პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქოლგა თბილისი ფოტოს" კვირეული "ვოლვო ქარ საქართველოს" მხარდაჭერით გაიმართა
"ქოლგა თბილისი ფოტოს" კვირეული "ვოლვო ქარ საქართველოს" მხარდაჭერით გაიმართა

„ქოლ­გა თბი­ლი­სი ფო­ტოს“ კვი­რე­უ­ლი წელს უკვე 23-ედ გა­ი­მარ­თა. ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სივ­რცე ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებს, ვორ­ქშო­ფებ­სა და ლექ­ცი­ებს და­ეთ­მო. კვი­რე­უ­ლის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ფო­ტო­კონ­კურს „ქოლ­გა თბი­ლი­სი ფო­ტოს“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს. მე­ო­რე წე­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით და­არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­ტო­კონ­კურ­სის პარტნი­ო­რი, „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლოა“.

ეკა კევ­ლიშ­ვი­ლი, „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლოს“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს მხარ­და­ჭე­რა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტია. „ქოლ­გა თბი­ლი­სი ფო­ტოს­თან“ უკვე მე­ო­რე წე­ლია, სწო­რედ არ­ტის­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. ვფიქ­რობთ, რომ გა­სუ­ლი წლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამან გან­სა­ზღვრა ის, რომ ფო­ტო­კონ­კურ­სის პარტნი­ო­რო­ბას წელ­საც ვაგ­რძე­ლებთ. გვინ­და ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ იმ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში, რა­საც „ქოლ­გა თბი­ლი­სი ფოტო“ ემ­სა­ხუ­რე­ბა. ფო­ტო­კონ­კურ­სზე გა­მო­ვავ­ლი­ნეთ ჩვე­ნი რჩე­უ­ლიც - ნი­ნია სა­ბა­ძე, რო­მელ­საც „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლოს“ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი გა­და­ვე­ცით. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ფო­ტოგ­რა­ფია, ისე­ვე, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა სფე­რო­ე­ბი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო რუ­კა­ზე წარ­მო­სა­ჩე­ნად“.

ფო­ტო­კონ­კურს „ქოლ­გა თბი­ლი­სი ფო­ტო­ში“ 50-მდე ქვეყ­ნის და­ახ­ლო­ე­ბით 500 ფო­ტოგ­რა­ფი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რიმ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ხუთ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და­ა­სა­ხე­ლა: დო­კუ­მენ­ტუ­რი სე­რია, რე­პორ­ტა­ჟი, სა­უ­კე­თე­სო კად­რი, მო­ბი­ლუ­რი ფოტო და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ფო­ტოპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­შიც დაშ­ვე­ბუ­ლი იყო ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის ატ­ვირ­თვა. ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ: ამე­რი­კე­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი - სტი­ვენ ბენ­სო­ნი, ჯეფ­რი ვო­ლი­ნი, სოლ რო­ბინ­სი და ჯე­სი­კა ჰა­ინ­სი; ქარ­თვე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი დინა ოგა­ნო­ვა და გერ­მა­ნე­ლი გა­ლე­რის­ტი და კუ­რა­ტო­რი თინა შელ­ჰორ­ნი. საპ­რი­ზო ფონ­დი 6000 დო­ლარს შე­ად­გენ­და.

ბესო ხა­ინ­დრა­ვა, „ქოლ­გა თბი­ლი­სი ფო­ტოს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „ცხა­დია, ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნად­გო­მა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ფეს­ტი­ვა­ლის წარ­მა­ტე­ბით გა­მარ­თვის­თვის. კერ­ძო სექ­ტო­რის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის „ქოლ­გა თბი­ლი­სი ფო­ტოს“ ხა­რისხს და მისი სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბას უწყობს ხელს. ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მისი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წარ­დგე­ნაა. შე­სა­ბა­მი­სად, რაც მეტი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს მსგავს ფეს­ტი­ვა­ლებს, მით მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩნდე­ბა ამ მიზ­ნე­ბის სის­რუ­ლე­ში მო­საყ­ვა­ნად“.

