საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟორჟ სიმენონი: დეტექტიური ჟანრის ოსტატი და ადამიანის სულის მემატიანე
ჟორჟ სიმენონი: დეტექტიური ჟანრის ოსტატი და ადამიანის სულის მემატიანე

ჟორჟ სი­მე­ნო­ნი, ბელ­გი­ე­ლი მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი გახ­და კო­მი­სარ მეგ­რეს შე­სა­ხებ დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნე­ბით, მე-20 სა­უ­კუ­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა გა­მო­ირ­ჩე­ვა ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ის ღრმა გა­გე­ბით.

ჟორჟ ჟო­ზეფ კრის­ტი­ან სი­მე­ნო­ნი და­ი­ბა­და 1903 წლის 13 თე­ბერ­ვალს ლი­ეჟ­ში (ბელ­გია). ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე იჩენ­და ინ­ტე­რესს ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მართ, რის გა­მოც ად­გი­ლობ­რივ გა­ზე­თებ­ში მუ­შა­ობ­და. 19 წლის ასაკ­ში სი­მე­ნო­ნი სა­ცხოვ­რებ­ლად პა­რიზ­ში გა­და­ვი­და და მწერ­ლის კა­რი­ე­რა და­ი­წყო. პირ­ვე­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ფსევ­დო­ნი­მით და­წე­რა და მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლით წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა.

კო­მი­სა­რი მეგ­რე: ლე­გენ­დის და­ბა­დე­ბა

კო­მი­სარ მეგ­რეს შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი რო­მა­ნი, პი­ტერ ლატ­ვი­ე­ლი (1931), მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სე­რი­ის და­სა­წყი­სი იყო. მეგ­რე მშვი­დი და გამ­ჭრი­ა­ხი დე­ტექ­ტი­ვის გან­სა­ხი­ე­რე­ბა, ევ­რო­პე­ლი დე­ტექ­ტი­ვის სიმ­ბო­ლოდ იქცა. მისი კვლე­ვის მე­თო­დი, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბი­სა და გა­რე­მოს ღრმა გა­აზ­რე­ბა­ზე, გა­ნას­ხვა­ვებს სი­მე­ნო­ნის ნა­მუ­შევ­რებს კლა­სი­კუ­რი დე­ტექ­ტი­უ­რი ის­ტო­რი­ე­ბის­გან ლო­გი­კა­სა და ანა­ლიზ­ზე აქ­ცენ­ტით.

სი­მე­ნონ­მა შექ­მნა 70-ზე მეტი რო­მა­ნი და მრა­ვა­ლი მო­თხრო­ბა კო­მი­სარ მეგ­რეს შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ითარ­გმნა ათე­უ­ლო­ბით ენა­ზე და არა­ერ­თხელ იქნა ეკ­რა­ნი­ზე­ბუ­ლი, თუმ­ცა, მწერ­ლის­თვის მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა მხო­ლოდ ამ სე­რი­ას არ მო­უ­ტა­ნია.

ჟორჟ სი­მე­ნონ­მა და­წე­რა 400-ზე მეტი რო­მა­ნი და მო­თხრო­ბა, რო­მელ­თა­გან ბევ­რი გა­მო­ი­ცა ფსევ­დო­ნი­მე­ბით. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი მო­ი­ცავს ჟან­რის ფარ­თო სპექტრს: დე­ტექ­ტი­უ­რი მო­თხრო­ბე­ბი­დან ფსი­ქო­ლო­გი­ურ დრა­მე­ბამ­დე. მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მთა­ვა­რია ადა­მი­ა­ნი და მისი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო. სი­მე­ნონ­მა ოს­ტა­ტუ­რად აღ­წე­რა თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ფსი­ქო­ლო­გია, მათი მო­ტი­ვე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა, რა­მაც მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ღრმა და რე­ა­ლის­ტუ­რი გა­ხა­და.

