პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანა ჯანელიძის წერილი 84 დეპუტატის შვილებს - "მოგმართავთ, რადგან სწორად თქვენზე, თქვენს სიმამაცეზე, სინდისზე, გულებზე გადის საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი არჩევანი"
ნანა ჯანელიძის წერილი  84 დეპუტატის შვილებს - "მოგმართავთ, რადგან სწორად თქვენზე, თქვენს სიმამაცეზე, სინდისზე, გულებზე გადის საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი არჩევანი"

ახლა, მხო­ლოდ თქვენ თუ შეძ­ლებთ დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მოს­თხო­ვოთ თქვენს მშობ­ლებს ამ კა­ნო­ნის უკან გაწ­ვე­ვა - სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დარ­ჩა! გახ­სოვ­დეთ, რომ თქვენ GEN-Z ხართ! - ამ ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ნანა ჯა­ნე­ლი­ძე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის შვი­ლებს.

ნანა ჯა­ნე­ლი­ძე "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტზე ხელ­მომ­წე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის შვი­ლებს ახ­სე­ნებს, რომ მშობ­ლებ­თან კა­მათ­ში შვი­ლი ყო­ველ­თვის იმარ­ჯვებს, რად­გან შვი­ლი დროს გრძნობს და დრო­ის მო­თხოვ­ნებს მიყ­ვე­ბა.

"ღია წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 84 დე­პუ­ტა­ტის შვი­ლებს:

მოგ­მარ­თავთ, რად­გან სწო­რად თქვენ­ზე, თქვენს სი­მა­მა­ცე­ზე, სინ­დის­ზე, გუ­ლებ­ზე გა­დის ამ წუ­თას სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი არ­ჩე­ვა­ნი.

დიახ, სწო­რად თქვენ ხართ ის ერ­თა­დერ­თი, მფეთ­ქა­ვი, ცო­ცხა­ლი ძაფი (ნერ­ვი), რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა თქვენს მა­მებს და დე­დებს - სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის იმ წევ­რებს, რომ­ლებ­მაც ხვალ ხელი უნდა მო­ა­წე­რონ პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვას, ხელი შე­უ­შა­ლოთ ამ ვე­ტოს დაძ­ლე­ვა­ში.

მხო­ლოდ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ, სხვა კუ­თხი­დან და­ა­ნა­ხოთ თქვენს მშობ­ლებს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი, რად­გან თქვენ­ზე ძვირ­ფა­სი, სა­ა­მა­ყო, საყ­ვა­რე­ლი მათ არა­ვინ ჰყავს. ეს ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი თუ ამოქ­მედ­და, სან­ქცი­ე­ბი თქვენც შე­გე­ხე­ბათ და ვე­რას­დროს, ვე­რას­დროს, მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში (!!!) ვერ შეძ­ლებთ აშშ-ში (და შე­საძ­ლოა ევ­რო­პა­შიც) სწავ­ლა­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბას.

ალ­ბათ, ბევ­რი თქვენ­გა­ნი და­სავ­ლეთ­ში სწავ­ლობს, შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზეც დგას. ახლა, მხო­ლოდ თქვენ თუ შეძ­ლებთ დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მოს­თხო­ვოთ თქვენს მშობ­ლებს ამ კა­ნო­ნის უკან გაწ­ვე­ვა. 10 უარ­ყო­ფი­თი ხმაც კი საკ­მა­რი­სია, რომ პრე­ზი­დენ­ტის ვეტო ვერ და­იძ­ლი­ოს. თქვენ­ში უნდა და­ი­ბა­დოს ის 10 მარ­თა­ლი, სინ­დი­სი­ე­რი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც გა­სა­ყარ­ზე მდგარ სა­ქარ­თვე­ლოს სწორ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თე­ბი­ნებს. (ალ­ბათ იცით არა­კი 10 მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ვერ მო­ი­ნა­ხა ქა­ლაქ­ში და ეს ქა­ლა­ქი და­ი­სა­ჯა.)

ნუ შე­უ­შინ­დე­ბით მშობ­ლებ­თან კა­მათს, სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვას. გა­ა­ღე­ბი­ნეთ ფან­ჯრე­ბი და გა­რეთ გა­ა­ხე­დეთ! ნუ მო­ა­ტყუ­ე­ბი­ნებთ თავს, რომ იქ, ქუ­ჩა­ში მხო­ლოდ 5 000 ადა­მი­ა­ნი დგას, რომ იქ მხო­ლოდ "ნა­ცე­ბი" დგა­ნან - არა!!!

იქ, ჯან­სა­ღი, მო­აზ­როვ­ნე, ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­კენ, სიმ­შვი­დის­კენ მის­წრა­ფე­ბუ­ლი 10 და 100 ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რდა და სა­ქარ­თვე­ლოს ძველ­გაზ­რდა მო­ქა­ლა­ქე დგას და მზად არის, თავი შეს­წი­როს ქვეყ­ნის უძ­ვე­ლეს სწრაფ­ვას, სწრაფ­ვას ევ­რო­პის­კენ!

