მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვებრძოლოთ ვაზის მავნებლებს
როგორ ვებრძოლოთ ვაზის მავნებლებს

უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო ცნო­ბი­ლია, რო­გორც მე­ვე­ნა­ხე­თა და მეღ­ვი­ნე­თა ქვე­ყა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვაზს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. დღემ­დე მო­აღ­წია ვა­ზის უნი­კა­ლურ­მა, ენ­დე­მურ­მა ჯი­შებ­მა. სწო­რედ ამ ჯი­შე­ბის გა­დარ­ჩე­ნა, გამ­რავ­ლე­ბა და აღორ­ძი­ნე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს დღეს-დღე­ო­ბით მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

გთა­ვა­ზობთ ვა­ზის მავ­ნებ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ბი­ო­ლო­გი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა მოკ­ლე აღ­წე­რას და მათ­თან ბრძო­ლის მე­თო­დებს.

ყუ­რძნის ჭია Lobesia botrana Schiff

ყუ­რძნის ჭიის პე­პე­ლა პა­ტა­რა ზო­მი­საა. ზედა მხრი­დან მურა ნაც­რის­ფე­რია, გვერ­დე­ბი­დან და ქვე­და მხრი­დან – ღია-ნაც­რის­ფე­რი. წინა ფრთე­ბი და­წინწკლუ­ლია ყვი­თე­ლი, ნაც­რის­ფე­რი და მო­ლურ­ჯო ლა­ქე­ბით. უკა­ნა ფრთე­ბი ღია ნაც­რის­ფე­რია. მას უკა­ნა მხა­რეს ჯინ­ჯი­ლე­ბი (ფო­ჩე­ბი) აქვს. ულ­ვა­შე­ბი ძა­ფი­სებ­რია, შე­და­რე­ბით მსხვი­ლი და უბეწ­ვო. ფრთებ­გაშ­ლი­ლი პეპ­ლის სი­გა­ნე - 10-13 მმ-ია, სიგ­რძე - 4-5 მმ. ყუ­რძნის ჭიის პირ­ვე­ლი გე­ნე­რა­ცი­ის მატ­ლი აზი­ა­ნებს ყვა­ვი­ლებს, აბ­ლა­ბუ­დის თხელ ძა­ფებ­ში ახ­ვევს, შიგ ექ­ცე­ვა და ისე იკ­ვე­ბე­ბა. ყვა­ვი­ლო­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მატ­ლი ნა­ყოფს და ყლორ­ტს აზი­ა­ნებს, რის გა­მოც მტე­ვა­ნი მთლი­ა­ნად ან ნა­წი­ლობ­რივ ხმე­ბა. ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში მე­ო­რე გე­ნე­რა­ცი­ის მატ­ლი ვი­თარ­დე­ბა და მწვა­ნე მარ­ცვლით იკ­ვე­ბე­ბა. ახ­ლად გა­მო­ჩე­კი­ლი მატ­ლი მარ­ცვლის ზე­და­პირ­ზე მცი­რე ნა­წილს ღრღნის, მოზ­რდი­ლი კი მარ­ცვალ­ში იჭ­რე­ბა და მის მთელ რბი­ლობს სპობს.

ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი - მე­ქა­ნი­კუ­რი მე­თო­დე­ბი­დან კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა ვა­ზის დრო­უ­ლად გა­ფურ­ჩქნა, რად­გან ამ პი­რო­ბებ­ში მავ­ნებ­ლის კვერ­ცხე­ბის დიდ ნა­წილს პირ­და­პირ ხვდე­ბა მზის სხი­ვე­ბი და იღუ­პე­ბა. ყუ­რძნის ჭიას წი­ნა­აღ­მდეგ სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს იძ­ლე­ვა ქი­მი­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც უნდა ჩა­ტარ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად ნე­ბა­დარ­თუ­ლი პეს­ტი­ცი­დე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კა­ტა­ლო­გი­სა და შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი­დან კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა 1%-იანი ბი­ტოქ­სი­ბა­ცი­ლი­ნი, დენ­რო­ბა­ცი­ლი­ნი ან ლე­პი­დო­ცი­დი. პირ­ველ თა­ო­ბა­ზე წამ­ლო­ბა ტარ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მტევ­ნე­ბი კოკ­რებ­შია, მე­ო­რე ყვა­ვი­ლო­ბის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე. მე­სა­მე კი სიმ­წი­ფის წინ, მარ­ცვლე­ბის შეთ­ვა­ლე­ბი­სას.

