მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო ფაქტები "ვეფხისტყაოსანზე"
საინტერესო ფაქტები "ვეფხისტყაოსანზე"

ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი — XII სა­უ­კუ­ნის ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის, შოთა რუს­თა­ვე­ლის ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ერ­თა­დერ­თი პო­ე­მაა. დღემ­დე მოღ­წე­უ­ლი არაა ტექ­სტის პირ­ვან­დე­ლი ვა­რი­ან­ტი; უძ­ვე­ლე­სი ხელ­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც დღე­ი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, XVI სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ე­მის ტექ­სტი იც­ვლე­ბო­და, ინ­ტერ­პო­ლა­ტო­რე­ბის (ყალ­ბის­მქნე­ლე­ბის) მიერ ხში­რად ემა­ტე­ბო­და ახა­ლი სტრო­ფე­ბი, ზოგ­ჯერ კი მთე­ლი თა­ვე­ბიც; დღეს პო­ე­მის ეს და­მა­ტე­ბუ­ლი თა­ვე­ბი „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის გაგ­რძე­ლე­ბე­ბის“ სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. დღეს ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთ შე­დევ­რად ით­ვლე­ბა. ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში მე­ტა­ფო­რე­ბი იმ­დე­ნად უხ­ვა­დაა, რომ პო­ე­მის მხატ­ვრულ ენის სტი­ლად ხში­რად სწო­რედ მე­ტა­ფო­რუ­ლო­ბას თვლი­ან.

ამ გა­მო­ცე­მას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო შოთა რუს­თა­ვე­ლის და­ბა­დე­ბის 800 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნი­ლი 1966 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო გა­მო­ცე­მის ტექ­სტი. "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" ყო­ველ­თვის იყო მხატ­ვრე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, მრა­ვალ ცნო­ბილ ქარ­თველ­სა და უცხო­ელს შე­უქ­მნია ამ ნა­წარ­მო­ე­ბის­თვის შე­დევ­რე­ბი, მათ­გან ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მხატ­ვრის, სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძის, ილუსტრა­ცი­ებს სწო­რედ ამ გა­მო­ცე­მა­ში შეხ­ვდე­ბით.

რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნი­დან":