იქ, 9 აპ­რილს და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძო­ლი და გარ­დაც­ვლი­ლი გმი­რე­ბის მთე­ლი ლე­გი­ო­ნი აღ­მარ­თუ­ლა და ძა­ლას აძ­ლევს ქუ­ჩა­ში მდგომ, მხო­ლოდ სუ­ლის სიმ­ტკი­ცით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. არ და­ნებ­დნენ.

გახ­სოვ­დეთ, მშობ­ლებ­თან კა­მათ­ში, შვი­ლი ყო­ველ­თვის იმარ­ჯვებს, რად­გან შვი­ლი დროს გრძნობს და დრო­ის მო­თხოვ­ნებს მიყ­ვე­ბა. ახლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში, დე­და­მი­წის ამ პა­ტა­რა მო­ნაკ­ვეთ­ზე მსოფ­ლმხედ­ვე­ლუ­რი, ჩვენ­თვის სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ჭი­დი­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

თუ ვერ გა­ი­მარ­ჯვა საღ­მა აზ­რმა, ალ­ბათ, ხა­ხა­და­ღე­ბულ წყვდი­ად­ში ჩა­ვი­ძი­რე­ბით 30-50 წლით - და­ი­წყე­ბა უსა­მარ­თლო, ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბი, და­ჭე­რე­ბი - ის, რაც ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში ბევ­რჯერ გა­მო­ი­ა­რა. სტა­ლი­ნურ რეპ­რე­სი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს 300 000 მო­ქა­ლა­ქე ემსხვერ­პლა. მხო­ლოდ 37 წელს საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში 6 000 000 000 ანო­ნი­მუ­რი დას­მე­ნა და­ი­წე­რა და ზუს­ტად, ადა­მი­ა­ნის სუ­ლის ამ ბნელ მის­წრა­ფე­ბებს უხ­სნის გზას ეს "გამჭვირ­ვა­ლო­ბის “ კა­ნო­ნი.

არ შე­გე­შინ­დეთ მშობ­ლებ­თან კა­მა­თის... მხო­ლოდ ეს თუ და­ა­ფიქ­რებს მათ, მათი ჩა­კე­ტი­ლი გა­რე­მოს დამ­ძლე­ვი სხვა ძალა არ არ­სე­ბობს. თუნ­დაც შუ­ა­ღა­მეს მი­ა­დე­ქით მათ და მთა­ვა­რი კი­თხვა და­უს­ვით: რას აირ­ჩევს ის ხვალ თქვენ­თვის - და­სავ­ლურ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას­თან წილ­ნა­ყა­რო­ბას, სწავ­ლას, მუ­შა­ო­ბას, აღ­მო­ჩე­ნე­ბით სავ­სე მო­მა­ვალს ევ­რო­პა­სა თუ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წინსვლას, თუ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყვე­ლა­ზე მძი­მე, დას­მე­ნე­ბით და რეპ­რე­სი­ე­ბით სავ­სე პე­რი­ოდ­ში დაბ­რუ­ნე­ბას... სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დარ­ჩა! გახ­სოვ­დეთ, რომ თქვენ GEN-Z ხართ! პა­ტი­ვის­ცე­მით…”, - წერს ნანა ჯა­ნე­ლი­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ნანა ჯანელიძის წერილი 84 დეპუტატის შვილებს - "მოგმართავთ, რადგან სწორად თქვენზე, თქვენს სიმამაცეზე, სინდისზე, გულებზე გადის საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი არჩევანი"

ნანა ჯანელიძის წერილი  84 დეპუტატის შვილებს - "მოგმართავთ, რადგან სწორად თქვენზე, თქვენს სიმამაცეზე, სინდისზე, გულებზე გადის საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი არჩევანი"

ახლა, მხოლოდ თქვენ თუ შეძლებთ დარჩენილი რამდენიმე საათის განმავლობაში, მოსთხოვოთ თქვენს მშობლებს ამ კანონის უკან გაწვევა - სულ რამდენიმე საათი დარჩა! გახსოვდეთ, რომ თქვენ GEN-Z ხართ! - ამ ღია წერილით მიმართავს კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე, "ქართული ოცნების“ დეპუტატების შვილებს.

ნანა ჯანელიძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე ხელმომწერი დეპუტატების შვილებს ახსენებს, რომ მშობლებთან კამათში შვილი ყოველთვის იმარჯვებს, რადგან შვილი დროს გრძნობს და დროის მოთხოვნებს მიყვება.

"ღია წერილი საქართველოს პარლამენტის 84 დეპუტატის შვილებს:

მოგმართავთ, რადგან სწორად თქვენზე, თქვენს სიმამაცეზე, სინდისზე, გულებზე გადის ამ წუთას საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი არჩევანი.