„მე­ურ­ნის ენ­ციკ­ლო­პე­დია - ყვე­ლა­ფე­რი სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის შე­სა­ხებ“ უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მაა, რო­მე­ლიც სრულ­ყო­ფილ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის პრაქ­ტი­კოს მე­ურ­ნე­ებ­სა და დამ­წყებ ფერ­მე­რებს. ავ­ტო­რის პრო­ფე­სი­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მკი­თხვე­ლი ამომ­წუ­რავ პრაქ­ტი­კულ და თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას შე­ი­ძენს სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თის მო­წყო­ბის წე­სებ­სა და ნე­ბის­მი­ერ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ზე. ცალ­კე­ულ თა­ვებ­ში აღ­წე­რი­ლია მარ­ცვლო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბი­სა და ვა­ზის მოვ­ლის მე­თო­დე­ბი; სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბი ში­ნა­უ­რი პი­რუ­ტყვის, ფრინ­ვე­ლის მო­შე­ნე­ბა-მოვ­ლის თა­ო­ბა­ზე; ავ­ტო­რი გვაწ­ვდის დაწ­ვრი­ლე­ბით ცნო­ბებს კულ­ტუ­რუ­ლი და დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ; მკი­თხველს უთუ­ოდ და­ა­ინ­ტე­რე­სებს მა­სა­ლე­ბი მე­თევ­ზე­ო­ბა­სა და მე­ფუტკრე­ო­ბა­ზე. წიგნ­ში აღ­წე­რი­ლია სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი და მათი გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სე­ბი; გან­ხი­ლუ­ლია სუ­ნელ-სა­ნე­ლებ­ლე­ბი და სა­ღე­ბა­ვი მცე­ნა­რე­ე­ბი, მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და მოკ­ლე ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბი. მკი­თხველს ვთა­ვა­ზობთ პრაქ­ტი­კულ რჩე­ვებს, ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­მო­სა­დეგ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო ამ­ბებს მცე­ნა­რე­თა და ცხო­ველ­თა სამ­ყა­რო­დან. მე­ურ­ნის ენ­ციკ­ლო­პე­დია კარგ სამ­სა­ხურს გა­უ­წევს ფერ­მე­რებს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფი­ლუ­რი ფა­კულ­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტებს.ყვე­ლას, ვი­საც ბუ­ნე­ბა უყ­ვარს. რო­გორ დავ­გეგ­მოთ ნაკ­ვე­თი? რო­გორ მო­ვუ­ა­როთ ვე­ნახს, ბოსტნე­ულს, კენკრო­ვან-ბა­ლა­ხო­ვან და კაკ­ლო­ვან კულ­ტუ­რებს? რო­გორ ვიზ­რუ­ნოთ ფუტ­კარ­ზე, ში­ნა­ურ ფრინ­ვე­ლებ­სა და ცხო­ვე­ლებ­ზე? რო­გორ და­ვამ­შვე­ნოთ კარ-მი­და­მო დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბით?

