პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ბავშვებს ექსკურსიაზე გაუშვებთ?
რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ბავშვებს ექსკურსიაზე გაუშვებთ?

შარ­შან, 2023 წელს, სკო­ლებ­მა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­გან ასე­თი მი­მარ­თვა მი­ი­ღეს:

"გა­სუ­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პან­დე­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­მი­ნის­ტროს მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი იყო სას­კო­ლო ექ­სკურ­სი­ე­ბი 150 კმ რა­დი­უს­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ამ­ჟა­მად, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ძა­ლა­ში რჩე­ბა სას­კო­ლო ექ­სკურ­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც 2019 წელს მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ". შემ­დეგ ჩა­მოთ­ვლი­ლი იყო სა­ექ­სკურ­სიო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მეს და­ვა­სა­ხე­ლებთ, კერ­ძოდ:

  • ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ცე­მუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი;
  • ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ცე­მუ­ლი ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ცნო­ბა, რომ მძღო­ლი ნარ­კო­ლო­გი­ურ აღ­რი­ცხვა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბა;
  • ასე­ვე დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის ძა­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა,რომ მძღო­ლი მარ­თვის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბი­დან, სულ მცი­რე, 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავს ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას.

და­ნარ­ჩენ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას არ ჩა­მოვ­თვლი, რად­გან მი­მაჩ­ნდა, რომ და­ნარ­ჩე­ნის მოგ­ვა­რე­ბა მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი საქ­მეა და ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ჩანს ტრან­სპორ­ტის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას.

მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ტრან­სპორ­ტი ბავ­შვე­ბი­სათ­ვის, არის თუ არა საკ­მა­რი­სი ად­გი­ლე­ბი, რამ­დე­ნად მარ­ტი­ვია მძღოლ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ექ­სკურ­სი­ის დროს და ა.შ. თუმ­ცა, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, პრობ­ლე­მებს სწო­რედ აქ წა­ვა­წყდი იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ მშო­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბა ექ­სკურ­სი­ის მძღოლ­სა და ავ­ტოტ­რან­სპორ­ტს წი­ნას­წარ არ ეც­ნო­ბა. ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არც მძღო­ლი იძ­ლე­ვა, რო­მე­ლიც შეკ­ვე­თის დროს აცხა­დებს, რომ და­ვა­ლე­ბა­ზეა, მაგ­რამ ად­გილ­ზე ექ­სკურ­სი­ის დროს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად გა­მო­ცხად­დე­ბა. დამ­კვე­თი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას ექ­სკურ­სი­ის დღემ­დე მხო­ლოდ ონ­ლა­ინ, მძღო­ლის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის ფო­ტო­სუ­რა­თით ხე­დავს, ექ­სკურ­სი­ის დროს კი უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგე­ბა. ეს პი­რა­დად მა­შინ გა­ვი­გე,რო­დე­საც მძღო­ლებ­მა წი­ნას­წარ შეხ­ვედ­რა­ზე უარი მი­თხრეს, რა სა­ჭი­როა, დამ­კვე­თე­ბი ამას არ ითხო­ვე­ნო! მე კი არ მო­ვეშ­ვი და რამ­დე­ნი­მე მძღოლ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ არ­ცთუ სა­ი­მე­დო ფაქ­ტო­რე­ბიც აღ­მო­ვა­ჩი­ნე. კერ­ძოდ, მძღო­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ტრან­სპორ­ტის ჰი­გი­ე­ნუ­რო­ბი­სა თუ კომ­ფორ­ტუ­ლო­ბის გამო. ამას და­ერ­თო არ­ცთუ მარ­ტი­ვი პრობ­ლე­მა - ზო­გი­ერ­თმა მძღოლ­მა ქარ­თუ­ლი ენა არ იცის. ეს ით­ქმის არა­მარ­ტო და­ქი­რა­ვე­ბულ უცხო­ელ მძღო­ლებ­ზე, არა­მედ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზეც - აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მძღო­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად ან რუ­სუ­ლად სა­უბ­რო­ბენ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს უმ­რავ­ლე­სო­ბას არ ეხე­ბა და მი­უ­ხე­და­ვად მათი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და უდი­დე­სი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი­სა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, მით უფრო რომ ახალ­გაზ­რდა მშობ­ლე­ბის თა­ო­ბას რუ­სუ­ლი ენა არ ეს­მის. ეს ექ­სკურ­სი­ე­ბის დროს კო­მუ­ნი­კა­ცი­ას არ­თუ­ლებს და სა­ხი­ფა­თოა.

ორ­თა­ჭა­ლის ავ­ტო­სად­გურ­ში, სა­დაც უამ­რა­ვი გა­დამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­აა, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი უცხო­ე­ლი მძღო­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. მა­გა­ლი­თად, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თაც შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ენა იცი­ან, მაგ­რამ მათი მარ­თვის უფ­ლე­ბა­და სხვა დო­კუ­მენ­ტა­ცია თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფო­შია გა­ცე­მუ­ლი, რა­საც, ცხა­დია, დამ­კვე­თი ჯე­როვ­ნად ვერ ეც­ნო­ბა. ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­მარ­თუ­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მე­სა­კუთ­რე­ე­ბი გთა­ვა­ზო­ბენ, რაც უკვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­შია გა­ცე­მუ­ლი.