  1. ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში ოთხჯერ არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­რი, რო­გორც რუს­თვე­ლი;
  2. შოთა რუს­თა­ვე­ლის ტრა­დი­ცი­უ­ლი სუ­რა­თი XVIII სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი ვე­ფხის­ტყა­ოს­ნი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს.
  3. მი­ხაი ზი­ჩი­სე­უ­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბის გმირ­თა პრო­ტო­ტი­პე­ბია: მა­მია გუ­რი­ე­ლი – შოთა, ჯამ­ბა­კურ გუ­რი­ე­ლი – ფარ­სა­და­ნი, ნინო წე­რე­თე­ლი – ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი – თი­ნა­თი­ნი, ქა­ი­ხოს­რო გუ­რი­ე­ლი – როს­ტე­ვა­ნი.
  4. სულ­ხან –სა­ბას სი­ტყვის კო­ნა­ში "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ზე" მი­თი­თე­ბა ახ­ლავს 50–მდე სი­ტყვას.
  5. XVIII ქარ­თვე­ლი სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წე ტი­მო­თე გა­ბაშ­ვი­ლი წერს რუს­თა­ვე­ლის შე­სა­ხებ: "მთქმე­ლი ლექსთა ბო­როტ­თა, რო­მელ­მან ას­წა­ვა ქარ­თველ­თა სიწ­მინ­დი­სა წილ ბილ­წე­ბა და განრყვნა ქრის­ტი­ა­ნო­ბა".
  6. 1965 წელს ჩხო­რო­წყუს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახუ­თის მცხოვ­რებ დალი ნა­ნე­იშ­ვილს ერ­თად შე­ე­ძი­ნა სამი შვი­ლი, რომ­ლებ­საც ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის გმირ­თა სა­ხე­ლე­ბის მი­ხედ­ვით ტა­რი­ე­ლი, ავ­თან­დი­ლი და ფრი­დო­ნი და­არ­ქვეს.
  7. ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ოც­და­ცა­მე­ტი სა­ხე­ო­ბის ცხო­ვე­ლი, აქე­დან თორ­მე­ტი ში­ნა­უ­რია.
  8. ქარ­თველ მეც­ნი­ე­რებს პო­ე­მა­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბით ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ შოთა რუს­თა­ვე­ლი ჰე­ლი­ო­ცენ­ტრის­ტი იყო. ჰე­ლი­ო­ცენ­ტრიზ­მის გზით ქარ­თუ­ლი ას­ტრო­ნო­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბა ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის გარ­და სხვა წყა­რო­ე­ბი­დან არ დას­ტურ­დე­ბა. XVII სა­უ­კუ­ნის ქარ­თვე­ლი მკვლევ­რე­ბი მხო­ლოდ გე­ო­ცენ­ტრის­ტულ თვალ­საზ­რისს ეყ­რდნო­ბი­ან, ხოლო პირ­ვე­ლი ჰე­ლი­ო­ცენ­ტრის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ XIX სა­უ­კუ­ნი­დან არი­ან ცნო­ბილ­ნი. XIV სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე­ობ­და თურ­ქი პო­ე­ტი საიფ სა­რაი, რო­მე­ლიც აღ­წერს თა­ვი­სი სატ­რფოს ირ­გვლივ მა­ვალ შეყ­ვა­რე­ბულ გო­გო­ნას, რი­თაც ამ უკა­ნას­კნელს ის ადა­რებს მზის ირ­გვლივ მოძ­რავ დე­და­მი­წას.
  9. კორ­ნე­ლი და­ნე­ლია აღ­ნიშ­ნავს, რომ „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ყო­ვე­ლი სტრო­ფის ბოლო ტა­ეპ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სი­ტყვა „და“ არ არის კავ­ში­რი, ის არ წარ­მო­ად­გენს პო­ე­მის ორ­გა­ნულ ნა­წილს და მხო­ლოდ სტროფ­თა სა­მიჯ­ნა­ვი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა.
  10. „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ მთარ­გმნელს რო­ბერტ სტი­ვენ­სონს ყვე­ლა­ზე ძნე­ლად მი­აჩ­ნდა მე­ტა­ფო­რე­ბის ინ­გლი­სუ­რად თარ­გმნა. მისი თქმით, ზო­გი­ერ­თი რამ ინ­გლი­სელ მკი­თხველს უც­ნა­უ­რად მო­ეჩ­ვე­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ვარ­დი­სა და ბულ­ბუ­ლის მხატ­ვრუ­ლი სახე ერ­თნა­ი­რად არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რო­გორც ორ მა­მა­კაცს შო­რის მე­გობ­რო­ბის და­სა­ხა­ტად, ასე­ვე ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სიყ­ვა­რუ­ლის გად­მო­სა­ცე­მად.
  11. სტი­ვენ­სონს მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მად მი­აჩ­ნდა ინ­გლი­სურ თარ­გმან­ში ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის მა­მა­კა­ცი პერ­სო­ნა­ჟე­ბის მიერ უსა­ზღვრო ცრემლთა დე­ნის გად­მო­ცე­მა, რაც და­სავ­ლე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის გა­უ­გე­ბა­რია.
  12. მეც­ნი­ერ­თა შო­რის დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­მა­თი, რო­მე­ლი ფორ­მაა მარ­თე­ბუ­ლი „რუს­თვე­ლი“ თუ „რუს­თა­ვე­ლი“. პო­ე­მა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი. სი­მონ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლი კი მი­იჩ­ნევ­და, რომ რუს­თვე­ლის ნაც­ვლად უნდა ვწე­როთ რუს­თა­ვე­ლი. ფორ­მა რუს­თა­ვე­ლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში XIX სა­უ­კუ­ნი­დან (ილია, აკა­კი), ასე იც­ნო­ბენ მას უცხო­ეთ­ში და არ არის სა­ჭი­რო შევ­ცვა­ლოთ ყვე­ლა იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბა, რო­მელ­თაც რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლი ჰქვი­ათ და გა­ვას­წო­როთ უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი.
  13. 1917 წელს ნიკო მარ­მა გა­მოთ­ქვა მო­საზ­რე­ბა შოთა რუს­თა­ვე­ლის მაჰ­მა­დი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე რუს­თვე­ლო­ლო­გი­ამ ეს მო­საზ­რე­ბა გა­ა­ბა­თი­ლა. მაგ. გა­ი­ოზ იმე­დაშ­ვი­ლი მსჯე­ლობს სი­ტყვის „რო­მელ­მან“ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, რი­თაც შოთა პო­ე­მას იწყებს. მოჰ­ყავს უამ­რა­ვი ნი­მუ­ში ამ სი­ტყვა–ცნე­ბის ხმა­რე­ბი­სა ქარ­თველ ჰიმ­ნოგ­რაფ­თა იო­ა­ნე მტბე­ვარს, იო­ა­ნე მინ­ჩხს და სხვა­თა სა­გა­ლობ­ლე­ბი­დან და და­ას­კვნის, რომ სა­სუ­ლი­ე­რო მხატ­ვრულ მე­ტყვე­ლე­ბა­ში ეს იყო უმაღ­ლე­სი გან­მგებ­ლის, ღმერ­თის აღმნიშ­ვნე­ლი გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც რუს­თა­ველ­მა გა­მო­ი­ყე­ნა, რო­გორც ტრა­დი­ცი­უ­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მოთ­ქმა ქარ­თუ­ლი მწიგ­ნობ­რუ­ლი პო­ე­ზი­ი­სა.