ბუკ­ნა ანუ კვირ­ტის ჭია Procris ampelophaga Bayle

ბუკ­ნას პე­პე­ლა მო­ლურ­ჯო ან მომ­წვა­ნო მომ­წვა­ნო-ლურ­ჯია, ფრთე­ბი მო­ნაც­რის­ფრო შავი აქვს. მამ­ლის ულ­ვა­შე­ბი ორი­ვე მხა­რეს სა­ვარ­ცხლის მსგავ­სი და ბეწ­ვი­ა­ნია, დე­დალს კი ულ­ვა­შებ­ზე ბეწ­ვი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არა აქვს. ვა­ზის კვირ­ტე­ბის მავ­ნე­ბე­ლი უფრო მე­ტად გა­ზა­ფხულ­ზე აზი­ა­ნებს, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სა­ნა­ყო­ფე რქა­ზე კვირ­ტე­ბი მთლი­ა­ნად ნად­გურ­დე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბულ კვირტს გა­რე­დან წვრი­ლი ხვრე­ლი ემ­ჩნე­ვა. მატ­ლი, გა­მოღრღნის რა კვირ­ტის შიგ­თავსს, შემ­დეგ ახალ კვირტზე გა­და­დის და მა­საც აზი­ა­ნებს.

ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი - ვა­ზის შეს­ხუ­რე­ბა პეს­ტი­ცი­დე­ბით წარ­მო­ებს ყვე­ლა მხრი­დან, რათა პეს­ტი­ცი­დით მთლი­ა­ნად და­ი­ფა­როს კვირ­ტე­ბი და ფოთ­ლე­ბი. უნდა ვე­ცა­დოთ ფოთ­ლის ქვე­და მხა­რე კარ­გად დას­ველ­დეს, რად­გან ბუკ­ნას მატ­ლე­ბი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ამ მხა­რეს სხე­დან. პირ­ვე­ლი წამ­ლო­ბა ტარ­დე­ბა კვირ­ტე­ბის და­ბერ­ვის და­სა­წყის­ში, მარ­ტის ბო­ლოს და აპ­რი­ლის შუა რი­ცხვებ­ში. მე­ო­რე წამ­ლო­ბა - კვირ­ტე­ბის გაშ­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, მე­სა­მე - ივ­ლის­ში, რო­დე­საც გა­მო­ი­ჩე­კე­ბა ბუკ­ნას ახა­ლი თა­ო­ბის მატ­ლე­ბი.

ვა­ზის ფქვი­ლი­სებ­რი ცრუ­ფა­რი­ა­ნა Planococcus citri Risso

ცრუ­ფა­რი­ა­ნას ზრდას­რუ­ლი დედ­ლის ფორ­მა ოვა­ლუ­რია. მისი ვარ­დის­ფე­რი ან მომ­წვა­ნო სხე­უ­ლი და­ფა­რუ­ლია თეთ­რი, ფქვი­ლი­სებ­რი ფიფ­ქით. გვერ­დებ­ზე თეთ­რი, ცვი­ლი­სებ­რი ძა­ფე­ბი აქვს, რო­მელ­თა სიგ­რძე სხე­უ­ლის ბო­ლო­სა­კენ თან­და­თან იზ­რდე­ბა. ცვი­ლი­სებ­რი ძა­ფე­ბის გა­რე­შე სხე­უ­ლის სიგ­რძე 4 მმ-ია, ხოლო სი­გა­ნე 2-8 მმ. მავ­ნე­ბე­ლი აზი­ა­ნებს ვა­ზის მი­წის­ზე­და ორ­გა­ნო­ებს: ფო­თოლს, ყლორ­ტს, მტე­ვანს და შტამბს. ფო­თოლ­ზე ცრუ­ფა­რი­ა­ნა ძარ­ღვე­ბის გას­წვრივ სახ­ლდე­ბა, ინ­ტენ­სი­უ­რად წუწ­ნის მტე­ვანს, მარ­ცვლის ყუნ­წს და თვით მარ­ცვალ­საც კი. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფო­თო­ლი ყვით­ლდე­ბა, მტევ­ნე­ბი ჭკნე­ბა და ძირს ცვი­ვა. ცრუ­ფა­რი­ა­ნას ექ­სკრე­მენ­ტებ­ზე (ტკბილ გა­მო­ნა­ყოფ­ზე) სახ­ლდე­ბა სი­შა­ვის გა­მომ­წვე­ვი სოკო კაპ­ნო­დი­უ­მი, რო­მე­ლიც ვა­ზის მწვა­ნე ნა­წი­ლებ­სა და მტევ­ნებს აშა­ვებს და გა­და­სა­მუ­შა­ვებ­ლად უვარ­გისს ხდის. ცრუ­ფა­რი­ა­ნა­თი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ვაზი წლე­ბის მან­ძილ­ზე ძლი­ერ კნინ­დე­ბა და ხმე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბულ ვე­ნა­ხებ­ში მო­სა­ვა­ლი 70-75%-ით მცირ­დე­ბა.

ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი - შეს­ხუ­რე­ბი­სას სრუ­ლად უნდა დას­ველ­დეს მავ­ნე­ბე­ლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში პეს­ტი­ცი­დე­ბი მათ­ზე არ იმოქ­მე­დებს. ფოთ­ლებ­ზე ცრუ­ფა­რი­ა­ნე­ბის და­სახ­ლე­ბის ად­გილ­ში მათ­ზე შეს­ხუ­რე­ბა ქვე­და მხრი­დან უნდა მოხ­დეს. კარგ შე­დე­გებს იძ­ლე­ვა მტა­ცე­ბე­ლი ხოჭო კრიპ­ტო­ლე­მუ­სი, რო­მელ­საც სა­წარ­მოო ბი­ო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი ამ­რავ­ლე­ბენ. ხო­ჭო­ე­ბი უნდა გა­ვუშ­ვათ აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში ჰექ­ტარ­ზე 10 ათა­სი ცა­ლის რა­ო­დე­ნო­ბით.

"მე­ბა­ღე­ო­ბის დიდი ენ­ციკ­ლო­პე­დია" დამ­წყებ მე­ბა­ღე­ებ­სა და ჰარ­მო­ნი­უ­ლი ბა­ღის სა­კუ­თა­რი ხე­ლით შექ­მნის ყვე­ლა მსურ­ველს პრაქ­ტი­კუ­ლი ჩვე­ვი­სა და მცე­ნა­რის მოვ­ლის ათას­ზე მეტ წესს სთა­ვა­ზობს. ფე­რა­დი ილუსტრა­ცი­ე­ბი და ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მიჰ­ყვე­ბა ავ­ტო­რის თხრო­ბას. წიგნ­ში თან­მიმ­დევ­რუ­ლად და დე­ტა­ლუ­რად არის გან­ხი­ლუ­ლი ყვე­ლა ეტა­პი: ნი­ა­და­გის შე­მოწ­მე­ბა, მოვ­ლა, ხე­ე­ბი, ბუჩ­ქე­ბის დარ­გვა, ბოსტნი­სა და ვარ­დე­ბის ბა­ღის მო­შე­ნე­ბა, ხე­ე­ბის გას­ხვლა, მზა­დე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის­თვის. ეს უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნია მე­ბა­ღე­ო­ბის­თვის.

ვა­ზის აბ­ლა­ბუ­დი­ა­ნი ტკი­პა Brevipalpus lewisi Mc-G

მავ­ნე­ბე­ლი ვაზს ძი­რი­თა­დად ფოთ­ლებს უზი­ა­ნებს, რა­საც მათი გა­უ­ფე­რუ­ლე­ბა და ნა­ად­რე­ვი ჩა­მოც­ვე­ნა - მოჰ­ყვე­ბა. გა­მო­ზამ­თრე­ბუ­ლი ტკი­პა გა­ზა­ფხულ­ზე ჯერ ახალ­გაშ­ლილ კვირ­ტებს აზი­ა­ნებს, ხოლო შემ­დეგ, ფოთ­ლებ­სა და ყლორ­ტებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ძარ­ღვე­ბის გას­წვრი­ვაა შე­სამ­ჩნე­ვი. ნა­წუწნ ად­გი­ლებ­ში ფოთ­ლებ­სა და ყლორ­ტებ­ზე მო­შა­ვო ყა­ვის­ფე­რი წერ­ტი­ლო­ვა­ნი ლა­ქე­ბი ჩნდე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ყლორ­ტე­ბი მთლი­ა­ნად შავ­დე­ბა და იღუ­პე­ბა. მზარ­დი ფოთ­ლის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფირ­ფი­ტა არა­თა­ნაბ­რად ვი­თარ­დე­ბა, იკ­რუნ­ჩხე­ბა და ცვი­ვა. დად­გე­ნი­ლია, რომ ტკი­პე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რად და­ზი­ა­ნე­ბულ ვე­ნა­ხებ­ში ყუ­რძნის მო­სა­ვა­ლი 20%-ით მცირ­დე­ბა, ხოლო შაქ­რი­ა­ნო­ბა 3%-მდე იკ­ლებს.

ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი - აბ­ლა­ბუ­დი­ა­ნი ტკი­პას წი­ნა­აღ­მდეგ კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა ენ­ვი­დო­რის, ნე­ო­რო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა. ფოთ­ლე­ბი უნდა დას­ველ­დეს კარ­გად, ქვე­და მხრი­დან. პირ­ვე­ლი შეს­ხუ­რე­ბა ტარ­დე­ბა ყლორ­ტებ­ზე 3-4 ფოთ­ლის გა­მო­ტა­ნი­სას, მე­ო­რე წამ­ლო­ბი­დან 10 დღის შემ­დეგ. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტარ­დე­ბა კი­დევ ერთი წამ­ლო­ბა. ტკი­პას წი­ნა­აღ­მდეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას კარ­ტო­ფი­ლის, თა­ვი­ა­ნი ხახ­ვის ან ბა­ბუ­აწ­ვე­რას ნა­ყე­ნე­ბიც.

იმე­რუ­ლი ბა­ლი­შა ცრუ­ფა­რი­ა­ნა Neopulvinaria imeretina Hadj

ზრდას­რუ­ლი, სქე­სობ­რი­ვად მომ­წი­ფე­ბუ­ლი დედ­ლის სხე­უ­ლი მოგ­რძო ოვა­ლუ­რია, სიგ­რძე­ში 5-დან 11 მმ-მდე მერ­ყე­ობს. ცრუ­ფა­რი­ა­ნას მატ­ლე­ბი და ახალ­გაზ­რდა დედ­ლე­ბი ვა­ზის ფოთ­ლის ფირ­ფი­ტის რო­გორც ზედა, ისე ქვე­და მხა­რეს, მტევ­ნის კლერ­ტზე, ყუნ­წზე, მწვა­ნე ყლორტზე, პწკალ­ზე სახ­ლდე­ბი­ან. ფოთ­ლე­ბი ხმე­ბა და ცვი­ვა, ყლორ­ტი და მტე­ვა­ნი არა­ნორ­მა­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა, კლერ­ტი ჭკნე­ბა და ნა­ყო­ფი ზრდა­და­უმ­თავ­რე­ბე­ლი რჩე­ბა. ამა­ვე დროს, მათ ტკბილ, წე­ბო­ი­ან გა­მო­ნა­ყოფ­ზე საპრო­ფი­ტი სოკო ვი­თარ­დე­ბა, რო­მე­ლიც ვა­ზის მწვა­ნე ნა­წი­ლებს შავი ფიფ­ქით ფა­რავს და ყუ­რძნის ხა­რისხს აუ­ა­რე­სებს.

ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი - იმე­რუ­ლი ბა­ლი­შა ცრუ­ფა­რი­ა­ნას წი­ნა­აღ­მდეგ სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს იძ­ლე­ვა ქი­მი­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა კვერ­ცხე­ბის დე­ბის პე­რი­ოდ­ში მავ­ნებ­ლის მე­ქა­ნი­კუ­რი გას­რე­საც.

როგორ ვებრძოლოთ ვაზის მავნებლებს

როგორ ვებრძოლოთ ვაზის მავნებლებს

უძველესი დროიდან საქართველო ცნობილია, როგორც მევენახეთა და მეღვინეთა ქვეყანა. საქართველოსთვის ვაზს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღემდე მოაღწია ვაზის უნიკალურმა, ენდემურმა ჯიშებმა. სწორედ ამ ჯიშების გადარჩენა, გამრავლება და აღორძინება განაპირობებს დღეს-დღეობით მეღვინეობა-მევენახეობის განვითარებას.

