Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეუმსუბუქებს შრომას ქართველ ფერმერებს?
რა შეუმსუბუქებს შრომას ქართველ ფერმერებს?

პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია — ჭკვი­ა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სპე­ცი­ფი­კურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი და მარ­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი სის­ტე­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა

თა­ნა­მედ­რო­ვე, სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბად გა­რე­მო­ში, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტი­ა­ნი უნდა იყოს, ამი­ტომ აგ­რო­სექ­ტორ­ში ჭკვი­ა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი უფრო და უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ამავდრო­უ­ლად, წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ფერ­მე­რე­ბი სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის უნდა იყ­ვნენ მზად, რის­თვი­საც სჭირ­დე­ბათ ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­ვებს უპა­სუ­ხებს.

სწო­რედ ასეთ მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და პრო­დუქ­ცი­ის ფარ­თო არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს ფერ­მე­რებს გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია Fendt, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად „თე­გე­ტა აგრი“ წარ­მო­ად­გენს. მათი ტრაქ­ტო­რე­ბი სპე­ცი­ფი­კურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი, გა­მო­ირ­ჩე­ვა ტექ­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ზუს­ტი ინ­ჟი­ნე­რი­ი­თა და საწ­ვა­ვის ოპ­ტი­მა­ლუ­რად მოხ­მა­რე­ბით.

Fendt-ის ტრაქ­ტო­რე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია ძლი­ე­რი ძრა­ვე­ბით, მო­წი­ნა­ვე გა­და­ცე­მის სის­ტე­მე­ბით და კარ­გად არის მორ­გე­ბუ­ლი ისეთ ამო­ცა­ნებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა ხვნა და ნი­ა­და­გის მომ­ზა­დე­ბა. ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი Vario-ს გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფია, რო­მე­ლიც სიჩ­ქა­რის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და საწ­ვა­ვის ოპ­ტი­მა­ლურ მოხ­მა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. Fendt-ის გუნ­დი ხუმ­რობს, რომ მათი ტექ­ნი­კა საწ­ვავს კი არ მო­იხ­მარს, „არა­მედ ჰიდ­რავ­ლი­კურ სი­თხეს, რო­მე­ლიც Fendt-ის ტრაქ­ტო­რის ვე­ნებ­ში მი­ე­დი­ნე­ბა“.

ტრაქ­ტო­რე­ბი თავ­სე­ბა­დია ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­სუ­ქე­ბის, პეს­ტი­ცი­დე­ბი­სა და ჰერ­ბი­ცი­დე­ბის­თვის. კომ­ბა­ი­ნე­ბი კი მა­ღა­ლი წარ­მა­დო­ბი­თა და სე­პა­რა­ცი­ის სის­ტე­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ეს ფუნ­ქცი­ე­ბი ქი­მი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის, გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და მო­სავ­ლის და­ნა­კარ­გის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

კომ­პა­ნია ფერ­მე­რებს სთა­ვა­ზობს სხვა­დას­ხვა ხელ­სა­წყოს ნი­ა­და­გის მომ­ზა­დე­ბი­სა და კულ­ტი­ვი­რე­ბის­თვი­საც, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, აწარ­მო­ონ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის საკ­ვე­ბი პი­რუ­ტყვის­თვის და და­ნა­კარ­გე­ბი შე­ამ­ცი­რონ. ასე­ვე, ციფ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ფერ­მის მო­ნა­ცემ­თა მარ­თვი­სა და ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის­თვის. შე­დე­გად, Fend”-ის ტექ­ნი­კა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა­სა და მდგრა­დო­ბას.

თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ მო­ნა­ცე­მე­ბი, არა­მედ სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში მათი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა. ამ მხრივ, კომ­პა­ნი­ას კარ­გი რე­პუ­ტა­ცია აქვს და ფერ­მე­რე­ბის მე­გო­ბარ­საც უწო­დე­ბენ. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც უკვე ისარ­გებ­ლეს ტრაქ­ტო­რე­ბით, ამ­ბო­ბენ, რომ ის ეფექ­ტუ­რია სხვა­დას­ხვა ამო­ცა­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეკო­ნო­მი­უ­რად მო­იხ­მარს საწ­ვავს, ეს კი ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას უწყობს ხელს. მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, ეფექ­ტუ­რია GPS სის­ტე­მე­ბიც და თუ ერთხელ სწო­რად და­აპ­როგ­რა­მებთ ტრაქ­ტორს თქვე­ნი მი­წის ფორ­მა­სა და ზო­მა­ზე, სა­მო­მავ­ლოდ ეს ცხოვ­რე­ბას გა­გი­მარ­ტი­ვებთ. ფერ­მე­რე­ბის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლია ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მაც, რო­მე­ლიც მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს, და სა­გა­რან­ტიო პი­რო­ბე­ბიც, რაც ხა­რისხზე სან­დო­ო­ბას ზრდის.

კომ­პა­ნი­ას და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი აქვს ექ­სპერ­ტე­ბის­გა­ნაც, რომ­ლე­ბიც ტესტდ­რა­ივ­ზე აგე­ბენ პა­სუხს: მათი შე­ფა­სე­ბით, Fendt ტრაქ­ტო­რე­ბი ყო­ველ­თვის კარ­გად გა­დის ტეს­ტი­რე­ბას და ლი­დე­რობს ტექ­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, კარ­გად შერ­ჩე­უ­ლი დი­ზა­ი­ნი კი, მძღო­ლის მიერ შიდა სივ­რცის ეფექ­ტუ­რად ათ­ვი­სე­ბას უწყობს ხელს.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის” შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის, „Tegeta Construction Equipment”-ის ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, „თე­გე­ტა აგრი” 2023 წლი­დან სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კის ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დე­ბით ამა­რა­გებს ქარ­თულ ბა­ზარს. კომ­პა­ნია ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­მო­ად­გენს ისეთ მსხვილ აგრო ტექ­ნი­კის მწარ­მო­ე­ბელ ბრენ­დებს რო­გო­რი­ცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor-ი. „თე­გე­ტა აგ­რის“ „Fendt”-ისა და „Valtra”-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი დის­ტრი­ბუ­ტო­რის სერ­ტი­ფი­კა­ტიც გა­და­ე­ცა, ორი­ვე მათ­გა­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ამე­რი­კულ კორ­პო­რა­ცია „AGCO”-ში, რო­მე­ლიც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კის წარ­მო­ე­ბა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მხრივ მსოფ­ლიო ლი­დე­რად მი­იჩ­ნე­ვა.

NS

ავტორი:

რა შეუმსუბუქებს შრომას ქართველ ფერმერებს?

რა შეუმსუბუქებს შრომას ქართველ ფერმერებს?

პასუხი მარტივია — ჭკვიანი ტექნოლოგიები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული და მართვის მოსახერხებელი სისტემით გამოირჩევა

თანამედროვე, სწრაფად განვითარებად გარემოში, სოფლის მეურნეობა მაქსიმალურად ეფექტიანი უნდა იყოს, ამიტომ აგროსექტორში ჭკვიანი ტექნოლოგიები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამავდროულად, წარმატების შესანარჩუნებლად ფერმერები სიახლეებისთვის უნდა იყვნენ მზად, რისთვისაც სჭირდებათ ტექნიკა, რომელიც გამოწვევებს უპასუხებს.

სწორედ ასეთ მომსახურებასა და პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს ფერმერებს გერმანული კომპანია Fendt, რომელსაც საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა აგრი“ წარმოადგენს. მათი ტრაქტორები სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული, გამოირჩევა ტექნიკური მონაცემებით, ზუსტი ინჟინერიითა და საწვავის ოპტიმალურად მოხმარებით.

Fendt-ის ტრაქტორები აღჭურვილია ძლიერი ძრავებით, მოწინავე გადაცემის სისტემებით და კარგად არის მორგებული ისეთ ამოცანებზე, როგორებიცაა ხვნა და ნიადაგის მომზადება. ერთ-ერთი თვალსაჩინო მახასიათებელი Vario-ს გადაცემათა კოლოფია, რომელიც სიჩქარის რეგულირების საშუალებას იძლევა და საწვავის ოპტიმალურ მოხმარებას უზრუნველყოფს. Fendt-ის გუნდი ხუმრობს, რომ მათი ტექნიკა საწვავს კი არ მოიხმარს, „არამედ ჰიდრავლიკურ სითხეს, რომელიც Fendt-ის ტრაქტორის ვენებში მიედინება“.

ტრაქტორები თავსებადია ტექნოლოგიებთან, რომლებიც გამოიყენება სასუქების, პესტიციდებისა და ჰერბიციდებისთვის. კომბაინები კი მაღალი წარმადობითა და სეპარაციის სისტემით გამოირჩევა. ეს ფუნქციები ქიმიური მოხმარების, გარემოზე ზემოქმედებისა და მოსავლის დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს.

კომპანია ფერმერებს სთავაზობს სხვადასხვა ხელსაწყოს ნიადაგის მომზადებისა და კულტივირებისთვისაც, რაც მათ საშუალებას მისცემს, აწარმოონ მაღალი ხარისხის საკვები პირუტყვისთვის და დანაკარგები შეამცირონ. ასევე, ციფრულ გადაწყვეტილებებს ფერმის მონაცემთა მართვისა და ოპტიმიზაციისთვის. შედეგად, Fend”-ის ტექნიკა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობასა და მდგრადობას.

თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მონაცემები, არამედ საველე პირობებში მათი ეფექტიანობა. ამ მხრივ, კომპანიას კარგი რეპუტაცია აქვს და ფერმერების მეგობარსაც უწოდებენ. მომხმარებლები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ტრაქტორებით, ამბობენ, რომ ის ეფექტურია სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიურად მოიხმარს საწვავს, ეს კი ფინანსურ სტაბილურობას უწყობს ხელს. მათივე შეფასებით, ეფექტურია GPS სისტემებიც და თუ ერთხელ სწორად დააპროგრამებთ ტრაქტორს თქვენი მიწის ფორმასა და ზომაზე, სამომავლოდ ეს ცხოვრებას გაგიმარტივებთ. ფერმერებისთვის მიმზიდველია ოპერაციული სისტემაც, რომელიც მონაცემების გაანალიზებას უზრუნველყოფს, და საგარანტიო პირობებიც, რაც ხარისხზე სანდოობას ზრდის.

კომპანიას დადებითი შეფასებები აქვს ექსპერტებისგანაც, რომლებიც ტესტდრაივზე აგებენ პასუხს: მათი შეფასებით, Fendt ტრაქტორები ყოველთვის კარგად გადის ტესტირებას და ლიდერობს ტექნიკური მონაცემებით, კარგად შერჩეული დიზაინი კი, მძღოლის მიერ შიდა სივრცის ეფექტურად ათვისებას უწყობს ხელს.

„თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიის, „Tegeta Construction Equipment”-ის ახალი მიმართულება, „თეგეტა აგრი” 2023 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევროპული და ამერიკული ბრენდებით ამარაგებს ქართულ ბაზარს. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ მსხვილ აგრო ტექნიკის მწარმოებელ ბრენდებს როგორიცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor-ი. „თეგეტა აგრის“ „Fendt”-ისა და „Valtra”-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერტიფიკატიც გადაეცა, ორივე მათგანი გაერთიანებულია ამერიკულ კორპორაცია „AGCO”-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის მხრივ მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა.

NS