პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცესკოს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტია "ერთიანი ოსეთი“ 202 ხმით უსწრებს ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია "ნიხასს“
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცესკოს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტია "ერთიანი ოსეთი“ 202 ხმით უსწრებს ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია "ნიხასს“

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია ყვე­ლა ე.წ. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ოსე­თი“ 202 ხმით უს­წრებს ე.წ. ლი­დე­რის, ალან გაგ­ლო­ე­ვის პარ­ტია "ნი­ხასს“.

ე.წ. "ცეს­კოს“ ცნო­ბით, სა­ჭი­რო 7 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რი ოთხმა პარ­ტი­ამ გა­და­ლა­ხა, მათ შო­რის "სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ“ და "კო­მუ­ნის­ტურ­მა პარ­ტი­ამ“.

ე.წ. "ცეს­კომ“ ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა იმ კან­დი­დატ­თა სია, რომ­ლებ­მაც ერ­თმან­და­ტი­ან ე.წ. სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში ყვე­ლა­ზე მეტი ხმა მი­ი­ღეს. ესე­ნი არი­ან: ივან სლა­ნო­ვი, ოლეგ კო­ზა­ე­ვი, ალექ­სან­დრე გა­სი­ე­ვი, კონ­სტან­ტი­ნე პლი­ე­ვი, აზა­მატ ძა­ნა­ე­ვი, მალ­ხაზ გაგ­ლო­ე­ვი, აზა­მატ ბე­კო­ე­ვი, ალან გაგ­ლო­ე­ვი, არ­კა­დი კაჩ­მა­ზო­ვი, ალიკ ძა­გო­ე­ვი, არ­სენ კვე­ზე­რო­ვი, იბ­რა­გიმ ხა­რე­ბო­ვი, ალან ხუ­გა­ე­ვი, ზაზა გაღ­ლო­ე­ვი, ან­დრეი ბა­ღა­ნია, ელ­დარ ახ­მე­დო­ვი.

პარ­ტია "ნი­ხას­მა“ შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და, რომ ე.წ. "პარ­ლა­მენ­ტში“ მან­და­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას მი­ი­ღებს. ზო­გი­ერ­თმა ერ­თმან­და­ტი­ან­მა ე.წ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქის "კან­დი­დატ­მა“ უკვე გა­მო­ა­ცხა­და, რომ მას­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს. ყო­ფი­ლი ე.წ. "პრე­ზი­დენ­ტის“ ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია, "ერ­თი­ა­ნი ოსე­თი“ აცხა­დებს, რომ ე.წ "პარ­ლა­მენ­ტში“ არ იმუ­შა­ვებს, "სა­ნამ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა არ აღ­დგე­ბა და კენ­ჭისყ­რის სა­მარ­თლი­ა­ნი შე­დე­გე­ბის დად­გე­ნა არ მოხ­დე­ბა“. პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ "ერ­თი­ან­მა ოსეთ­მა“ ე.წ. ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბის დროს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მა­სობ­რი­ვი დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა უკვე წა­რად­გი­ნა, სა­დაც სა­უ­ბა­რია პას­პორ­ტე­ბის და­რი­გე­ბა­სა და ამომ­რჩე­ველ­თა მა­სობ­რი­ვი მოს­ყიდ­ვის შე­სა­ხებ.

ავტორი:

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცესკოს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტია "ერთიანი ოსეთი“ 202 ხმით უსწრებს ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია "ნიხასს“

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცესკოს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტია "ერთიანი ოსეთი“ 202 ხმით უსწრებს ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია "ნიხასს“

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისია ყველა ე.წ. საარჩევნო უბნის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ოპოზიციური პარტია "ერთიანი ოსეთი“ 202 ხმით უსწრებს ე.წ. ლიდერის, ალან გაგლოევის პარტია "ნიხასს“.

ე.წ. "ცესკოს“ ცნობით, საჭირო 7 პროცენტიანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა, მათ შორის "სახალხო პარტიამ“ და "კომუნისტურმა პარტიამ“.

ე.წ. "ცესკომ“ ასევე გამოაქვეყნა იმ კანდიდატთა სია, რომლებმაც ერთმანდატიან ე.წ. საარჩევნო ოლქებში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. ესენი არიან: ივან სლანოვი, ოლეგ კოზაევი, ალექსანდრე გასიევი, კონსტანტინე პლიევი, აზამატ ძანაევი, მალხაზ გაგლოევი, აზამატ ბეკოევი, ალან გაგლოევი, არკადი კაჩმაზოვი, ალიკ ძაგოევი, არსენ კვეზეროვი, იბრაგიმ ხარებოვი, ალან ხუგაევი, ზაზა გაღლოევი, ანდრეი ბაღანია, ელდარ ახმედოვი.

პარტია "ნიხასმა“ შედეგების გამოქვეყნებამდე განაცხადა, რომ ე.წ. "პარლამენტში“ მანდატების უმრავლესობას მიიღებს. ზოგიერთმა ერთმანდატიანმა ე.წ საარჩევნო ოლქის "კანდიდატმა“ უკვე გამოაცხადა, რომ მასთან ითანამშრომლებს. ყოფილი ე.წ. "პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია, "ერთიანი ოსეთი“ აცხადებს, რომ ე.წ "პარლამენტში“ არ იმუშავებს, "სანამ სამართლიანობა არ აღდგება და კენჭისყრის სამართლიანი შედეგების დადგენა არ მოხდება“. პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ერთიანმა ოსეთმა“ ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ე.წ. არჩევნების დროს დაფიქსირებული მასობრივი დარღვევების შესახებ განცხადება უკვე წარადგინა, სადაც საუბარია პასპორტების დარიგებასა და ამომრჩეველთა მასობრივი მოსყიდვის შესახებ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"