პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს... აიძულებდნენ, სოცქსელებში მოეწონებინათ კახა კალაძის პოსტები" - საია
"სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს... აიძულებდნენ, სოცქსელებში მოეწონებინათ კახა კალაძის პოსტები" - საია

სამ­სა­ხუ­რი­დან გაგ­დე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებს, ასე­ვე აი­ძუ­ლებ­დნენ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მო­ე­წო­ნე­ბი­ნათ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლად, თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­ბი, - ამის შე­სა­ხებ საია-ს სპე­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით - "სა­ქარ­თვე­ლო: ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის" პი­რის­პირ".

  • რო­გორც ან­გა­რი­ში­დან ირ­კვე­ვა, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა მი­მართ სა­ხელ­მწი­ფო იყე­ნებს სხვა­დას­ხვა რეპ­რე­სი­ულ მე­თოდს, მათ შო­რის, სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ უზღუ­დავს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას“.

"სამ­სა­ხუ­რი­დან გაგ­დე­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებს, ასე­ვე აი­ძუ­ლებ­დნენ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მო­ე­წო­ნე­ბი­ნათ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლად, თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­ბი. 23 აპ­რილს ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სცე­ნი­დან მსა­ხი­ო­ბებ­მა, რომ­ლებ­მაც და­ამ­თავ­რეს სპექ­ტაკ­ლი ფრა­ზით - „რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია. ჩვე­ნი გზა ევ­რო­პა­შია. არა რუ­სულ კა­ნონს!” - მი­ი­ღეს სას­ტი­კი წე­რი­ლო­ბი­თი საყ­ვე­დუ­რი თე­ატ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან.

სხვა­დას­ხვა წყა­რო­დან საია-სთვის მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ზა­რე­ბი ასე­ვე, გან­ხორ­ცი­ელ­და რე­გი­ო­ნუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა თუ ფი­ლი­ა­ლე­ბის, ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ამას­თან, მათი ოჯა­ხე­ბის წევ­რებ­თან, მათ შო­რის, არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებ­თან. გარ­და ამი­სა, სა­გან­გა­შოა, რომ „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა მი­მართ სა­ხელ­მწი­ფო იყე­ნებს სხვა­დას­ხვა რეპ­რე­სი­ულ მე­თოდს, მათ შო­რის, სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ უზღუ­დავს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მე­ბით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. საია-ს ერთ-ერთ რე­გი­ო­ნულ ოფისს მი­მარ­თა მო­ქა­ლა­ქემ, რო­მელ­მაც მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­ში და, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა.

რო­გორც მო­ქა­ლა­ქე გან­მარ­ტავს, სი­ტყვი­ე­რად მა­შინ­ვე დაჰ­პირ­დნენ 500 ლა­რით დახ­მა­რე­ბას, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე 1 თვე­ზე მეტი გა­ვი­და, მას წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხი დღემ­დე არ მი­უ­ღია. მისი თქმით, მა­ნამ­დე მის­მა ნაც­ნო­ბებ­მა, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში არი­ან და­საქ­მე­ბულ­ნი, მას მოს­თხო­ვეს, რომ არ გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პოს­ტე­ბი. ის გა­მოთ­ქვამს ვა­რა­უდს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­სურსს შერ­ჩე­ვით, მხო­ლოდ თა­ვის მომ­ხრე­ებ­ზე ანა­წი­ლებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

ავტორი:

"სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს... აიძულებდნენ, სოცქსელებში მოეწონებინათ კახა კალაძის პოსტები" - საია

"სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს... აიძულებდნენ, სოცქსელებში მოეწონებინათ კახა კალაძის პოსტები" - საია

სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, ასევე აიძულებდნენ, სოციალურ ქსელებში მოეწონებინათ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების, კონკრეტულად, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტები, - ამის შესახებ საია-ს სპეციალურ ანგარიშშია აღნიშნული სახელწოდებით - "საქართველო: ადამიანის უფლებები "რუსული კანონის" პირისპირ".

  • როგორც ანგარიშიდან ირკვევა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა მიმართ სახელმწიფო იყენებს სხვადასხვა რეპრესიულ მეთოდს, მათ შორის, სავარაუდოდ, მათ უზღუდავს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობას“.

"სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, ასევე აიძულებდნენ, სოციალურ ქსელებში მოეწონებინათ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების, კონკრეტულად, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტები. 23 აპრილს ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენიდან მსახიობებმა, რომლებმაც დაამთავრეს სპექტაკლი ფრაზით - „რუსეთი ოკუპანტია. ჩვენი გზა ევროპაშია. არა რუსულ კანონს!” - მიიღეს სასტიკი წერილობითი საყვედური თეატრის ადმინისტრაციისგან.

სხვადასხვა წყაროდან საია-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუქარის შემცველი ზარები ასევე, განხორციელდა რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ფილიალების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და რეგიონული მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამასთან, მათი ოჯახების წევრებთან, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან. გარდა ამისა, საგანგაშოა, რომ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეთა მიმართ სახელმწიფო იყენებს სხვადასხვა რეპრესიულ მეთოდს, მათ შორის, სავარაუდოდ, მათ უზღუდავს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობას. საია-ს ერთ-ერთ რეგიონულ ოფისს მიმართა მოქალაქემ, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილში განცხადება შეიტანა მუნიციპალიტეტის მერიაში და, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სამედიცინო კვლევების დასაფინანსებლად ერთჯერადი დახმარება ითხოვა.

როგორც მოქალაქე განმარტავს, სიტყვიერად მაშინვე დაჰპირდნენ 500 ლარით დახმარებას, მაგრამ გადაწყვეტილების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 1 თვეზე მეტი გავიდა, მას წერილობითი პასუხი დღემდე არ მიუღია. მისი თქმით, მანამდე მისმა ნაცნობებმა, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობაში არიან დასაქმებულნი, მას მოსთხოვეს, რომ არ გაეზიარებინა „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო პოსტები. ის გამოთქვამს ვარაუდს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სახელმწიფო რესურსს შერჩევით, მხოლოდ თავის მომხრეებზე ანაწილებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.