ეს გა­მო­ცე­მა აბ­სტრაქ­ცი­ო­ნის­ტი მხატ­ვრის,გივი ვა­შა­კი­ძის ილუსტრა­ცი­ე­ბი­თაა და­ხუნძლუ­ლი.მხატ­ვარ­მა ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ამ­ჟღავ­ნა ნატ­ვრა,რომ რუს­თა­ვე­ლის შე­დევ­რი ოდეს­მე მისი ილუსტრა­ცი­ე­ბით და­ბეჭ­დი­ლი­ყო.სამ­წუ­ხა­როდ,გივი ვა­შა­კი­ძე ისე გარ­და­იც­ვა­ლა,რომ არა­თუ გა­მო­ცე­მას,თა­ვი­სი შე­დევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა­საც ვერ მო­ეს­წრო.მხატ­ვარს თი­თო­ე­ულ ილუსტრა­ცი­ა­ზე თა­ვი­სი ხე­ლით აქვს მი­წე­რი­ლი პო­ე­მის ის სტრო­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ილუსტრა­ცი­ის გან­მარ­ტავს.თუმ­ცა არის ილუსტრა­ცი­ე­ბი გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შეც.ისი­ნი წიგ­ნის ბო­ლო­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

საინტერესო ფაქტები "ვეფხისტყაოსანზე"

საინტერესო ფაქტები "ვეფხისტყაოსანზე"

ვეფხისტყაოსანი — XII საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემაა. დღემდე მოღწეული არაა ტექსტის პირვანდელი ვარიანტი; უძველესი ხელნაწერი, რომელიც დღეისათვის ცნობილია, XVI საუკუნით თარიღდება. საუკუნეების განმავლობაში პოემის ტექსტი იცვლებოდა, ინტერპოლატორების (ყალბისმქნელების) მიერ ხშირად ემატებოდა ახალი სტროფები, ზოგჯერ კი მთელი თავებიც; დღეს პოემის ეს დამატებული თავები „ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების“ სახელითაა ცნობილი. დღეს ვეფხისტყაოსანი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრად ითვლება. ვეფხისტყაოსანში მეტაფორები იმდენად უხვადაა, რომ პოემის მხატვრულ ენის სტილად ხშირად სწორედ მეტაფორულობას თვლიან.

ამ გამოცემას საფუძვლად დაედო შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი 1966 წლის საიუბილეო გამოცემის ტექსტი. "ვეფხისტყაოსანი" ყოველთვის იყო მხატვრების ყურადღების ცენტრში, მრავალ ცნობილ ქართველსა და უცხოელს შეუქმნია ამ ნაწარმოებისთვის შედევრები, მათგან ერთ-ერთი გამორჩეული მხატვრის, სერგო ქობულაძის, ილუსტრაციებს სწორედ ამ გამოცემაში შეხვდებით.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი "ვეფხისტყაოსნიდან":

