ­რძობს.

12 ივ­ნისს, ფელ­ბერ­ტში, ჩვე­ნი გუნ­დის ღია ვარ­ჯი­ში გა­ი­მარ­თა. საწ­ვრთნე­ლი პრო­ცე­სი სავ­სე ტრი­ბუ­ნის თან­ხლე­ბით და გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა შე­ძა­ხი­ლე­ბის ფონ­ზე წა­რი­მარ­თა.

ვარ­ჯიშ­ში 24 ფეხ­ბურ­თე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სო­ლო­მონ კვირ­კვე­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პროგ­რა­მით აგ­რძე­ლებს მზა­დე­ბას, ხოლო ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი ვარ­ჯიშს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ნა­ახ­ლებს.

ვარ­ჯი­შის და­წყე­ბამ­დე, მო­ახ­ლო­ე­ბულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ის კი­თხვებს ნიკა კვეკ­ვეს­კირ­მა და ლაშა დვალ­მა უპა­სუ­ხეს.

ლაშა დვა­ლი (სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რი):

"ორი კვი­რაა ვემ­ზა­დე­ბით. პი­რა­დად ჩემ­თვის, საკ­ლუ­ბო სე­ზო­ნი შე­და­რე­ბით ადრე დას­რულ­და და მომ­ზა­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და­ვი­წყე. თავს კარ­გად ვგრძნობ და ახ­ლოს ვარ ოპ­ტი­მა­ლურ ფორ­მას­თან. დაგ­ვრჩა კი­დევ რამ­დე­ნი­მე ვარ­ჯი­ში, სა­დაც ფი­ზი­კურ კონ­დი­ცი­ებს გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სებთ.

სა­სი­ხა­რუ­ლოა ასეთ დიდ ტურ­ნირ­ზე ყოფ­ნა. დღეს ღია ვარ­ჯი­ში გვაქვს, სა­დაც გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გაგ­ვამ­ხნე­ვებს და ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღეა ჩვენ­თვის. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი გვაქვს გა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ეს უნდა იყოს ზე­ი­მი მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის. ჩვენ კი, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა".

ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი (სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რი):

"გუნდში, რა თქმა უნდა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბაა. ემო­ცი­უ­რი იყო გერ­მა­ნი­ა­ში ამ­დე­ნი ქარ­თვე­ლის ხილ­ვა. რო­გორც იქნა, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი დიდ ტურ­ნირ­ზე მოხ­ვდა და ემ­ზა­დე­ბა დე­ბი­უ­ტის­თვის. ამა­ზე მა­გა­რი გრძნო­ბა, უბ­რა­ლოდ, არ შე­იძ­ლე­ბა რომ იყოს. ყო­ვე­ლი დღე ახა­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი. ვტკბე­ბით ამ შეგ­რძნე­ბე­ბით, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, ვემ­ზა­დე­ბით და ვცდი­ლობთ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად მზად­ყოფ­ნა­ში შევ­ხვდეთ პირ­ველ თა­მაშს.

ხა­სი­ა­თის­თვის და გან­წყო­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მონ­ტე­ნეგ­რო­ში მო­გე­ბუ­ლი ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი. და­მუ­შავ­და რამ­დე­ნი­მე ტაქ­ტი­კუ­რი დე­ტა­ლი, რა­მაც გა­ა­მარ­თლა. ეს მეტ თავ­და­ჯე­რე­ბას მა­ტებს გუნდს, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი დიდი ტურ­ნი­რის წინ. ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით მი­დის.

ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ვინც უცხო­ეთ­ში ვთა­მა­შობთ, გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ ქარ­თულ დრო­შებს ტრი­ბუ­ნებ­ზე. მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც ამას აქ ხე­დავ, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის წინ. ეს ძა­ლი­ან დიდ ემო­ცი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვე­ლო­დე­ბით თი­თო­ე­ულ ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს. ისი­ნი ძა­ლი­ან დიდი ძალა და მო­ტი­ვა­ცი­ის წყა­რო არი­ან ჩვენ­თვის. იმე­დია, ბევ­რი ქარ­თვე­ლი მო­ა­ხერ­ხებს თა­მაშ­ზე დას­წრე­ბას და ჩვენ­თან ერ­თად იბ­რძო­ლებს გა­მარ­ჯვე­ბის­თვის".

შემ­დეგ ვარ­ჯიშს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი 13 ივ­ნისს, ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის დრო­ით, 17:00 სა­ათ­ზე გა­მარ­თავს. ევრო 2024-ის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი შეკ­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ვარ­ჯი­ში გერ­მა­ნი­ა­ში, ფელ­ბერ­ტში, IMS Arena-ს საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის,16:15 სა­ა­თი­დან სა­ვარ­ჯი­შო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე შე­რე­უ­ლი ზონა (Mixedzone) იმუ­შა­ვებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა

მე­კა­რე: გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი (ვა­ლენ­სია, ეს­პა­ნე­თი), გი­ორ­გი ლო­რია (დი­ნა­მო თბი­ლი­სი, სა­ქარ­თვე­ლო), ლუკა გუ­გე­შაშ­ვი­ლი (ყა­რა­ბა­ღი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი)

დაც­ვა: სო­ლო­მონ კვირ­კვე­ლია (ალ ახ­დუ­დი, სა­უ­დის არა­ბე­თი), გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი (პერ­სე­პო­ლი­სი, ირა­ნი), გუ­რამ კა­შია (სლო­ვა­ნი, სლო­ვა­კე­თი), ჯიმი ტა­ბი­ძე (პა­ნე­თო­ლი­კო­სი, სა­ბერ­ძნე­თი), ლაშა დვა­ლი (აპო­ე­ლი, კვიპ­რო­სი), ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი (კრე­მო­ნე­ზე, იტა­ლია), ოთარ კა­კა­ბა­ძე (კრა­კო­ვია, პო­ლო­ნე­თი), გი­ორ­გი გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი (შახ­ტა­რი, უკ­რა­ი­ნა)

ნა­ხე­ვარ­დაც­ვა/თავ­დას­ხმა: გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე (უო­ტფორ­დი, ინ­გლი­სი), ან­ზორ მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი (კრა­ი­ო­ვა, რუ­მი­ნე­თი), გაბ­რი­ელ სი­გუა (ბა­ზე­ლი, შვე­ი­ცა­რია), ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი (შტურ­მი, ავ­სტრია), ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი (ლეხი, პო­ლო­ნე­თი), გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი (ლე­ვან­ტე, ეს­პა­ნე­თი), სან­დრო ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი (ვოლფსბერ­გე­რი, ავ­სტრია), ლე­ვან შენ­გე­ლია (პა­ნე­თო­ლი­კო­სი, სა­ბერ­ძნე­თი), გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვი­ლი (დი­ნა­მო ბა­თუ­მი, სა­ქარ­თვე­ლო), საბა ლობ­ჟა­ნი­ძე (ატ­ლან­ტა იუ­ნა­ი­ტე­დი, აშშ), გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე (მეცი, საფ­რან­გე­თი), ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე (კარლსრუე, გერ­მა­ნია), გი­ორ­გი ქვი­ლი­თა­ია (აპო­ე­ლი, კვიპ­რო­სი), ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია (ნა­პო­ლი, იტა­ლია), ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი (ბორ­დო, საფ­რან­გე­თი)

ევრო 2024 | სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მატ­ჩე­ბის გან­რი­გი18 ივ­ნი­სი | თურ­ქე­თი - სა­ქარ­თვე­ლო | 20:00

22 ივ­ნი­სი | სა­ქარ­თვე­ლო - ჩე­ხე­თი | 17:00

26 ივ­ნი­სი | სა­ქარ­თვე­ლო - პორ­ტუ­გა­ლია | 23:00

იხი­ლეთ ასე­ვე:

nakrei.ge

ავტორი:

"ემოციური იყო გერმანიაში ამდენი ქართველის ხილვა" - საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში გადაჭედილი ტრიბუნის წინ (ფოტოები)

"ემოციური იყო გერმანიაში ამდენი ქართველის ხილვა" - საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში გადაჭედილი ტრიბუნის წინ (ფოტოები)

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს.

12 ივნისს, ფელბერტში, ჩვენი გუნდის ღია ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელი პროცესი სავსე ტრიბუნის თანხლებით და გულშემატკივართა შეძახილების ფონზე წარიმართა.

ვარჯიშში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სოლომონ კვირკველია ინდივიდუალურ პროგრამით აგრძელებს მზადებას, ხოლო ოთარ კიტეიშვილი ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს.

ვარჯიშის დაწყებამდე, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით მედიის კითხვებს ნიკა კვეკვესკირმა და ლაშა დვალმა უპასუხეს.

ლაშა დვალი (საქართველოს ნაკრების წევრი):

"ორი კვირაა ვემზადებით. პირადად ჩემთვის, საკლუბო სეზონი შედარებით ადრე დასრულდა და მომზადება ინდივიდუალურად დავიწყე. თავს კარგად ვგრძნობ და ახლოს ვარ ოპტიმალურ ფორმასთან. დაგვრჩა კიდევ რამდენიმე ვარჯიში, სადაც ფიზიკურ კონდიციებს გავიუმჯობესებთ.

სასიხარულოა ასეთ დიდ ტურნირზე ყოფნა. დღეს ღია ვარჯიში გვაქვს, სადაც გულშემატკივარი გაგვამხნევებს და ეს განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის. ევროპის ჩემპიონატზე ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს გასატარებელი. ეს უნდა იყოს ზეიმი მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა".

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების წევრი):

"გუნდში, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განწყობაა. ემოციური იყო გერმანიაში ამდენი ქართველის ხილვა. როგორც იქნა, ეროვნული ნაკრები დიდ ტურნირზე მოხვდა და ემზადება დებიუტისთვის. ამაზე მაგარი გრძნობა, უბრალოდ, არ შეიძლება რომ იყოს. ყოველი დღე ახალი პოზიტიური ემოციებითაა დატვირთული. ვტკბებით ამ შეგრძნებებით, მაგრამ, ამავდროულად, ვემზადებით და ვცდილობთ კონცენტრირებულები ვიყოთ და მაქსიმალურად მზადყოფნაში შევხვდეთ პირველ თამაშს.

ხასიათისთვის და განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მონტენეგროში მოგებული ამხანაგური მატჩი. დამუშავდა რამდენიმე ტაქტიკური დეტალი, რამაც გაამართლა. ეს მეტ თავდაჯერებას მატებს გუნდს, რაც მნიშვნელოვანია ასეთი დიდი ტურნირის წინ. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

ფეხბურთელები, ვინც უცხოეთში ვთამაშობთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ დროშებს ტრიბუნებზე. მითუმეტეს, როდესაც ამას აქ ხედავ, ევროპის ჩემპიონატის წინ. ეს ძალიან დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. ველოდებით თითოეულ ქართველ გულშემატკივარს. ისინი ძალიან დიდი ძალა და მოტივაციის წყარო არიან ჩვენთვის. იმედია, ბევრი ქართველი მოახერხებს თამაშზე დასწრებას და ჩვენთან ერთად იბრძოლებს გამარჯვებისთვის".

შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 13 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის,16:15 საათიდან სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე შერეული ზონა (Mixedzone) იმუშავებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00

იხილეთ ასევე:

nakrei.ge