გთავაზობთ ვაზის მავნებლების განვითარების ბიოლოგიური თავისებურებათა მოკლე აღწერას და მათთან ბრძოლის მეთოდებს.

ყურძნის ჭია Lobesia botrana Schiff

ყურძნის ჭიის პეპელა პატარა ზომისაა. ზედა მხრიდან მურა ნაცრისფერია, გვერდებიდან და ქვედა მხრიდან – ღია-ნაცრისფერი. წინა ფრთები დაწინწკლულია ყვითელი, ნაცრისფერი და მოლურჯო ლაქებით. უკანა ფრთები ღია ნაცრისფერია. მას უკანა მხარეს ჯინჯილები (ფოჩები) აქვს. ულვაშები ძაფისებრია, შედარებით მსხვილი და უბეწვო. ფრთებგაშლილი პეპლის სიგანე - 10-13 მმ-ია, სიგრძე - 4-5 მმ. ყურძნის ჭიის პირველი გენერაციის მატლი აზიანებს ყვავილებს, აბლაბუდის თხელ ძაფებში ახვევს, შიგ ექცევა და ისე იკვებება. ყვავილობის დამთავრების შემდეგ, მატლი ნაყოფს და ყლორტს აზიანებს, რის გამოც მტევანი მთლიანად ან ნაწილობრივ ხმება. ივლისის დასაწყისში მეორე გენერაციის მატლი ვითარდება და მწვანე მარცვლით იკვებება. ახლად გამოჩეკილი მატლი მარცვლის ზედაპირზე მცირე ნაწილს ღრღნის, მოზრდილი კი მარცვალში იჭრება და მის მთელ რბილობს სპობს.

ბრძოლის მეთოდები - მექანიკური მეთოდებიდან კარგ შედეგს იძლევა ვაზის დროულად გაფურჩქნა, რადგან ამ პირობებში მავნებლის კვერცხების დიდ ნაწილს პირდაპირ ხვდება მზის სხივები და იღუპება. ყურძნის ჭიას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე. ბიოლოგიური პრეპარატებიდან კარგ შედეგს იძლევა 1%-იანი ბიტოქსიბაცილინი, დენრობაცილინი ან ლეპიდოციდი. პირველ თაობაზე წამლობა ტარდება მაშინ, როდესაც მტევნები კოკრებშია, მეორე ყვავილობის დამთავრებისთანავე. მესამე კი სიმწიფის წინ, მარცვლების შეთვალებისას.

„მეურნის ენციკლოპედია - ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ“ უნიკალური გამოცემაა, რომელიც სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის პრაქტიკოს მეურნეებსა და დამწყებ ფერმერებს. ავტორის პროფესიული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მკითხველი ამომწურავ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას შეიძენს საკარმიდამო ნაკვეთის მოწყობის წესებსა და ნებისმიერ თავისებურებაზე. ცალკეულ თავებში აღწერილია მარცვლოვანი კულტურებისა და ვაზის მოვლის მეთოდები; სასარგებლო რჩევები შინაური პირუტყვის, ფრინველის მოშენება-მოვლის თაობაზე; ავტორი გვაწვდის დაწვრილებით ცნობებს კულტურული და დეკორატიული მცენარეების შესახებ; მკითხველს უთუოდ დააინტერესებს მასალები მეთევზეობასა და მეფუტკრეობაზე. წიგნში აღწერილია სამკურნალო მცენარეები და მათი გამოყენების წესები; განხილულია სუნელ-სანელებლები და საღებავი მცენარეები, მათი დანიშნულება და მოკლე ისტორიული ცნობები. მკითხველს ვთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოსადეგ საინტერესო და სახალისო ამბებს მცენარეთა და ცხოველთა სამყაროდან. მეურნის ენციკლოპედია კარგ სამსახურს გაუწევს ფერმერებს, სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს, უნივერსიტეტების პროფილური ფაკულტეტების სტუდენტებს.ყველას, ვისაც ბუნება უყვარს. როგორ დავგეგმოთ ნაკვეთი? როგორ მოვუაროთ ვენახს, ბოსტნეულს, კენკროვან-ბალახოვან და კაკლოვან კულტურებს? როგორ ვიზრუნოთ ფუტკარზე, შინაურ ფრინველებსა და ცხოველებზე? როგორ დავამშვენოთ კარ-მიდამო დეკორატიული მცენარეებით?