„ქოლ­გა თბი­ლი­სი ფოტო“, ფო­ტო­კონ­კურ­სის გარ­და, ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­ტო­გა­მო­ფე­ნებს, ლექ­ცი­ებ­სა და ვორ­ქშო­ფებ­საც მო­ი­ცავს. კვი­რე­უ­ლის მი­ზა­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რა­ფე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი არ­ტის­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა, მათ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად ერ­თგვა­რი პლატ­ფორ­მის შე­თა­ვა­ზე­ბა.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ერთ-ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, „თე­გე­ტა ქარსში“ შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლო“ შვე­დურ ბრენ­დს სა­ქარ­თვე­ლო­ში 2019 წლი­დან წარ­მო­ად­გენს. კომ­პა­ნია პრე­მი­უმ კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რია. კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს SUV-ებს, სე­და­ნებ­სა და უნი­ვერ­სა­ლებს სთა­ვა­ზობს, მათ შო­რის არის რო­გორც და­მუხ­ტვა­დი ჰიბ­რი­დე­ბი, ისე ში­გაწ­ვის ძრა­ვი­ა­ნი უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბი. შო­უ­რუ­მის გარ­და, მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, კომ­პა­ნი­ის ციფ­რუ­ლი მა­ღა­ზი­ით ისარ­გებ­ლოს, კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე ავ­ტო­მო­ბი­ლი 360-გრა­დუ­სი­ა­ნი სის­ტე­მით, დის­ტან­ცი­უ­რად შე­ა­ფა­სოს და კონ­ფი­გუ­რა­ტო­რის დახ­მა­რე­ბით, სა­სურ­ვე­ლი კომ­პლექ­ტა­ცი­ის მო­დე­ლი სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით აა­წყოს, რომ­ლის ჩა­მოყ­ვა­ნა­საც „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლო“ უზ­რუნ­ველ­ყოფს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ქოლგა თბილისი ფოტოს" კვირეული "ვოლვო ქარ საქართველოს" მხარდაჭერით გაიმართა

"ქოლგა თბილისი ფოტოს" კვირეული "ვოლვო ქარ საქართველოს" მხარდაჭერით გაიმართა

„ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული წელს უკვე 23-ედ გაიმართა. ხუთი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცე ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს დაეთმო. კვირეულის გახსნის ცერემონიაზე ფოტოკონკურს „ქოლგა თბილისი ფოტოს“ გამარჯვებულები ტრადიციულად საერთაშორისო ჟიურის წარმომადგენლებმა გამოავლინეს. მეორე წელია, თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით დაარსებული საერთაშორისო ფოტოკონკურსის პარტნიორი, „ვოლვო ქარ საქართველოა“.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვოლვო ქარ საქართველოსთვის“ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „ქოლგა თბილისი ფოტოსთან“ უკვე მეორე წელია, სწორედ არტისტების გაძლიერების მიზნით ვთანამშრომლობთ. ვფიქრობთ, რომ გასული წლის თანამშრომლობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ამან განსაზღვრა ის, რომ ფოტოკონკურსის პარტნიორობას წელსაც ვაგრძელებთ. გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ მიზნის მიღწევაში, რასაც „ქოლგა თბილისი ფოტო“ ემსახურება. ფოტოკონკურსზე გამოვავლინეთ ჩვენი რჩეულიც - ნინია საბაძე, რომელსაც „ვოლვო ქარ საქართველოს“ სპეციალური პრიზი გადავეცით. მიგვაჩნია, რომ ფოტოგრაფია, ისევე, როგორც ხელოვნების სხვა სფეროები, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო რუკაზე წარმოსაჩენად“.

ფოტოკონკურს „ქოლგა თბილისი ფოტოში“ 50-მდე ქვეყნის დაახლოებით 500 ფოტოგრაფი მონაწილეობდა. საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში დაასახელა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, საუკეთესო კადრი, მობილური ფოტო და კონცეპტუალური ფოტოპროექტი, რომელშიც დაშვებული იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ნამუშევრების ატვირთვა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ამერიკელი ფოტოგრაფები - სტივენ ბენსონი, ჯეფრი ვოლინი, სოლ რობინსი და ჯესიკა ჰაინსი; ქართველი ფოტოგრაფი დინა ოგანოვა და გერმანელი გალერისტი და კურატორი თინა შელჰორნი. საპრიზო ფონდი 6000 დოლარს შეადგენდა.

ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ დამფუძნებელი: „ცხადია, ნებისმიერი თანადგომა ძალიან სასარგებლოა ფესტივალის წარმატებით გამართვისთვის. კერძო სექტორის ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად ზრდის „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ხარისხს და მისი სტატუსის ამაღლებას უწყობს ხელს. ჩვენი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მისი მონაწილეების შემოქმედების მაქსიმალურად ფართო საზოგადოებისთვის წარდგენაა. შესაბამისად, რაც მეტი მხარდამჭერი ჰყავს მსგავს ფესტივალებს, მით მეტი შესაძლებლობა ჩნდება ამ მიზნების სისრულეში მოსაყვანად“.

„ქოლგა თბილისი ფოტო“, ფოტოკონკურსის გარდა, ადგილობრივ და საერთაშორისო ფოტოგამოფენებს, ლექციებსა და ვორქშოფებსაც მოიცავს. კვირეულის მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ფოტოგრაფების განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი და უცხოელი არტისტების დაახლოება, მათთვის გამოცდილების გასაზიარებლად ერთგვარი პლატფორმის შეთავაზება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური დილერია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

NS