დიახ, სწორად თქვენ ხართ ის ერთადერთი, მფეთქავი, ცოცხალი ძაფი (ნერვი), რომელმაც შეიძლება თქვენს მამებს და დედებს - საქართველოს პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც ხვალ ხელი უნდა მოაწერონ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას, ხელი შეუშალოთ ამ ვეტოს დაძლევაში.

მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, სხვა კუთხიდან დაანახოთ თქვენს მშობლებს მიმდინარე მოვლენები, რადგან თქვენზე ძვირფასი, საამაყო, საყვარელი მათ არავინ ჰყავს. ეს ეგრეთ წოდებული რუსული კანონი თუ ამოქმედდა, სანქციები თქვენც შეგეხებათ და ვერასდროს, ვერასდროს, მთელი სიცოცხლის განმავლობაში (!!!) ვერ შეძლებთ აშშ-ში (და შესაძლოა ევროპაშიც) სწავლასა და მოგზაურობას.

ალბათ, ბევრი თქვენგანი დასავლეთში სწავლობს, შესაძლოა, ზოგიერთი საპროტესტო აქციებზეც დგას. ახლა, მხოლოდ თქვენ თუ შეძლებთ დარჩენილი რამდენიმე საათის განმავლობაში, მოსთხოვოთ თქვენს მშობლებს ამ კანონის უკან გაწვევა. 10 უარყოფითი ხმაც კი საკმარისია, რომ პრეზიდენტის ვეტო ვერ დაიძლიოს. თქვენში უნდა დაიბადოს ის 10 მართალი, სინდისიერი ახალგაზრდა, რომელიც გასაყარზე მდგარ საქართველოს სწორ არჩევანს გააკეთებინებს. (ალბათ იცით არაკი 10 მართალი ადამიანის შესახებ, რომელიც ვერ მოინახა ქალაქში და ეს ქალაქი დაისაჯა.)

ნუ შეუშინდებით მშობლებთან კამათს, საკუთარი აზრის გამოხატვას. გააღებინეთ ფანჯრები და გარეთ გაახედეთ! ნუ მოატყუებინებთ თავს, რომ იქ, ქუჩაში მხოლოდ 5 000 ადამიანი დგას, რომ იქ მხოლოდ "ნაცები" დგანან - არა!!!

იქ, ჯანსაღი, მოაზროვნე, ევროპული ღირებულებებისკენ, სიმშვიდისკენ მისწრაფებული 10 და 100 ათასობით ახალგაზრდა და საქართველოს ძველგაზრდა მოქალაქე დგას და მზად არის, თავი შესწიროს ქვეყნის უძველეს სწრაფვას, სწრაფვას ევროპისკენ!

იქ, 9 აპრილს დაღუპული ადამიანების, საუკუნეების მანძილზე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და გარდაცვლილი გმირების მთელი ლეგიონი აღმართულა და ძალას აძლევს ქუჩაში მდგომ, მხოლოდ სულის სიმტკიცით შეიარაღებულ ადამიანებს. არ დანებდნენ.

გახსოვდეთ, მშობლებთან კამათში, შვილი ყოველთვის იმარჯვებს, რადგან შვილი დროს გრძნობს და დროის მოთხოვნებს მიყვება. ახლა, საქართველოში, დედამიწის ამ პატარა მონაკვეთზე მსოფლმხედველური, ჩვენთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილი მიმდინარეობს.

თუ ვერ გაიმარჯვა საღმა აზრმა, ალბათ, ხახადაღებულ წყვდიადში ჩავიძირებით 30-50 წლით - დაიწყება უსამართლო, ცილისმწამებლური რეპრესიები, დაჭერები - ის, რაც ჩვენმა ქვეყანამ მე-20 საუკუნეში ბევრჯერ გამოიარა. სტალინურ რეპრესიებს საქართველოს 300 000 მოქალაქე ემსხვერპლა. მხოლოდ 37 წელს საბჭოთა კავშირში 6 000 000 000 ანონიმური დასმენა დაიწერა და ზუსტად, ადამიანის სულის ამ ბნელ მისწრაფებებს უხსნის გზას ეს "გამჭვირვალობის “ კანონი.

არ შეგეშინდეთ მშობლებთან კამათის... მხოლოდ ეს თუ დააფიქრებს მათ, მათი ჩაკეტილი გარემოს დამძლევი სხვა ძალა არ არსებობს. თუნდაც შუაღამეს მიადექით მათ და მთავარი კითხვა დაუსვით: რას აირჩევს ის ხვალ თქვენთვის - დასავლურ ცივილიზაციასთან წილნაყარობას, სწავლას, მუშაობას, აღმოჩენებით სავსე მომავალს ევროპასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოსთვის წინსვლას, თუ საბჭოთა კავშირის ყველაზე მძიმე, დასმენებით და რეპრესიებით სავსე პერიოდში დაბრუნებას... სულ რამდენიმე საათი დარჩა! გახსოვდეთ, რომ თქვენ GEN-Z ხართ! პატივისცემით…”, - წერს ნანა ჯანელიძე.

იხილეთ ასევე: