მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკო ლორთქიფანიძის ახალი სამტომეული "პალიტრა L-ისგან"
ნიკო ლორთქიფანიძის ახალი სამტომეული "პალიტრა L-ისგან"

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” მკი­თხველს ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ახალ სამ­ტო­მე­ულს სთა­ვა­ზობს. სე­რი­ის პირ­ვე­ლი ტომი 17 ივ­ნისს გა­მო­ვა და 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 25 ლა­რის ნაც­ვლად 15 ლარი იქ­ნე­ბა. ახა­ლი ტო­მე­ბი კი მკი­თხვე­ლის­თვის თვე­ში ერთხელ გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა სამ­ტო­მე­ულ­ში შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­დე­ბა:

  • პირ­ვე­ლი ტომი - „თავ­საფ­რი­ა­ნი დე­და­კა­ცი“, ნო­ვე­ლე­ბი;
  • მე­ო­რე ტომი - „ბი­ლი­კე­ბი­დან ლი­ან­დაგ­ზე“, მო­თხრო­ბე­ბი;
  • მე­სა­მე ტომი - მო­თხრო­ბე­ბი, პი­ე­სე­ბი.

ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი პრო­ზის გან­ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სა­ზღვრა. მისი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა 1902 წელს და­ი­წყო და მა­ლე­ვე მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, რო­გორც უაღ­რე­სად ჰუ­მა­ნუ­რი იდე­ე­ბის გა­მომ­ხატ­ველ­მა შე­მოქ­მედ­მა. ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა თე­მა­ტუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თა და ჟანრ­თა ნა­ირ­სა­ხე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა აერ­თი­ა­ნებს ნო­ვე­ლებს, მო­თხრო­ბებს, პი­ე­სებ­სა და რო­მანს. თუმ­ცა ის ცალ­სა­ხად მცი­რე ჟან­რის ნა­წარ­მო­ებ­თა აღი­ა­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტია.

მწერ­ლო­ბაც ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე და­ი­წყო, თუმ­ცა ბავ­შვო­ბის ხა­ნის ნა­წე­რე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვად­ვე გა­უ­ნად­გუ­რე­ბია. მწერ­ლის ბავ­შვო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა იყო და ნი­კოც თურ­მე უფრო ხში­რად რუ­სუ­ლი წიგ­ნე­ბით სარ­გებ­ლობ­და. წე­რაც რუ­სუ­ლად და­უ­წყია.

ნიკო ჯერ ვლა­დი­კავ­კაზ­ში, შემ­დეგ კი ავ­სტრი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა სას­წავ­ლებ­ლად. 1907 წელს ისე, რომ სას­წავ­ლე­ბე­ლი არ და­უმ­თავ­რე­ბია, თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. 1907-08 წლებ­ში გერ­მა­ნუ­ლის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო გიმ­ნა­ზი­ა­ში, ეწე­ო­და პუბ­ლი­ცის­ტურ და სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას, რე­დაქ­ტო­რობ­და გა­ზეთ "ერს", რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ხუ­რა ეროვ­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ის გამო. 1912-25 წლებ­ში ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც სა­ად­გილ­მა­მუ­ლო ბან­კში დამ­ფი­ნან­სებ­ლად მო­ე­წყო.

ქუ­თა­ის­ში ყოფ­ნის დროს ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე არა­ერთ გა­მო­ჩე­ნილ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს და­უ­ახ­ლოვ­და: ტი­ცი­ან ტა­ბი­ძეს, პა­ო­ლო იაშ­ვილს, კო­ლაუ ნა­დი­რა­ძეს, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას და სხვებს.

1925 წლი­დან ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ისევ თბი­ლის­ში გა­და­ვი­და და პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა გა­აგ­რძე­ლა. მწე­რა­ლი სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი ახა­სი­ა­თებ­დნენ დიდსუ­ლო­ვან, არის­ტოკ­რა­ტუ­ლი ბუ­ნე­ბის, მოკ­რძა­ლე­ბულ და დახ­ვე­წილ ადა­მი­ა­ნად. მწერ­ლის ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის შავ­ბნელ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა. უკუღ­მარ­თი დრო­ე­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლი მწე­რა­ლი ჩუ­მად, უპ­რე­ტენ­ზი­ოდ ცხოვ­რობ­და და ხე­ლი­სუ­ფალთ თავს არი­დებ­და. ხში­რად უნა­ხავთ შე­ბინ­დე­ბი­სას რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მარ­ტო მო­სე­ირ­ნე, ფიქ­რებ­ში ჩაფ­ლუ­ლი, თვა­ლებ­ში ნაღ­ველ­ჩამ­დგა­რი.

„ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ნა­ი­რი მწერ­ლე­ბი კი არ იბა­დე­ბი­ან, არა­მედ ჩნდე­ბი­ან და გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ან ხოლ­მე ხალ­ხს. ასე გა­მო­ე­ცხა­და იგი 1880 წელს სა­ქარ­თვე­ლოს” - წერ­და ნო­დარ დუმ­ბა­ძე.

ახა­ლი სამ­ტო­მე­უ­ლის პირ­ვე­ლი წიგ­ნის სა­აქ­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 15 ლა­რია. მის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში ან პრე­სის გა­მავ­რცე­ლე­ბელ ჯი­ხუ­რებ­ში. ასე­ვე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ, გახ­დეთ სე­რი­ის გა­მომ­წე­რი, რის­თვი­საც უნდა დარ­ე­კოთ ნო­მერ­ზე: 032 2 47 00 45 ან ეწ­ვი­ოთ ვებგ­ვერდს.

R

მანანა
0

წიგნზე რომ მიუᲗიᲗოᲗ რა ნაწარმოებებს მოიცავს, კარგი იქნება! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ნიკო ლორთქიფანიძის ახალი სამტომეული "პალიტრა L-ისგან"

ნიკო ლორთქიფანიძის ახალი სამტომეული "პალიტრა L-ისგან"

გამომცემლობა „პალიტრა L” მკითხველს ნიკო ლორთქიფანიძის ახალ სამტომეულს სთავაზობს. სერიის პირველი ტომი 17 ივნისს გამოვა და 1 კვირის განმავლობაში მისი სპეციალური ღირებულება 25 ლარის ნაცვლად 15 ლარი იქნება. ახალი ტომები კი მკითხველისთვის თვეში ერთხელ გახდება ხელმისაწვდომი.

მწერლის შემოქმედება სამტომეულში შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • პირველი ტომი - „თავსაფრიანი დედაკაცი“, ნოველები;
  • მეორე ტომი - „ბილიკებიდან ლიანდაგზე“, მოთხრობები;
  • მესამე ტომი - მოთხრობები, პიესები.

ნიკო ლორთქიფანიძემ XX საუკუნის ქართული პროზის განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრა. მისი ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წელს დაიწყო და მალევე მიიქცია ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა შემოქმედმა. ლორთქიფანიძის ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით გამოირჩევა. მისი შემოქმედება აერთიანებს ნოველებს, მოთხრობებს, პიესებსა და რომანს. თუმცა ის ცალსახად მცირე ჟანრის ნაწარმოებთა აღიარებული ოსტატია.

მწერლობაც ადრეული ასაკიდანვე დაიწყო, თუმცა ბავშვობის ხანის ნაწერები მოგვიანებით თავადვე გაუნადგურებია. მწერლის ბავშვობაში ქვეყანაში ქართული წიგნების ნაკლებობა იყო და ნიკოც თურმე უფრო ხშირად რუსული წიგნებით სარგებლობდა. წერაც რუსულად დაუწყია.

ნიკო ჯერ ვლადიკავკაზში, შემდეგ კი ავსტრიაში გაემგზავრა სასწავლებლად. 1907 წელს ისე, რომ სასწავლებელი არ დაუმთავრებია, თბილისში დაბრუნდა. 1907-08 წლებში გერმანულის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ეწეოდა პუბლიცისტურ და საგამომცემლო საქმიანობას, რედაქტორობდა გაზეთ "ერს", რომელიც ხელისუფლებამ დახურა ეროვნული პოზიციის გამო. 1912-25 წლებში ქუთაისში ცხოვრობდა, სადაც საადგილმამულო ბანკში დამფინანსებლად მოეწყო.

ქუთაისში ყოფნის დროს ნიკო ლორთქიფანიძე არაერთ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს დაუახლოვდა: ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, კოლაუ ნადირაძეს, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვებს.

1925 წლიდან ნიკო ლორთქიფანიძე ისევ თბილისში გადავიდა და პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა. მწერალი საგამომცემლო საქმიანობითაც იყო დაკავებული.

ნიკო ლორთქიფანიძეს თანამედროვეები ახასიათებდნენ დიდსულოვან, არისტოკრატული ბუნების, მოკრძალებულ და დახვეწილ ადამიანად. მწერლის ცხოვრების უკანასკნელი წლები ჩვენი ქვეყნის შავბნელ პერიოდს დაემთხვა. უკუღმართი დროებით შეწუხებული მწერალი ჩუმად, უპრეტენზიოდ ცხოვრობდა და ხელისუფალთ თავს არიდებდა. ხშირად უნახავთ შებინდებისას რუსთაველის გამზირზე მარტო მოსეირნე, ფიქრებში ჩაფლული, თვალებში ნაღველჩამდგარი.

„ნიკო ლორთქიფანიძის ნაირი მწერლები კი არ იბადებიან, არამედ ჩნდებიან და გამოეცხადებიან ხოლმე ხალხს. ასე გამოეცხადა იგი 1880 წელს საქართველოს” - წერდა ნოდარ დუმბაძე.

ახალი სამტომეულის პირველი წიგნის სააქციო ღირებულება 15 ლარია. მის შეძენას შეძლებთ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, რისთვისაც უნდა დარეკოთ ნომერზე: 032 2 47 00 45 ან ეწვიოთ ვებგვერდს.

R