  1. ვეფხისტყაოსანში ოთხჯერ არის დასახელებული ავტორი, როგორც რუსთველი;
  2. შოთა რუსთაველის ტრადიციული სურათი XVIII საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნიდან მომდინარეობს.
  3. მიხაი ზიჩისეული ილუსტრაციების გმირთა პროტოტიპებია: მამია გურიელი – შოთა, ჯამბაკურ გურიელი – ფარსადანი, ნინო წერეთელი – ჩოლოყაშვილი – თინათინი, ქაიხოსრო გურიელი – როსტევანი.
  4. სულხან –საბას სიტყვის კონაში "ვეფხისტყაოსანზე" მითითება ახლავს 50–მდე სიტყვას.
  5. XVIII ქართველი საეკლესიო მოღვაწე ტიმოთე გაბაშვილი წერს რუსთაველის შესახებ: "მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმან ასწავა ქართველთა სიწმინდისა წილ ბილწება და განრყვნა ქრისტიანობა".
  6. 1965 წელს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთის მცხოვრებ დალი ნანეიშვილს ერთად შეეძინა სამი შვილი, რომლებსაც ვეფხისტყაოსნის გმირთა სახელების მიხედვით ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი დაარქვეს.
  7. ვეფხისტყაოსანში მოხსენიებულია ოცდაცამეტი სახეობის ცხოველი, აქედან თორმეტი შინაურია.
  8. ქართველ მეცნიერებს პოემაში დადასტურებული ადგილებით ამტკიცებენ, რომ შოთა რუსთაველი ჰელიოცენტრისტი იყო. ჰელიოცენტრიზმის გზით ქართული ასტრონომიის განვითარება ვეფხისტყაოსნის გარდა სხვა წყაროებიდან არ დასტურდება. XVII საუკუნის ქართველი მკვლევრები მხოლოდ გეოცენტრისტულ თვალსაზრისს ეყრდნობიან, ხოლო პირველი ჰელიოცენტრისტები საქართველოში მხოლოდ XIX საუკუნიდან არიან ცნობილნი. XIV საუკუნეში მოღვაწეობდა თურქი პოეტი საიფ სარაი, რომელიც აღწერს თავისი სატრფოს ირგვლივ მავალ შეყვარებულ გოგონას, რითაც ამ უკანასკნელს ის ადარებს მზის ირგვლივ მოძრავ დედამიწას.
  9. კორნელი დანელია აღნიშნავს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ყოველი სტროფის ბოლო ტაეპში გამოყენებული სიტყვა „და“ არ არის კავშირი, ის არ წარმოადგენს პოემის ორგანულ ნაწილს და მხოლოდ სტროფთა სამიჯნავი ტექნიკური საშუალებაა.
  10. „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელს რობერტ სტივენსონს ყველაზე ძნელად მიაჩნდა მეტაფორების ინგლისურად თარგმნა. მისი თქმით, ზოგიერთი რამ ინგლისელ მკითხველს უცნაურად მოეჩვენება. მაგალითად, ვარდისა და ბულბულის მხატვრული სახე ერთნაირად არის გამოყენებული როგორც ორ მამაკაცს შორის მეგობრობის დასახატად, ასევე ქალისა და მამაკაცის სიყვარულის გადმოსაცემად.
  11. სტივენსონს მეორე მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნდა ინგლისურ თარგმანში ვეფხისტყაოსნის მამაკაცი პერსონაჟების მიერ უსაზღვრო ცრემლთა დენის გადმოცემა, რაც დასავლელი მკითხველისთვის გაუგებარია.
  12. მეცნიერთა შორის დღემდე მიმდინარეობს კამათი, რომელი ფორმაა მართებული „რუსთველი“ თუ „რუსთაველი“. პოემაში გამოყენებულია პირველი მათგანი. სიმონ ყაუხჩიშვილი კი მიიჩნევდა, რომ რუსთველის ნაცვლად უნდა ვწეროთ რუსთაველი. ფორმა რუსთაველი გავრცელებული იყო ჩვენს ქვეყანაში XIX საუკუნიდან (ილია, აკაკი), ასე იცნობენ მას უცხოეთში და არ არის საჭირო შევცვალოთ ყველა იმ დაწესებულების სახელწოდება, რომელთაც რუსთაველის სახელი ჰქვიათ და გავასწოროთ უცხოური გამოცემები.
  13. 1917 წელს ნიკო მარმა გამოთქვა მოსაზრება შოთა რუსთაველის მაჰმადიანობის შესახებ. თუმცა, თანამედროვე რუსთველოლოგიამ ეს მოსაზრება გააბათილა. მაგ. გაიოზ იმედაშვილი მსჯელობს სიტყვის „რომელმან“ მნიშვნელობაზე, რითაც შოთა პოემას იწყებს. მოჰყავს უამრავი ნიმუში ამ სიტყვა–ცნების ხმარებისა ქართველ ჰიმნოგრაფთა იოანე მტბევარს, იოანე მინჩხს და სხვათა საგალობლებიდან და დაასკვნის, რომ სასულიერო მხატვრულ მეტყველებაში ეს იყო უმაღლესი განმგებლის, ღმერთის აღმნიშვნელი გაქვავებული ფორმულა, რომელიც რუსთაველმა გამოიყენა, როგორც ტრადიციული პოპულარული გამოთქმა ქართული მწიგნობრული პოეზიისა.

ეს გამოცემა აბსტრაქციონისტი მხატვრის,გივი ვაშაკიძის ილუსტრაციებითაა დახუნძლული.მხატვარმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გაამჟღავნა ნატვრა,რომ რუსთაველის შედევრი ოდესმე მისი ილუსტრაციებით დაბეჭდილიყო.სამწუხაროდ,გივი ვაშაკიძე ისე გარდაიცვალა,რომ არათუ გამოცემას,თავისი შედევრების გამოფენასაც ვერ მოესწრო.მხატვარს თითოეულ ილუსტრაციაზე თავისი ხელით აქვს მიწერილი პოემის ის სტროფები, რომლებიც ამ ილუსტრაციის განმარტავს.თუმცა არის ილუსტრაციები განმარტების გარეშეც.ისინი წიგნის ბოლოშია წარმოდგენილი.