სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უვიზო რეჟიმის გაყინვა" და სანქციები - კიდევ რა ინიციატივით გამოდის ესტონეთის პარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებაში?
"უვიზო რეჟიმის გაყინვა" და სანქციები - კიდევ რა ინიციატივით გამოდის ესტონეთის პარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებაში?

რი­ი­გი­კო­გუმ (ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტმა) მი­ი­ღო გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც გმობს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ქმე­დე­ბებს "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა­სა და ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ პრეს­რე­ლიზ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, რი­ი­გი­კო­გუს 44 წევ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბის: "სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის კრი­ზი­სის შე­სა­ხებ“ მი­ღე­ბას მხა­რი რი­ი­გი­კო­გუს 57-მა წევ­რმა მხა­რი და­უ­ჭი­რა და 13 წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვი­და.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ფარ­თო პრო­ტეს­ტის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­კავ­ში­რე­ე­ბის მხრი­დან მო­წო­დე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს მი­უ­ხე­და­ვად, 28 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­და­ჭე­რით მი­ი­ღო კა­ნო­ნი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“, რო­მე­ლიც შთა­გო­ნე­ბუ­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ე.წ. "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის“ კა­ნო­ნით, რო­მელ­საც პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მე­დი­ი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის რეპ­რე­სი­რე­ბის­თვის იყე­ნებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა, ევ­რო­პის საბ­ჭოს ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ამ და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კა­ნო­ნი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ა­სა და გა­ე­რო-ს სა­მო­ქა­ლა­ქო და პო­ლი­ტი­კურ უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო პაქ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კა­ნო­ნად გა­მო­ა­ცხა­და, რად­გან ის არ­ღვევს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, კა­ნო­ნი­ე­რე­ბი­სა და პრო­პორ­ცი­უ­ლო­ბის პრინ­ცი­პებს.

რი­ი­გი­კო­გუ გმობს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ქმე­დე­ბას "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტსა და მთავ­რო­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­უქ­მონ კა­ნო­ნი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“.

ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტი ასე­ვე მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, შე­წყვი­ტოს ძა­ლა­დო­ბა დე­მონ­სტრან­ტე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­მო­ძი­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და იმ პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც ძა­ლა­დო­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის მი­მართ, და­იც­ვან და­პი­რე­ბა, რომ ხელს შე­უ­წყო­ბენ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას და იმ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ითხოვს და რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

გან­ცხა­დე­ბის პრო­ექ­ტში, ასე­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლია, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და პარ­ლა­მენ­ტი არ და­ი­წყე­ბენ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კრი­ზი­სის გა­და­წყვე­ტას კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გზით, არ და­უბ­რუნ­დე­ბი­ან ევ­რო­კავ­შირ­თან შე­თან­ხმე­ბულ რე­ფორ­მე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მას და არ გა­ა­უქ­მე­ბენ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონს, რი­ი­გი­კო­გუ მი­იჩ­ნევს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეს­ტო­ნეთ­მა დაბ­ლო­კოს ყვე­ლა შემ­დგო­მი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბას, გა­ყი­ნოს გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­თან და გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მო­ი­ყე­ნოს.

რი­ი­გი­კო­გუ ასე­ვე მი­იჩ­ნევს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს შეს­თა­ვა­ზონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ლი­დე­რე­ბი­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუ­ფის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა, მათ შო­რის ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლის აკ­რძალ­ვა. თუ ეს წი­ნა­და­დე­ბა არ იქ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რი­ლი, რი­ი­გი­კო­გუს სურს, რომ ეს­ტო­ნეთ­მა და­ა­წე­სოს რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის სან­ქცი­ე­ბი, მათ შო­რის, ეს­ტო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში შეს­ვლის აკ­რძალ­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მი­მართ.

ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენტს ასე­ვე სურს, რომ ეს­ტო­ნეთ­მა შეს­თა­ვა­ზოს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის ძა­ლა­დობ­რივ ჩახ­შო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის რეპ­რე­სი­ებ­ში. თუ ეს წი­ნა­და­დე­ბა არ იქ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რი­ლი, რი­ი­გი­კო­გუს სურს, ეს­ტო­ნეთ­მა რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სოს ამ პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

რი­ი­გი­კო­გუ ასე­ვე სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევს, რომ ეს­ტო­ნეთ­მა მხა­რი და­უ­ჭი­როს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭო­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის უვი­ზო რე­ჟი­მის გა­ყინ­ვას მა­ნამ, სა­ნამ არ გა­უქ­მდე­ბა კა­ნო­ნი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“.

"რი­ი­გი­კო­გუ გა­მო­ხა­ტავს პა­ტი­ვის­ცე­მას მა­მა­ცი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ, რო­მე­ლიც მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ და პრო­ევ­რო­პულ მო­მა­ვალს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"უვიზო რეჟიმის გაყინვა" და სანქციები - კიდევ რა ინიციატივით გამოდის ესტონეთის პარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებაში?

"უვიზო რეჟიმის გაყინვა" და სანქციები - კიდევ რა ინიციატივით გამოდის ესტონეთის პარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებაში?

რიიგიკოგუმ (ესტონეთის პარლამენტმა) მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და ევროპული ღირებულებების მიტოვებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

ინფორმაციის თანახმად, რიიგიკოგუს 44 წევრის მიერ წარდგენილი განცხადების: "საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ“ მიღებას მხარი რიიგიკოგუს 57-მა წევრმა მხარი დაუჭირა და 13 წინააღმდეგი წავიდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფართო პროტესტის, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მხრიდან მოწოდებისა და საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა მმართველი პარტიის "ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც შთაგონებულია რუსეთის ფედერაციის ე.წ. "უცხოური აგენტების“ კანონით, რომელსაც პუტინის რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის იყენებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და გაერო-ს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის საწინააღმდეგო კანონად გამოაცხადა, რადგან ის არღვევს კანონის უზენაესობის, კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპებს.

რიიგიკოგუ გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისა და ევროპული ღირებულებების მიტოვებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმონ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ესტონეთის პარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, განახორციელოს სამართლებრივი გამოძიება ხელისუფლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, დაიცვან დაპირება, რომ ხელს შეუწყობენ კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვას და იმ რეფორმების განხორციელებას, რასაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა.

განცხადების პროექტში, ასევე, აღნიშნულია, სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის გზით, არ დაუბრუნდებიან ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროგრამას და არ გააუქმებენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რიიგიკოგუ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ესტონეთმა დაბლოკოს ყველა შემდგომი პროცესი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად გამოიყენოს.

რიიგიკოგუ ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ევროკავშირის საბჭოს შესთავაზონ ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს მთავრობის წევრების, საქართველოს პარლამენტის ლიდერებისა და ხელმძღვანელობის, პარტია "ქართული ოცნების“ საპარლამენტო ჯგუფის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა. თუ ეს წინადადება არ იქნება მხარდაჭერილი, რიიგიკოგუს სურს, რომ ესტონეთმა დააწესოს რესპუბლიკის მთავრობის სანქციები, მათ შორის, ესტონეთის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვა აღნიშნული პირების მიმართ.

ესტონეთის პარლამენტს ასევე სურს, რომ ესტონეთმა შესთავაზოს ევროკავშირის საბჭოს სანქციების დაწესება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში, საქართველოს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებში. თუ ეს წინადადება არ იქნება მხარდაჭერილი, რიიგიკოგუს სურს, ესტონეთმა რესპუბლიკის მთავრობის სანქციები დააწესოს ამ პირების წინააღმდეგ.

რიიგიკოგუ ასევე საჭიროდ მიიჩნევს, რომ ესტონეთმა მხარი დაუჭიროს ევროკავშირის საბჭოში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის გაყინვას მანამ, სანამ არ გაუქმდება კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

"რიიგიკოგუ გამოხატავს პატივისცემას მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს“, - ნათქვამია განცხადებაში.