ბუკნა ანუ კვირტის ჭია Procris ampelophaga Bayle

ბუკნას პეპელა მოლურჯო ან მომწვანო მომწვანო-ლურჯია, ფრთები მონაცრისფრო შავი აქვს. მამლის ულვაშები ორივე მხარეს სავარცხლის მსგავსი და ბეწვიანია, დედალს კი ულვაშებზე ბეწვი განვითარებული არა აქვს. ვაზის კვირტების მავნებელი უფრო მეტად გაზაფხულზე აზიანებს, არის შემთხვევები, როდესაც სანაყოფე რქაზე კვირტები მთლიანად ნადგურდება. დაზიანებულ კვირტს გარედან წვრილი ხვრელი ემჩნევა. მატლი, გამოღრღნის რა კვირტის შიგთავსს, შემდეგ ახალ კვირტზე გადადის და მასაც აზიანებს.

ბრძოლის მეთოდები - ვაზის შესხურება პესტიციდებით წარმოებს ყველა მხრიდან, რათა პესტიციდით მთლიანად დაიფაროს კვირტები და ფოთლები. უნდა ვეცადოთ ფოთლის ქვედა მხარე კარგად დასველდეს, რადგან ბუკნას მატლები უმეტეს შემთხვევაში ამ მხარეს სხედან. პირველი წამლობა ტარდება კვირტების დაბერვის დასაწყისში, მარტის ბოლოს და აპრილის შუა რიცხვებში. მეორე წამლობა - კვირტების გაშლის დამთავრებისთანავე, მესამე - ივლისში, როდესაც გამოიჩეკება ბუკნას ახალი თაობის მატლები.

ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა Planococcus citri Risso

ცრუფარიანას ზრდასრული დედლის ფორმა ოვალურია. მისი ვარდისფერი ან მომწვანო სხეული დაფარულია თეთრი, ფქვილისებრი ფიფქით. გვერდებზე თეთრი, ცვილისებრი ძაფები აქვს, რომელთა სიგრძე სხეულის ბოლოსაკენ თანდათან იზრდება. ცვილისებრი ძაფების გარეშე სხეულის სიგრძე 4 მმ-ია, ხოლო სიგანე 2-8 მმ. მავნებელი აზიანებს ვაზის მიწისზედა ორგანოებს: ფოთოლს, ყლორტს, მტევანს და შტამბს. ფოთოლზე ცრუფარიანა ძარღვების გასწვრივ სახლდება, ინტენსიურად წუწნის მტევანს, მარცვლის ყუნწს და თვით მარცვალსაც კი. დაზიანებული ფოთოლი ყვითლდება, მტევნები ჭკნება და ძირს ცვივა. ცრუფარიანას ექსკრემენტებზე (ტკბილ გამონაყოფზე) სახლდება სიშავის გამომწვევი სოკო კაპნოდიუმი, რომელიც ვაზის მწვანე ნაწილებსა და მტევნებს აშავებს და გადასამუშავებლად უვარგისს ხდის. ცრუფარიანათი დაზიანებული ვაზი წლების მანძილზე ძლიერ კნინდება და ხმება. დაზიანებულ ვენახებში მოსავალი 70-75%-ით მცირდება.

ბრძოლის მეთოდები - შესხურებისას სრულად უნდა დასველდეს მავნებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში პესტიციდები მათზე არ იმოქმედებს. ფოთლებზე ცრუფარიანების დასახლების ადგილში მათზე შესხურება ქვედა მხრიდან უნდა მოხდეს. კარგ შედეგებს იძლევა მტაცებელი ხოჭო კრიპტოლემუსი, რომელსაც საწარმოო ბიოლაბორატორიები ამრავლებენ. ხოჭოები უნდა გავუშვათ აგვისტოს დასაწყისში ჰექტარზე 10 ათასი ცალის რაოდენობით.

"მებაღეობის დიდი ენციკლოპედია" დამწყებ მებაღეებსა და ჰარმონიული ბაღის საკუთარი ხელით შექმნის ყველა მსურველს პრაქტიკული ჩვევისა და მცენარის მოვლის ათასზე მეტ წესს სთავაზობს. ფერადი ილუსტრაციები და ფოტოსურათები ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ავტორის თხრობას. წიგნში თანმიმდევრულად და დეტალურად არის განხილული ყველა ეტაპი: ნიადაგის შემოწმება, მოვლა, ხეები, ბუჩქების დარგვა, ბოსტნისა და ვარდების ბაღის მოშენება, ხეების გასხვლა, მზადება მომავალი წლისთვის. ეს უნიკალური წიგნია მებაღეობისთვის.

ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა Brevipalpus lewisi Mc-G

მავნებელი ვაზს ძირითადად ფოთლებს უზიანებს, რასაც მათი გაუფერულება და ნაადრევი ჩამოცვენა - მოჰყვება. გამოზამთრებული ტკიპა გაზაფხულზე ჯერ ახალგაშლილ კვირტებს აზიანებს, ხოლო შემდეგ, ფოთლებსა და ყლორტებს, განსაკუთრებით ძარღვების გასწვრივაა შესამჩნევი. ნაწუწნ ადგილებში ფოთლებსა და ყლორტებზე მოშავო ყავისფერი წერტილოვანი ლაქები ჩნდება. დაზიანებული ყლორტები მთლიანად შავდება და იღუპება. მზარდი ფოთლის დაზიანებული ფირფიტა არათანაბრად ვითარდება, იკრუნჩხება და ცვივა. დადგენილია, რომ ტკიპებით ინტენსიურად დაზიანებულ ვენახებში ყურძნის მოსავალი 20%-ით მცირდება, ხოლო შაქრიანობა 3%-მდე იკლებს.

ბრძოლის მეთოდები - აბლაბუდიანი ტკიპას წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა ენვიდორის, ნეორონის გამოყენება. ფოთლები უნდა დასველდეს კარგად, ქვედა მხრიდან. პირველი შესხურება ტარდება ყლორტებზე 3-4 ფოთლის გამოტანისას, მეორე წამლობიდან 10 დღის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში ტარდება კიდევ ერთი წამლობა. ტკიპას წინააღმდეგ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კარტოფილის, თავიანი ხახვის ან ბაბუაწვერას ნაყენებიც.

იმერული ბალიშა ცრუფარიანა Neopulvinaria imeretina Hadj

ზრდასრული, სქესობრივად მომწიფებული დედლის სხეული მოგრძო ოვალურია, სიგრძეში 5-დან 11 მმ-მდე მერყეობს. ცრუფარიანას მატლები და ახალგაზრდა დედლები ვაზის ფოთლის ფირფიტის როგორც ზედა, ისე ქვედა მხარეს, მტევნის კლერტზე, ყუნწზე, მწვანე ყლორტზე, პწკალზე სახლდებიან. ფოთლები ხმება და ცვივა, ყლორტი და მტევანი არანორმალურად ვითარდება, კლერტი ჭკნება და ნაყოფი ზრდადაუმთავრებელი რჩება. ამავე დროს, მათ ტკბილ, წებოიან გამონაყოფზე საპროფიტი სოკო ვითარდება, რომელიც ვაზის მწვანე ნაწილებს შავი ფიფქით ფარავს და ყურძნის ხარისხს აუარესებს.

ბრძოლის მეთოდები - იმერული ბალიშა ცრუფარიანას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება. კარგ შედეგს იძლევა კვერცხების დების პერიოდში მავნებლის მექანიკური გასრესაც.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"