ერთ-ერთი ასე­თი ავ­ტო­მე­სა­კუთ­რი­სა და ჩემი სა­უ­ბა­რი ასე წა­რი­მარ­თა:

- უცხო­ე­ლი მძღო­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, თუმ­ცა, რად­გან მისი მარ­თვის მოწ­მო­ბა თურ­ქულ ენა­ზეა და ჯე­როვ­ნად ვერ ვეც­ნო­ბი, მისი მომ­სა­ხუ­რე­ბით ვერ ვი­სარ­გებ­ლებ.

- რა­ტომ? ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­არ­სე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო მგზავ­რე­ბი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დაჰ­ყავს. ბავ­შვე­ბის ექ­სკურ­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ არის პრობ­ლე­მა?

- იმი­ტომ, რომ მძღო­ლის მარ­თვის მოწ­მო­ბის ჯე­რო­ვა­ნი გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არა მაქვს. შე­გიძ­ლი­ათ სხვა მძღო­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზოთ?

- არა. თუ არ გნე­ბავთ, კარ­გად იყა­ვით.

ამის შემ­დეგ სა­სურ­ვე­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ძი­ე­ბა გან­ვაგ­რძე და ამ­ჯე­რად გა­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სი შე­მომ­თა­ვა­ზეს, რა­ზეც უარი ვთქვი - მი­ზე­ზი ამ­ჯე­რად ძა­მას ხე­ო­ბა და მისი ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლის რე­ლი­ე­ფი იყო, სა­დაც მსგავ­სი მას­შტა­ბის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტს მობ­რუ­ნე­ბა უჭირს და სა­რის­კოა. თუმ­ცა მძღო­ლი და­ჟი­ნე­ბით მიმ­ტკი­ცებ­და სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს, მანდ არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვა­რო. რო­დე­საც სა­სურ­ვე­ლი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი, ბო­ლოს და ბო­ლოს, ვი­პო­ვე და მძღოლს გა­ვე­სა­უბ­რე, მან ჩემს შე­კი­თხვა­ზე, არ­სე­ბობს თუ არა რა­ი­მე მე­ქა­ნიზ­მი მძღო­ლის გა­დაღ­ლი­ლო­ბის ან უძი­ლო­ბის გა­მო­საც­ნო­ბად, რაც ექ­სკურ­სი­ის დროს სა­რის­კოა, მან მი­პა­სუ­ხა, რომ არ არ­სე­ბობს,მხო­ლოდ ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბაა თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა.სა­ბო­ლო­ოდ ექ­სკურ­სია შედ­გა, რომ­ლის­გა­ნაც მე პი­რა­დად სა­ქარ­თვე­ლოს ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბით ტკბო­ბის ნაც­ვლად და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­ცდა წა­მომ­ყვა. თუმ­ცა ეს არა­ფე­რია იმ დიდ რის­კებ­თან შე­და­რე­ბით, რა­საც ის ნი­უ­ან­სე­ბი ქმნი­ან, რა­ზეც გი­ამ­ბეთ და რისი გა­კონ­ტრო­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მიც უსა­თუ­ოდ უნდა გა­მო­ი­ძებ­ნოს.

ავ­ტო­რი ეთერ ერა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ბავშვებს ექსკურსიაზე გაუშვებთ?

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ბავშვებს ექსკურსიაზე გაუშვებთ?

შარშან, 2023 წელს, სკოლებმა განათლების სამინისტროსგან ასეთი მიმართვა მიიღეს:

"გასული ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ რეკომენდებული იყო სასკოლო ექსკურსიები 150 კმ რადიუსში განხორციელებულიყო. აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურებოდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამჟამად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალაში რჩება სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები, რომელიც 2019 წელს მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრომ". შემდეგ ჩამოთვლილი იყო საექსკურსიო რეგულაციები. მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებთ, კერძოდ:

  • ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური ცნობა, რომ მძღოლი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება;
  • ასევე დოკუმენტი, რომლის ძალითაც დასტურდება,რომ მძღოლი მართვის უფლების მოპოვებიდან, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

დანარჩენ დოკუმენტაციას არ ჩამოვთვლი, რადგან მიმაჩნდა, რომ დანარჩენის მოგვარება მხოლოდ ტექნიკური საქმეა და ვიზუალურადაც ჩანს ტრანსპორტის დათვალიერებისას.

მაგალითად, რამდენად მოსახერხებელია ტრანსპორტი ბავშვებისათვის, არის თუ არა საკმარისი ადგილები, რამდენად მარტივია მძღოლთან კომუნიკაცია ექსკურსიის დროს და ა.შ. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, პრობლემებს სწორედ აქ წავაწყდი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მშობელთა უმეტესობა ექსკურსიის მძღოლსა და ავტოტრანსპორტს წინასწარ არ ეცნობა. ამის საშუალებას არც მძღოლი იძლევა, რომელიც შეკვეთის დროს აცხადებს, რომ დავალებაზეა, მაგრამ ადგილზე ექსკურსიის დროს კეთილსინდისიერად გამოცხადდება. დამკვეთი სატრანსპორტო საშუალებას ექსკურსიის დღემდე მხოლოდ ონლაინ, მძღოლის გამოგზავნილი ავტოტრანსპორტის ფოტოსურათით ხედავს, ექსკურსიის დროს კი უამრავი პრობლემის წინაშე დგება. ეს პირადად მაშინ გავიგე,როდესაც მძღოლებმა წინასწარ შეხვედრაზე უარი მითხრეს, რა საჭიროა, დამკვეთები ამას არ ითხოვენო! მე კი არ მოვეშვი და რამდენიმე მძღოლთან შეხვედრის შემდეგ არცთუ საიმედო ფაქტორებიც აღმოვაჩინე. კერძოდ, მძღოლის გაღიზიანება ტრანსპორტის ჰიგიენურობისა თუ კომფორტულობის გამო. ამას დაერთო არცთუ მარტივი პრობლემა - ზოგიერთმა მძღოლმა ქართული ენა არ იცის. ეს ითქმის არამარტო დაქირავებულ უცხოელ მძღოლებზე, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზეც - აზერბაიჯანელ მძღოლებზე, რომლებიც მხოლოდ აზერბაიჯანულად ან რუსულად საუბრობენ. საბედნიეროდ, ეს უმრავლესობას არ ეხება და მიუხედავად მათი პროფესიონალიზმისა და უდიდესი კეთილსინდისიერებისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია, მით უფრო რომ ახალგაზრდა მშობლების თაობას რუსული ენა არ ესმის. ეს ექსკურსიების დროს კომუნიკაციას ართულებს და სახიფათოა.

ორთაჭალის ავტოსადგურში, სადაც უამრავი გადამყვანი კომპანიაა, დაქირავებული უცხოელი მძღოლები მუშაობენ. მაგალითად, თურქეთის მოქალაქეები, რომელთაც შესაძლოა საქართველოს სახელმწიფო ენა იციან, მაგრამ მათი მართვის უფლებადა სხვა დოკუმენტაცია თურქეთის სახელმწიფოშია გაცემული, რასაც, ცხადია, დამკვეთი ჯეროვნად ვერ ეცნობა. ავტომომსახურების გამართულობის დოკუმენტაციას სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეები გთავაზობენ, რაც უკვე საქართველოს სახელმწიფოშია გაცემული.

ერთ-ერთი ასეთი ავტომესაკუთრისა და ჩემი საუბარი ასე წარიმართა:

- უცხოელი მძღოლის მომსახურების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა, რადგან მისი მართვის მოწმობა თურქულ ენაზეა და ჯეროვნად ვერ ვეცნობი, მისი მომსახურებით ვერ ვისარგებლებ.

- რატომ? ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოში დაარსებულ ოფიციალურ კომპანიას, რომელსაც საერთაშორისო მგზავრები 10 წლის განმავლობაში გადაჰყავს. ბავშვების ექსკურსია საქართველოში რატომ არის პრობლემა?

- იმიტომ, რომ მძღოლის მართვის მოწმობის ჯეროვანი გაცნობის საშუალება არა მაქვს. შეგიძლიათ სხვა მძღოლის მომსახურება შემომთავაზოთ?

- არა. თუ არ გნებავთ, კარგად იყავით.

ამის შემდეგ სასურველი ავტოსატრანსპორტო საშუალების ძიება განვაგრძე და ამჯერად გამართული, მაგრამ ორსართულიანი ავტობუსი შემომთავაზეს, რაზეც უარი ვთქვი - მიზეზი ამჯერად ძამას ხეობა და მისი ზოგიერთი ადგილის რელიეფი იყო, სადაც მსგავსი მასშტაბის ავტოტრანსპორტს მობრუნება უჭირს და სარისკოა. თუმცა მძღოლი დაჟინებით მიმტკიცებდა საწინააღმდეგოს, მანდ არაერთხელ ვყოფილვარო. როდესაც სასურველი ავტოტრანსპორტი, ბოლოს და ბოლოს, ვიპოვე და მძღოლს გავესაუბრე, მან ჩემს შეკითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე მექანიზმი მძღოლის გადაღლილობის ან უძილობის გამოსაცნობად, რაც ექსკურსიის დროს სარისკოა, მან მიპასუხა, რომ არ არსებობს,მხოლოდ ექსკურსიის ორგანიზატორების დაკვირვებაა თავდაცვის საშუალება.საბოლოოდ ექსკურსია შედგა, რომლისგანაც მე პირადად საქართველოს ულამაზესი ადგილებით ტკბობის ნაცვლად დაძაბულობის განცდა წამომყვა. თუმცა ეს არაფერია იმ დიდ რისკებთან შედარებით, რასაც ის ნიუანსები ქმნიან, რაზეც გიამბეთ და რისი გაკონტროლების მექანიზმიც უსათუოდ უნდა გამოიძებნოს.

ავტორი ეთერ ერაძე