სი­მე­ნო­ნი იყო არა მხო­ლოდ ნა­ყო­ფი­ე­რი მწე­რა­ლი, არა­მედ მძი­მე ბე­დის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი. მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სავ­სე იყო თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი რო­მა­ნე­ბი­თა და სკან­და­ლე­ბით, რაც უც­ვლე­ლად აი­სა­ხა მის ნა­მუ­შევ­რებ­ში. მწე­რა­ლი ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და რამ­დე­ნი­მე შვი­ლი ჰყავ­და. მან იცხოვ­რა დიდ­ხანს, სავ­სემ რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წარ­მა­ტე­ბე­ბით, ასე­ვე პი­რა­დი ტრა­გე­დი­ე­ბით.

სი­მე­ნონს ჰქონ­და თა­ნაგ­რძნო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის სუ­ლის ყვე­ლა­ზე ფა­რულ კუ­თხე­ებ­ში შეღ­წე­ვის იშ­ვი­ა­თი უნა­რი. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ხში­რად ეხე­ბა გა­უ­ცხო­ე­ბის, მარ­ტო­ო­ბი­სა და ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი კრი­ზი­სე­ბის თე­მებს.

ჟორჟ სი­მე­ნო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა 1989 წლის 4 სექ­ტემ­ბერს და და­ტო­ვა უზარ­მა­ზა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი დღე­საც გა­მო­ი­ცე­მა და მწერ­ლის წვლი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მთელ­მა მსოფ­ლი­ომ აღი­ა­რა. კო­მი­სა­რი მეგ­რე გახ­და დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის სიმ­ბო­ლო, თა­ვად სი­მე­ნო­ნი კი მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კი­თხვა­დი და საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი.

კო­მი­სა­რი მეგ­რე ქარ­თუ­ლად

24 ივ­ნი­სი­დან, ახა­ლი სე­რია დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის კლა­სი­კო­სის სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნე­ბი, რო­მელ­თა მთა­ვა­რი გმი­რია კო­მი­სა­რი მეგ­რე, 10 ტო­მე­უ­ლად ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ი­ცე­მა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მოს­ცემს: პა­ე­მან­ზე ნი­უ­ფა­უნდლენ­დე­ლებ­თან; ყვი­თე­ლი ძაღ­ლი; ბერ­ჟე­რა­კე­ლი შეშ­ლი­ლი; სას­ტუმ­რო მა­ჟეს­ტი­კის სარ­და­ფე­ბი; მეგ­რეს ჩა­ნა­წე­რე­ბი; მეგ­რე და ზარ­მა­ცი ქურ­დი; მეგ­რე ქა­ლაქ ვი­ში­ში; მეგ­რეს მრის­ხა­ნე­ბა; მეგ­რე და მარ­ტო­ხე­ლა კაცი და მეგ­რე და ბა­ტო­ნი შარ­ლი.

წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 8 ლარი იქ­ნე­ბა, 15 ლა­რის ნაც­ვლად.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ჟორჟ სიმენონი: დეტექტიური ჟანრის ოსტატი და ადამიანის სულის მემატიანე

ჟორჟ სიმენონი: დეტექტიური ჟანრის ოსტატი და ადამიანის სულის მემატიანე

ჟორჟ სიმენონი, ბელგიელი მწერალი, რომელიც ცნობილი გახდა კომისარ მეგრეს შესახებ დეტექტიური რომანებით, მე-20 საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი შემოქმედება გამოირჩევა ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა გაგებით.

ჟორჟ ჟოზეფ კრისტიან სიმენონი დაიბადა 1903 წლის 13 თებერვალს ლიეჟში (ბელგია). ადრეული ასაკიდანვე იჩენდა ინტერესს ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის მიმართ, რის გამოც ადგილობრივ გაზეთებში მუშაობდა. 19 წლის ასაკში სიმენონი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და მწერლის კარიერა დაიწყო. პირველი ნამუშევრები სხვადასხვა ფსევდონიმით დაწერა და მხოლოდ მოგვიანებით დაიწყო საკუთარი სახელით წიგნების გამოცემა.

კომისარი მეგრე: ლეგენდის დაბადება

კომისარ მეგრეს შესახებ პირველი რომანი, პიტერ ლატვიელი (1931), მსოფლიო ლიტერატურაში დეტექტიური რომანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიის დასაწყისი იყო. მეგრე მშვიდი და გამჭრიახი დეტექტივის განსახიერება, ევროპელი დეტექტივის სიმბოლოდ იქცა. მისი კვლევის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ბუნებისა და გარემოს ღრმა გააზრებაზე, განასხვავებს სიმენონის ნამუშევრებს კლასიკური დეტექტიური ისტორიებისგან ლოგიკასა და ანალიზზე აქცენტით.

სიმენონმა შექმნა 70-ზე მეტი რომანი და მრავალი მოთხრობა კომისარ მეგრეს შესახებ, რომლებიც ითარგმნა ათეულობით ენაზე და არაერთხელ იქნა ეკრანიზებული, თუმცა, მწერლისთვის მსოფლიო პოპულარობა მხოლოდ ამ სერიას არ მოუტანია.

ჟორჟ სიმენონმა დაწერა 400-ზე მეტი რომანი და მოთხრობა, რომელთაგან ბევრი გამოიცა ფსევდონიმებით. მისი ნამუშევრები მოიცავს ჟანრის ფართო სპექტრს: დეტექტიური მოთხრობებიდან ფსიქოლოგიურ დრამებამდე. მის შემოქმედებაში მთავარია ადამიანი და მისი შინაგანი სამყარო. სიმენონმა ოსტატურად აღწერა თავისი პერსონაჟების ფსიქოლოგია, მათი მოტივები და გამოცდილება, რამაც მისი ნამუშევრები ღრმა და რეალისტური გახადა.

სიმენონი იყო არა მხოლოდ ნაყოფიერი მწერალი, არამედ მძიმე ბედის მქონე ადამიანი. მისი პირადი ცხოვრება სავსე იყო თავბრუდამხვევი რომანებითა და სკანდალებით, რაც უცვლელად აისახა მის ნამუშევრებში. მწერალი ორჯერ იყო დაქორწინებული და რამდენიმე შვილი ჰყავდა. მან იცხოვრა დიდხანს, სავსემ როგორც შემოქმედებითი წარმატებებით, ასევე პირადი ტრაგედიებით.

სიმენონს ჰქონდა თანაგრძნობისა და ადამიანის სულის ყველაზე ფარულ კუთხეებში შეღწევის იშვიათი უნარი. მისი ნამუშევრები ხშირად ეხება გაუცხოების, მარტოობისა და ეგზისტენციალური კრიზისების თემებს.

ჟორჟ სიმენონი გარდაიცვალა 1989 წლის 4 სექტემბერს და დატოვა უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობა. მისი ნამუშევრები დღესაც გამოიცემა და მწერლის წვლილი ლიტერატურაში მთელმა მსოფლიომ აღიარა. კომისარი მეგრე გახდა დეტექტიური ჟანრის სიმბოლო, თავად სიმენონი კი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი და საყვარელი ავტორი.

კომისარი მეგრე ქართულად

24 ივნისიდან, ახალი სერია დეტექტიური ჟანრის კლასიკოსის საუკეთესო რომანები, რომელთა მთავარი გმირია კომისარი მეგრე, 10 ტომეულად ქართულ ენაზე გამოიცემა. გამომცემლობა „პალიტრა L” სერიის ფარგლებში გამოსცემს: პაემანზე ნიუფაუნდლენდელებთან; ყვითელი ძაღლი; ბერჟერაკელი შეშლილი; სასტუმრო მაჟესტიკის სარდაფები; მეგრეს ჩანაწერები; მეგრე და ზარმაცი ქურდი; მეგრე ქალაქ ვიშიში; მეგრეს მრისხანება; მეგრე და მარტოხელა კაცი და მეგრე და ბატონი შარლი.

წიგნის სპეციალური ფასი ერთი კვირის განმავლობაში 8 ლარი იქნება, 15 ლარის ნაცვლად.

R